საზოგადოება
სპორტი
მსოფლიო

22

სექტემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:49-ზე, მთვარე სასწორშია 01:41-დან – რეკომენდებულია: ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. აქტიური ორგანოები: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა. უნდა მოალამაზოთ თქვენს სახლი.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთვარის გავლენა მცენარეებზე, სასარგებლო რჩევები ნარგავების მოსავლელად
მთვარის გავლენა მცენარეებზე, სასარგებლო რჩევები ნარგავების მოსავლელად

მთვა­რე ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­ზე და ცხო­ვე­ლებ­ზე, არა­მედ მცე­ნა­რე­ებ­ზეც. ას­ტრო­ლო­გი­ას შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნა­ში და მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა­ში. ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ მთვა­რის კონ­კრე­ტულ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში ყოფ­ნი­სა შე­სა­ხებ.

როცა მთვა­რე არის:

ვერ­ძში: მთვა­რე ცე­ცხლო­ვა­ნი ენერ­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ასეთ დღე­ებ­ში არ ღირს არაფ­რის დარ­გვა და მცე­ნა­რე­ე­ბის, ნერ­გე­ბის შე­წუ­ხე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ ნი­ა­და­გის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა.

კუ­რო­ში: სა­სარ­გებ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი მცე­ნა­რის დარ­გვა. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გია თუ ასეთ დღე­ებ­ში კარ­ტო­ფილს, სტა­ფი­ლოს, ბო­ლოკს დარ­გავთ. შე­გიძ­ლი­ათ მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და უხ­ვად მორ­წყვა.

ტყუპ­ში: ეს არ არის ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­შა­ნი, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ გა­ფხვი­ე­როთ მიწა ან ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ი­ტა­ნოთ.

კირჩხიბ­ში: ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მცე­ნა­რე­ე­ბის მორ­წყვა, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, დარ­გვა. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ნი­ა­და­გის გა­ფხვი­ე­რე­ბა და სა­რე­ვე­ლე­ბი­სა და მავ­ნებ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა.

ლომ­ში: მცე­ნა­რე­ებს მეტი მზის შუქი და სით­ბო სჭირ­დე­ბათ. თუ ასეთ დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მა­ღა­ლია, ღირს მცე­ნა­რე­ე­ბის მორ­წყვა და ნი­ა­და­გის გაშ­რო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

ქალ­წულ­ში: სწო­რი ენერ­გი­აა მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვი­სა და მოვ­ლის­თვის. არ არ­სე­ბობს შე­ზღუდ­ვე­ბი ამ დღე­ებ­ში.

სას­წორ­ში: ასეთ დღე­ებ­ში მცე­ნა­რის ღე­რო­ე­ბი და ფეს­ვე­ბი სუს­ტდე­ბა, ამი­ტომ მცე­ნა­რე­ე­ბი უნდა და­იც­ვათ ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან: გა­და­ნერგვის­გან, ქა­რის­გან, და­ზი­ა­ნე­ბის­გან. ჯო­ბია ნა­თე­სე­ბი არ შე­ა­წუ­ხოთ და არც არა­ფე­რი დარ­გოთ.

მო­რი­ელ­ში : ასეთ დღე­ებ­ში სა­სარ­გებ­ლოა დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის დარ­გვა. მცე­ნა­რე­ე­ბის მორ­წყვაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მშვილ­დო­სან­ში: ასეთ დღე­ებ­ში დარ­გუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ძლი­ე­რი, გამ­ძლე და მავ­ნებ­ლე­ბის მი­მართ მდგრა­დი იქ­ნე­ბა. ცე­ცხლის ელე­მენ­ტი და­ი­ცავს მათ გა­რე­დან და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნის­გან.

თხის რქა­ში: გირ­ჩევთ ბაღ­ში ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას. მცე­ნა­რე­ე­ბის გა­დარ­გვა, კვე­ბა, უხ­ვად მორ­წყვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მერ­წყუ­ლი: ეს არის ენერ­გე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ნი­შა­ნი, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ასეთ პე­რი­ო­დებ­ში არა­ფე­რი გა­ა­კე­თოთ. მცე­ნა­რე­ებს უნდა მის­ცეთ დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

თევ­ზე­ბი: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნი­ა­და­გის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და მცე­ნა­რე­ე­ბის მორ­წყვა. ამ ნი­შან­ში ყოფ­ნი­სას მთვა­რე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მათი მი­წის­ზე­და ნა­წი­ლის ზრდა­ზე.

ახალმთვა­რე­ო­ბი­დან სავ­სემ­თვრე­ო­ბამ­დე კარ­გია დარ­გვა, ყნო­ბა, ნი­ა­დაგ­ში კომ­პოს­ტის შე­ტა­ნა. აგ­რეთ­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია იმ პრო­დუქ­ტე­ბის დარ­გვა, რაც მი­წის ზე­ვით უნდა გან­ვი­თარ­დეს, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ მო­სავ­ლის აღე­ბა, ებ­რძო­ლეთ მავ­ნებ­ლებს, მცე­ნა­რე­თა და­ა­ვა­დე­ბებს. დარ­გეთ ის ბოსტნე­უ­ლი, რაც მი­წის­ქვეშ უნდა გა­ი­ზარ­დოს (კარ­ტო­ფი­ლი, ჭარ­ხა­ლი და ა.შ.)

20-21 მა­ისს მთვა­რე ტყუპ­ში იქ­ნე­ბა. 22-ში, 07:30-ზე მთვა­რე კირჩხიბს ეს­ტუმ­რე­ბა.

ავტორი:

მთვარის გავლენა მცენარეებზე, სასარგებლო რჩევები ნარგავების მოსავლელად

მთვარის გავლენა მცენარეებზე, სასარგებლო რჩევები ნარგავების მოსავლელად

მთვარე ძლიერ გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ადამიანებზე და ცხოველებზე, არამედ მცენარეებზეც. ასტროლოგიას შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს ნებისმიერი სახის მოსავლის მოყვანაში და მცენარეების მოვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია იცოდეთ მთვარის კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში ყოფნისა შესახებ.

როცა მთვარე არის:

ვერძში: მთვარე ცეცხლოვანი ენერგიის გავლენის ქვეშ იმყოფება. ასეთ დღეებში არ ღირს არაფრის დარგვა და მცენარეების, ნერგების შეწუხება. შეგიძლიათ მხოლოდ ნიადაგის დატენიანება.

კუროში: სასარგებლოა ნებისმიერი მცენარის დარგვა. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ დღეებში კარტოფილს, სტაფილოს, ბოლოკს დარგავთ. შეგიძლიათ მცენარეების განაყოფიერება და უხვად მორწყვა.

ტყუპში: ეს არ არის ნაყოფიერი ნიშანი, მაგრამ შეგიძლიათ გაფხვიეროთ მიწა ან ოთახის მცენარეები სუფთა ჰაერზე გაიტანოთ.

კირჩხიბში: ამ პერიოდში შესაძლებელია მცენარეების მორწყვა, განაყოფიერება, დარგვა. ასევე სასარგებლო იქნება ნიადაგის გაფხვიერება და სარეველებისა და მავნებლების მოცილება.

ლომში: მცენარეებს მეტი მზის შუქი და სითბო სჭირდებათ. თუ ასეთ დღეს ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია, ღირს მცენარეების მორწყვა და ნიადაგის გაშრობის თავიდან აცილება.

ქალწულში: სწორი ენერგიაა მცენარეების დარგვისა და მოვლისთვის. არ არსებობს შეზღუდვები ამ დღეებში.

სასწორში: ასეთ დღეებში მცენარის ღეროები და ფესვები სუსტდება, ამიტომ მცენარეები უნდა დაიცვათ ფიზიკური ზემოქმედებისგან: გადანერგვისგან, ქარისგან, დაზიანებისგან. ჯობია ნათესები არ შეაწუხოთ და არც არაფერი დარგოთ.

მორიელში : ასეთ დღეებში სასარგებლოა დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების დარგვა. მცენარეების მორწყვაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მშვილდოსანში: ასეთ დღეებში დარგული მცენარეები ძლიერი, გამძლე და მავნებლების მიმართ მდგრადი იქნება. ცეცხლის ელემენტი დაიცავს მათ გარედან დამანგრეველი გავლენისგან.

თხის რქაში: გირჩევთ ბაღში ყველაზე საჭირო სამუშაოს შესრულებას. მცენარეების გადარგვა, კვება, უხვად მორწყვა შესაძლებელია.

მერწყული: ეს არის ენერგეტიკული თვალსაზრისით ყველაზე არაპროგნოზირებადი ნიშანი, ამიტომ უმჯობესია ასეთ პერიოდებში არაფერი გააკეთოთ. მცენარეებს უნდა მისცეთ დასვენების საშუალება.

თევზები: მნიშვნელოვანია ნიადაგის მდგომარეობის მონიტორინგი და მცენარეების მორწყვა. ამ ნიშანში ყოფნისას მთვარე დადებითად მოქმედებს მათი მიწისზედა ნაწილის ზრდაზე.

ახალმთვარეობიდან სავსემთვრეობამდე კარგია დარგვა, ყნობა, ნიადაგში კომპოსტის შეტანა. აგრეთვე, ამ პერიოდში კარგია იმ პროდუქტების დარგვა, რაც მიწის ზევით უნდა განვითარდეს, სავსემთვარეობის შემდეგ მოსავლის აღება, ებრძოლეთ მავნებლებს, მცენარეთა დაავადებებს. დარგეთ ის ბოსტნეული, რაც მიწისქვეშ უნდა გაიზარდოს (კარტოფილი, ჭარხალი და ა.შ.)

20-21 მაისს მთვარე ტყუპში იქნება. 22-ში, 07:30-ზე მთვარე კირჩხიბს ესტუმრება.