მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწვანე ხის გველის წელი მოდის, რა გველოდება 2025 წელს?
მწვანე ხის გველის წელი მოდის, რა გველოდება 2025 წელს?

ახა­ლი 2025 წლის დად­გო­მამ­დე სულ ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა, ამი­ტომ დროა გა­ვი­გოთ რო­გო­რი იქ­ნე­ბა და რას მოგ­ვი­ტანს მწვა­ნე ხის გვე­ლის წელი. აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი 2025 წლის 29 იან­ვარს დად­გე­ბა და 2026 წლის 16 თე­ბერ­ვლამ­დე გას­ტანს. მისი წინა მე­ფო­ბა 2013 წელს იყო, ხოლო შემ­დე­გი მე­ფო­ბა 2037 წელს იქ­ნე­ბა. გვე­ლის წე­ლის დად­გო­მამ­დე სა­სურ­ვე­ლია, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არაფ­რის­მომ­ცე­მი. ეს ეხე­ბა ნივ­თებ­საც, ადა­მი­ა­ნებ­საც და საქ­მე­ებ­საც.

გვე­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი არ­სე­ბაა. ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნებს შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა გო­ნებ­რი­ვი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. არ ცნობს ავ­ტო­რი­ტე­ტებს, ამი­ტომ ხელ­მძღვა­ნე­ლობს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი აზ­რით. გვე­ლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სა­უბ­რე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა ლა­პა­რაკ­ზე მე­ტად მოს­მე­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ.

2025 წლის ელე­მენ­ტია ხე, არა შე­მოდ­გო­მის, რო­მელ­საც ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა და კვდე­ბა, არა­მედ გა­ზა­ფხუ­ლის ხე, ახალ­გაზ­რდა და მწვა­ნე. ასე­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ წელი ბევ­რად უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა, წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, ძვე­ლე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად კი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ახა­ლი იდე­ე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა.

ყო­ველ წელს ვე­ლო­დე­ბით, რომ მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბა დამ­ყარ­დე­ბა გველს არ უყ­ვარს უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ სი­ტუ­ა­ცია მსოფ­ლი­ო­ში - რო­გორც უკე­თე­სო­ბის­კენ, ისე უა­რე­სის­კენ - 2025 წელს არ შე­იც­ვლე­ბა. თუმ­ცა, თუ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბე­ბი 2024 წელს გა­ფორმ­დე­ბა, გვე­ლის წელ­ში ისი­ნი არ და­ირ­ღვე­ვა და მშვი­დი დრო გვე­ლო­დე­ბა.

გვე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა­სა და მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ამი­ტომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი 2025 წელს არ გა­ჩერ­დე­ბა. მისი გან­ვი­თა­რე­ბა ძი­რი­თა­დად ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტთან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: გაგ­რძელ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცია, შე­იც­ვლე­ბა ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. გაჩ­ნდე­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის ახა­ლი წყა­რო­ე­ბი, მო­ი­ძებ­ნე­ბა გზე­ბი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, რო­გო­რი­ცაა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და პან­დე­მია, რაც ასე­ვე აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე.

ამას­თან, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ გვე­ლი არ არის კო­ლექ­ტი­უ­რი არ­სე­ბა, ამი­ტომ მო­მა­ვალ წელს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბას ძი­რი­თა­დად ისი­ნი მი­აღ­წე­ვენ, ვინც მარ­ტო იმუ­შა­ვებს. რა თქმა უნდა, დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ უნდა თქვათ, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბა მარ­ტო­ხე­ლა გე­ნი­ო­სებს ეკუთ­ვნით, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი ჰქონ­დეთ და არა­ვის­თან მო­უ­წევთ თა­ვი­ან­თი დი­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

გვე­ლის წელ­ში არა მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლია, არა­მედ აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა ძვე­ლი სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, კრე­ა­ტი­ულ და ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ან­ზე. კა­რი­ე­რა­ში უნდა ვის­წრა­ფო­დეთ მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ. ყო­ვე­ლი ახა­ლი და­ვა­ლე­ბა უფრო რთუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი უნდა იყოს, ვიდ­რე წინა. თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უნდა აჩ­ვე­ნოთ ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა გამ­ჭრი­ა­ხო­ბა და მო­აგ­ვა­როთ ყვე­ლა სა­კი­თხი გა­აზ­რე­ბუ­ლად და აუჩ­ქა­რებ­ლად. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­როვ­ნუ­ლი ზრდი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა.

gvelis_weli

თუმ­ცა, გვე­ლის წელ­ში სა­ჭი­როა არა მხო­ლოდ იმუ­შა­ოთ, არა­მედ სრუ­ლად და­ის­ვე­ნოთ, დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე, ვერ შეძ­ლებთ ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შა­ბათ-კვი­რის კარ­გად გა­მო­ყე­ნე­ბა, დრო­უ­ლად და­ძი­ნე­ბა და სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­ვე­ნე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის, ვინც სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია ბევ­რად უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა.

გვე­ლე­ბი შერ­ჩე­ვით არი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში: მათ მარ­ტო­ო­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას; გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის ადა­მი­ა­ნი მათი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დო­ნის არაა. სა­ნამ გვე­ლის მე­გო­ბა­რი გახ­დე­ბით, შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ი­ა­როთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­მო­გიშ­ვებთ თა­ვი­ანთ წრე­ში. გვე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ამ­ხე­ლენ თა­ვი­ანთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, თუნ­დაც ახლო მე­გო­ბარ­თან, ურ­ჩევ­ნი­ათ მის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი ან აბ­სტრაქ­ტულ თე­მებ­ზე.

ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით გვე­ლი კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია დრა­კონ­თან და მა­მალ­თან და და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ვე­ფხვთან, კურ­დღელ­თან და თხას­თან. სხვა­თა შო­რის, ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, არა­მედ რო­მან­ტი­კულ კავ­შირ­საც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვერ შეძ­ლებთ სა­ერ­თო ენის პოვ­ნას წლის მმარ­თველ­თან. მთა­ვა­რია არ მო­ა­ტყუ­ოთ იგი: გვე­ლი არ გა­პა­ტი­ებთ არც ბო­რო­ტე­ბას და არც ღა­ლატს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
4

გამოდის 1989 წელიც გველის ყოფილა.იქნებ გაითვალისწინოს ვინმემ და ახალ მანკიერ წრეზე არ წავიდეთ.

დავითი
2

თუ მოვატყუებთ გვიკბენს?)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მწვანე ხის გველის წელი მოდის, რა გველოდება 2025 წელს?

მწვანე ხის გველის წელი მოდის, რა გველოდება 2025 წელს?

ახალი 2025 წლის დადგომამდე სულ ნაკლები დრო რჩება, ამიტომ დროა გავიგოთ როგორი იქნება და რას მოგვიტანს მწვანე ხის გველის წელი. აღმოსავლური კალენდრით ჩინური ახალი წელი 2025 წლის 29 იანვარს დადგება და 2026 წლის 16 თებერვლამდე გასტანს. მისი წინა მეფობა 2013 წელს იყო, ხოლო შემდეგი მეფობა 2037 წელს იქნება. გველის წელის დადგომამდე სასურველია, მოიცილოთ ყველაფერი ძველი, დაზიანებული და არაფრისმომცემი. ეს ეხება ნივთებსაც, ადამიანებსაც და საქმეებსაც.

გველი აღმოსავლური ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი არსებაა. ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის გამოირჩევა გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. არ ცნობს ავტორიტეტებს, ამიტომ ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი აზრით. გველები სასიამოვნო მოსაუბრეები არიან, თუმცა ლაპარაკზე მეტად მოსმენა ურჩევნიათ.

2025 წლის ელემენტია ხე, არა შემოდგომის, რომელსაც ფოთლები სცვივა და კვდება, არამედ გაზაფხულის ხე, ახალგაზრდა და მწვანე. ასეთი მახასიათებლები მიუთითებს, რომ წელი ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, წარმატებით განხორციელდება ახალი საქმეები, ძველების დასასრულებლად კი მისასალმებელია ახალი იდეები და შემოქმედებითი მიდგომა.

ყოველ წელს ველოდებით, რომ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება გველს არ უყვარს უეცარი ცვლილებები, ამიტომ სიტუაცია მსოფლიოში - როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესისკენ - 2025 წელს არ შეიცვლება. თუმცა, თუ სამშვიდობო შეთანხმებები 2024 წელს გაფორმდება, გველის წელში ისინი არ დაირღვევა და მშვიდი დრო გველოდება.

გველი ორიენტირებულია ახალი ცოდნის შეძენასა და მის გამოყენებაზე. ამიტომ ტექნოლოგიური პროგრესი 2025 წელს არ გაჩერდება. მისი განვითარება ძირითადად ხელოვნურ ინტელექტთან იქნება დაკავშირებული: გაგრძელდება პროცესების ავტომატიზაცია, შეიცვლება ტრანსპორტის მუშაობა და ჯანდაცვის სისტემა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. გაჩნდება განახლებადი ენერგიის ახალი წყაროები, მოიძებნება გზები გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და პანდემია, რაც ასევე აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ გველი არ არის კოლექტიური არსება, ამიტომ მომავალ წელს პროფესიულ წარმატებას ძირითადად ისინი მიაღწევენ, ვინც მარტო იმუშავებს. რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ გამარჯვება მარტოხელა გენიოსებს ეკუთვნით, რომლებსაც შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ და არავისთან მოუწევთ თავიანთი დიდების გაზიარება.

გველის წელში არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა ძველი სამუშაოს შეცვლა უფრო საინტერესო, კრეატიულ და ფინანსურად მომგებიანზე. კარიერაში უნდა ვისწრაფოდეთ მარტივიდან რთულისკენ. ყოველი ახალი დავალება უფრო რთული და პერსპექტიული უნდა იყოს, ვიდრე წინა. თქვენს საქმიანობაში უნდა აჩვენოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა გამჭრიახობა და მოაგვაროთ ყველა საკითხი გააზრებულად და აუჩქარებლად. ასევე მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისა და პროფესიული თვითგანვითარებისთვის პრაქტიკულობა და ეფექტურობისკენ მუდმივი სწრაფვა.

gvelis_weli

თუმცა, გველის წელში საჭიროა არა მხოლოდ იმუშაოთ, არამედ სრულად დაისვენოთ, დასვენების გარეშე, ვერ შეძლებთ ძალების აღდგენას ახალი წარმატებებისთვის. აუცილებელია შაბათ-კვირის კარგად გამოყენება, დროულად დაძინება და სამუშაო დღის განმავლობაში შესვენება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დაავადების პრევენცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა.

გველები შერჩევით არიან ურთიერთობებში: მათ მარტოობა ურჩევნიათ სხვებთან ურთიერთობას; განსაკუთრებით, თუ ის ადამიანი მათი ინტელექტუალური დონის არაა. სანამ გველის მეგობარი გახდებით, შემოწმება უნდა გაიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგიშვებთ თავიანთ წრეში. გველები იშვიათად ამხელენ თავიანთ საიდუმლოებებს, თუნდაც ახლო მეგობართან, ურჩევნიათ მის პრობლემებზე საუბარი ან აბსტრაქტულ თემებზე.

ჩინური კალენდრის მიხედვით გველი კარგ ურთიერთობაშია დრაკონთან და მამალთან და დაძაბული ურთიერთობა აქვს ვეფხვთან, კურდღელთან და თხასთან. სხვათა შორის, ეს ეხება არა მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობებს, არამედ რომანტიკულ კავშირსაც. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ საერთო ენის პოვნას წლის მმართველთან. მთავარია არ მოატყუოთ იგი: გველი არ გაპატიებთ არც ბოროტებას და არც ღალატს.