საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები
"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მომ­დევ­ნო 9 თვის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვთა­ვა­ზობს:

"20 იან­ვარს მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და. გი­ლო­ცავთ, მერ­წყუ­ლე­ბო, მო­მა­ვალ და­ბა­დე­ბის დღე­ებს და წარ­მა­ტე­ბულ სო­ლა­რულ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ.

მერ­წყუ­ლე­ბის­თვი­საც და არა მხო­ლოდ მათ­თვის, 20 იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1 თვე სამ­ყა­რო ცვლი­ლე­ბე­ბით, სი­ახ­ლე­ე­ბით და ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა. ეს პე­რი­ო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნა­მოზ­რე­ე­ბის მო­ძი­ე­ბის, ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნის, ძვე­ლებ­თან კი უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის დროა. ამ დროს კოს­მო­სი იძ­ლე­ვა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თო შორ­სმი­მა­ვალ პრო­ექ­ტებ­ში, ვი­პო­ვოთ მი­ზა­ნი, მო­ვი­პო­ვოთ სუ­ლი­ე­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს ის დროა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად უფრო მე­გობ­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, უფრო ად­ვი­ლად ამ­ყა­რე­ბენ კონ­ტაქ­ტებს, იზ­რდე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, და ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის პოვ­ნას.

ამი­ტო­მაც ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია ჯგუ­ფურ აქ­ტი­ო­ბებ­ში ჩარ­თვა, საქ­მის გუნ­დუ­რად გა­და­წყვე­ტა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სათ­ვის - ოღონდ იმოქ­მე­დეთ შაბ­ლო­ნე­ბის გა­რე­შე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად. თუ სა­ჭი­როა, და­იხ­მა­რეთ მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბიც. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბა თქვენ­თან იქ­ნე­ბა!

27 იან­ვარს დი­ლის 11 სა­ათ­სა და 36 წუთ­ზე ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს თევ­ზე­ბის ნი­შანს და მომ­დევ­ნო 9 თვის მან­ძილ­ზე (21 ოქ­ტომ­ბრამ­დე) ვერ­ძე­ბის და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რად იქ­ცე­ვა. თუმ­ცა სი­ურპრი­ზე­ბი არა მხო­ლოდ მზით ვერ­ძებს ერ­გე­ბათ, ასე­ვე "გაგ­ვა­ხა­რებს " ლი­ლი­ტი ყვე­ლას, ვი­საც ამ ნი­შან­ში ASC , MC, DSC, IC ან რა­ი­მე პლა­ნე­ტა გვყავს.ლი­ლი­ტი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ალ­ბათ - ცდუ­ნე­ბებს მარ­თავს, ხოლო ვერ­ძი კი პირ­ვე­ლო­ბის სურ­ვი­ლია. ამ შავი ქალ­ბა­ტო­ნის მიერ მი­წო­დე­ბულ მრუ­დე სარ­კე­ში ასა­ხუ­ლი რე­ა­ლო­ბა მუ­დამ არას­წორ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს და შე­საძ­ლოა ბევრ ჩვენ­განს უბიძ­გოს სრუ­ლი­ად უად­გი­ლო კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა­კენ, მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ ვი­ღა­ცე­ე­ბი უსა­მარ­თლოდ გვექ­ცე­ვი­ან, ცდი­ლო­ბენ დაგ­ვჩაგ­რონ, ჩვენს ფონ­ზე უკე­თე­სე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და ამ მიზ­ნით გვე­კონ­კუ­რენ­ტე­ბი­ან, გვე­ცი­ლე­ბი­ან პირ­ვე­ლო­ბას... სი­ფი­ცხე, მო­უთ­მენ­ლო­ბა, ემო­ცი­ებ­ზე აყო­ლა, უფ­რო­სე­ბის თუ უფ­რო­სო­ბის არ მოს­მე­ნა, კა­ნო­ნის, წეს­რი­გის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, ფეთ­ქე­ბა­დო­ბა - ეს ვერ­ძი­სე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია , რო­მელ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­რი­დოთ ამ 9 თვის მან­ძილ­ზე .

სას­წო­რი ვერ­ძის ოპო­ზი­ცი­უ­რი ნი­შა­ნია და მხო­ლოდ მის სა­უ­კე­თე­სო ნი­შან-თვი­სე­ბებ­ზე სწო­რე­ბას თუ შე­უძ­ლია ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი­დან ხსნა. რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სას­წო­რის და­დე­ბი­თი მხა­რე? რა თქმა უნდა, დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, მოვ­ლე­ნე­ბის დინ­ჯად აწონ-და­წონ­ვა­ში, აუჩ­ქა­რებ­ლო­ბა­ში, კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ში . ამას­თან, ერი­დეთ ია­რაღს, რო­გორც ცივს, ისე ცე­ცხლსას­როლს, თუ ტრან­სპორ­ტს მარ­თავთ, ან გინდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ხართ, მო­უფრ­თხილ­დით დიდ, მა­სი­ურ მან­ქა­ნებს, ნუ ივ­ლით კრი­მი­ნო­გე­ნურ უბებ­ში მარ­ტო და შე­ბინ­დე­ბულ­ზე, ფრთხი­ლად იყა­ვით ქუ­ჩის ძაღ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ გა­ტო­ვოთ უყუ­რა­დღე­ბოდ ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის და მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნე­ბი...

ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ცე­ცხლის კე­რე­ბის გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბე­ბი, ხან­ძრე­ბი, შინ და გა­რეთ, ნუ და­ტო­ვებთ ჩა­უმ­ქრალ კო­ცო­ნებს ბუ­ნე­ბა­ში, მოკ­ლედ იყა­ვით ფხიზ­ლად... ვი­თა­რე­ბა არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ძა­ბოს, არა­მედ ყვე­ლა იმ სფე­რო­ში სა­დაც ხვდე­ბა თქვენს პი­რად რუ­კა­ში ვერ­ძი, მარ­სი და თა­ვად ლი­ლი­ტი...მთე­ლი მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ო­დი, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი დენ­თის კას­რებ­ზე ვის­ხდე­ბით და ძა­ლი­ან დიდი გო­ნი­ე­რე­ბა გვმარ­თებს, რომ ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ ჰა­ერ­ში არ ავი­წი­ოთ...

სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ­ძის ნიშ­ნით არი­ან გა­მოკ­ვე­თილ­ნი, ან ქვეყ­ნის მე­თა­უ­რი ჰყავს ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ, ან ლი­ლი­ტი ვერ­ძის " ბედ­ნი­ე­რი" მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან, თუ კი­დევ მეტი არა, ნაკ­ლე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბე­ბის წი­ნა­შე არ დგა­ნან, ვიდ­რე რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან ასეთ­მა გან­ლა­გე­ბამ მათ რუ­კებ­ში, ომის პრო­ვო­ცი­რე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამა­სო­ბა­ში კი თხის რქის ნი­შან­ში თავ­მოყ­რი­ლი პლა­ნე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის­კენ, კონ­ტრო­ლი­სა და თვით დის­ციპ­ლი­ნი­სა­კენ მოგ­ვი­წო­დებს ყვე­ლას. და მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ლი­ლი­ტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფიქ­ტი­უ­რი, გა­მოთ­ვლი­თი წერ­ტი­ლია მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე, მას შე­უძ­ლია გვაც­დუ­ნოს, მაგ­რამ მოვ­ლე­ნებს ის ვერ ქმნის. ესე იგი ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად ავ­ყვე­ბით ამ მაც­დუ­რი შავი დე­დოფ­ლის თა­მაშს და მივ­ცემთ უფ­ლე­ბას მის ჭკუ­ა­ზე გვატ­რი­ა­ლოს! მო­დით, ვი­ყოთ ძლი­ე­რე­ბი და მომთმე­ნე­ბი და ვიდ­რე ერთხელ გავ­ჭრით, ას­ჯერ გავ­ზო­მოთ! მა­შინ სა­ნერ­ვი­უ­ლოც აღა­რა­ფე­რი გვექ­ნე­ბა, არც მზით ვერ­ძებს, არც ლი­ლიტ ვერ­ძებს და არც სხვებს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
medea
4

ვერაფერს ვგებულობ, მაგრამ მადლობას ვწირავ ავტორს. სულ მეშინია ცუდი რამ არ გვიწინასწარმეტყველოს მიხეილ ცაგარელივით-- მისი ავი ამბები ხომ თითქმის ყოველთვის ცხადდება და ათასში ერთხელ თუ კარგს იტყვის--ის არა!

სანო
7

კარგით რა სირცხვილია ამდენი ტყუილი ლელა კაკულიასი არ იყოს 

ავტორი:

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

"მომდევნო 9 თვე სამყარო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება" - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის ასტროლოგიური ასპექტების შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვთავაზობს:

"20 იანვარს მზე მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა. გილოცავთ, მერწყულებო, მომავალ დაბადების დღეებს და წარმატებულ სოლარულ წელიწადს გისურვებთ.

მერწყულებისთვისაც და არა მხოლოდ მათთვის, 20 იანვრიდან მოყოლებული 1 თვე სამყარო ცვლილებებით, სიახლეებით და ასევე მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. ეს პერიოდი საზოგადოებაში თანამოზრეების მოძიების, ახალი მეგობრების შეძენის, ძველებთან კი უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების დროა. ამ დროს კოსმოსი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ვიყოთ ჩართული საერთო შორსმიმავალ პროექტებში, ვიპოვოთ მიზანი, მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება. ეს ის დროა, როდესაც ადამიანები ბევრად უფრო მეგობრულები ხდებიან, უფრო ადვილად ამყარებენ კონტაქტებს, იზრდება ინტელექტუალური ურთიერთობის მოთხოვნილება, და ადამიანები ცდილობენ თანამოაზრეების პოვნას.

ამიტომაც ამ პერიოდში კარგია ჯგუფურ აქტიობებში ჩართვა, საქმის გუნდურად გადაწყვეტა. შესანიშნავი დროა საზოგადოებრივ ასპარეზზე პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის - ოღონდ იმოქმედეთ შაბლონების გარეშე, შემოქმედებითად. თუ საჭიროა, დაიხმარეთ მეგობრული კავშირებიც. ასეთ შემთხვევაში, წარმატება თქვენთან იქნება!

27 იანვარს დილის 11 საათსა და 36 წუთზე ლილიტი დატოვებს თევზების ნიშანს და მომდევნო 9 თვის მანძილზე (21 ოქტომბრამდე) ვერძების დაუპატიჟებელ სტუმრად იქცევა. თუმცა სიურპრიზები არა მხოლოდ მზით ვერძებს ერგებათ, ასევე ''გაგვახარებს '' ლილიტი ყველას, ვისაც ამ ნიშანში ASC , MC, DSC, IC ან რაიმე პლანეტა გვყავს.ლილიტი, მოგეხსენებათ ალბათ - ცდუნებებს მართავს, ხოლო ვერძი კი პირველობის სურვილია. ამ შავი ქალბატონის მიერ მიწოდებულ მრუდე სარკეში ასახული რეალობა მუდამ არასწორ სურათს გვიჩვენებს და შესაძლოა ბევრ ჩვენგანს უბიძგოს სრულიად უადგილო კონფლიქტებისაკენ, მოგვეჩვენოს, რომ ვიღაცეები უსამართლოდ გვექცევიან, ცდილობენ დაგვჩაგრონ, ჩვენს ფონზე უკეთესები გამოჩნდნენ და ამ მიზნით გვეკონკურენტებიან, გვეცილებიან პირველობას... სიფიცხე, მოუთმენლობა, ემოციებზე აყოლა, უფროსების თუ უფროსობის არ მოსმენა, კანონის, წესრიგის უპატივცემულობა, ფეთქებადობა - ეს ვერძისეული ნეგატიური თვისებების არასრული ჩამონათვალია , რომელსაც მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ ამ 9 თვის მანძილზე .

სასწორი ვერძის ოპოზიციური ნიშანია და მხოლოდ მის საუკეთესო ნიშან-თვისებებზე სწორებას თუ შეუძლია ჩვენი პრობლემებიდან ხსნა. რაში გამოიხატება სასწორის დადებითი მხარე? რა თქმა უნდა, დიპლომატიაში, მოვლენების დინჯად აწონ-დაწონვაში, აუჩქარებლობაში, კანონების პატივისცემაში . ამასთან, ერიდეთ იარაღს, როგორც ცივს, ისე ცეცხლსასროლს, თუ ტრანსპორტს მართავთ, ან გინდ ფეხით მოსიარულე ხართ, მოუფრთხილდით დიდ, მასიურ მანქანებს, ნუ ივლით კრიმინოგენურ უბებში მარტო და შებინდებულზე, ფრთხილად იყავით ქუჩის ძაღლებთან მიმართებაში, არ გატოვოთ უყურადღებოდ ველური ცხოველების და მწერების ნაკბენები...

ძალიან მაღალი იქნება ცეცხლის კერების გაჩენის ალბათობები, ხანძრები, შინ და გარეთ, ნუ დატოვებთ ჩაუმქრალ კოცონებს ბუნებაში, მოკლედ იყავით ფხიზლად... ვითარება არა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებში შეიძლება დაიძაბოს, არამედ ყველა იმ სფეროში სადაც ხვდება თქვენს პირად რუკაში ვერძი, მარსი და თავად ლილიტი...მთელი მიმდინარე პერიოდი, სამწუხაროდ, ყველანი დენთის კასრებზე ვისხდებით და ძალიან დიდი გონიერება გვმართებს, რომ ნებით თუ უნებლიედ ჰაერში არ ავიწიოთ...

სახელმწიფოები, რომლებიც ვერძის ნიშნით არიან გამოკვეთილნი, ან ქვეყნის მეთაური ჰყავს ამ ნიშნის მმართველობის ქვეშ, ან ლილიტი ვერძის '' ბედნიერი'' მფლობელები არიან, თუ კიდევ მეტი არა, ნაკლები საშიშროებების წინაშე არ დგანან, ვიდრე რიგითი ადამიანები, რადგან ასეთმა განლაგებამ მათ რუკებში, ომის პროვოცირებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამასობაში კი თხის რქის ნიშანში თავმოყრილი პლანეტების უმეტესობა სერიოზულობისკენ, კონტროლისა და თვით დისციპლინისაკენ მოგვიწოდებს ყველას. და მინდა შეგახსენოთ, რომ ლილიტი მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური, გამოთვლითი წერტილია მთვარის ორბიტაზე, მას შეუძლია გვაცდუნოს, მაგრამ მოვლენებს ის ვერ ქმნის. ესე იგი ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად ავყვებით ამ მაცდური შავი დედოფლის თამაშს და მივცემთ უფლებას მის ჭკუაზე გვატრიალოს! მოდით, ვიყოთ ძლიერები და მომთმენები და ვიდრე ერთხელ გავჭრით, ასჯერ გავზომოთ! მაშინ სანერვიულოც აღარაფერი გვექნება, არც მზით ვერძებს, არც ლილიტ ვერძებს და არც სხვებს".

რა მოხდება 14 მარტს? -"ეს ამბები განსაკუთრებით თევზებისა და თხის რქებისთვის იქნება აქტუალური"

"აპრილის ბოლოდან კორონავირუსი შესუსტდება..." - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ ცაგარელი

"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური