მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზის დაბნელება ვერძში – ახალი გზების გახსნა – ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან
მზის დაბნელება ვერძში – ახალი გზების გახსნა – ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

29 მარტს მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძის მე-9 გრა­დუს­ზე (ამ დღეს არის ახალმთვა­რე­ო­ბაც), 12:50-დან 16:45 სა­ა­თამ­დე.

ზო­გა­დად დაბ­ნე­ლე­ბას ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გია მო­აქვს – ეს არის დრო, რო­დე­საც კოს­მო­სი გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, და­ვი­ნა­ხოთ სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა უნდა შევ­ცვა­ლოთ.

დაბ­ნე­ლე­ბის გავ­ლე­ნა ყვე­ლას­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ ზო­გა­დია თე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც ამ პე­რი­ოდ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი:

  • ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი;
  • ძვე­ლი კარ­მუ­ლი კავ­ში­რე­ბის და­ხურ­ვა;
  • ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა;
  • ში­ნა­გა­ნი ტრანსფორ­მა­ცია და ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა?

ემო­ცი­ე­ბი და წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. დაბ­ნე­ლე­ბა წა­მო­წევს ყვე­ლა­ფერს, რა­საც გულ­ში ვმა­ლავ­დით – შე­საძ­ლოა, ძვე­ლი წყე­ნე­ბი, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ამ­ბე­ბი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ამო­ტივ­ტივ­დეს. ეს იმის­თვის ხდე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­ვუშ­ვათ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან გა­საშ­ვე­ბი თე­მე­ბი, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს კო­რექ­ცია მო­ვახ­დი­ნოთ იმ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, რო­მე­ლიც წინა პე­რი­ოდ­ში ჩავ­ხუ­რეთ.

ენერ­გი­ის სწო­რად მარ­თვა. ამ დროს სხე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა, ამი­ტომ სწო­რი კვე­ბა, ძილი და დას­ვე­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ინ­ტუ­ი­ცია და ემო­ცი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა მძაფ­რდე­ბა. ხში­რად დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩვენ ვი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­ნიშ­ნე­ბებს – კარ­გია დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბა ან მე­დი­ტა­ცია, რომ უკეთ გა­ი­გოთ, რა გზას გიჩ­ვე­ნებთ და რა მი­ნიშ­ნე­ბებს გაძ­ლევთ სამ­ყა­რო.

პრაქ­ტი­კა დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში

სა­სურ­ვე­ლია ამ დღეს არ ჩა­ვიც­ვათ შავი ფე­რის სა­მო­სი

ჩა­ა­ტა­რეთ "გა­ცი­ლე­ბის რი­ტუ­ა­ლი" – და­წე­რეთ ფურ­ცელ­ზე ყვე­ლა­ფე­რი, რისი გაშ­ვე­ბაც გინ­დათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან (მი­უ­ღე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ტოქ­სი­კუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ში­შე­ბი და ბლო­კე­ბი). შემ­დეგ ეს ფურ­ცე­ლი დაწ­ვით ან გა­ა­ნად­გუ­რეთ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ ქრე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან.

ახა­ლი გზის გახ­სნა – და­წე­რეთ, რას ისურ­ვებ­დით ახალ ეტაპ­ზე, რა გინ­დათ, რომ გაჩ­ნდეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. და­ა­ფიქ­სი­რეთ ეს სურ­ვი­ლე­ბი და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ კონ­კრე­ტულ ვა­დებს მი­უ­თი­თებთ.

დაბ­ნე­ლე­ბა ძლი­ე­რი გარ­დაქ­მნის დროა! გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მზის დაბნელება ვერძში – ახალი გზების გახსნა – ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

მზის დაბნელება ვერძში – ახალი გზების გახსნა – ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

29 მარტს მზის დაბნელება გველოდება ვერძის მე-9 გრადუსზე (ამ დღეს არის ახალმთვარეობაც), 12:50-დან 16:45 საათამდე.

ზოგადად დაბნელებას ყოველთვის განსაკუთრებული ენერგია მოაქვს – ეს არის დრო, როდესაც კოსმოსი გვაძლევს შესაძლებლობას, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახოთ სუსტი წერტილები და გავაანალიზოთ, რა უნდა შევცვალოთ.

დაბნელების გავლენა ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადია თემები, რომელთა გააქტიურებაც ამ პერიოდშია მოსალოდნელი:

  • ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
  • ძველი კარმული კავშირების დახურვა;
  • ფინანსური შესაძლებლობების გადაფასება;
  • შინაგანი ტრანსფორმაცია და ახალი მიმართულებების აღმოჩენა.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ემოციები და წარსული გამოცდილება. დაბნელება წამოწევს ყველაფერს, რასაც გულში ვმალავდით – შესაძლოა, ძველი წყენები, დაუმთავრებელი ამბები, დაუსრულებელი კონფლიქტები ამოტივტივდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ საბოლოოდ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან გასაშვები თემები, თუმცა, ამავე დროს, საშუალება გვაქვს კორექცია მოვახდინოთ იმ სიტუაციების, რომელიც წინა პერიოდში ჩავხურეთ.

ენერგიის სწორად მართვა. ამ დროს სხეული განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, ამიტომ სწორი კვება, ძილი და დასვენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ინტუიცია და ემოციური გამოვლინება მძაფრდება. ხშირად დაბნელების პერიოდში ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან მინიშნებებს – კარგია დღიურის წარმოება ან მედიტაცია, რომ უკეთ გაიგოთ, რა გზას გიჩვენებთ და რა მინიშნებებს გაძლევთ სამყარო.

პრაქტიკა დაბნელების პერიოდში

სასურველია ამ დღეს არ ჩავიცვათ შავი ფერის სამოსი

ჩაატარეთ "გაცილების რიტუალი" – დაწერეთ ფურცელზე ყველაფერი, რისი გაშვებაც გინდათ თქვენი ცხოვრებიდან (მიუღებელი სიტუაციები, ტოქსიკური ადამიანები, შიშები და ბლოკები). შემდეგ ეს ფურცელი დაწვით ან გაანადგურეთ და წარმოიდგინეთ, როგორ ქრება ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან.

ახალი გზის გახსნა – დაწერეთ, რას ისურვებდით ახალ ეტაპზე, რა გინდათ, რომ გაჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. დააფიქსირეთ ეს სურვილები და კარგი იქნება თუ კონკრეტულ ვადებს მიუთითებთ.

დაბნელება ძლიერი გარდაქმნის დროა! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.