მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსი ლომში გადავიდა: გაბედული ბრძოლა ღირსების დასაცავად! ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
მარსი ლომში გადავიდა: გაბედული ბრძოლა ღირსების დასაცავად! ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ინ­გრე­სია: 18 აპ­რი­ლი-17 ივ­ნი­სი

დღეს, 18 აპ­რილს, 8:21 სა­ათ­ზე (თბი­ლი­სის დრო­ით) - ენერ­გი­ის, აქ­ტი­უ­რო­ბის, დი­ნა­მი­კის, მოქ­მე­დე­ბის, ბრძო­ლის, ინ­სტინ­ქტე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის პლა­ნე­ტა მარ­სი ლო­მის ნი­შან­ში გა­და­ვი­და და იქ 17 ივ­ნი­სამ­დე დარ­ჩე­ბა.

ეს მარ­სის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­აა, რად­გან ის იმ­ყო­ფე­ბა ცე­ცხლის ნი­შან­ში, ამი­ტომ მისი აქ­ტი­უ­რო­ბა და ენერ­გი­უ­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლად და გა­ბე­დუ­ლად ვლინ­დე­ბა.

ლომი - ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ მარ­სის გავ­ლე­ნა მი­ა­ნიშ­ნებს პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზე, სი­ჯი­უ­ტე­ზე, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზე და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლის­მი­ერ მოქ­მე­დე­ბებ­ზე. თუ მარ­სის წინა (კირჩხიბ­ში) ინ­გრე­სია შე­სუს­ტე­ბუ­ლი იყო და ამას და­ერ­თო მისი რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 2025 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში მისი გავ­ლე­ნა შე­ნე­ლე­ბუ­ლად და ფრთხი­ლად ვლინ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო "ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯვის" და წინ­და­ხე­დულ მოქ­მე­დე­ბებ­ში, ახლა, აპ­რი­ლის მე­სა­მე დე­კა­და­ში, მა­ის­ში და ივ­ნი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი უფრო გა­იშ­ლე­ბა. ერთი მხრივ, ის უფრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­ინ­ტე­რე­სო, მე­ო­რე მხრივ კი, გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დე­ბის, ისე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თუ ქვეყ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ყვე­ლა, ვინც აქამ­დე რა­ი­მე მი­ზე­ზით თავს იკა­ვებ­და მკვეთ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­გან, ახლა უკვე ყვე­ლა თავს გა­ბე­დუ­ლად და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნობს.

ამ დროს მარ­სის სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რი (მმარ­თვე­ლი) მზე ხდე­ბა და ცხა­დია, გაძ­ლი­ერ­დე­ბა ეგო­იზ­მი, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. ამ დროს ადა­მი­ა­ნებს უჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ გარ­შე­მო მყო­ფებ­მა მათი პი­როვ­ნე­ბა თუ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და­ა­ფა­სონ და აუ­ცი­ლებ­ლად აღი­ნიშ­ნონ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი აი­წევს და კონ­ფლიქ­ტე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი გახ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, ლომი - ეს არის ში­ნა­გა­ნი ბავ­შვი და მას უნდა თა­მა­ში, სურს მი­ი­ღოს სი­ა­მოვ­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი ღიად გა­მო­ხა­ტოს. ამი­ტომ ადა­მი­ან­თა ქმე­დე­ბებ­ში შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ ძლი­ე­რი დრა­მა­ტი­ზა­ცია და ემო­ცი­ე­ბის და­უ­ფა­რა­ვად გა­მოვ­ლე­ნა (ასე რომ, ამ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ მსა­ხი­ო­ბე­ბის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად გა­მო­ხატ­ვა). მით უმე­ტეს, რომ მარ­სი - ეს ბრძო­ლაა, ხოლო ლომი - სი­ა­მა­ყე, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­წყე­ბენ ბრძო­ლას სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად, მათ­თვის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის მო­მენ­ტი უფრო ძლი­ე­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ლომი - ლი­დე­რია, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ თუ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში ვი­ხი­ლოთ ახა­ლი ლი­დე­რე­ბი, რად­გან გა­მო­იკ­ვე­თე­ბი­ან ახა­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­მა­მად და­ი­კის­რე­ბენ თა­ვის თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მარ­სის ამ ინ­გრე­სი­ის დროს გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა აპ­რი­ლის მე­სა­მე დე­კა­და და მა­ი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ცის კა­ბა­დონ­ზე ვხე­დავთ მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პლუ­ტო­ნი - ას­ტრო­ლო­გი­ა­ში "მას­შტა­ბურ", "გლო­ბა­ლურ" და ღრმად ტრანსფორ­მა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

თუ აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­და­ში ეს რთუ­ლი ას­პექ­ტი შე­და­რე­ბით სუს­ტად ვლინ­დე­ბო­და, რად­გან მარ­სი კირჩხიბ­ში მოძ­რა­ობ­და, უკვე 18 აპ­რი­ლი­დან ის პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია, უფრო ხის­ტად და აგ­რე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ეს საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა უფრო აპ­რი­ლის მე­სა­მე დე­კა­და­ში და მა­ი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა, იმ სივ­რცე­ებ­ში, სა­დაც ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია, მო­სა­ლოდ­ნე­ლია საქ­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­ტა­კე­ბამ­დე მი­ვი­დეს. ახა­ლი და რაც მთა­ვა­რია, მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­ძრე­ბის), ასე­ვე ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბის და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა. შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე და­ე­მუქ­როს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მას­ზე თავ­დას­ხმა­ში.

გარ­და ამი­სა, ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფი­ნან­სურ ბა­ზარ­ზე ძლი­ე­რი რყე­ვე­ბი და რო­მე­ლი­მე დიდი კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბის წი­ნა­შე დად­გეს ან რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვას.

ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ეს პე­რი­ო­დი უპირ­ვე­ლე­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა:

* ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის - ვერ­ძე­ბის­თვის, ლო­მე­ბი­სა და მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის. მათ ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა და­ი­წყოს ახა­ლი, ენერ­გი­უ­ლი და რაც მთა­ვა­რია, საქ­მი­ა­ნი "ტალ­ღა" (კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში გა­აჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის და პლა­ნე­ტა მარ­სის პო­ზი­ცი­ას).

* პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა ტყუ­პის­თვის და სას­წო­რე­ბის­თვის, რად­გან მარ­სი ამ ნიშ­ნებ­თან შექ­მნის სექ­სტი­ლურ (60-გრა­დუ­სი­ან) ას­პექ­ტებს, რაც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში პო­ზი­ტი­ურ ას­პექ­ტად ით­ვლე­ბა. ეს კი ამ ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გარ­კვე­ულ შან­სებს მის­ცემს.

* მარ­სის ეს ინ­გრე­სია შე­და­რე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლე­ბის­თვის, რად­გან მარ­სი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მერ­წყულს (კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, გა­აჩ­ნია ადა­მი­ა­ნის პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ტრან­ზი­ტუ­ლი მარ­სი­სა და ნა­ტა­ლუ­რი მზის და­პი­რის­პი­რე­ბის პე­რი­ოდს. რაც ცხა­დია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და სხვა­დას­ხვა დღეს იქ­ნე­ბა). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მერ­წყულს მო­უ­წი­ოს გარ­კვე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ან კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, რათა სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბა არ მოხ­დეს.

* ასე­ვე რთუ­ლი იქ­ნე­ბა კუ­რო­სა და მო­რი­ე­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან მარ­სი შექ­მნის კვად­რა­ტულ ას­პექ­ტებს ამ ნიშ­ნებ­თან, რაც გაზ­რდის კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, კრი­ზი­სე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტის ალ­ბა­თო­ბას. თუმ­ცა ამ ენერ­გი­ის კონ­სტრუქ­ცი­ულ კა­ლა­პოტ­ში მოქ­ცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ეს წარ­მა­ტე­ბის იმ­პულ­სა­დაც იქ­ცეს.

* და­ნარ­ჩე­ნი ნიშ­ნე­ბის­თვის შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მარსი ლომში გადავიდა: გაბედული ბრძოლა ღირსების დასაცავად! ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

მარსი ლომში გადავიდა: გაბედული ბრძოლა ღირსების დასაცავად! ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ინგრესია: 18 აპრილი-17 ივნისი

დღეს, 18 აპრილს, 8:21 საათზე (თბილისის დროით) - ენერგიის, აქტიურობის, დინამიკის, მოქმედების, ბრძოლის, ინსტინქტების, სექსუალურობის პლანეტა მარსი ლომის ნიშანში გადავიდა და იქ 17 ივნისამდე დარჩება.

ეს მარსის ძალიან ძლიერი პოზიციაა, რადგან ის იმყოფება ცეცხლის ნიშანში, ამიტომ მისი აქტიურობა და ენერგიულობა თავისუფლად და გაბედულად ვლინდება.

ლომი - ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ მარსის გავლენა მიანიშნებს პრინციპულობაზე, სიჯიუტეზე, პრინციპულობაზე და საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერ მოქმედებებზე. თუ მარსის წინა (კირჩხიბში) ინგრესია შესუსტებული იყო და ამას დაერთო მისი რეტროგრადული მოძრაობაც, შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში მისი გავლენა შენელებულად და ფრთხილად ვლინდებოდა, რომელიც გამოხატული იყო “ნიადაგის მოსინჯვის“ და წინდახედულ მოქმედებებში, ახლა, აპრილის მესამე დეკადაში, მაისში და ივნისის პირველ ნახევარში მისი მოქმედების არეალი უფრო გაიშლება. ერთი მხრივ, ის უფრო შემოქმედებითი და საინტერესო, მეორე მხრივ კი, გაცილებით ძლიერი და თავდაჯერებული გახდება.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება როგორც ინდივიდების, ისე ორგანიზაციების თუ ქვეყნების მდგომარეობაზე. ყველა, ვინც აქამდე რაიმე მიზეზით თავს იკავებდა მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ახლა უკვე ყველა თავს გაბედულად და თავდაჯერებულად იგრძნობს.

ამ დროს მარსის სიგნიფიკატორი (მმართველი) მზე ხდება და ცხადია, გაძლიერდება ეგოიზმი, რაც გამოიხატება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ დროს ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, რომ გარშემო მყოფებმა მათი პიროვნება თუ გაკეთებული საქმეები დააფასონ და აუცილებლად აღინიშნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკმაყოფილების ხარისხი აიწევს და კონფლიქტები გარდაუვალი გახდება.

გარდა ამისა, ლომი - ეს არის შინაგანი ბავშვი და მას უნდა თამაში, სურს მიიღოს სიამოვნება და საკუთარი მოთხოვნები ღიად გამოხატოს. ამიტომ ადამიანთა ქმედებებში შესაძლოა ვიხილოთ ძლიერი დრამატიზაცია და ემოციების დაუფარავად გამოვლენა (ასე რომ, ამ პერიოდში, საქართველოში შესაძლოა ვიხილოთ მსახიობების მხრიდან ხელისუფლების მიმართ პროტესტის კიდევ უფრო აქტიურად და ენერგიულად გამოხატვა). მით უმეტეს, რომ მარსი - ეს ბრძოლაა, ხოლო ლომი - სიამაყე, ამიტომ ადამიანები დაიწყებენ ბრძოლას საკუთარი ღირსების დასაცავად, მათთვის თავმოყვარეობის მომენტი უფრო ძლიერად იქნება გამოხატული.

იქიდან გამომდინარე, რომ ლომი - ლიდერია, არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ სივრცეში ვიხილოთ ახალი ლიდერები, რადგან გამოიკვეთებიან ახალი, ქარიზმატული, აქტიური და ენერგიული ადამიანები, რომლებიც თამამად დაიკისრებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას.

მარსის ამ ინგრესიის დროს გამორჩეული იქნება აპრილის მესამე დეკადა და მაისის პირველი დეკადა, რადგან ამ პერიოდში ცის კაბადონზე ვხედავთ მარსისა და პლუტონის დაპირისპირებას. როგორც ცნობილია, პლუტონი - ასტროლოგიაში “მასშტაბურ“, “გლობალურ“ და ღრმად ტრანსფორმაციულ პროცესებზე მიანიშნებს.

თუ აპრილის მეორე დეკადაში ეს რთული ასპექტი შედარებით სუსტად ვლინდებოდა, რადგან მარსი კირჩხიბში მოძრაობდა, უკვე 18 აპრილიდან ის პროცესები, რომლებიც ურთიერთდაპირისპირებულია, უფრო ხისტად და აგრესიულად განვითარდება. ვიმეორებ, ეს საგრძნობი იქნება უფრო აპრილის მესამე დეკადაში და მაისის პირველ ნახევარში, ამიტომ ამ პერიოდში მოიმატებს პოლიტიკური დაპირისპირებების ალბათობა, იმ სივრცეებში, სადაც ფეთქებადსაშიში სიტუაციებია, მოსალოდნელია საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდეს. ახალი და რაც მთავარია, მასშტაბური შეტევები შეიძლება ვიხილოთ რუსეთ-უკრაინის ომში. ბუნებრივია, ამ პერიოდში მოიმატებს ბუნებრივი კატაკლიზმების (განსაკუთრებით ხანძრების), ასევე ტექნიკური ავარიების და ტერორისტული აქტების ალბათობა. შესაძლოა, რომელიმე ცნობილი ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქროს, რაც გამოიხატება მასზე თავდასხმაში.

გარდა ამისა, ამ პერიოდში ასევე ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები, რადგან მოსალოდნელია ფინანსურ ბაზარზე ძლიერი რყევები და რომელიმე დიდი კომპანია გაკოტრების წინაშე დადგეს ან რაიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვას.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ეს პერიოდი უპირველესად, მნიშვნელოვანი იქნება:

* ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის - ვერძებისთვის, ლომებისა და მშვილდოსნებისთვის. მათ ცხოვრებაში შესაძლოა დაიწყოს ახალი, ენერგიული და რაც მთავარია, საქმიანი “ტალღა“ (კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში ცეცხლის სტიქიის ნიშნების და პლანეტა მარსის პოზიციას).

* პოზიტიური იქნება ტყუპისთვის და სასწორებისთვის, რადგან მარსი ამ ნიშნებთან შექმნის სექსტილურ (60-გრადუსიან) ასპექტებს, რაც ასტროლოგიაში პოზიტიურ ასპექტად ითვლება. ეს კი ამ ნიშნების წარმომადგენლებს წარმატების მიღწევის გარკვეულ შანსებს მისცემს.

* მარსის ეს ინგრესია შედარებით რთული იქნება მერწყულებისთვის, რადგან მარსი დაუპირისპირდება მერწყულს (კონკრეტულ შემთხვევაში, გააჩნია ადამიანის პირად ჰოროსკოპში ტრანზიტული მარსისა და ნატალური მზის დაპირისპირების პერიოდს. რაც ცხადია, ინდივიდუალურია და სხვადასხვა დღეს იქნება). აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია მერწყულს მოუწიოს გარკვეული არჩევანის გაკეთება ან კომპრომისზე წასვლა, რათა სიტუაციის გართულება არ მოხდეს.

* ასევე რთული იქნება კუროსა და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან მარსი შექმნის კვადრატულ ასპექტებს ამ ნიშნებთან, რაც გაზრდის კრიტიკულ სიტუაციებს, კრიზისებისა და კონფლიქტის ალბათობას. თუმცა ამ ენერგიის კონსტრუქციულ კალაპოტში მოქცევის შემთხვევაში, ეს წარმატების იმპულსადაც იქცეს.

* დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.

ასტროლოგი რამაზ გიგაური