ავტორი:

"მოემზადეთ რომანტიკისთვის!" - ვისთვის იქნება სექტემბერი საუკეთესო პერიოდი და რა მოვლენა ელით ზოდიაქოს ნიშნებს, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება

"მოემზადეთ რომანტიკისთვის!" - ვისთვის იქნება სექტემბერი საუკეთესო პერიოდი და რა მოვლენა ელით ზოდიაქოს ნიშნებს, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება

ტრადიციულად, თვის ბოლოს ვიწყებთ მომავალი თვის დეტალურად განხილვას, რათა კონკრეტული მოვლენების მიმართ მომზადებულები ვიყოთ. სექტემბერი პლანეტების მოძრაობით გამოირჩევა (აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სექტემბრიდან ყოველ თვეში მოვლენების სიხშირე და სისწრაფე მოიმატებს და ასე იქნება წლის ბოლომდე) და თითოეული გარკვეულ ცვლილებას შეიტანს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ, ეს თვე ზოგიერთზე განსაკუთრებულად იმოქმედებს, ზოგზე კი - ნაკლებად. თუმცა, როგორც ყოველთვის, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად:

22 სექტემბრიდან მზე ქალწულის ზოდიაქოშია. ეს არის მოსავლის აღებისა და დაბინავების, ყველაფერის მოწესრიგების (საქმეებისაც და ფიქრებისაც) მუშაობის, ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პერიოდი. აგრეთვე, ნუ გაგიკვირდებათ, თუ სწორედ ამ პერიოდში მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ინსტრუმენტებთან მუშობა.

თვე სავსემთვარეობით იწყება - 2 სექტემბერს , 9:21 საათზე თევზების მეთერთმეტე გრადუსში. როგორც უკვე იცით, სავსემთვარეობის დროს მზე მთვარეს უპირისპირდება. ანუ მზე ქალწულშია და მის მოპირდაპირე ნიშანში - თევზებში მთვარე. ამ დღეს და პლუს/მინუს 2 დღეს გირჩევთ, იყოთ მეტად დაკვირვებული მუშაობისას, საჭესთან. ამ პერიოდში ადამიანი მეტად დაბნეულია, უჭირს კონცენტრირება. აგრეთვე, იმატებს ემოციურობა. კონკრეტულად სექტემბრის ამ სავსემთვარეობამ შეიძლება მოგიტანოთ სიახლეები, ცვლილებები, ინოვაციები. იმის გამო, რომ გენდერული პლანეტები - მარსი (საკუთარ სახლშია, აგრესიულ ვერძში) და ვენერა (ემოციურ კირჩხიბში, რომელიც მუდამ მზადაა ცრემლების გადმოსაყრელად) ერთმანეთს "ეჩხუბებიან", ეცადეთ, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ გაცივდებით ერთმანეთის მიმართ წვრილმანების გამო. ნუ მოსთხოვთ საყვარელ ადამიანს, მაგრამ თავად იყავით თბილი და მოსიყვარულე მის მიმართ.

5 სექტემბერს გონების მმართველი, საქმიანი პლანეტა მერკური სასწორის ზოდიაქოში გადადის, სადაც 27-მდე დარჩება. ამ პერიოდიდან გაგიადვილდებათ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა, იქნებით კიდეც მოწადინებული, რომ გაიჩინოთ პარტნიორი, როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო. სანამ მერკური სასწორის ზოდიაქოში იქნება, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. გაგიმარტივდებათ ერთმანეთზე გაბუტული ადამიანების შერიგება. თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთან ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალური გაგიხდებათ.

მოემზადეთ რომანტიკისთვის! სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა ლომში გადავა 6 სექტემბერს და ორ ოქტომბრამდე იქ იქნება. ეს არის სიყვარულის, დღესასწაულების პერიოდი, რომანტიკული შეხვედრების, მოიმატებს წვეულებებზე დასწრების სურვილი, თუნდაც - თეატრში, კონცერტზე წასვლის. ადვილად გააბამთ საკურორტო რომანს, თუ შვებულებაში ხართ. იყავით გულუხვი კომპლიმენტების გაცემისას. მეტად მოსიყვარულე - საყვარელი ადამიანის მიმართ. ვენერა გვეხმარება შემოქმედებითობის გამოვლენაში და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ ადამიანს მოუნდება იდეების განხორციელება, საკუთარი ბრენდის განვითარება. შეყვარებულებს დაუთბებათ დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მოუნდებათ საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკული სიურპრიზების მოწყობა.

ენერგიისა და ომის პლანეტა მარსი 10 სექტემბერს რეტროგრადულ ფაზაში მოტრიალდება და მხოლოდ 14 ნოემბერს გასწორდება. მარსის მსვლელობებსა და მის ასპექტებზე ადრე დაწვრილებით გვეწერა და ამიტომ, ამ მოვლენაზე აღარ შევჩერდები. აი, გაფართოებისა და საჩუქრების პლანტება იუპიტერი დირექტულ (სწორად მავალი) სვლას დაუბრუნდება 13 სექტემბერს. თუმცა, 8-14 ოქტომბერს, ცოტა რთული პერიოდია და გაფრთხილდით. კონკრეტულად, შეიძლება გართულდეს კავშირები უცხოელებთან. ნუ დაგეგმავთ გრანდიოზულ პროექტებს. სხვა პერიოდში კი თამამად შეძლებთ გაფართოებას, განვითარებას, თქვენი ნიჭის გამოვლენას, თქვენი ბრენდის წარდგენა-განვითარებას. მასშტაბური პროექტების განხორციელებას. თქვენი საქმიანობით აიმაღლებთ რეპუტაციას, გახდებით მეტად გავლენიანი.

17 სექტემბერს , 15:01-ზე ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ოცდამეექვსე გრადუსში. ეს არის მზისა და მთვარის შეერთების დღეს. სასიამოვნო ისაა, რომ ცუდი ასპექტები ცოტაა. თუმცა, ახალ და ხანგრძლივ საქმეებს ვერ დაიწყებთ, სწავლის დაწყებას ამ პერიოდში არ გირჩევთ, რადგან ცაზე მერკური-იუპიტერის ანუ მოსწავლისა და პედაგოგის დაძაბული შეჯახებაა. აგრეთვე, ეს ასპექტი შეიძლება მიუთითებდეს უსიამოვნებაზე თქვენსა და იმ ადამიანს შორის, ვისაც ავტორიტეტად მიიჩნევდით. შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა უცხოელ პარტნიორებთანაც. დაელოდეთ, უკეთეს პერიოდს ახალი საქმეების დასწყებად. კიდევ ერთი გაფრთხილება, ახალმთვარეობამდე ერთი დღით ადრე, მთვარის ოცდამეცხრე დღეს არ გირჩევთ და არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. ახალმთვარეობის მოვლენებზე ცოტა მოგვიანებით ვრცელი სტატია გვექნება.

ახლა მოკლედ ორ მნიშვნელოვან მომენტზე:

22 სექტემბერს , 17:30-ზე იქნება შემოდგომის ბუნიაობა . ასეთი წერტილი სულ ოთხი გვაქვს. შემოდგომის ბუნიაობა განსაზღვრავს მოვლენებს, რომლებიც 3 თვის განმავლობაში, ზამთრის ბუნიაობამდე გვექნება. 27 სექტემბერს მერკური მორიელის ნიშანს ესტუმრება 28 ოქტომბრამდე . ყოჩაღი მერკური სექტემბერში ორ ნიშანს გაიბენს. თუმცა, მორიელში რეტროგრადული პერიოდი მოუწევს, სასწორში დაბრუნდება და ისევ გააგრძელებს სვლას. უნდა ვთქვათ, რომ მორიელში მოხვედრილი მერკური მეტად დაკვირვებული ხდება. განსაკუთრებით, იმის მიმართ, რაც დაფარულია. მისთვის ტყუილის თქმა ან მისი მოტყუება ფაქტიურად შეუძლებელია. აინტერესებს საიდუმლოებები. მას რენდგენის მზერა აქვს და შერლოკ ჰოლმსივით შეუძლია ცალკეული დეტალის ერთმანეთთან დაკავშირება. სანამ მერკური მორიელში იქნება, სწორ სვლაში, გირჩევთ მოაგვაროთ საბანკო საქმეები. ეს აგრეთვე ხელსაყრელი პერიოდია ფულის ინვესტიციისა და დაბანდებისთვის.

დაბოლოს, შეზღუდვების პლანეტა სატურნი 29 სექტემბერს დირექტულ სვლას დაუბრუნდება და თხის რქის ოცდამეექვსე გრადუსს დაუბრუნდება. თქვენ კიდევ გაქვთ დრო, რომ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, გაკეთოთ ის, რაც ადრე გქონდათ ჩაფიქრებული, გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. როგორც კი სატურნი გასწორდება, ახალი საქმეებისთვის უნდა მოემზადოთ, გეგმა და გრაფიკი უნდა შეადგინოთ, რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში სატურნი თხის რქაში იყო. ეს საკმაოდ დიდი დროა, ასეთი დიდხნიანი ვიზიტი 30 წელიწადში ერთხელ ხდება. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ მკაცრად გრძნობდნენ მის გავლენას, სატურნი სიმკაცრე და აკრძალვებია, განსაკუთრებით, თავისი შვილებისადმი. სატურნი ორივე ნიშნის: თხის რქისა და მერწყულის მმართველია. 17 დეკემბერს სატურნი სწორედ მერწყულის ზოდიაქოს ესტუმრება. ცოტა გავუსწროთ მოვლენებს და გეტყვით, რომ 21 დეკემბერს ეპოქალური მოვლენა გველოდება - სატურნი იუპიტერს შეურთდება მერწყულის ზოდიაქოში, პირველ გრადუსში . ასეთი მოვლენა 20 წელიწადში ერთხელ ხდება.

  • რას მოგვცემს პლანეტების შეერთება?

ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მომავალთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან, აღმოჩენებთან, გამოგონებებთან, თანამედროვე კომუნიკაციებთან მეტად იქნება აქტივირებული. იქ კი, სადაც სატურნი მოდის, ყველგან ამყარებს თავის წესრიგს. გირჩევთ, იყოთ დაკვირვებული, მოწესრიგებული, რათა სატურნისგან დაბრკოლება არ მიიღოთ, ხოლო რაც შეეხება გეგმებს, გირჩევთ, თითოეულ პუნქტზე მოქმედების რამდენიმე ვარიანტი გქონდეთ.

გილოცავთ ყველას, ვისაც ამ პერიოდში გაქვთ დაბადების დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას, შრომის დაფასებას და გირჩევთ, სხვების მოვლის პარალელურად, საკუთარ თავზეც იზრუნოთ.

19 აგვისტოს უნიკალური ახალმთვარეობაა, რომელიც ფერისცვალებას ემთხვევა - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

ავარიები, ტრავმები, კრიმინალური ფაქტები, შოკისმომგვრელი ამბების მიღება - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 კვირა

"ახლა წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პარტნიორს საბოლოოდ დაგაშოროთ" - ასტროლოგი დღევანდელ სავსემთვარეობასა და მომდვნო 2 კვირაზე