პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ევ­რო­პე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბის ჯგუფ­მა სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა თე­მა­ზე - "რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ხში­რად კრი­მი­ნა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი".

რო­გორც გა­ირ­კვა, და­ქი­რა­ვე­ბულ ქი­ლე­რებ­სა და მა­ფი­ის ბო­სებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჭარ­ბობს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ ფაქტს ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბა­ტო­ნო­ბის სურ­ვი­ლით ხსნი­ან. რო­გორც ჩანს, ამ გზით ცდი­ლობს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბევ­რი ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მას და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ რე­ცი­დი­ვის­ტთა და რე­კე­ტი­ორ­თა რი­გებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ მთა­ვარ როლს ამ მხრივ, ტყუ­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ორ­სა­ხოვ­ნე­ბა თა­მა­შობს. ისი­ნი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მარ­ტი­ვად შე­დი­ან კონ­ტაქ­ტში, ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ შემ­დეგ კი ოს­ტა­ტუ­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ ბო­როტ ჩა­ნა­ფიქ­რს.

მო­ძა­ლა­დე­ებ­სა და სე­რი­ულ მკვლე­ლებს შო­რის, რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, ისე­თი ნი­შა­ნი ლი­დე­რობს რო­გო­რი­ცაა თევ­ზე­ბი . ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ ხალ­ხს ფა­რუ­ლი აგ­რე­სია ახა­სი­ა­თებს. წლო­ბით დაგ­რო­ვილ ნე­გა­ტივს კი ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ფსი­ქი­კის სრულ დეგ­რა­და­ცი­ამ­დეც მიჰ­ყავს. რაც თა­ვის მხრივ ხდე­ბა კი­დეც მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი.

იქ­ნებ უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე "შუ­რის­მა­ძი­ე­ბელ" და აგ­რე­სი­ულ ნიშ­ნად მო­ნათ­ლუ­ლი მო­რი­ე­ლე­ბი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით სიის ბოლო ად­გილ­ზე გან­თავ­სდნენ. თუმ­ცა­ღა, ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ ფაქ­ტის მი­ზე­ზი მო­რი­ე­ლე­ბის ჰუ­მა­ნუ­რო­ბა კი არა, მათ მიერ იდე­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი და გათ­ვლი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბია. ეს სტა­ტის­ტი­კა ხომ ძი­რი­თა­დად უკვე გახ­სნილ-გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მი­ხედ­ვით იქნა შედ­გე­ნი­ლი.

კი­დევ ერთი, აგ­რე­სი­ით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიშ­ნის ვერ­ძის კი­სერ­ზე კი ძი­რი­თა­დად აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ფიქ­სირ­დე­ბა. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ­თა სი­ა­ში ას­ტრო­ლო­გე­ბი ვერ­ძებ­საც ნაკ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბენ.

კუ­რო­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი "ბნე­ლი საქ­მე­ე­ბიც" მცი­რედ მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ სტა­ტის­ტი­კა­ში. თუმ­ცა­ღა, თუკი კურო რა­ი­მე სა­ხის კრი­მი­ნა­ლურ აფი­ო­რა­ზე მი­დის კი­დეც, ძი­რი­თა­დად ეს თავ­დაც­ვა უფ­როა ვიდ­რე ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმა, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ან შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით. კურო, რო­გორც წესი, სა­კუ­თარ მფლო­ბე­ლო­ბას იცავს; სხვა არა­ფე­რი.

კირჩხი­ბე­ბი, თხის რქე­ბი და მშვილ­დოს­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით მოხ­ვდნენ ამ კვლე­ვა­ში. უფრო ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა თვალ­ში ქალ­წუ­ლი­სა და სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი . გან­სა­კუთ­რე­ბულ "აუტ­სა­ი­დე­რე­ბად" კი ამ მხრივ რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ლო­გებ­მა ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი მერ­წყუ­ლი და აზარ­ტუ­ლი მშვილ­დო­სა­ნი მი­იჩ­ნი­ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

მალავთ თუ არა ბოროტმოქმედის თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ევროპელი ასტროლოგების ჯგუფმა საინტერესო კვლევა ჩაატარა თემაზე - "რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ხშირად კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანები".

როგორც გაირკვა, დაქირავებულ ქილერებსა და მაფიის ბოსებს შორის, ყველაზე მეტი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ჭარბობს. ასტროლოგები ამ ფაქტს ლომისთვის დამახასიათებელი ბატონობის სურვილით ხსნიან. როგორც ჩანს, ამ გზით ცდილობს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ინდივიდი საკუთარი პერსონის მნიშვნელობის ხაზგასმას და თავის დამკვიდრებას.

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტთა და რეკეტიორთა რიგებში ყველაზე დიდი რაოდენობით ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენელი ფიქსირდება. ასტროლოგები თვლიან, რომ მთავარ როლს ამ მხრივ, ტყუპისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება თამაშობს. ისინი გარშემო მყოფებთან მარტივად შედიან კონტაქტში, ნდობას იმსახურებენ შემდეგ კი ოსტატურად და მოულოდნელად ასრულებენ საკუთარ ბოროტ ჩანაფიქრს.

მოძალადეებსა და სერიულ მკვლელებს შორის, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისეთი ნიშანი ლიდერობს როგორიცაა თევზები . ასტროლოგების აზრით, ამ ხალხს ფარული აგრესია ახასიათებს. წლობით დაგროვილ ნეგატივს კი ზოგიერთი მათგანი ფსიქიკის სრულ დეგრადაციამდეც მიჰყავს. რაც თავის მხრივ ხდება კიდეც მათ მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებების მიზეზი.

იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოდიაქოს ყველაზე "შურისმაძიებელ" და აგრესიულ ნიშნად მონათლული მორიელები კვლევის შედეგებით სიის ბოლო ადგილზე განთავსდნენ. თუმცაღა, ასტროლოგების აზრით, ამ ფაქტის მიზეზი მორიელების ჰუმანურობა კი არა, მათ მიერ იდეალურად დაგეგმილი და გათვლილი დანაშაულებრივი ქმედებებია. ეს სტატისტიკა ხომ ძირითადად უკვე გახსნილ-გამოძიებული საქმეების მიხედვით იქნა შედგენილი.

კიდევ ერთი, აგრესიით გამორჩეული ნიშნის ვერძის კისერზე კი ძირითადად აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული ფიქსირდება. ამიტომ განსაკუთრებით საშიშთა სიაში ასტროლოგები ვერძებსაც ნაკლებად მოიაზრებენ.

კუროების მიერ ჩადენილი "ბნელი საქმეებიც" მცირედ მოიძებნება ჩვენ მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაში. თუმცაღა, თუკი კურო რაიმე სახის კრიმინალურ აფიორაზე მიდის კიდეც, ძირითადად ეს თავდაცვა უფროა ვიდრე ვინმეზე თავდასხმა, ძალაუფლების ან შურისძიების მიზნით. კურო, როგორც წესი, საკუთარ მფლობელობას იცავს; სხვა არაფერი.

კირჩხიბები, თხის რქები და მშვილდოსნები საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით მოხვდნენ ამ კვლევაში. უფრო ნაკლებად გვხვდება თვალში ქალწულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები . განსაკუთრებულ "აუტსაიდერებად" კი ამ მხრივ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამერიკელმა ასტროლოგებმა ექსცენტრიკული მერწყული და აზარტული მშვილდოსანი მიიჩნიეს.

რა გელოდებათ 4 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით - ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები

მოემზადეთ 26 აპრილისთვის - "აანთეთ სანთელი, ილოცეთ, დაიწყეთ ფულის შეგროვება ყულაბაში..."

"...ეს გააჩერებს ვირუსის გავრცელების ტენდენციას, ხოლო 28 აპრილიდან კლებაც დაიწყება" - რას წერს ასტროლოგი