მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა, რამაზ გიგაურის პროგნოზი
მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა, რამაზ გიგაურის პროგნოზი

5 თე­ბერ­ვალს, 9:09 სა­ათ­ზე (თბი­ლი­სის დრო­ით) მერ­კუ­რი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და და იქ 23 თე­ბერ­ვლამ­დე დარ­ჩე­ბა.

მერ­კუ­რი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გავ­ლე­ნას ახ­დენს აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცეს­ზე და სა­უბ­რის სტილ­ზე. ეს არის ინ­ფორ­მა­ცი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა. მერ­წყუ­ლი კი ორი­გი­ნა­ლუ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნად ებ­რძვის კონ­სერ­ვა­ტიზმს, ყვე­ლა იმ ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც აწ­მყო­ში აღარ "მუ­შა­ობს" და "ცდი­ლობს" ამ ყვე­ლაფ­რის "გა­დატ­ვირ­თვა" მო­ახ­დი­ნოს, თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბი მის­ცეს. მერ­წყუ­ლი - ეს ისე­თი აზ­როვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია დოგმე­ბის­გან და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის­გან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პე­რი­ოდ­ში აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი უფრო ორი­გი­ნა­ლუ­რი და არას­ტან­დრტუ­ლი გახ­დე­ბა. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნამ­დვი­ლად სა­სი­კე­თო დრო დგე­ბა.

ეს არის იდე­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლად და გა­ბე­დუ­ლად გა­მოვ­ლე­ნის პე­რი­ო­დი. ეს კარ­გი დროა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის­თვის მო­ძი­ე­ბის­თვის და მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნის­თვის, ასე­ვე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის და შე­თან­ხმე­ბე­ბის­თვის. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის­თვის შე­საძ­ლოა არა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი, არა­მედ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რაც კი მო­ი­პო­ვოს. ასე რომ, ის იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რი და შე­იძ­ლე­ბა შო­კის­მომ­გვრე­ლიც იყო, 5-23 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში უფრო მი­სა­ღე­ბი გახ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და პროგ­რე­სის მომ­ტა­ნი პე­რი­ო­დი. სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ
12:08 / 06-02-2024

მორიელის 2024 წლის კარმული ამოცანები

ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით კი ეს იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხატ­ვა (გან­სა­კუთ­რე­ბით ეს გამ­წვავ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში), ამი­ტომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ვი­ხი­ლოთ სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტი და ეს თე­ბერ­ვლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე დე­კა­და­ში საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლად გა­მოვ­ლინ­დეს.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, 5-23 თე­ბერ­ვლის პე­რი­ო­დი ბუ­ნებ­რი­ვია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა:

* ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის (ტყუ­პი, სას­წო­რი, მერ­წყუ­ლი). მათი აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სი უფრო მოქ­ნი­ლი გახ­დე­ბა და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა-გა­და­ცე­მას­თან და ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

* ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში მერ­კუ­რი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში აქვთ გან­თავ­სე­ბუ­ლი. მათ ექ­ნე­ბათ მერ­კუ­რის ე.წ. დაბ­რუ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა 2023 წლის 11 თე­ბერ­ვლის - 2023 წლის 3 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 2024 წლის 5-23 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში ეს სა­კი­თხე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დეს ან ახა­ლი ფორ­მით გა­მოვ­ლინ­დეს.

* ეს პე­რი­ო­დი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი იქ­ნე­ბა კუ­როს, ლო­მი­სა და მო­რი­ე­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მათ თავი უნდა შე­ი­კა­ვონ სი­ჯი­უ­ტი­სა და რა­დი­კა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნის­გან. პრო­ტეს­ტი კი ტაქ­ტი­ა­ნად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტონ.

* და­ნარ­ჩე­ნი ნიშ­ნე­ბის­თვის შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა, რამაზ გიგაურის პროგნოზი

მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა, რამაზ გიგაურის პროგნოზი

5 თებერვალს, 9:09 საათზე (თბილისის დროით) მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და იქ 23 თებერვლამდე დარჩება.

მერკური - ასტროლოგიური თვალსაზრისით გავლენას ახდენს აზროვნების პროცესზე და საუბრის სტილზე. ეს არის ინფორმაციის და კომუნიკაციის პლანეტა. მერწყული კი ორიგინალური, განსხვავებული ტიპის ნიშანია, რომელიც შინაგანად ებრძვის კონსერვატიზმს, ყველა იმ ტრადიციას, რომელიც აწმყოში აღარ "მუშაობს" და "ცდილობს" ამ ყველაფრის "გადატვირთვა" მოახდინოს, თანამედროვე ფორმები მისცეს. მერწყული - ეს ისეთი აზროვნებაა, რომელიც თავისუფალია დოგმებისგან და მოძველებული შეხედულებებისგან. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში აზროვნების სტილი უფრო ორიგინალური და არასტანდრტული გახდება. იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც დამახასიათებელია თავისუფალი, ორიგინალური და განსხვავებული აზროვნების სტილი, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად სასიკეთო დრო დგება.

ეს არის იდეების თავისუფლად და გაბედულად გამოვლენის პერიოდი. ეს კარგი დროა თანამოაზრეებისთვის მოძიებისთვის და მეგობრების შეძენისთვის, ასევე მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის. ბევრმა ადამიანმა საკუთარი იდეებისთვის შესაძლოა არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური მხარდაჭერაც კი მოიპოვოს. ასე რომ, ის იდეები, რომლებიც თუნდაც უახლოეს წარსულში ადამიანებისთვის გაუგებარი და შეიძლება შოკისმომგვრელიც იყო, 5-23 თებერვლის შუალედში უფრო მისაღები გახდება.

გარდა ამისა, ეს არის შემოქმედებითი და პროგრესის მომტანი პერიოდი. სასიკეთო იქნება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განახლებები, ინდივიდუალურ და გლობალურ დონეზე ტექნოლოგიური განვითარება, ახალი ტექნიკის შეძენა და ა.შ.

ნეგატიური კუთხით კი ეს იქნება პროტესტის კიდევ უფრო აქტიურად გამოხატვა (განსაკუთრებით ეს გამწვავდება სოციალურ საკითხებთან მიმართებაში), ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიხილოთ სწორედ სოციალური პროტესტი და ეს თებერვლის პირველი და მეორე დეკადაში საკმაოდ ენერგიულად გამოვლინდეს.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, 5-23 თებერვლის პერიოდი ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება:

* ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (ტყუპი, სასწორი, მერწყული). მათი აზროვნების პროცესი უფრო მოქნილი გახდება და ისინი შეძლებენ ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან და ასევე ურთიერთობებთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

* ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური მერწყულის ზოდიაქოში აქვთ განთავსებული. მათ ექნებათ მერკურის ე.წ. დაბრუნება. აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება 2023 წლის 11 თებერვლის - 2023 წლის 3 მარტის შუალედში დაწყებული პროექტები და ურთიერთობები. არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის 5-23 თებერვლის შუალედში ეს საკითხები გააქტიურდეს ან ახალი ფორმით გამოვლინდეს.

* ეს პერიოდი წინააღმდეგობრივი იქნება კუროს, ლომისა და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მათ თავი უნდა შეიკავონ სიჯიუტისა და რადიკალიზმის გამოვლენისგან. პროტესტი კი ტაქტიანად და დიპლომატიურად გამოხატონ.

* დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.