პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ხათუნა ნოელი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე
"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ხათუნა ნოელი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­სი­ი­სა და კარ­მუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"რო­დე­საც ამ­ქვეყ­ნად მოვ­დი­ვართ, მუ­დამ გვაქვს არ­ჩე­ვა­ნი - სად და­ვი­ბა­დოთ, ვის გვერ­დით ვი­ცხოვ­როთ, ვინ გვიყ­ვარ­დეს, ვინ გვძულ­დეს... ვირ­ჩევთ ჩარ­ჩოს და მერე... არ­ჩე­ვა­ნი უკვე მხო­ლოდ ამ ჩარ­ჩოს ფარ­გლებ­შია - წა­ვი­დეთ ერთი კი­დის­კენ, თუ მე­ო­რი­სა­კენ, თუ ერთი ად­გი­ლი ვტკეპ­ნოთ.

საქ­მე ისაა, პირ­ვან­დე­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჩვენ აღარ გვახ­სოვს. ეს იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ თუ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ეს მხო­ლოდ რო­ლია, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით ტკი­ვი­ლებ­საც, სი­ხა­რულ­საც. არა­და იმი­ტომ ვი­ბა­დე­ბით, რომ გან­ცდე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვიწ­მინ­დოთ, გავ­სუფ­თავ­დეთ, ავ­მაღ­ლდეთ პირ­ველ­ყო­ფილ სის­რუ­ლემ­დე.

რის­თვი­საა ეს სა­ჭი­რო?

ალ­ბათ იმის­თვის, რომ რად­გან ჩვენ აბ­სო­ლუ­ტის ანუ ღმერ­თის ნა­წი­ლე­ბი ვართ, უნდა შე­ვე­სა­ბა­მე­ბო­დეთ მის ქათ­ქა­თა სი­ნათ­ლეს, და ყო­ვე­ლი ბნე­ლი­სა­გან გან­ვთა­ვი­სუფ­ლდეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვეც­ნო­ბი­ერს ახ­სოვს, სწო­რედ ამი­ტომ სიზ­მარ­ში გა­დას­ვლი­სას, ან მე­დი­ტი­რე­ბი­სას რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა მოგ­ვე­წო­დოს და­სახ­მა­რებ­ლად, რომ იმ გზა­ზე მოვ­მარ­თოთ ჩვე­ნი თავი, რის­თვი­საც მო­ვე­დით ამ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში. ვინც მი­ნიშ­ნე­ბებს ვერ ხვდე­ბა, იმას სამ­ყა­რო გაფრ­თხი­ლე­ბებს უგ­ზავ­ნის. ეს სიგ­ნა­ლე­ბი შე­საძ­ლოა იყოს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, ან ავად­მყო­ფო­ბე­ბი. ზოგ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

რო­გორც წესი, ასე­თი მო­მენ­ტე­ბი კარ­მულ წლებს ემ­თხვე­ვა... თუ ამ სიგ­ნა­ლებს ადა­მი­ა­ნი ყურს არ ათხო­ვებს, შე­საძ­ლოა ის დრო­ე­ბით წა­იყ­ვა­ნონ და ასე ვთქვათ, კარ­გად შე­ა­ჯან­ჯღა­რონ. კლი­ნი­კურ სიკ­ვდილ­ზე ვსა­უბ­რობ. უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცოტა ხან­ში "აგ­ნე­ბენ" თა­ვი­ანთ გზას - ზოგი "მო­უ­ლოდ­ნე­ლად" ხატ­ვას იწყებს, ზოგი ქველ­მოქ­მე­დე­ბით კავ­დე­ბა, ზოგი ეზო­ტე­რი­კა­ში ებ­მე­ბა...

ცვლი­ლე­ბე­ბი მრა­ვალ­გვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს... მაგ­რამ ყვე­ლა ჩვენს უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შეც­ვლას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჰო, კი­დევ - სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი... ალ­ბათ შეხ­ვედ­რი­ხართ ვი­ღა­ცას და პირ­ვე­ლი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე რა­ღაც გიგ­რძვნი­ათ, ზოგ­ჯერ უსი­ა­მოვ­ნო, ზოგ­ჯერ პი­რი­ქით. ხან­და­ხან გგო­ნე­ბი­ათ, რომ მთე­ლი სი­ცო­ცხლე იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, რო­გორც წესი ასე­თი შეგ­რძნე­ბა ორი­ვე მხა­რეს აქვს ხოლ­მე. და არც ცდე­ბით - მარ­თლა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იც­ნობ­დით, ოღონდ... სხვა ცხოვ­რე­ბა­ში. იქ შე­საძ­ლოა დები იყა­ვით, ძმე­ბი ან მე­უღ­ლე­ე­ბი, ან დედა-შვი­ლი, შე­საძ­ლოა გძულ­დათ ერ­თმა­ნე­თი, მტრობ­დით კი­დეც. და ახლა მა­შინ დაგ­რო­ვი­ლი ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად შეხ­ვდით.

მი­ნა­ხავს სი­ნას­ტრია, სა­დაც თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა. მაგ­რამ წყვი­ლი არა­და არ ქორ­წინ­დე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ წარ­სულ ინ­კარ­ნა­ცი­ებ­ში ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ, ეს მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაა. არა­და მე­უღ­ლე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად, დიახ, დიახ - აუ­ცი­ლებ­ლად წინა ცხოვ­რე­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი ვა­ლე­ბის გა­სას­ტუმ­რებ­ლად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს ხე­ლახ­ლა. და რად­გან ეს მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაა, ექ­ნე­ბათ მე­ო­რეც, შე­საძ­ლოა მე­ა­თეც ჰქონ­დეთ, და რო­მე­ლი­მე­ში და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც... მაგ­რამ არა ახლა... ასეა.

კი­დევ რა? კი­დევ ის, რომ ჩვენ ყვე­ლას სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს. არა­ვის არა­ვინ არ სძულს. იმი­ტომ, რომ რე­ა­ლურ უნი­ვერსში ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თნი ვართ - მთლი­ა­ნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი. თუ ვინ­მე აქ "ცუ­დის" როლს თა­მა­შობს, ეს ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს, რომ ის მარ­თლა ცუ­დია. სამ­ყა­რომ უკეთ იცის. ის "ცუდი" შე­საძ­ლოა იმის­თვის მო­ვი­და, რომ ვი­ღა­ცას ატ­კი­ნოს, რათა იმ მე­ო­რემ პა­ტი­ე­ბა ის­წავ­ლოს. ჯერ კი­დევ და­ბა­დე­ბამ­დე შე­თან­ხმდნენ ამა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ აღარ ახ­სოვთ, სამ­წუ­ხა­როდ, ბრა­ზი იპყრობთ... ჩი­ვი­ან - რა­ტომ, ღმერ­თო, რა­ტომ? გიყ­ვარ­დეს მტე­რი შენი - პა­სუ­ხობს უფა­ლი. მაგ­რამ უს­მენს კია ვინ­მე?

მოდი, გა­იხ­სე­ნეთ, რის­თვის და­ი­ბა­დეთ, გა­იხ­სე­ნეთ, რა ცოდ­ვე­ბი უნდა გა­მო­გეს­ყი­დათ, როცა აქ მო­დი­ო­დით, ვისი ვა­ლე­ბი გაქვთ... და ნუ გა­კი­ლავთ სხვებს იმი­სათ­ვის, რომ თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად სცო­და­ვენ. ჩვენ ხომ ყვე­ლა­ნი ვცო­დავთ..."

ნონო
0

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ხათუნა ნოელი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე

"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ხათუნა ნოელი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ადამიანის ცხოვრებისეული მისიისა და კარმული ურთიერთობების შესახებ წერს:

"როდესაც ამქვეყნად მოვდივართ, მუდამ გვაქვს არჩევანი - სად დავიბადოთ, ვის გვერდით ვიცხოვროთ, ვინ გვიყვარდეს, ვინ გვძულდეს... ვირჩევთ ჩარჩოს და მერე... არჩევანი უკვე მხოლოდ ამ ჩარჩოს ფარგლებშია - წავიდეთ ერთი კიდისკენ, თუ მეორისაკენ, თუ ერთი ადგილი ვტკეპნოთ.

საქმე ისაა, პირვანდელი არჩევანი ჩვენ აღარ გვახსოვს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თუ გვეცოდინება, რომ ეს მხოლოდ როლია, არასერიოზულად მივუდგებით ტკივილებსაც, სიხარულსაც. არადა იმიტომ ვიბადებით, რომ განცდების საშუალებით გავიწმინდოთ, გავსუფთავდეთ, ავმაღლდეთ პირველყოფილ სისრულემდე.

რისთვისაა ეს საჭირო?

ალბათ იმისთვის, რომ რადგან ჩვენ აბსოლუტის ანუ ღმერთის ნაწილები ვართ, უნდა შევესაბამებოდეთ მის ქათქათა სინათლეს, და ყოველი ბნელისაგან განვთავისუფლდეთ. ეს ყველაფერი ქვეცნობიერს ახსოვს, სწორედ ამიტომ სიზმარში გადასვლისას, ან მედიტირებისას რაღაც ინფორმაციის ნაწილი შესაძლოა მოგვეწოდოს დასახმარებლად, რომ იმ გზაზე მოვმართოთ ჩვენი თავი, რისთვისაც მოვედით ამ ინკარნაციაში. ვინც მინიშნებებს ვერ ხვდება, იმას სამყარო გაფრთხილებებს უგზავნის. ეს სიგნალები შესაძლოა იყოს დაბრკოლებები, ან ავადმყოფობები. ზოგჯერ სერიოზული პრობლემები.

როგორც წესი, ასეთი მომენტები კარმულ წლებს ემთხვევა... თუ ამ სიგნალებს ადამიანი ყურს არ ათხოვებს, შესაძლოა ის დროებით წაიყვანონ და ასე ვთქვათ, კარგად შეაჯანჯღარონ. კლინიკურ სიკვდილზე ვსაუბრობ. უკან დაბრუნებული ადამიანები ცოტა ხანში ''აგნებენ'' თავიანთ გზას - ზოგი ''მოულოდნელად'' ხატვას იწყებს, ზოგი ქველმოქმედებით კავდება, ზოგი ეზოტერიკაში ებმება...

ცვლილებები მრავალგვარი შეიძლება იყოს... მაგრამ ყველა ჩვენს უკეთესობისაკენ შეცვლას ემსახურება. ჰო, კიდევ - სხვა ადამიანები... ალბათ შეხვედრიხართ ვიღაცას და პირველი დანახვისთანავე რაღაც გიგრძვნიათ, ზოგჯერ უსიამოვნო, ზოგჯერ პირიქით. ხანდახან გგონებიათ, რომ მთელი სიცოცხლე იცნობდით ერთმანეთს, როგორც წესი ასეთი შეგრძნება ორივე მხარეს აქვს ხოლმე. და არც ცდებით - მართლა მთელი ცხოვრება იცნობდით, ოღონდ... სხვა ცხოვრებაში. იქ შესაძლოა დები იყავით, ძმები ან მეუღლეები, ან დედა-შვილი, შესაძლოა გძულდათ ერთმანეთი, მტრობდით კიდეც. და ახლა მაშინ დაგროვილი ვალების გასასტუმრებლად შეხვდით.

მინახავს სინასტრია, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურადაა. მაგრამ წყვილი არადა არ ქორწინდება. რატომ? იმიტომ რომ წარსულ ინკარნაციებში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ეს მათი პირველი შეხვედრაა. არადა მეუღლეები აუცილებლად, დიახ, დიახ - აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს ხელახლა. და რადგან ეს მათი პირველი შეხვედრაა, ექნებათ მეორეც, შესაძლოა მეათეც ჰქონდეთ, და რომელიმეში დაქორწინდნენ კიდეც... მაგრამ არა ახლა... ასეა.

კიდევ რა? კიდევ ის, რომ ჩვენ ყველას სინამდვილეში ერთმანეთი გვიყვარს. არავის არავინ არ სძულს. იმიტომ, რომ რეალურ უნივერსში ჩვენ ყველანი ერთნი ვართ - მთლიანის შემადგენელი ნაწილები. თუ ვინმე აქ ''ცუდის'' როლს თამაშობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მართლა ცუდია. სამყარომ უკეთ იცის. ის ''ცუდი'' შესაძლოა იმისთვის მოვიდა, რომ ვიღაცას ატკინოს, რათა იმ მეორემ პატიება ისწავლოს. ჯერ კიდევ დაბადებამდე შეთანხმდნენ ამაზე. სამწუხაროდ აღარ ახსოვთ, სამწუხაროდ, ბრაზი იპყრობთ... ჩივიან - რატომ, ღმერთო, რატომ? გიყვარდეს მტერი შენი - პასუხობს უფალი. მაგრამ უსმენს კია ვინმე?

მოდი, გაიხსენეთ, რისთვის დაიბადეთ, გაიხსენეთ, რა ცოდვები უნდა გამოგესყიდათ, როცა აქ მოდიოდით, ვისი ვალები გაქვთ... და ნუ გაკილავთ სხვებს იმისათვის, რომ თქვენგან განსხვავებულად სცოდავენ. ჩვენ ხომ ყველანი ვცოდავთ..."