ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 ივნისს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს:
"10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე მზის რკალისებური დაბნელებაა, ტყუპების 19°47-ზე. ამ დაბნელების წერტილი რეტროგრადულ მერკურისთან შეერთებაში მოდის. ამავე დროს აქვს კვადრატი ნეპტუნთან და ტრინი სატურნთან.
ნიშნავს ეს?
ტყუპების თემა ისედაც ინფორმაციაა და ახლა მერკურისთან შეერთებაში - მითუმეტეს. თუმცა როგორც ვთქვით, მერკური უკუსვლითია. შესაბამისად, ინფორმაცია მოდის წარსულიდან, ექო რაღაც ძველი ამბების, რაღაც, რაც მაშინ გამოგვრჩა, ან კიდევ უფრო დიდი ალბათობით - დაგვიმალეს (ნეპტუნის ზეგავლენა.) ფარული ამბების ამოტივტივებასთან ერთად, შესაძლოა, რომ აბსოლუტურად მართალ ადამიანებზე მოვისმინოთ ცილისწამებები.
ახალა ძალიან რთული იქნება ტყუილ-მართალის გარჩევა. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი გაირკვევა. ისე კი მეტად საინტერესოა, რომ დაბნელების წერტილს კვადრატი აქვს საქართველოს ბოლო ასტროლოგიური რუკის მარსთან, რომელიც ამ რუკაში მე-12, ანუ ფარული ამბების მმართველია... ითვლება, რომ მთვარის დაბნელებები უფრო მეტად ხალხის მასებზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო მზის - ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე, დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე, მათზე, ვინც გარკვეულად ძალაუფლებას ფლობს. მითუმეტეს, თუ ამ დაბნელების წერტილის სატურნთან ასპექტს გავიხსენებთ - სატურნი ხომ კანონი და სახელისუფლებო ვერტიკალია... ამიტომ თუ დაბნელების წერტილი უშუალოდ თქვენს რომელიმე პლანეტას არ უერთდება, დიდად ნუ აფორიაქდებით, მისი ზეგავლენა თქვენ არ შეგეხებათ. წაიკითხეთ სრულად