პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ინ­გრე­სია:

* 3 მარ­ტი > მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

* 20 მარ­ტი > მზე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში - გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბა (13:02)

* 27 მარ­ტი < ვე­ნე­რა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში (რეტ­როგ­რა­დუ­ლად)

* 30 მარ­ტი < მერ­კუ­რი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში (რეტ­როგ­რა­დუ­ლად)

* 30 მარ­ტი > ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი:

* 2 მარ­ტი < რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა (ვერ­ძის მე-11 გრა­დუ­სი­დან)

* 15 მარ­ტი < რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი (ვერ­ძის 10-ე გრა­დუ­სი­დან)

* სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა - 14 მარ­ტი (10:54 სა­ათ­ზე)

* მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა - 14 მარ­ტი (პიკი: 10:59 სა­ათ­ზე)

* ახალმთვა­რე­ო­ბა - 29 მარ­ტი (14:58 სა­ათ­ზე)

* მზის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა - 29 მარ­ტი (პიკი: 10:48 სა­ათ­ზე)

მარ­ტი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით დიდ მღელ­ვა­რე­ბებს და მოვ­ლე­ნე­ბის ბო­ბო­ქარ გან­ვი­თა­რე­ბას და­უ­კავ­შირ­დე­ბა. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს სამი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა - მერ­კუ­რი-ვე­ნე­რას ორ­მა­გი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა, ასე­ვე მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა (შე­სა­ბა­მი­სად, 14 და 29 მარტს). ასე რომ, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მარ­ტი ბევ­რად "მძი­მე" თვე გა­მოდ­გე­ბა, ვიდ­რე გა­სუ­ლი ორი თვე. უფრო მე­ტიც, შე­საძ­ლოა ის გახ­დეს 2025 წლის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო თვეც, რო­გორც გლო­ბა­ლურ (პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში), ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა).

მარ­ტში მკვე­თად მო­ი­მა­ტებს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბი­სა და უკვე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის "გა­ცხა­დე­ბის", გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა. თევ­ზე­ბის ნი­შან­ში მზის და პლა­ნე­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ბევ­რი რამ "კუ­ლი­სებს მიღ­მა" გან­ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სწო­რედ ეს გახ­დეს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის მი­ზე­ზი (ვი­მე­ო­რებ, ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე პერ­სო­ნა­ლურ ცხოვ­რე­ბას).

მარ­ტი - ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა "მშვი­დო­ბი­ა­ნი" თვე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მი­აღ­წი­ოს, მხო­ლოდ მი­ზე­რუ­ლი შან­სია, რომ ეს მოხ­დეს და თუ რა­ი­მე მი­ზე­ზით ეს მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბით და ძა­ლი­ან მყი­ფე იქ­ნე­ბა. უფრო მე­ტიც, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კე­რე­ბიც ვი­ხი­ლოთ (ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში ეს იმ ქვეყ­ნებ­სა და რე­გი­ო­ნებს შე­ე­ხე­ბა, სა­დაც ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია). სწო­რედ გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი თვე იქ­ნე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც გა­მო­ა­ჩენს აქამ­დე "და­მა­ლულ" პრობ­ლე­მებს. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბად, ისე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­საც და მათ შო­რის ამე­რი­კა­საც. სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი (რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში, ისე ეკო­ნო­მი­კა­ში). ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი იძუ­ლე­ბი­თი და კრი­ზი­სე­ბის აღ­მო­ფხვრის­კენ მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთლი­ან ან ნა­წი­ლობ­რივ ცვლი­ლე­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2 მარ­ტი­დან­ვე ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლად და­ი­წყებს მოძ­რა­ო­ბას, რაც ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კრი­ზი­სის და­წყე­ბის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა, ქვეყ­ნებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, კომ­პა­ნი­ებს და ადა­მი­ა­ნებს შო­რის. არ იქ­ნე­ბა იოლი პე­რი­ო­დი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და ხე­ლო­ვან­თათ­ვის, რად­გან ვე­ნე­რა ხე­ლოვ­ნე­ბას მარ­თავს და შე­საძ­ლოა კრი­ზი­სი ამ სფე­რო­შიც ვი­ხი­ლოთ. მარ­ტის სწო­რედ აღ­ქმის­თვის და ანა­ლი­ზის­თვის ორი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვად­გეს - პირ­ვე­ლი, 2017 წლის გა­ზა­ფხუ­ლი და მე­ო­რე, 2008 წლის შე­მოდ­გო­მა. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სწო­რედ ეს ორი პე­რი­ო­დი წა­ა­გავს მარტს (და სა­ერ­თოდ, 2025 წლის გა­ზა­ფხულს).

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მეტი მოთ­მი­ნე­ბის, ტაქ­ტი­სა და რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა, რათა მყი­ფე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­ი­შა­ლოს.

ეს პე­რი­ო­დი ითხოვს სიფრ­თხი­ლეს ბიზ­ნეს­ში და ფი­ნან­სებ­ში, რად­გან 15 მარ­ტი­დან მერ­კუ­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნე­გა­ტი­უ­რად სწო­რედ ფი­ნან­სურ სფე­რო­ზე აი­სა­ხოს. საქ­მე­ე­ბი ნელ ტემპში და ფრთხი­ლად უნდა გან­ვი­თარ­დეს, რათა სის­წრა­ფე და სპონ­ტა­ნუ­რო­ბა კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მხო­ლოდ გა­ამ­ძაფ­რებს.

14 მარ­ტის მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა და­უ­კავ­შირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებს, ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბას სწო­რედ ეს სფე­რო ითხოვს. 10-16 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს ჯან­მრთე­ლო­ბას. ამ დღე­ებ­ში არა­სა­სურ­ვე­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც (სჯობს ეს აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­დი­დან მოხ­დეს). თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სწო­რედ ამ დროს მოხ­დეს თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც იძუ­ლე­ბი­თი ფორ­მა ექ­ნე­ბა.

ადა­მი­ა­ნებ­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნი გამ­ძლე­ო­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სწრა­ფი კო­ორ­დი­ნი­რე­ბის უნა­რი, რად­გან იო­ლად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მოხ­დეს გა­და­წყო­ბა ერთი სის­ტე­მი­დან მე­ო­რე­ზე თუ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე ფი­ზი­კუ­რი გა­დას­ვლა.

მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მო­ი­მა­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის იზო­ლა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ტესტს და სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა და გა­და­წყო­ბა მოხ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს (ასე­ვე ბიზ­ნეს-კომ­პა­ნი­ებს) იძუ­ლე­ბი­თი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ერ­თმა­ნეთ­ში კო­ორ­დი­ნი­რე­ბა მო­უ­წევთ, რათა ცვლი­ლე­ბე­ბის ტალ­ღას უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ.

ბევ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თუ კავ­ში­რი მარ­ტში გა­მოც­დას გა­ივ­ლის და რო­მე­ლიც ვერ გა­უძ­ლებს შექ­მნილ კრი­ზისს და გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, ჩა­მო­იშ­ლე­ბა.

29 მარ­ტის მზის დაბ­ნე­ლე­ბა (ვერ­ძის ნი­შან­ში) შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს ძვე­ლის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას­თან. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი დიდ­წი­ლად შე­იც­ვა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი, საქ­მი­ა­ნი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ლან­დშაფ­ტი. ასე რომ, მარ­ტი - დიდ ცვლი­ლე­ბებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა და ეს საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს გა­ნახ­ლე­ბის თვეა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა იყოს ძვე­ლის ნგრე­ვა და ახ­ლის შე­ნე­ბის და­სა­წყი­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ინგრესია:

* 3 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში

* 20 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში - გაზაფხულის ბუნიაობა (13:02)

* 27 მარტი < ვენერა თევზების ზოდიაქოში (რეტროგრადულად)

* 30 მარტი < მერკური თევზების ზოდიაქოში (რეტროგრადულად)

* 30 მარტი > ნეპტუნი ვერძის ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები:

* 2 მარტი < რეტროგრადული ვენერა (ვერძის მე-11 გრადუსიდან)

* 15 მარტი < რეტროგრადული მერკური (ვერძის 10-ე გრადუსიდან)

* სავსემთვარეობა - 14 მარტი (10:54 საათზე)

* მთვარის სრული დაბნელება - 14 მარტი (პიკი: 10:59 საათზე)

* ახალმთვარეობა - 29 მარტი (14:58 საათზე)

* მზის ნაწილობრივი დაბნელება - 29 მარტი (პიკი: 10:48 საათზე)

მარტი - ასტროლოგიური თვალსაზრისით დიდ მღელვარებებს და მოვლენების ბობოქარ განვითარებას დაუკავშირდება. ამაზე მიანიშნებს სამი ასტროლოგიური მოვლენა - მერკური-ვენერას ორმაგი რეტროგრადულობა, ასევე მთვარისა და მზის დაბნელება (შესაბამისად, 14 და 29 მარტს). ასე რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მარტი ბევრად „მძიმე“ თვე გამოდგება, ვიდრე გასული ორი თვე. უფრო მეტიც, შესაძლოა ის გახდეს 2025 წლის ყველაზე სახიფათო თვეც, როგორც გლობალურ (პოლიტიკურ, ეკონომიკურ ჭრილში), ისე ინდივიდუალურ დონეზე (პირადი ცხოვრება).

მარტში მკვეთად მოიმატებს შეცდომების დაშვებისა და უკვე დაშვებული შეცდომების „გაცხადების“, გამომჟღავნების ალბათობა. თევზების ნიშანში მზის და პლანეტების მოძრაობა მიანიშნებს, რომ ბევრი რამ „კულისებს მიღმა“ განვითარდება, თუმცა მოსალოდნელია სწორედ ეს გახდეს გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების მიზეზი (ვიმეორებ, ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე პერსონალურ ცხოვრებას).

მარტი - ნამდვილად არ იქნება "მშვიდობიანი" თვე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ახალი ხელისუფლება ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, მხოლოდ მიზერული შანსია, რომ ეს მოხდეს და თუ რაიმე მიზეზით ეს მოხდა, ეს ყველაფერი დროებით და ძალიან მყიფე იქნება. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, მსოფლიოში ახალი შეიარაღებული კერებიც ვიხილოთ (ბუნებრივია, პირველ რიგში ეს იმ ქვეყნებსა და რეგიონებს შეეხება, სადაც ფეთქებადსაშიში სიტუაციებია). სწორედ გაზაფხულის პირველი თვე იქნება ის პერიოდი, რომელიც გამოაჩენს აქამდე „დამალულ“ პრობლემებს. ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებსაც და მათ შორის ამერიკასაც. სადაც შეიძლება ვიხილოთ მთელი რიგი ცვლილებები (როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში). ეს ცვლილებები კი იძულებითი და კრიზისების აღმოფხვრისკენ მიმართული იქნება. სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხელისუფლების მთლიან ან ნაწილობრივ ცვლილებებს.

აღსანიშნავია, რომ 2 მარტიდანვე ვენერა რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას, რაც ურთიერთობებში კრიზისის დაწყების მიზეზი გახდება, ქვეყნებს, ორგანიზაციებს, კომპანიებს და ადამიანებს შორის. არ იქნება იოლი პერიოდი ხელოვნებისთვის და ხელოვანთათვის, რადგან ვენერა ხელოვნებას მართავს და შესაძლოა კრიზისი ამ სფეროშიც ვიხილოთ. მარტის სწორედ აღქმისთვის და ანალიზისთვის ორი პერიოდი შეიძლება გამოგვადგეს - პირველი, 2017 წლის გაზაფხული და მეორე, 2008 წლის შემოდგომა. ასტროლოგიური თვალსაზრისით სწორედ ეს ორი პერიოდი წააგავს მარტს (და საერთოდ, 2025 წლის გაზაფხულს).

პირად ცხოვრებაში საჭირო იქნება მეტი მოთმინების, ტაქტისა და რაც მთავარია, სიყვარულის გამოვლენა, რათა მყიფე ურთიერთობები საერთოდ არ ჩამოიშალოს.

ეს პერიოდი ითხოვს სიფრთხილეს ბიზნესში და ფინანსებში, რადგან 15 მარტიდან მერკურიც რეტროგრადული გახდება და ინფორმაციასთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით ბევრი ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნება, რაც მოსალოდნელია ნეგატიურად სწორედ ფინანსურ სფეროზე აისახოს. საქმეები ნელ ტემპში და ფრთხილად უნდა განვითარდეს, რათა სისწრაფე და სპონტანურობა კრიზისულ სიტუაციებს მხოლოდ გაამძაფრებს.

14 მარტის მთვარის დაბნელება დაუკავშირდება ჯანმრთელობის საკითხებს, ამიტომ ყურადღებას სწორედ ეს სფერო ითხოვს. 10-16 მარტის შუალედში სასურველია მეტი ყურადღება მიექცეს ჯანმრთელობას. ამ დღეებში არასასურველია სამსახურებრივი ცვლილებებიც (სჯობს ეს აპრილის მეორე დეკადიდან მოხდეს). თუმცა ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან არ არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს მოხდეს თანამშრომელთა გათავისუფლება, რასაც იძულებითი ფორმა ექნება.

ადამიანებში საჭირო იქნება შინაგანი გამძლეობა, მოტივაციის გაძლიერება და სწრაფი კოორდინირების უნარი, რადგან იოლად და უმტკივნეულოდ მოხდეს გადაწყობა ერთი სისტემიდან მეორეზე თუ ერთი ადგილიდან მეორეზე ფიზიკური გადასვლა.

მარტის მეორე ნახევარში ბევრ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან მოიმატებს პოლიტიკური წნეხის და სხვადასხვა ჯგუფების იზოლაციის ალბათობა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საზოგადოებრივ პროტესტს და სახალხო მღელვარებას. ამ პერიოდში ფსიქოლოგიურ დონეზე ბევრი რამის გადაფასება და გადაწყობა მოხდება. სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს (ასევე ბიზნეს-კომპანიებს) იძულებითი ურთიერთთანამშრომლობა და ერთმანეთში კოორდინირება მოუწევთ, რათა ცვლილებების ტალღას უფრო მეტად მომზადებულები და გაძლიერებულები შეხვდნენ.

ბევრი ურთიერთობა თუ კავშირი მარტში გამოცდას გაივლის და რომელიც ვერ გაუძლებს შექმნილ კრიზისს და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული არ იქნება, ჩამოიშლება.

29 მარტის მზის დაბნელება (ვერძის ნიშანში) შესაძლოა კავშირში იყოს ძველის ახლით ჩანაცვლებასთან. არ არის გამორიცხული დიდწილად შეიცვალოს პოლიტიკური, საქმიანი თუ კულტურული ცხოვრების ლანდშაფტი. ასე რომ, მარტი - დიდ ცვლილებებს დაუკავშირდება და ეს საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გამოვლინდება. ეს განახლების თვეა, რომელიც შესაძლოა იყოს ძველის ნგრევა და ახლის შენების დასაწყისი.