მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხვდებით, ვისთან უნდა გააძლიეროთ კავშირი და ვისთან - გაწყვიტოთ ანუ სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მიხვდებით, ვისთან უნდა გააძლიეროთ კავშირი და ვისთან - გაწყვიტოთ ანუ სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15 დე­კემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვქონ­და და მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მთვა­რე კლე­ბას და­ი­წყებს მომ­დევ­ნო ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე (31 დე­კემ­ბერს გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა თხის რქა­ში). ახლა კარ­გია საქ­მე­ე­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა, ძვე­ლი ნივ­თე­ბის მო­ცი­ლე­ბა, რათა 2025 წელს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდეთ და ახა­ლი წლი­დან ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ი­წყოთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ. ახლა კი გა­ე­ცა­ნით ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

ვერ­ძი

გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, გე­ლით შეხ­ვედ­რე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა. და­ი­წყებთ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, და­ი­ნა­ხავთ თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კულ შე­დე­გებს. თუმ­ცა, გირ­ჩევთ, მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ წვრილ­მან დე­ტა­ლებს, რად­გან ახლა მათ­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­ვე არ ენ­დოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც კარ­გად არ იც­ნობთ და არ გა­ა­კე­თოთ ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბი გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ერთ-ერთ მე­გო­ბარ­თან ან კო­ლე­გას­თან გან­შო­რე­ბამ, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ.

კურო

ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე და­ფიქ­რდით. გა­ა­ნა­ლი­ზეთ ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი, იფიქ­რეთ რო­გორ მი­აღ­წი­ოთ მეტ სტა­ბი­ლუ­რო­ბას მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­რო­ში და გა­ზარ­დოთ შე­მო­სა­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე სა­მუ­შა­ოს ძებ­ნამ ან სან­დო პრო­ექ­ტებ­ში ან სა­ბან­კო დე­პო­ზი­ტებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ამ. უმე­ტე­სო­ბა შეძ­ლებთ ვა­ლის და­ფარ­ვას, სეს­ხის და­ხურ­ვა­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. გა­იც­ნობთ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ან ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში.

ტყუ­პი

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­ში ხდე­ბა. ეს კარ­გი დროა იმის­თვის, რომ და­ფიქ­რდეთ თქვენს მიზ­ნებ­ზე, ამ­ბი­ცი­ებ­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­ა­ჩენთ სა­კუ­თარ თავს სხვებ­თან. შე­იძ­ლე­ბა გინ­დო­დეთ იყოთ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო, ამი­ტომ და­ფიქ­რდით რო­გორ გა­მო­ხა­ტავთ სა­კუ­თარ თავს. იპო­ვეთ ბა­ლან­სი თქვენ­სა და სხვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს შო­რის. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა დღი­უ­რის წერა, მე­დი­ტა­ცია, მხარ­და­ჭე­რის ძი­ე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ან ფსი­ქო­ლო­გის­გან. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ფა­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბი ზე­და­პირ­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს და იფრ­თხი­ლეთ; გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მიხ­ვდე­ბით, ვის­თან უნდა გა­აძ­ლი­ე­როთ კავ­ში­რი და ვის­თან - გა­წყვი­ტოთ.

კირჩხი­ბი

გა­ზა­ფხულ­ზე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ან პრო­ცე­სე­ბი ახლა დას­რულ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში უნდა შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და და­ფიქ­რდეთ შეც­დო­მებ­ზე. გა­ი­გებთ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას, გექ­ნე­ბათ წვდო­მა დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც აქამ­დე არ გქონ­დათ. მიზ­ნე­ბი ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს. თუ სახ­ლი­დან დიდი ხა­ნია შორს იყა­ვით, შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეთ. მოგ­ზა­უ­რო­ბა დას­რულ­დე­ბა და ხან­გრძლი­ვი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ან პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს ლო­გი­კურ დას­კვნამ­დე. მკურ­ნა­ლო­ბის, გა­მოკ­ვლე­ვის კურ­სი, ან რა­ი­მე სა­ხის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­დე­ბა.

ლომი

იგ­რძნობთ ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას და მხი­ა­რულ გან­წყო­ბას. ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ, კარ­გი პე­რი­ო­დია დიდი ხნის და­გეგ­მი­ლი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. იმუ­შა­ვეთ თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის და კო­ლე­გე­ბის გუნდში. მი­ი­ღებთ მო­გე­ბას, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ფას­დე­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი, რო­მელ­საც ელო­დე­ბო­დით ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დოთ გარ­შე­მო მყო­ფებს და შეც­ვა­ლოთ აზრი მათ შე­სა­ხებ. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­წყვე­ტი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა.

ქალ­წუ­ლი

წინა პლან­ზე დგე­ბა კა­რი­ე­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და თქვე­ნი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი. აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცია და მონ­დო­მე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში. სა­სარ­გებ­ლოა და­ი­წყოთ ყვე­ლა ძვე­ლი ამო­ცა­ნი­სა და პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა. გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი გეგ­მე­ბის­თვის, მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და ხელს გიშ­ლით წინსვლა­ში. თქვენს გუნდში შე­საძ­ლოა კონ­კუ­რენ­ცია გაძ­ლი­ერ­დეს. ამი­ტომ, შე­ე­ცა­დეთ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო საქ­მი­ა­ნი თვი­სე­ბე­ბი და გა­იძ­ლი­ე­როთ ავ­ტო­რი­ტე­ტი კო­ლე­გებს შო­რის. ზო­გი­ერთს მო­გი­წევთ სა­მუ­შა­ოს ან საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა. არის შან­სი, რომ მომ­გე­ბი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ.

savsemtvareoba

სას­წო­რი

მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, იუ­რი­დი­ულ თუ სა­სა­მარ­თლო სა­კი­თხებს. ზო­გი­ერ­თი პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას გი­ბიძ­გებთ. მა­გა­ლი­თად, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გა­ჭი­ა­ნურ­და, შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. ან და­ი­წყებთ სწავ­ლას უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებთ დო­კუ­მენ­ტებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ან გა­დას­ვლის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

მო­რი­ე­ლი

თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­შვი­დე და ემო­ცი­უ­რი ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. აღ­დგე­ბა კარ­გი გან­წყო­ბა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სად­მი ნდო­ბა. შე­გიძ­ლი­ათ თან­და­თან გა­და­ლა­ხოთ თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი ში­შე­ბი; და­ი­ვი­წყოთ წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი ან ინ­ცი­დენ­ტი. ამ დღე­ებ­ში უსი­ა­მოვ­ნო ან კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი დას­რულ­დე­ბა. მოგ­ვარ­დე­ბა ფი­ნან­სებ­თან, სეს­ხებ­თან, გა­დახ­დებ­თან ან სუბ­სი­დი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც სა­სიყ­ვა­რუ­ლო, ასე­ვე საქ­მი­ა­ნი, ამ დღე­ებ­ში ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დის, რაც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე. შე­გიძ­ლი­ათ გა­აძ­ლი­ე­როთ კავ­ში­რი სწორ ადა­მი­ა­ნებ­თან ან, პი­რი­ქით, და­ი­წყოთ და­პი­რის­პი­რე­ბა ან ჩხუ­ბი ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც არ მოგ­წონთ. იქ­ნე­ბა მწვა­ვე დის­კუ­სი­ე­ბი და კა­მა­თი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით. მხო­ლოდ გულ­წრფელ სა­უბ­რებ­ში შეძ­ლებთ ახ­სნათ თქვე­ნი პო­ზი­ცია ან გა­ი­გოთ ოპო­ნენ­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ. არის შან­სი და­ას­რუ­ლოთ ძვე­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­ა­ნა­ლი­ზოთ შეც­დო­მე­ბი და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლო­ბელ და ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებ­თან. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ი­წყოთ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ან თავი და­აღ­წი­ოთ წარ­სუ­ლის მძი­მე ტვირთს, და­ას­რუ­ლოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და უფრო შე­სა­ფე­რი­სი პარტნი­ო­რის ძებ­ნას და­ი­წყებთ.

თხის რქა

რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შაო, ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ჩვე­ვე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა იზ­რუ­ნოთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და გა­ი­ა­როთ სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, თუ სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა­ზე ფიქ­რობთ, სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ, რომ­ლის გან­ხილ­ვაც ღირს. შეძ­ლებთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პრო­ფე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სი, მი­ი­ღოთ ახა­ლი სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა თუ ინ­ფორ­მა­ცია, რაც უეჭ­ვე­ლად გა­მო­გად­გე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი გან­რი­გი, გა­იზ­რდე­ბა დატ­ვირ­თვა და შე­იც­ვლე­ბა თქვე­ნი გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა. თუ გა­ი­ა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ან აღ­დგე­ნი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბის კურ­სი, ახლა ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს და გა­ი­გებთ შე­დე­გებს. ბევ­რი და­ი­წყებთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს.

მერ­წყუ­ლი

თქვე­ნი შვი­ლე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა წინა პლან­ზე გა­მო­ვა. სა­სურ­ვე­ლია, მეტი დრო და­უთ­მოთ თქვენს ჰო­ბის, გა­ა­ტა­როთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლას და, შე­საძ­ლოა, ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში და­ი­წყოთ. ზო­გი­ერ­თი შეძ­ლებთ ჰო­ბის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ას, და­ი­წყებთ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას იმით, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. შვე­ბუ­ლე­ბა ან მოგ­ზა­უ­რო­ბა უამ­რავ და­დე­ბით ემო­ცი­ას და ნა­თელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მო­გი­ტანთ.

თევ­ზე­ბი

პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა ზო­გი­ერთ სა­კითხს თქვე­ნი წარ­სუ­ლი­დან, გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მებ­სა და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. სახ­ლში ატ­მოს­ფე­რო შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს, და­ძა­ბუ­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გახ­დეს. მო­გი­წევთ ძა­ლის­ხმე­ვა, რათა აღად­გი­ნოთ ნდო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან და მო­აგ­ვა­როთ დაგ­რო­ვი­ლი სა­კი­თხე­ბი. სა­ბი­ნაო პრობ­ლე­მე­ბიც შე­გახ­სე­ნებთ თავს. ზო­გი­ერთს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად ან სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად სეს­ხის აღე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თი და­ას­რუ­ლებთ რე­მონტს, გა­ნა­ახ­ლებთ ავეჯს. მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხვდებით, ვისთან უნდა გააძლიეროთ კავშირი და ვისთან - გაწყვიტოთ ანუ სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მიხვდებით, ვისთან უნდა გააძლიეროთ კავშირი და ვისთან - გაწყვიტოთ ანუ სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15 დეკემბერს სავსემთვარეობა გვქონდა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარე კლებას დაიწყებს მომდევნო ახალმთვარეობამდე (31 დეკემბერს გველოდება ახალმთვარეობა თხის რქაში). ახლა კარგია საქმეების და ურთიერთობების დასრულება, ძველი ნივთების მოცილება, რათა 2025 წელს გათავისუფლებულები შეხვდეთ და ახალი წლიდან ახალი პროექტები, ურთიერთობები დაიწყოთ. სავსემთვარეობის მოვლენებზე სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ. ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.

ვერძი

გააქტიურდება კომუნიკაცია, გელით შეხვედრები და საინტერესო ადამიანების გაცნობა. დაიწყებთ საინტერესო იდეების განხორციელებას, დაინახავთ თქვენი მუშაობის პრაქტიკულ შედეგებს. თუმცა, გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ წვრილმან დეტალებს, რადგან ახლა მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ასევე არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე. შეიძლება მოგიწიოთ ერთ-ერთ მეგობართან ან კოლეგასთან განშორებამ, მაგრამ ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

კურო

ფინანსური განვითარების სტრატეგიაზე დაფიქრდით. გაანალიზეთ ოჯახის ბიუჯეტი, იფიქრეთ როგორ მიაღწიოთ მეტ სტაბილურობას მატერიალურ სფეროში და გაზარდოთ შემოსავალი. შეიძლება დაგჭირდეთ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს ძებნამ ან სანდო პროექტებში ან საბანკო დეპოზიტებში ინვესტიციამ. უმეტესობა შეძლებთ ვალის დაფარვას, სესხის დახურვასა და ვალდებულებების შესრულებას. გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან ფინანსურად მომგებიანი პროექტების განხორციელებაში ან ბიზნესის გაფართოებაში.

ტყუპი

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება. ეს კარგი დროა იმისთვის, რომ დაფიქრდეთ თქვენს მიზნებზე, ამბიციებზე და იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენთ საკუთარ თავს სხვებთან. შეიძლება გინდოდეთ იყოთ უფრო თვალსაჩინო, ამიტომ დაფიქრდით როგორ გამოხატავთ საკუთარ თავს. იპოვეთ ბალანსი თქვენსა და სხვების საჭიროებებს შორის. სასარგებლო იქნება დღიურის წერა, მედიტაცია, მხარდაჭერის ძიება საყვარელი ადამიანებისგან ან ფსიქოლოგისგან. სავსემთვარეობამ შეიძლება თქვენი ფარული ემოციები ზედაპირზე გამოიტანოს და იფრთხილეთ; განსაკუთრებით ურთიერთობებში. მიხვდებით, ვისთან უნდა გააძლიეროთ კავშირი და ვისთან - გაწყვიტოთ.

კირჩხიბი

გაზაფხულზე დაწყებული საქმეები ან პროცესები ახლა დასრულდება. ამ პერიოდში უნდა შეაფასოთ თქვენი საქმიანობა და დაფიქრდეთ შეცდომებზე. გაიგებთ ახალი ინფორმაციას, გექნებათ წვდომა დოკუმენტებზე, რომლებიც აქამდე არ გქონდათ. მიზნები ან გადაწყვეტილებები პირად ცხოვრებაში და სამსახურში შეიძლება გადაიხედოს. თუ სახლიდან დიდი ხანია შორს იყავით, შეიძლება დაბრუნდეთ. მოგზაურობა დასრულდება და ხანგრძლივი ტრანზაქციები ან პროცესები შეიძლება მივიდეს ლოგიკურ დასკვნამდე. მკურნალობის, გამოკვლევის კურსი, ან რაიმე სახის სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდება.

ლომი

იგრძნობთ ძალების მოზღვავებას და მხიარულ განწყობას. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, კარგი პერიოდია დიდი ხნის დაგეგმილი გეგმების განსახორციელებლად. იმუშავეთ თანამოაზრე ადამიანების და კოლეგების გუნდში. მიიღებთ მოგებას, თქვენი საქმიანობა დაფასდება. ასევე შესაძლებელია, რომ მიიღოთ მნიშვნელოვანი პასუხი, რომელსაც ელოდებოდით ან საჭირო ინფორმაცია. შეიძლება სხვანაირად შეხედოთ გარშემო მყოფებს და შეცვალოთ აზრი მათ შესახებ. შესაძლებელია შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა.

ქალწული

წინა პლანზე დგება კარიერის, პროფესიული ზრდისა და თქვენი გეგმების განხორციელების საკითხები. აქტიური პოზიცია და მონდომება შესაძლებლობას მოგცემთ მიაღწიოთ წარმატებას უახლოეს კვირებში. სასარგებლოა დაიწყოთ ყველა ძველი ამოცანისა და პროექტის დასრულება. გაათავისუფლეთ ადგილი საინტერესო და პერსპექტიული გეგმებისთვის, მოიცილეთ ყველაფერი, რაც უკვე მოძველებულია და ხელს გიშლით წინსვლაში. თქვენს გუნდში შესაძლოა კონკურენცია გაძლიერდეს. ამიტომ, შეეცადეთ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები და გაიძლიეროთ ავტორიტეტი კოლეგებს შორის. ზოგიერთს მოგიწევთ სამუშაოს ან საქმიანობის მიმართულების შეცვლა. არის შანსი, რომ მომგებიანი შეთავაზება მიიღოთ.

savsemtvareoba

სასწორი

მეტი ყურადღება მიაქციეთ საგანმანათლებლო ან პროფესიული განვითარების, იურიდიულ თუ სასამართლო საკითხებს. ზოგიერთი პროცესი დასრულდება, მიიღებთ მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას გიბიძგებთ. მაგალითად, სასამართლო პროცესი, რომელიც დიდი ხანია გაჭიანურდა, შეიძლება დასრულდეს. ან დაიწყებთ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. ზოგიერთი მიიღებთ დოკუმენტებს სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში მოგზაურობის ან გადასვლისთვის. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს პირად ურთიერთობებში.

მორიელი

თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე და ემოციური ჰარმონია დაისადგურებს. აღდგება კარგი განწყობა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი ნდობა. შეგიძლიათ თანდათან გადალახოთ თქვენი შინაგანი შიშები; დაივიწყოთ წარსულში მომხდარი რაიმე დანაშაული ან ინციდენტი. ამ დღეებში უსიამოვნო ან კრიზისული სიტუაციები დასრულდება. მოგვარდება ფინანსებთან, სესხებთან, გადახდებთან ან სუბსიდიებთან დაკავშირებული საკითხები.

მშვილდოსანი

პარტნიორებთან ურთიერთობა, როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი, ამ დღეებში ცვლილებებს განიცდის, რაც გავლენას მოახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე. შეგიძლიათ გააძლიეროთ კავშირი სწორ ადამიანებთან ან, პირიქით, დაიწყოთ დაპირისპირება ან ჩხუბი ადამიანთან, რომელიც არ მოგწონთ. იქნება მწვავე დისკუსიები და კამათი დაპირისპირებებით. მხოლოდ გულწრფელ საუბრებში შეძლებთ ახსნათ თქვენი პოზიცია ან გაიგოთ ოპონენტების პრეტენზიები თქვენ წინააღმდეგ. არის შანსი დაასრულოთ ძველი მოძველებული ურთიერთობა, გაანალიზოთ შეცდომები და გააუმჯობესოთ ურთიერთობა ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან. ზოგიერთი გადაწყვეტთ საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყოთ თანაცხოვრება, ან თავი დააღწიოთ წარსულის მძიმე ტვირთს, დაასრულოთ ძველი ურთიერთობა და უფრო შესაფერისი პარტნიორის ძებნას დაიწყებთ.

თხის რქა

რუტინული სამუშაო, ყოველდღიური მოვალეობები და ჩვევები პრიორიტეტული იქნება. კარგი იქნება იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და გაიაროთ სრული გამოკვლევა, თუ სამუშაოს შეცვლაზე ფიქრობთ, საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ, რომლის განხილვაც ღირს. შეძლებთ გაიუმჯობესოთ პროფესიული სტატუსი, მიიღოთ ახალი სასარგებლო გამოცდილება, ცოდნა თუ ინფორმაცია, რაც უეჭველად გამოგადგებათ. შეიძლება შეიცვალოს თქვენი განრიგი, გაიზრდება დატვირთვა და შეიცვლება თქვენი გუნდის შემადგენლობა. თუ გაიარეთ მკურნალობა ან აღდგენითი პროცედურების კურსი, ახლა ეს პროცესი შეიძლება დასრულდეს და გაიგებთ შედეგებს. ბევრი დაიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მერწყული

თქვენი შვილების, შემოქმედებითი საქმიანობისა თუ რომანტიკული ურთიერთობების თემა წინა პლანზე გამოვა. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ თქვენს ჰობის, გაატაროთ თავისუფალი დრო საინტერესო და უჩვეულო ადგილას და, შესაძლოა, ახალი რომანტიკული თავგადასავლების ძიებაში დაიწყოთ. ზოგიერთი შეძლებთ ჰობის მონეტიზაციას, დაიწყებთ ფულის გამომუშავებას იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ. მარტოხელებს გელოდებათ მოულოდნელი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. შვებულება ან მოგზაურობა უამრავ დადებით ემოციას და ნათელ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.

თევზები

პრიორიტეტი მიენიჭება ზოგიერთ საკითხს თქვენი წარსულიდან, გადაუჭრელ პრობლემებსა და ოჯახურ ურთიერთობებზე. სახლში ატმოსფერო შეიძლება გაუარესდეს, დაძაბული და არასასიამოვნო გახდეს. მოგიწევთ ძალისხმევა, რათა აღადგინოთ ნდობა საყვარელ ადამიანებთან და მოაგვაროთ დაგროვილი საკითხები. საბინაო პრობლემებიც შეგახსენებთ თავს. ზოგიერთს უძრავი ქონების შესაძენად ან საბინაო საკითხების მოსაგვარებლად სესხის აღება დაგჭირდებათ. ზოგიერთი დაასრულებთ რემონტს, განაახლებთ ავეჯს. მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები მოგვარდება.