ავტორი:

"ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ" - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

"ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ" - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის

აგვისტოში, სხვა საქმეების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ოჯახისა და მშობლების მიმართ. იზრუნეთ, რომ ნათესავებს შორის ჰარმონიულმა დამოკიდებულებამ დაისადგუროს. გააუმჯობესეთ საბინაო პირობები. ზოგჯერ ზოგიერთ საკითხე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. აგვისტოში იქნება დღეები, როცა სახლისა და სამსახურის საქმეებს შორის იქნებით „გახლეჩილი“, თუმცა, კარიერული წინსვლის სურვილის გამო ოჯახს ყურადღებას ნუ მოაკლებთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სამსახურსა და ოჯახში რუტინული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. თუმცა, აგვისტოს მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება და გართობისა და მხიარულებისთვისაც მოიცლით. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. დაგაინტერესებთ საქმიანი კავშირები და პარტნიორებთან (სასიყვარულოსთანაც) ურთიერთობის გაუმჯობესება. ზოგიერთს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, რომ დრო მშობლების გვერდით გაატაროს, ზოგი კი მშობლიურ ადგილებს მოინახულებს. გადახედეთ პირად ბიბლიოთეკას, მოაწესრიგეთ დოკუმენტები. შეიძლება დაინტერესდეთ გვარის ისტორიით, მოგინდეთ ოჯახურ ამბებში უკეთ გარკვევა. მეტი დრო დაუთმეთ საბინაო საკითხების მოგვარებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებას. კარგი თვე ელით ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინერებს.

ფული და სიყვარული

თვის დასაწყისში კომუნიკაცია და ურთიერთობა მოგინდებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ახლობლებთან, ნათესავებთან. მაქსიამლურად დიპლომატიური იქნებით და თავადაც გაგიკვირდებათ, როცა კონფლიქტურ სიტუაციებს მეგობრულში გადაიყვანთ. გამოიჩინეთ მეტი ინტერესი ახლობლების საქმეების მიმართ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დახმარეთ მათ მოგვარებაში. მარტოხელა კუროებს საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. იყავით ჰაეროვანი და ღიმილიანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. აგვისტოში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ. ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას. განსაკუთრებით, მზის გულზე. საუკეთესო დასვენება მშვიდ ლამაზ გარემოში განმარტოება და მედიტაცია იქნება. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. არც ჰოსპიტალიზაციაზე თქვათ უარი, თუ ამის აუცილებლობა იქნება.

ქალებისთვის

შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებათან, მაგრამ ეცადეთ, მაქსიმალურად დიპლომატიური იყოთ. დიდ მიზნებს მიაღწევთ, თუ დაკვირვებული და მიზანმიმართული იქნებით. მიიღეთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად და ნუ დაელოდებით სხვების რჩევებს. შეიძლება მოულოდნელი ამბის გამო გეგმებში კორექტივების შეტანამ მოგიწიოთ. აგვისტოს ბოლოს თქვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გააფორმებთ.

მამაკაცებისთვის

სამსახურის საქმეებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. ზოგიერთი მზად იქნება რისკისა და ექსპერიმენტებისთვის. მიიღებთ გარშემო მყოფების მხარდაჭერას და უფრო გაბედულად იმოქმედებთ. იყავით მიზანმიმართული, გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსებთანაც და დაქვემდებარებულებთანაც. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრები და ნაცნობობა ელის. ისწავლეთ იმ ადამიანებისგან, ვისთანაც გიწევთ ურთიერთობა. რომანტიკული ურთიერთობა დინამიკურად განვითარდება.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - "შეიძლება ისეთ პროქეტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით"