თვის ზოგადი ტენდენციები
ადრე გადაულახავი სირთულეები თანდათან მოგვარდება. მარტი სიურპრიზებს გპირდებათ, რაც ცვლილებების კატალიზატორი იქნება. თუ თავს უხერხულად გრძნობთ და ეჭვობთ, რომ ყველაფერში რაღაც არასწორია, ამის მიზეზი არ არსებობს. სავარაუდოდ, უარყოფითი წინათგრძნობები დაკავშირებულია შიშებთან და არ უნდა აჰყვეთ მათ. ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოთ დადებითი ასპექტების დანახვა ყველა წვრილმანში.
მარტში მოგეცემათ შესაძლებლობა იბრძოლოთ პიროვნული ზრდისკენ და განავითაროთ სრულფასოვანი ურთიერთობები.
სამუშაო და ბიზნესი
მზის გავლენა მარტში დიდ სტიმულს მოგცემთ, რომ მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას, გიბიძგებთ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი უნარების დახვეწაზე და ისარგებლოთ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც თქვენს გზაზე ჩნდება. დროა თქვენი სუსტი მხარეები ძლიერ მხარედ აქციოთ.
მარტის დასაწყისი პოზიტიური სიახლეები გელოდებათ ფინანსურ სფეროში. უნდა განიხილოთ დამატებითი, ნახევარ განაკვეთზე სამუშაო, რომელიც მატერიალურად მომგებიან გახდება. სამსახურში გადაუდებელი ამოცანების მოზღვავება იქნება. ამ გამოწვევების გადაჭრა დააკმაყოფილებს თქვენი უფროსის მოლოდინებს, მაგრამ გუნდური მუშაობა მეტ მოთმინებასა და მონდომებას მოითხოვს.
თანდაყოლილი ეკონომიურობა გახასიათებთ, მაგრამ ფულს საკუთარ თავზე, სიამოვნებაზე ნუ დაინანებთ.
სიყვარული და ფლირტი
ვენერას პოზიცია მარტში გაზრდის თქვენს მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას, აგრეთვე, სექსუალურობასა და ვნებას. ასევე, სიყვარულის პლანეტა უფრო ემოციურსა და მგრძნობიარეს გაგხდით იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ გაგიჭირდებათ დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობა არასტაბილური იყოს, განწყობა კი - ცვალებადი.
ეს თვე საკმაოდ რთულია ოჯახური თუ სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. თუ შვილები გყავთ, მაშინ მარტში მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ მათი პრობლემების გადაჭრას და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. ადრე დაწყებული საოჯახო საქმეები ასევე საჭიროებს თქვენს აქტიურ მონაწილეობას.
თუ ახლახან დაიწყეთ რომანტიკული ურთიერთობა, პარტნიორთან მიმართებაში იპოვეთ კომპრომისი და საერთო ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება.
მარტოხელებს საინტერესო ადამიანთან გელოდებათ შეხვედრა, თუმცა, ნუ გაასწრებთ მოვლენებს. თქვენი ახალგაცნობილი შეიძლება არ იყოს თავისუფალი ან არ უპასუხოს თქვენს გრძნობებს. ასევე შესაძლებელია მოკლევადიანი სამსახურებრივი რომანი ან ურთიერთობა კოლეგებთან. ზოგიერთმა შესაძლოა, მოწყენილობის გამო გადაწყვიტოთ ფლირტის გაბმა, რასაც არ გირჩევთ, განსაკუთრებით დაქორწინებულებს. თქვენი ურთიერთობა შეიძლება ძალიან დაზარალდეს ამით; ზოგიერთის კი დასრულდეს კიდეც. სჯობს შეეცადოთ შეიტანოთ რაიმე ახალი და უჩვეულო თქვენს პირად ცხოვრებაში, მის გასახალისებლად, პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ეცადეთ მარტი მშვიდად გაატაროთ, იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით, მოუსმინოთ თქვენს სხეულს. ძილის წინ ფეხით სიარული და ღამის გამოძინება თავს გაგრძნობინებთ უფრო ენერგიულად და გააუმჯობესებს თქვენს კეთილდღეობას. თუ გაქვთ სახსრების ან ზურგის პრობლემა, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ საჭირო გამოკვლევები. ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ჩაიტაროთ თვითმკურნალობა ან მოუსმინოთ სხვების რჩევებს. მასაჟი, ცურვა ან ვარჯიში სასარგებლო იქნება. ასევე, პროფილაქტიკური მიზნით უნდა ეწვიოთ სტომატოლოგს. თუ წონაში დაკლება გსურთ, არ უნდა დაიცვათ მკაცრი დიეტა. შეზღუდეთ ცხიმიანი საკვები, მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, დალიეთ ჩვეულებრივი წყალი. კოსმეტიკური ან ჰიგიენური საშუალებების არჩევისას არ იყიდოთ თქვენთვის უცნობი პროდუქტები.
რჩევები ქალწულისთვის მარტში