სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგცემთ თუ არა სამყარო გამდიდრების შანსს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
მოგცემთ თუ არა სამყარო გამდიდრების შანსს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

სიმ­დიდ­რე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ადა­მი­ა­ნე­ბის 98% ოც­ნე­ბობს, ხში­რად ვი­ღა­ცის­თვის უბე­დუ­რე­ბი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ადა­მი­ან­ში სუ­ლი­ე­რე­ბის დონე, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტო­მაც ხდე­ბა რომ ზოგს, დიდი ფული უბ­რა­ლოდ "აფუ­ჭებს". ვნა­ხოთ, ვის აქვს გამ­დიდ­რე­ბის შან­სი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

რო­გორც ას­ტრო­ლო­გი­უ­რი სტა­ტის­ტი­კა ცხად­ყოფს, ყვე­ლა­ზე ქუდ­ბე­დი­ა­ნე­ბი – მშვილ­დოს­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს მდი­დარ ადა­მი­ან­თა სი­ა­ში მოკ­რძა­ლე­ბულ ბოლო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ. ამა­ში დამ­ნა­შა­ვე ფუ­ლის უთავ­ბო­ლოდ ფლან­გვის სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც მშვილ­დოს­ნე­ბის 90% ახა­სი­ა­თებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ სიმ­დიდ­რეს კარ­გად აგ­რო­ვე­ბენ ვერ­ძი და ტყუ­პი . მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე ნი­შა­ნი ერ­თობ იმ­პულ­სუ­რი და არ­ცთუ ეკო­ნო­მი­უ­რია. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ ორის შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცია მა­თი­ვე ინ­ტე­ლექ­ტი და ფან­ტა­ზი­ის უნა­რია. ვერ­ძიც და ტყუ­პიც ნო­ვა­ტო­რუ­ლი ხედ­ვის მქო­ნე, აქ­ტი­უ­რი და დი­ნა­მი­კუ­რი ნი­შა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი მათ­გა­ნი სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის წყა­ლო­ბით მდიდ­რდე­ბა.

მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შრო­მის, გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­ი­სა და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბი­ან ქალ­წუ­ლე­ბი და თხის რქე­ბი . კი­დევ ერთი მი­წის ნი­შა­ნი, კურო იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა დიდი ფუ­ლის მფლო­ბე­ლი. მი­ზე­ზი ნაკ­ლე­ბი ამ­ბი­ცი­ე­ბია. ქალ­წუ­ლებ­სა და თხის რქებს კი ფუ­ლის შოვ­ნას­თან ერ­თად, კა­რი­ე­რუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბიც აქვთ.

უამ­ბი­ცი­ო­თა და შე­და­რე­ბით პა­სი­ურ­თა სი­ა­ში არი­ან თევ­ზე­ბი და სას­წო­რი . აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ ერ­თიც და მე­ო­რეც ე.წ. გა­ო­რე­ბუ­ლი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რაც თა­ვის­თა­ვად მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ში არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სი­სა და ყოყ­მა­ნის და­საძ­ლე­ვად. ამის გამო ბევ­რი მათ­გა­ნი უშ­ვებს კარგ შან­სებს უკე­თე­სი ფი­ნან­სუ­რი მო­მავ­ლის შე­საქ­მნე­ლად.

გან­სა­კუთ­რე­ბით ამ­ბი­ცი­ურ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ხვდე­ბი­ან ლომი და მო­რი­ე­ლი . მათ, რო­გორც წესი, ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­სა­ო­ცა­რი აღ­მას­ვლა-და­ცე­მის პე­რი­ო­დე­ბის გა­და­ტა­ნა უწევს ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. პრობ­ლე­მა კი ის არის, რომ ერ­თიც და მე­ო­რეც მიდ­რე­კი­ლია სხვე­ბის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რდეს, მოს­წონს უფ­რო­სო­ბა, ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას და ფი­ნან­სუ­რი მადა, ხში­რად უს­წრებს მათ რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ სიმ­დიდ­რეს, ხში­რად მოს­დევს მათ ცხოვ­რე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ღა­ტა­კე ან სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა.

ფი­ნან­სე­ბის მი­მართ ორი­გი­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მერ­წყულ­სა და კირჩხიბს . კირჩხი­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, სი­ღა­რი­ბის ში­შით მდიდ­რდე­ბა. პა­ნი­კუ­რად ეში­ნია, რომ ერთ დღე­საც მში­ე­რი დარ­ჩე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. ამი­ტო­მაც ცდი­ლობს გა­მო­ი­მუ­შა­ოს მეტი და მეტი. ამას­თან, ყო­ველ­თვის წუ­წუ­ნებს ფულ­ზე და არა­სო­დეს მი­აჩ­ნია თავი მდი­დარ ადა­მი­ა­ნად.

რაც შე­ე­ხე­ბა მერ­წყულს , მას ფული და კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბა არა­სო­დეს აინ­ტე­რე­სებს. ფული სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა კე­თი­ლი საქ­მის ან ახი­რე­ბუ­ლი იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ხდე­ბა დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი. ამას­თან, მერ­წყუ­ლი სა­კუ­თარ სიმ­დიდ­რეს დიდსუ­ლოვ­ნად უნა­წი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს. ჰოდა, როცა გა­ცე­მა-მი­ღე­ბის ბა­ლან­სი და­ცუ­ლია, რაღა თქმა უნდა, სამ­ყა­რო ასე­თი ადა­მი­ა­ნის გამ­დიდ­რე­ბის­თვის არა­ერთ შანსს იმე­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მოგცემთ თუ არა სამყარო გამდიდრების შანსს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

მოგცემთ თუ არა სამყარო გამდიდრების შანსს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

სიმდიდრე, რომლის შესახებაც ადამიანების 98% ოცნებობს, ხშირად ვიღაცისთვის უბედურებისა და სირთულეების მიზეზი ხდება ცხოვრებაში. იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ადამიანში სულიერების დონე, განისაზღვრება მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში. ამიტომაც ხდება რომ ზოგს, დიდი ფული უბრალოდ "აფუჭებს". ვნახოთ, ვის აქვს გამდიდრების შანსი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში მოკრძალებულ ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90% ახასიათებს.

საინტერესოა ისიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვებენ ვერძი და ტყუპი . მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიურია. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური და დინამიკური ნიშანია. შესაბამისად, ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.

მხოლოდ საკუთარი შრომის, გონივრული ეკონომიისა და წინდახედულების ხარჯზე მდიდრდებიან ქალწულები და თხის რქები . კიდევ ერთი მიწის ნიშანი, კურო იშვიათად ხდება დიდი ფულის მფლობელი. მიზეზი ნაკლები ამბიციებია. ქალწულებსა და თხის რქებს კი ფულის შოვნასთან ერთად, კარიერული ამბიციებიც აქვთ.

უამბიციოთა და შედარებით პასიურთა სიაში არიან თევზები და სასწორი . აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც ე.წ. გაორებული ნიშნის წარმომადგენელია, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარ თავში არსებული ქაოსისა და ყოყმანის დასაძლევად. ამის გამო ბევრი მათგანი უშვებს კარგ შანსებს უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებით ამბიციურთა კატეგორიაში ხვდებიან ლომი და მორიელი . მათ, როგორც წესი, ცხოვრების მანძილზე გასაოცარი აღმასვლა-დაცემის პერიოდების გადატანა უწევს ფინანსურ სფეროში. პრობლემა კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც მიდრეკილია სხვების ხარჯზე გამდიდრდეს, მოსწონს უფროსობა, ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას და ფინანსური მადა, ხშირად უსწრებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, დიდ სიმდიდრეს, ხშირად მოსდევს მათ ცხოვრებაში აბსოლუტური სიღატაკე ან სამართლებრივი დავა.

ფინანსების მიმართ ორიგინალური დამოკიდებულება აქვთ მერწყულსა და კირჩხიბს . კირჩხიბების უმეტესობა, რაც უნდა გაგიკვირდეთ, სიღარიბის შიშით მდიდრდება. პანიკურად ეშინია, რომ ერთ დღესაც მშიერი დარჩება ოჯახის წევრებთან ერთად. ამიტომაც ცდილობს გამოიმუშაოს მეტი და მეტი. ამასთან, ყოველთვის წუწუნებს ფულზე და არასოდეს მიაჩნია თავი მდიდარ ადამიანად.

რაც შეეხება მერწყულს , მას ფული და კაპიტალის დაგროვება არასოდეს აინტერესებს. ფული სჭირდება სხვადასხვა კეთილი საქმის ან ახირებული იდეის განსახორციელებლად. თუმცა, ყველაზე ხშირად ხდება დიდი ფულის პატრონი. ამასთან, მერწყული საკუთარ სიმდიდრეს დიდსულოვნად უნაწილებს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს. ჰოდა, როცა გაცემა-მიღების ბალანსი დაცულია, რაღა თქმა უნდა, სამყარო ასეთი ადამიანის გამდიდრებისთვის არაერთ შანსს იმეტებს.