მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი დღე ცაზე არსებული ყველა ასპექტი დაძაბულია" - რას წერს ასტროლოგი 31 ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ასტროლოგიურ შანსებს
"მთელი დღე ცაზე არსებული ყველა ასპექტი დაძაბულია" - რას წერს ასტროლოგი 31 ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ასტროლოგიურ შანსებს

ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, 31 ოქ­ტომ­ბერს მო­სა­ლოდ­ნელ ას­ტრო­ლო­გი­ურ მოვ­ლე­ნებს ამ დღეს და­ნიშ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შან­სებს აფა­სებს:

"და რაღა რჩე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე... 31-ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გვაქვს. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხართ ალ­ბათ - ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის ახერ­ხებს რა­ღაც სას­წა­უ­ლებს და­ამ­თხვი­ოს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი. წინა ჯერ­ზე, მა­გა­ლი­თად, უკურ­სო მთვა­რე რომ იყო მთელ დღეს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მა­შინ და­ი­ნიშ­ნა... ას­ტრო­ლო­გი­ა­ში შე­და­რე­ბით ახალ­ბე­დებ­მაც კი იცი­ან უკვე, ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის წა­მო­წყე­ბა რომ არ ღირს, იმი­ტომ რომ ურე­ზულ­ტა­ტოდ რჩე­ბა. ჰოდა, კი მო­უ­წი­ათ მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა...

არც ამ­ჯე­რად "შეშ­ლი­ათ" და გა­და­წყვი­ტეს, სასვსემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ექ­ნათ ეს საქ­მე. რა სა­ინ­ტე­რე­სოა, ნეტა ვინ ურ­ჩევს ასეთ "შე­სა­ფე­რის" დღე­ებს?

მო­დით, ვნა­ხოთ, გარ­და იმი­სა, რომ მთვა­რის ფა­ზის ცვლი­ლე­ბე­ბი ისე­დაც ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, კი­დევ რა ხდე­ბა ამ დღეს?

ნუ, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ის გა­ვიხ­სე­ნოთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა რას ნიშ­ნავს - მზი­სა და მთვა­რის ზუსტ ოპო­ზი­ცი­ას. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად მზე მთავ­რო­ბაა. მთვა­რე კი ხალ­ხი. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ფა­ზის ცვლი­ლე­ბა უნ­დო­დათ, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მა­ინც ექ­ნათ, იქ მზის და მთვა­რის შე­ერ­თე­ბა ხდე­ბა, ანუ მთავ­რო­ბა და ხალ­ხი ერთ პო­ზი­ცი­ა­ზეა... ახლა კი ერ­თურთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მზი­სა და მთვა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თა­ნა­ბა­რია - მთვა­რე კუ­რო­ში ხვდე­ბა - თა­ვის ძა­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ად­გი­ლას. მზე - მო­რი­ელ­შია და არ და­გა­ვი­წყდეთ რომ მო­რი­ე­ლი კრი­ზი­სი და ტრანსფორ­მა­ცი­აა.

არ­ჩევ­ნე­ბის ამ დღე­ზე და­ნიშ­ვნით მთავ­რო­ბა ძა­ლით იგ­დებს თავს კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? თუმ­ცა ეს ნი­შა­ნი დიდ ფულ­საც ნიშ­ნავს და, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც... გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია (ცვლი­ლე­ბე­ბი­სა­გან თავს ვი­ცავთ?) ოღონდ კუ­როც ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და თან ტან­კი­ვით მიმ­წო­ლი და ჯი­უ­ტი. ზარ­მა­ცი­ცაა, მაგ­რამ წინ წი­თე­ლი ნა­ჭე­რის ფრი­ალს ვერ იტანს. მერე სარ­ჩო­ლად ის­წევს.

კი­დევ - მთვა­რე ურან­თა­ნაა შე­ერ­თე­ბუ­ლი, ურა­ნი კი სი­ახ­ლე­ე­ბია და ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­დის, რომ მთვა­რის მხა­რე­ზეა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცაზე არ­სე­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი­დან ყვე­ლა (!) და­ძა­ბუ­ლია, თუ არ ჩავ­თვლით ნეპ­ტუ­ნის უსუს­ტეს, დაშ­ლა­ზე წა­სულ სექ­სტი­ლებს თხის რქა­ში მყოფ იუ­პი­ტერ­თან და პლუ­ტონ­თან , რო­მე­ლიც გან­ლე­ვად ილუ­ზი­ებ­ზე უფრო მი­ა­ნიშ­ნებს, ჩე­მის აზ­რით...

თუ ჰო­რა­რულ ას­ტრო­ლო­გი­ა­საც მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ და სი­ტუ­ა­ცი­ას ამ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მსა­ზღვრე­ლი 1 სახ­ლის მმარ­თვე­ლი (უბ­ნე­ბის გახ­სნის მო­მენ­ტი­სათ­ვის ას­ცენ­დენ­ტი მო­რი­ელ­ში იქ­ნე­ბა) - პლუ­ტო­ნი გა­მო­დის, ცვლი­ლე­ბე­ბი­სა კი მისი სა­პი­რის­პი­რო კურო. კუ­როს მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რა სა­კუ­თარ ნი­შან­შია, სას­წორ­ში, სა­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია. მარ­თა­ლია, ვე­ნე­რა შახ­ტა­შია, ესე იგი არ­ცერ­თი ას­პექ­ტი არა აქვს, ანუ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას თით­ქოს ვე­რა­ვინ ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ხელ­საც ვე­რა­ვინ უშ­ლის.

აი, მარ­სი კი რეტ­როა, თან იუ­პი­ტე­რი­სა­გან (წარ­მა­ტე­ბა) დაკ­ვად­რა­ტე­ბუ­ლი... რა­ღაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა უჩანს მთავ­რო­ბას. მე მათ ად­გილ­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი... ვფიქ­რობ, რომ რეტ­რო მარ­სი უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, და ან მე­ო­რე ტუ­რია, ან... აი, ერთი ეგაა - ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

თვალთმაქცობს!

ლევანი
0

ვერაფერიც ვერ გავიგე.რა კურო. რა მერწყული. არ შეიძლება უფრო გასაგებად გადმოგვცეთ რა ეშველება ჩვენ დაქცეულ ქვეყანას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მთელი დღე ცაზე არსებული ყველა ასპექტი დაძაბულია" - რას წერს ასტროლოგი 31 ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ასტროლოგიურ შანსებს

"მთელი დღე ცაზე არსებული ყველა ასპექტი დაძაბულია" - რას წერს ასტროლოგი 31 ოქტომბრის არჩევნებზე და როგორ აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ასტროლოგიურ შანსებს

ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში, 31 ოქტომბერს მოსალოდნელ ასტროლოგიურ მოვლენებს ამ დღეს დანიშნული არჩევნების ჭრილში განიხილავს და ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს აფასებს:

"და რაღა რჩება არჩევნებამდე... 31-ში საპარლამენტო არჩევნები გვაქვს. დაკვირვებული ხართ ალბათ - ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ახერხებს რაღაც სასწაულებს დაამთხვიოს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები. წინა ჯერზე, მაგალითად, უკურსო მთვარე რომ იყო მთელ დღეს, საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ დაინიშნა... ასტროლოგიაში შედარებით ახალბედებმაც კი იციან უკვე, ასეთ დროს მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება რომ არ ღირს, იმიტომ რომ ურეზულტატოდ რჩება. ჰოდა, კი მოუწიათ მეორე ტურის ჩატარება...

არც ამჯერად ''შეშლიათ'' და გადაწყვიტეს, სასვსემთვარეობაზე ექნათ ეს საქმე. რა საინტერესოა, ნეტა ვინ ურჩევს ასეთ ''შესაფერის'' დღეებს?

მოდით, ვნახოთ, გარდა იმისა, რომ მთვარის ფაზის ცვლილებები ისედაც ნეგატიური ენერგეტიკის მატარებლები არიან, კიდევ რა ხდება ამ დღეს?

ნუ, პირველ ყოვლისა, ის გავიხსენოთ სავსემთვარეობა რას ნიშნავს - მზისა და მთვარის ზუსტ ოპოზიციას. ასტროლოგიურად მზე მთავრობაა. მთვარე კი ხალხი. თუ მაინცდამაინც ფაზის ცვლილება უნდოდათ, ახალმთვარეობაზე მაინც ექნათ, იქ მზის და მთვარის შეერთება ხდება, ანუ მთავრობა და ხალხი ერთ პოზიციაზეა... ახლა კი ერთურთს დაუპირისპირდება. მზისა და მთვარის მდგომარეობა არათანაბარია - მთვარე კუროში ხვდება - თავის ძალის მაქსიმალური გამოვლინების ადგილას. მზე - მორიელშია და არ დაგავიწყდეთ რომ მორიელი კრიზისი და ტრანსფორმაციაა.

არჩევნების ამ დღეზე დანიშვნით მთავრობა ძალით იგდებს თავს კრიზისულ სიტუაციაში? თუმცა ეს ნიშანი დიდ ფულსაც ნიშნავს და, სხვა ადამიანების რესურსების გამოყენებასაც... გარდა ამისა, მორიელი ფიქსირებული ნიშანია (ცვლილებებისაგან თავს ვიცავთ?) ოღონდ კუროც ფიქსირებულია და თან ტანკივით მიმწოლი და ჯიუტი. ზარმაციცაა, მაგრამ წინ წითელი ნაჭერის ფრიალს ვერ იტანს. მერე სარჩოლად ისწევს.

კიდევ - მთვარე ურანთანაა შეერთებული, ურანი კი სიახლეებია და ცვლილებები, რომელიც გამოდის, რომ მთვარის მხარეზეა. მთელი დღის განმავლობაში ცაზე არსებული ასპექტებიდან ყველა (!) დაძაბულია, თუ არ ჩავთვლით ნეპტუნის უსუსტეს, დაშლაზე წასულ სექსტილებს თხის რქაში მყოფ იუპიტერთან და პლუტონთან , რომელიც განლევად ილუზიებზე უფრო მიანიშნებს, ჩემის აზრით...

თუ ჰორარულ ასტროლოგიასაც მოვიშველიებთ და სიტუაციას ამ ჭრილში განვიხილავთ, არსებული სიტუაციის განმსაზღვრელი 1 სახლის მმართველი (უბნების გახსნის მომენტისათვის ასცენდენტი მორიელში იქნება) - პლუტონი გამოდის, ცვლილებებისა კი მისი საპირისპირო კურო. კუროს მმართველი ვენერა საკუთარ ნიშანშია, სასწორში, სადაც, მოგეხსენებათ საკმაოდ ძლიერია. მართალია, ვენერა შახტაშია, ესე იგი არცერთი ასპექტი არა აქვს, ანუ ცვლილებების განხორციელებას თითქოს ვერავინ ეხმარება, მაგრამ ხელსაც ვერავინ უშლის.

აი, მარსი კი რეტროა, თან იუპიტერისაგან (წარმატება) დაკვადრატებული... რაღაც არასახარბიელო მდგომარეობა უჩანს მთავრობას. მე მათ ადგილზე ვინერვიულებდი... ვფიქრობ, რომ რეტრო მარსი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, და ან მეორე ტურია, ან... აი, ერთი ეგაა - ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?".

როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები

რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - ჩინური ასტროპროგნოზი ყველასთვის

"საქმის გარჩევა ამ პერიოდში კეთილად არ დასრულდება, გაფრთხილდით, რომ..." - რას წერს ასრტოლოგი მომდევნო 1 თვეზე