საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი
მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი

იან­ვარ­თან და თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით მარ­ტი შე­და­რე­ბით მშვი­დი გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბით არა­ნაკ­ლებ დატ­ვირ­თუ­ლი. თუმ­ცა, თუ წი­ნას­წარ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რას უნდა ვე­ლო­დოთ, სირ­თუ­ლე­ებს მარ­ტი­ვად გა­და­ვი­ტანთ და პო­ზი­ტი­ურ მო­მენ­ტებს მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვიგ­რძნობთ. მაშ ასე, რა გვე­ლის მარ­ტში, თავ­და­პირ­ვე­ლად მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვით და­ვი­წყოთ და მერე ვრცლად გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი მოვ­ლე­ნა:

1. 4 მარტს მარ­სი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა და იქ დარ­ჩე­ბა 23 აპ­რი­ლამ­დე.

2. ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით13 მარტს, 14:22-ზე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, 24 გრა­დუს­ში.

3. მერ­კუ­რი თევ­ზებს ეს­ტუმ­რე­ბა 16 მარტს და იქ დარ­ჩე­ბა 23 აპ­რი­ლამ­დე.

4. გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­სა და ას­ტრო­ლო­გი­ურ ახალ წელს ვე­ლო­დე­ბოთ 20 მარტს.

5. 21 მარტს ვე­ნე­რა გა­და­ვა ვერ­ძში და იქ დარ­ჩე­ბა 14 აპ­რი­ლამ­დე.

6. 28 მარტს, 22:49-ზე ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში, მე-9 გრა­დუს­ში.

მარ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბია დაბ­ნე­ლე­ბებს შუა რი­ცხვე­ბი 6 და 13 მარ­ტი. ეცა­დეთ, ამ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი არ და­გეგ­მოთ. თუმ­ცა, აქვე გე­ტყვით, რომ ზო­გი­ერ­თზე ეს დღე­ე­ბი სა­ერ­თოდ არ მოქ­მე­დებს, ზოგს კი მძი­მედ გა­და­აქვს. გირ­ჩევთ, და­აკ­ვირ­დეთ ამ დღეს რა მოხ­დე­ბა.

ახლა მზე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­შია და აქ დარ­ჩე­ბა 20 მარ­ტამ­დე . მისი მმარ­თვე­ლი ნეპ­ტუ­ნია. ამ­გვა­რად, მზე ნეპ­ტუნს ეს­ტუმ­რა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ნეპ­ტუ­ნი გა­ნა­გებს შემ­დეგ თე­მებს: მუ­სი­კა, კინო და ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა, ფსი­ქო­ლო­გია, მხატ­ვრო­ბა, სურ­ნე­ლე­ბი, ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და, რა თქმა უნდა, ზღვა­ოს­ნო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი. თევ­ზე­ბის ქვეშ ბრძე­ნი, ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან. მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს გა­უ­გონ და მი­ი­ღონ. არი­ან მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში, სა­ნამ მზე თევ­ზებს სტუმ­რობს, ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავს და ქვეც­ნო­ბი­ერს ჰკი­თხოთ რა სურს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სურს გან­ვი­თა­რე­ბა. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ხართ თევ­ზე­ბი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თუ არა, ეს ყვე­ლას ეხე­ბა.

4 მარტს ტყუპს ეს­ტუმ­რე­ბა მარ­სი. აგ­რე­სი­უ­ლი პლა­ნე­ტა აქ გახ­დე­ბა მე­ტად მსუ­ბუ­ქი, მო­უნ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­და­ად­გი­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ორა­ტო­რო­ბის სურ­ვი­ლი, მწვა­ვე გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი და "წაკ­ბე­ნე­ბიც" აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. კარ­გად წა­უ­ვათ საქ­მე­ე­ბი გამ­ყიდ­ვე­ლებს, შუ­ა­მავ­ლებს. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რას ამ­ბობთ და წერთ, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებთ. რად­გან თი­თო­ე­ულს შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვეს. აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა სწავ­ლა. მო­გინ­დე­ბათ სხვა­დას­ხვა კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა. ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ისე მან­ქა­ნის მარ­თვის შეს­წავ­ლა, რა თქმა უნდა, თუ თქვენს პი­რად რუ­კა­შიც კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვთ.

8 მარტს მზე, ნეპ­ტუ­ნი და ვე­ნე­რა ერ­თდე­ბი­ან. ეს შე­ერ­თე­ბა მოგ­ვცემს რო­მან­ტი­კულ, მის­ტი­კურ დღეს. ადა­მი­ა­ნებ­ში გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყნოს­ვა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­ქმა. ზო­გი­ერთს კი შე­იძ­ლე­ბა ლექ­სე­ბის ან მუ­სი­კის და­წე­რის სურ­ვი­ლი მო­ე­ძა­ლოს. მო­ე­რი­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. გირ­ჩევთ, დღეს ფულ­ზე კი არა, რო­მან­ტი­კულ ემო­ცი­ებ­ზე იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ახალმთვა­რე­ო­ბა მოგ­ვი­ტანს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ებს, მოგ­ვინ­დე­ბა მის­ტი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­ვა, გირ­ჩევთ, ფრთხი­ლად იყოთ ალ­კოჰოლ­თან. უმ­ჯო­ბე­სია, პლუს/მი­ნუს 2 დღეს არ მი­ი­ღოთ არა­ფე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი და მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა.

16 მარტს მერ­კუ­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვა. ინ­ტუ­ი­ცია იქ­ნე­ბა გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი, მე­ოც­ნე­ბე­ო­ბა, ტალ­ღებ­ზე ლივ­ლი­ვი მო­ი­მა­ტებს. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცე­ზებ­ზე იქ­ნე­ბი­ან კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი, ვიდ­რე ლო­გი­კუ­რო­ბა­ზე. ნუ ენ­დო­ბით ადა­მი­ა­ნებს სი­ტყვა­ზე, ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ილუ­ზი­ე­ბი და ტყუ­ი­ლე­ბი მო­ე­ძა­ლოს. სა­სურ­ვე­ლი რე­ა­ლო­ბად აღიქ­ვას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აზ­რებს წე­რა­ში, მხატ­ვრო­ბა­ში გა­და­ი­ტანთ.

ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი დად­გე­ბა მა­შინ, როცა მზე ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში გა­და­ვა და ეს მოხ­დე­ბა 20 მარტს 13:37-ზე თბი­ლი­სის დრო­ით. ეს არის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბაც. რო­გორც უკვე იცით, პირ­ვე­ლი იან­ვა­რი მო­გო­ნი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, ხოლო როცა ვერ­ძის ნი­შა­ნი იწყე­ბა, მა­შინ დგე­ბა ნამ­დვი­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი და ახა­ლი წე­ლიც. გირ­ჩევთ, ეს დღე ისე­ვე აღ­ნიშ­ნოთ, რო­გორც ახა­ლი წელი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი

მარტის 6 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ნიშნებს და როდის დგება ნამდვილი 2021 წელი

იანვართან და თებერვალთან შედარებით მარტი შედარებით მშვიდი გვექნება, მაგრამ მოვლენებით არანაკლებ დატვირთული. თუმცა, თუ წინასწარ გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ, სირთულეებს მარტივად გადავიტანთ და პოზიტიურ მომენტებს მეტი სიამოვნებით შევიგრძნობთ. მაშ ასე, რა გველის მარტში, თავდაპირველად მოკლე მიმოხილვით დავიწყოთ და მერე ვრცლად განვიხილოთ თითოეული მოვლენა:

1. 4 მარტს მარსი ტყუპის ზოდიაქოში გადავა და იქ დარჩება 23 აპრილამდე.

2. ახალმთვარეობას ველოდებით13 მარტს, 14:22-ზე თევზების ზოდიაქოში, 24 გრადუსში.

3. მერკური თევზებს ესტუმრება 16 მარტს და იქ დარჩება 23 აპრილამდე.

4. გაზაფხულის ბუნიობასა და ასტროლოგიურ ახალ წელს ველოდებოთ 20 მარტს.

5. 21 მარტს ვენერა გადავა ვერძში და იქ დარჩება 14 აპრილამდე.

6. 28 მარტს, 22:49-ზე ველოდებით სავსემთვარეობას სასწორის ზოდიაქოში, მე-9 გრადუსში.

მარტის მნიშვნელოვანი დღეებია დაბნელებებს შუა რიცხვები 6 და 13 მარტი. ეცადეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები არ დაგეგმოთ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთზე ეს დღეები საერთოდ არ მოქმედებს, ზოგს კი მძიმედ გადააქვს. გირჩევთ, დააკვირდეთ ამ დღეს რა მოხდება.

ახლა მზე თევზების ზოდიაქოშია და აქ დარჩება 20 მარტამდე . მისი მმართველი ნეპტუნია. ამგვარად, მზე ნეპტუნს ესტუმრა. ადამიანებს მოუნდებათ ქვეცნობიერში ჩაღრმავება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ნეპტუნი განაგებს შემდეგ თემებს: მუსიკა, კინო და ფოტოხელოვნება, ფსიქოლოგია, მხატვრობა, სურნელები, ქიმიური ნივთიერებები და, რა თქმა უნდა, ზღვაოსნობა და მასთან დაკავშირებული თემები. თევზების ქვეშ ბრძენი, ქველმოქმედი ადამიანები იბადებიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს გაუგონ და მიიღონ. არიან მეოცნებეები, შემოქმედებითები. გამონახეთ დრო, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ამ პერიოდში, სანამ მზე თევზებს სტუმრობს, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და ქვეცნობიერს ჰკითხოთ რა სურს, რა მიმართულებით სურს განვითარება. არა აქვს მნიშვნელობა, ხართ თევზები ზოდიაქოს ნიშნით თუ არა, ეს ყველას ეხება.

4 მარტს ტყუპს ესტუმრება მარსი. აგრესიული პლანეტა აქ გახდება მეტად მსუბუქი, მოუნდება ინტელექტუალური განვითარება, კომუნიკაცია, გადაადგილება. ადამიანებში მოიმატებს ორატორობის სურვილი, მწვავე გამონათქვამები და "წაკბენებიც" აქტუალური იქნება. კარგად წაუვათ საქმეები გამყიდველებს, შუამავლებს. იყავით დაკვირვებული, რას ამბობთ და წერთ, რა ინფორმაციას ავრცელებთ. რადგან თითოეულს შეიძლება მწვავე გამოხმაურება მოჰყვეს. აქტიური იქნება სწავლა. მოგინდებათ სხვადასხვა კურსებზე ჩაწერა. ამ პერიოდში კარგია როგორც ავტომობილის შეძენა ისე მანქანის მართვის შესწავლა, რა თქმა უნდა, თუ თქვენს პირად რუკაშიც კარგი მონაცემები გაქვთ.

8 მარტს მზე, ნეპტუნი და ვენერა ერთდებიან. ეს შეერთება მოგვცემს რომანტიკულ, მისტიკურ დღეს. ადამიანებში გამძაფრებული იქნება ყნოსვა, შემოქმედებითი აღქმა. ზოგიერთს კი შეიძლება ლექსების ან მუსიკის დაწერის სურვილი მოეძალოს. მოერიდეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. გირჩევთ, დღეს ფულზე კი არა, რომანტიკულ ემოციებზე იყოთ ორიენტირებული.

ახალმთვარეობა მოგვიტანს შემოქმედებითი იდეებს, მოგვინდება მისტიკურ და ფსიქოლოგიურ საკითხებში გარკვევა, გირჩევთ, ფრთხილად იყოთ ალკოჰოლთან. უმჯობესია, პლუს/მინუს 2 დღეს არ მიიღოთ არაფერი ალკოჰოლური და მათრობელა საშუალება.

16 მარტს მერკური თევზებში გადავა. ინტუიცია იქნება გამძაფრებული, მეოცნებეობა, ტალღებზე ლივლივი მოიმატებს. ადამიანები მეტად შემოქმედებით პროცეზებზე იქნებიან კონცენტრირებულნი, ვიდრე ლოგიკურობაზე. ნუ ენდობით ადამიანებს სიტყვაზე, ზოგიერთს შეიძლება ილუზიები და ტყუილები მოეძალოს. სასურველი რეალობად აღიქვას. კარგი იქნება, თუ აზრებს წერაში, მხატვრობაში გადაიტანთ.

ასტროლოგიური ახალი წელი დადგება მაშინ, როცა მზე ვერძის პირველ გრადუსში გადავა და ეს მოხდება 20 მარტს 13:37-ზე თბილისის დროით. ეს არის გაზაფხულის ბუნიობაც. როგორც უკვე იცით, პირველი იანვარი მოგონილი დღესასწაულია, ხოლო როცა ვერძის ნიშანი იწყება, მაშინ დგება ნამდვილი ასტრონომიული გაზაფხული და ახალი წელიც. გირჩევთ, ეს დღე ისევე აღნიშნოთ, როგორც ახალი წელი. წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება გაზაფხულის 1-ლი თვე ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მარტის ასტროპროგნოზი ვერძის, ლომისა და მშვილდოსნითვის

როგორი იქნება და რას მაოუტნს მარტი ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს - ტყუპის, სასწორისა და მერწყულის პროგნოზი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი დღე ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს