სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზე თხის რქაში გადადის, ახლოს გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ჯიუტი ნიშანი
მზე თხის რქაში გადადის, ახლოს გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ჯიუტი ნიშანი

21 დე­კემ­ბერს 13:21-ზე მზე მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­დან ერთი თვით თხის რქის ნი­შან­ში გა­და­ვა. გი­ლო­ცავთ, თხის რქე­ბო, გა­აქ­ტი­ურ­დით სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად, მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა ხომ თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ჩვენ კი ვნა­ხოთ რო­გო­რე­ბი არი­ან ზო­დი­ა­ქოს ეს ნიშ­ნე­ბი.

თხის რქის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით, რო­გორც წესი, ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი, გა­სა­ო­ცა­რი ამ­ტა­ნო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი და უზო­მოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან.

პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მფარ­ვე­ლად ით­ვლე­ბა, თა­ვის შვი­ლებს დის­ციპ­ლი­ნას, მო­ვა­ლე­ო­ბის გამ­ძაფ­რე­ბულ შეგ­რძნე­ბას და წეს­რი­გის სიყ­ვა­რულს ანი­ჭებს. ორი­ვე სქე­სის თხის რქე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი­თა და კა­რი­ე­რის­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ჯერ კი­დევ ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ისა­ხავს მი­ზანს და რო­გორც კლდის მწვერ­ვა­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ვაცი, ისე­თი­ვე მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით მი­ი­წევს წინ, ამ მიზ­ნის ასახ­დე­ნად.

ორი­ვე სქე­სის თხის რქე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის კე­თე­ბი­სას, სიფრ­თხი­ლი­თა და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბით ირ­ჩე­ვენ სა­მოქ­მე­დო გზას და სა­შუ­ა­ლე­ბას. ამას­თან ერ­თად, შე­სა­შუ­რი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა, თხის რქას ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უქა­დის წარ­მა­ტე­ბას. დაბ­რკო­ლე­ბე­ბი კი, რო­მე­ლიც მათ მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ხვდე­ბათ, მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ჯი­უ­ტეს და პრინ­ცი­პულ ჩა­ნა­ფიქ­რს ია­როს წინ, მხო­ლოდ წინ და არც ერთი ნა­ბი­ჯით არ და­ი­ხი­ოს უკან.

თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი, სი­ტყვა­ძუნ­წი და მე­თო­დუ­რი ადა­მი­ა­ნია. თუკი თქვენ სად­მე ლაქ­ლა­ქა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი თხის რქა შეგ­ხვედ­რი­ათ, კარ­გად გა­და­ხე­დეთ მის პი­რად რუ­კას, რად­გან იქ აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩენთ ტყუ­პის ან მერ­წყუ­ლის დიდ გავ­ლე­ნას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ტი­პურ წარ­მო­მად­გე­ნელს, სხვე­ბის­გან თავ­და­ჭე­რი­ლო­ბით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბი­თა და სი­დინ­ჯით გა­მო­არ­ჩევთ.

ორი­ვე სქე­სის თხის რქა, ძალ­ზე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, მით უმე­ტეს სა­ხალ­ხოდ. პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დამ­სჯე­ლი პლა­ნე­ტაა, თა­ვის მფარ­ვე­ლო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის მხრივ, საკ­მა­ოდ მკაც­რი კონ­ტრო­ლის უნა­რით აჯილ­დო­ებს. თუმ­ცა ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნებს შო­რის, თხის რქის ერ­თგუ­ლე­ბა და ზრუნ­ვა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ვინც ჭეშ­მა­რი­ტად უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია.

თხის რქას არ უყ­ვარს გრძნო­ბე­ბის სი­ტყვე­ბით აფი­ში­რე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ერ­თოდ არ ეხერ­ხე­ბა ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი და ურ­ჩევ­ნია სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ვინ­მეს მი­მართ საქ­ცი­ე­ლით გა­მო­ხა­ტოს.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თხის რქა ზო­დი­ა­ქოს მე­ა­თე სახ­ლს მარ­თავს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კა­რი­ე­რა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის აზრი სა­მუ­შაო და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბას მხო­ლოდ მა­შინ იწყე­ბენ, როცა ფეხ­ქვეშ მყარ ნი­ა­დაგს შე­იქ­მნი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით. თუ ისე მოხ­და, რომ თხის რქა ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წინ­და, იგი არც ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­წყვეტს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას.

გა­საკ­ვი­რი არაა ის ფაქ­ტი, რომ ბევ­რი თხის რქა დედა, ოს­ტა­ტუ­რად უთავ­სებს დი­ა­სახ­ლი­სო­ბას და სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ერ­თმა­ნეთს. თა­ნაც ისე, რომ ორი­ვე ფრონტზე იდე­ა­ლუ­რი წეს­რი­გი და დის­ციპ­ლი­ნა ჰქონ­დეს.

თხის რქის ერ­თა­დერ­თი მტე­რი, პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნის მიერ პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოწ­ვე­უ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რო­გორც წესი, თხის რქე­ბი ძალ­ზე რთუ­ლად ეგუ­ე­ბი­ან მარ­ცხს ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, ამი­ტომ ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს ან პრო­ფე­სი­ულ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას, თხის რქის დე­მო­ბი­ლი­ზე­ბა და ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­ტე­ხაც კი შე­უძ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად გა­საკ­ვი­რი არაა, რა­ტომ ეკი­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რის და ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის შერ­ჩე­ვას ესო­დენ დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მზე თხის რქაში გადადის, ახლოს გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ჯიუტი ნიშანი

მზე თხის რქაში გადადის, ახლოს გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ჯიუტი ნიშანი

21 დეკემბერს 13:21-ზე მზე მშვილდოსნის ზოდიაქოდან ერთი თვით თხის რქის ნიშანში გადავა. გილოცავთ, თხის რქებო, გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, მწვერვალების დაპყრობა ხომ თქვენი მთავარი მიზანია. ჩვენ კი ვნახოთ როგორები არიან ზოდიაქოს ეს ნიშნები.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით, როგორც წესი, ყველაზე პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან.

პლანეტა სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს დისციპლინას, მოვალეობის გამძაფრებულ შეგრძნებას და წესრიგის სიყვარულს ანიჭებს. ორივე სქესის თხის რქები, განსაკუთრებული მოთმინების უნარითა და კარიერისტობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ, ამ მიზნის ასახდენად.

ორივე სქესის თხის რქები, ნებისმიერი საქმის კეთებისას, სიფრთხილითა და დაკვირვებულობით ირჩევენ სამოქმედო გზას და საშუალებას. ამასთან ერთად, შესაშური შრომისუნარიანობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელი თვისებაა, თხის რქას ნებისმიერი სახის საქმიანობაში უქადის წარმატებას. დაბრკოლებები კი, რომელიც მათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდებათ, მხოლოდ აძლიერებს ამ ადამიანების სიჯიუტეს და პრინციპულ ჩანაფიქრს იაროს წინ, მხოლოდ წინ და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან.

თხის რქების უმრავლესობა სერიოზული, სიტყვაძუნწი და მეთოდური ადამიანია. თუკი თქვენ სადმე ლაქლაქა, მოუწესრიგებელი და არაპროგნოზირებადი თხის რქა შეგხვედრიათ, კარგად გადახედეთ მის პირად რუკას, რადგან იქ აუცილებლად აღმოაჩენთ ტყუპის ან მერწყულის დიდ გავლენას. სხვა შემთხვევაში კი ზოდიაქოს ამ ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს, სხვებისგან თავდაჭერილობით, მოწესრიგებულობითა და სიდინჯით გამოარჩევთ.

ორივე სქესის თხის რქა, ძალზე თავშეკავებულად გამოხატავს საკუთარ ემოციებს, მით უმეტეს სახალხოდ. პლანეტა სატურნი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამსჯელი პლანეტაა, თავის მფარველობაში მყოფ ადამიანებს ემოციების გამოხატვის მხრივ, საკმაოდ მკაცრი კონტროლის უნარით აჯილდოებს. თუმცა ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის, თხის რქის ერთგულება და ზრუნვა, იმ ადამიანების მიმართ ვინც ჭეშმარიტად უყვარს, განსაკუთრებით თვალშისაცემია.

თხის რქას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, ამ ადამიანების უმრავლესობას საერთოდ არ ეხერხება ენის მოჩლექით საუბარი და ურჩევნია საკუთარი სიყვარული ვინმეს მიმართ საქციელით გამოხატოს.

გამომდინარე იქიდან, რომ თხის რქა ზოდიაქოს მეათე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ კარიერაზეა პასუხისმგებელი, თხის რქების უმრავლესობისთვის ცხოვრების აზრი სამუშაო და პროფესიული განვითარებაა. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადებიან, პირადი ცხოვრების მოწყობას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს შეიქმნიან მატერიალური კუთხით. თუ ისე მოხდა, რომ თხის რქა ნაადრევად დაქორწინდა, იგი არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს საკუთარი პროფესიული ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას.

გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ბევრი თხის რქა დედა, ოსტატურად უთავსებს დიასახლისობას და სამსახურებრივ საქმიანობას ერთმანეთს. თანაც ისე, რომ ორივე ფრონტზე იდეალური წესრიგი და დისციპლინა ჰქონდეს.

თხის რქის ერთადერთი მტერი, პლანეტა სატურნის მიერ პერიოდულად გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობაა. როგორც წესი, თხის რქები ძალზე რთულად ეგუებიან მარცხს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ამიტომ ოჯახურ კონფლიქტს ან პროფესიულ წარუმატებლობას, თხის რქის დემობილიზება და ხანგრძლივი დროით გატეხაც კი შეუძლია. შესაბამისად გასაკვირი არაა, რატომ ეკიდებიან ეს ადამიანები სამსახურის და ცხოვრების მეგზურის შერჩევას ესოდენ დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით.