პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოემზადეთ 26 აპრილისთვის - "აანთეთ სანთელი, ილოცეთ, დაიწყეთ ფულის შეგროვება ყულაბაში..."
მოემზადეთ 26 აპრილისთვის - "აანთეთ სანთელი, ილოცეთ, დაიწყეთ ფულის შეგროვება ყულაბაში..."

ვე­დუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, 26 აპ­რი­ლი ჯა­დოს­ნუ­რი თა­რი­ღია. მას "აკ­შა­ია ტრი­ტია" ჰქვია და უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ეს არის დღე, როცა მზე და მთვა­რე ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლია (პლა­ნე­ტის იმ ნი­შან­ში მდე­ბა­რე­ო­ბა, სა­დაც მას შე­უძ­ლია იკაშ­კა­შოს, მისი თვი­სე­ბე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია) და ამ დღეს შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცა­ლოთ, ჩა­ვა­ტა­როთ რა­ი­მე რი­ტუ­ა­ლი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გან­ვმარ­ტოთ, რას ნიშ­ნავს ეგ­ზალ­ტა­ცია, ეს არის დღე, როცა მზე იმ­ყო­ფე­ბა - ვერ­ძში , სა­დაც თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობს, სრულ­ყო­ფი­ლად ავ­ლენს თა­ვის თვი­სე­ბებს. ხოლო მთვა­რე იმ­ყო­ფე­ბა კუ­რო­ში , სწო­რედ აქ გრძნობს თავს მთვა­რე ყვე­ლა­ზე კარ­გად. არ გა­გიკ­ვირ­დეთ, ეს უნი­კა­ლუ­რი დღე აღი­ნიშ­ნე­ბა ვე­დუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით და ამი­ტომ არის მზე ვერ­ძში და არა კუ­რო­ში, რო­გორც ახლა ჩვენ­თან.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ 26 აპ­რილს: სა­სურ­ვე­ლია, ამ დღეს ადრე ად­გო­მა, წა­ი­კი­თხეთ მანტრა (სა­სურ­ვე­ლია, დი­ლას მზის მანტრა წა­ი­კი­თხოთ, სა­ღა­მოს - მთვა­რის), ილო­ცეთ, აან­თეთ სან­თე­ლი; სა­კენ­კი და­უ­ყა­რეთ ჩი­ტებს; მორ­წყეთ მცე­ნა­რე­ე­ბი, ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი (ამ დღეს სა­უ­კე­თე­სოა ყვა­ვი­ლე­ბის, მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა); ივარ­ჯი­შეთ, თუ იო­გის მიმ­დე­ვა­რი ხართ, შე­ას­რუ­ლეთ სუ­რია ნა­მას­კა­რის ("მზის მი­სალ­მე­ბა") კომ­პლექ­სი.

თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, შე­ი­ძი­ნეთ ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს სამ­კა­უ­ლი. აგ­რეთ­ვე შე­გიძ­ლი­ათ, ოქ­როს ან ვერ­ცხლის ნა­კე­თო­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს აჩუ­ქოთ. თუ თა­ვად აკე­თებთ სამ­კა­უ­ლებს, გა­ი­კე­თეთ თი­ლის­მა-სამ­კა­უ­ლი.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: საკ­ვე­ბი, სა­მო­სი, ფული. და­უ­რი­გეთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ინ­დო­ეთ­ში ფუ­ლის გარ­და შე­სა­წი­რად ით­ვლე­ბა: რძე, ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტეთ მშობ­ლე­ბის მი­მართ. ას­ტო­ლო­გი­ა­ში მზე მა­მას, ხოლო დედა მთვა­რეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. პა­ტი­ვი ეცით მო­ხუ­ცებს. მათ­თვის რამე სა­სარ­გებ­ლო გა­ა­კე­თეთ. თუ მშობ­ლე­ბი­დან რო­მე­ლი­მე გარ­დაც­ვლი­ლი გყავთ, აან­თეთ სან­თე­ლი, ილო­ცეთ მისი სუ­ლის­თვის.

ამ დღეს უნდა და­ი­წყოთ იმ საქ­მის კე­თე­ბა, რა­საც ადრე ვერ ახერ­ხებ­დით, და­ი­წყეთ დი­ე­ტა, ახა­ლი ჰობი, გა­და­აგ­დეთ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, ის­წავ­ლეთ რამე... ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის სია, ერ­თწ­ლი­ა­ნი ან ხუ­თწ­ლი­ა­ნი გეგ­მა.

კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა, თუნ­დაც ახალ ყუ­ლა­ბა­ში (ყუთ­ში, ქი­ლა­ში) ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის და­წყე­ბა (პირ­ვე­ლად ჩა­აგ­დეთ 1 ცალი ერ­თლა­რი­ა­ნი და ერთი ცალი ორ­ლა­რი­ა­ნი).

ბი­ნის კუ­თხე­ებ­ში აპ­კუ­რეთ ნა­კურ­თხი წყა­ლი, იბა­ნა­ვეთ და წყალს გა­ა­ტა­ნეთ ყვე­ლა ის უარ­ყო­ფით, რაც გა­წუ­ხებთ (ში­შე­ბი, აზ­რე­ბი, ავად­მყო­ფო­ბა).

ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა, შე­გიძ­ლია სურ­ვი­ლის რუ­კაც ამ დღეს შე­ად­გი­ნოთ. აგის­რულ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სი­კე­თეს მო­გი­ტანთ თქვენ და თქვენს ახ­ლობ­ლებს.

ამ დღეს ჩა­იც­ვით ნა­თე­ლი ფე­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მო­სი. იკ­ვე­ბეთ მსუ­ბუ­ქად, სა­სურ­ვე­ლია, საკ­ვე­ბი ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი იყოს.

იზ­რუ­ნეთ ახ­ლობ­ლებ­ზე, სა­სურ­ვე­ლია გა­უ­მას­პინ­ძლდეთ მათ გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლით.

ამ დღეს არ შე­იძ­ლე­ბა ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, ვა­ლის აღე­ბა, სმა და ჩხუ­ბი.

და­ბო­ლოს, შე­გახ­სე­ნებთ, რომ "აკ­შა­ია ტრი­ტია" წე­ლი­წად­ში ერთხელ გვაქვს. 2021 წელს გვექ­ნე­ბა 15 აპ­რილს, 2022 წელს კი 3 მა­ისს.

ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის კე­თი­ლად ას­რუ­ლე­ბას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი თქვენს პატრონს
9

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!

 

მაია
9

რელიგიურად გამართლებულია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მოემზადეთ 26 აპრილისთვის - "აანთეთ სანთელი, ილოცეთ, დაიწყეთ ფულის შეგროვება ყულაბაში..."

მოემზადეთ 26 აპრილისთვის - "აანთეთ სანთელი, ილოცეთ, დაიწყეთ ფულის შეგროვება ყულაბაში..."

ვედური ასტროლოგიის მიხედვით, 26 აპრილი ჯადოსნური თარიღია. მას "აკშაია ტრიტია" ჰქვია და უძველესი დროიდან განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ეს არის დღე, როცა მზე და მთვარე ეგზალტირებულია (პლანეტის იმ ნიშანში მდებარეობა, სადაც მას შეუძლია იკაშკაშოს, მისი თვისებები გაძლიერებულია) და ამ დღეს შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცალოთ, ჩავატაროთ რაიმე რიტუალი.

უფრო კონკრეტულად განვმარტოთ, რას ნიშნავს ეგზალტაცია, ეს არის დღე, როცა მზე იმყოფება - ვერძში , სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს, სრულყოფილად ავლენს თავის თვისებებს. ხოლო მთვარე იმყოფება კუროში , სწორედ აქ გრძნობს თავს მთვარე ყველაზე კარგად. არ გაგიკვირდეთ, ეს უნიკალური დღე აღინიშნება ვედური ასტროლოგიის მიხედვით და ამიტომ არის მზე ვერძში და არა კუროში, როგორც ახლა ჩვენთან.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ 26 აპრილს: სასურველია, ამ დღეს ადრე ადგომა, წაიკითხეთ მანტრა (სასურველია, დილას მზის მანტრა წაიკითხოთ, საღამოს - მთვარის), ილოცეთ, აანთეთ სანთელი; საკენკი დაუყარეთ ჩიტებს; მორწყეთ მცენარეები, ქოთნის ყვავილები (ამ დღეს საუკეთესოა ყვავილების, მცენარეების დარგვა); ივარჯიშეთ, თუ იოგის მიმდევარი ხართ, შეასრულეთ სურია ნამასკარის ("მზის მისალმება") კომპლექსი.

თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ვერცხლისა და ოქროს სამკაული. აგრეთვე შეგიძლიათ, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობა თქვენს საყვარელ ადამიანებს აჩუქოთ. თუ თავად აკეთებთ სამკაულებს, გაიკეთეთ თილისმა-სამკაული.

დღის განმავლობაში კარგია ქველმოქმედება. ეს შეიძლება იყოს: საკვები, სამოსი, ფული. დაურიგეთ გაჭირვებულებს. ინდოეთში ფულის გარდა შესაწირად ითვლება: რძე, ხილი და ბოსტნეული.

პატივისცემა გამოხატეთ მშობლების მიმართ. ასტოლოგიაში მზე მამას, ხოლო დედა მთვარეს განასახიერებს. პატივი ეცით მოხუცებს. მათთვის რამე სასარგებლო გააკეთეთ. თუ მშობლებიდან რომელიმე გარდაცვლილი გყავთ, აანთეთ სანთელი, ილოცეთ მისი სულისთვის.

ამ დღეს უნდა დაიწყოთ იმ საქმის კეთება, რასაც ადრე ვერ ახერხებდით, დაიწყეთ დიეტა, ახალი ჰობი, გადააგდეთ სიგარეტის მოწევა, ისწავლეთ რამე... ჩამოწერეთ სამომავლო საქმიანობის სია, ერთწლიანი ან ხუთწლიანი გეგმა.

კარგ შედეგს მოგიტანთ ფულის დაბანდება, თუნდაც ახალ ყულაბაში (ყუთში, ქილაში) ფულის დაგროვების დაწყება (პირველად ჩააგდეთ 1 ცალი ერთლარიანი და ერთი ცალი ორლარიანი).

ბინის კუთხეებში აპკურეთ ნაკურთხი წყალი, იბანავეთ და წყალს გაატანეთ ყველა ის უარყოფით, რაც გაწუხებთ (შიშები, აზრები, ავადმყოფობა).

ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, შეგიძლია სურვილის რუკაც ამ დღეს შეადგინოთ. აგისრულდებათ ყველაფერი, რაც სიკეთეს მოგიტანთ თქვენ და თქვენს ახლობლებს.

ამ დღეს ჩაიცვით ნათელი ფერის, თავისუფალი სამოსი. იკვებეთ მსუბუქად, სასურველია, საკვები ვეგეტარიანული იყოს.

იზრუნეთ ახლობლებზე, სასურველია გაუმასპინძლდეთ მათ გემრიელობებით, ტკბილეულით.

ამ დღეს არ შეიძლება ბილწსიტყვაობა, ვალის აღება, სმა და ჩხუბი.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ "აკშაია ტრიტია" წელიწადში ერთხელ გვაქვს. 2021 წელს გვექნება 15 აპრილს, 2022 წელს კი 3 მაისს.

ჩანაფიქრების კეთილად ასრულებას გისურვებთ!

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

"უნდობლობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობის გრძნობა - ძალიან შემაწუხებელ სახეს მიიღებს" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 13 მაისიდან 25 ივნისამდე - გამომჟღავნდება წარსული ღალატის ფაქტები, გამოჩნდებიან "ყოფილები"