5 ნოემბრიდან თევზებში მყოფი სატურნი დერექტულ ფაზაში გადადის 2024 წლის 29 ივნისამდე.
გაძლიერდება კონტროლი, თვითდისციპლინა, დაგეგმარება, მთავარია საქმეზე ორიენტირება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ საქმეებიც (კარიერა, ბიზნესი) და ურთიერთობებიც.
მუშაობისას გირჩევთ დაიცვათ დედლაინი.
სატურნი ნოემბრის განმავლობაში სამ მნიშვნელოვან ასპექტს ქმნის მორიელში მყოფ პლანეტებთან: მერკურთან 10 ნოემბერს, მზესთან 23-ში და მარსთან 25-ში. სატურნი ეს არის შეზღუდვა, შიშები, კანონი, კონტროლი. ამ დღეებში და პლუს/მინუს 3 დღე განსაკუთრებით ვიგრძნობთ სატურნის გავლენას.
10-ში შეიძლება შეგეზღუდოთ კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული საბუთებთან, დოკუმენტებთან მუშაობისას. გაჭიანურდება საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტის მიღებას. იყავით ფრთხილი და გონიერი საქმიანი შეხვედრებისას. შეიძლება სირთულეები წარმოიშვას მოლაპარაკებებისას, გამოწერილი ნივთების მიღებისას.
23 ნოემბერს შეიძლება შეგეზღუდოთ თავისუფლება ან იგრძნოთ, რომ ვიღაც გაკონტროლებთ, გიწესებთ შეზღუდვებს. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან. სასურველია, დროულად დაასრულოთ საქმეები. იყოთ კორექტული და ანგარიშიანი.
25-ში როცა, სატურნს დაძაბული ასპექტი ექნება მარსთან, შეიძლება იგრძნოთ გადაღლილობა, ძალისა და ენერგიის ნაკლებობა. ან რაღაც მიზეზის გამო შეგეზღუდოთ ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში. მოერიდეთ გადატვირთვას, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. ზომიერება გმართებთ ფიზიკური აქტიურობისას, რათა არა გადაღალოთ ან არ დაიზიანოთ ძვლოვანი სისტემა.