პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მაისის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მა­ი­სი ბევ­რის­თვის ფი­ნან­სუ­რად სტა­ბი­ლუ­რი თვე იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თებს კი და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ. გა­ე­ცა­ნით ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს, რათა შეძ­ლოთ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის უკეთ მარ­თვა.

ვერ­ძი

მა­ის­ში მარ­სი თქვენს ნი­შან­შია, რო­მე­ლიც აგავ­სებთ ენერ­გით. ეს მოგ­ცემთ ძა­ლას და გავ­ლე­ნას სწორ სფე­რო­ებ­ში, საკ­მა­რი­სია არ და­ი­ზა­როთ, მი­ი­ღოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა ან გა­დად­გათ პირ­ვე­ლი გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯი და ყვე­ლა­ფე­რი აღ­მარ­თზე წავა და მიღ­წე­ვე­ბის სი­მაღ­ლე­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბით. იქ­ნე­ბა კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის სწრა­ფად გა­დაჭ­რის, წარ­სუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­მო­ფხვრის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბა ფი­ნან­სებ­სა და კა­რი­ე­რა­ში ელის ბიზ­ნეს­მე­ნებს, სპორ­ტსმე­ნებს, სამ­ხედ­რო პერ­სო­ნალს. ბიზ­ნე­სი­სა და ვაჭ­რო­ბის ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ობი­ექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა ლი­თო­ნე­ბი, მძი­მე ტექ­ნი­კა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, საწ­ვა­ვი და სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბი, ტრან­სპორ­ტი, ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბა, ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა, სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი. ბიზ­ნეს­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ა­მარ­თლებს. დიდი შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია 13-დან 19 მა­ი­სამ­დე.

კურო

მა­ი­სი პრო­დუქ­ტი­უ­ლი თვეა ფი­ნან­სე­ბის­თვის. ახა­ლი წა­მო­წყე­ბე­ბი სა­მუ­შა­ო­სა და ბიზ­ნეს­ში, ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და შეს­ყიდ­ვე­ბი კარ­გია 9-დან 22 მა­ი­სამ­დე. ვაჭ­რო­ბი­თა და მე­წარ­მე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლებს, ეს თვე და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ გა­ყიდ­ვე­ბის ზრდის გამო. მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ხელ­საყ­რე­ლია არა მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბის, არა­მედ ქო­ნე­ბის მარ­თვის­თვის. ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, გა­ქი­რა­ვე­ბა­სა და რე­მონტთან, ოფი­სის, სახ­ლი­სა და აგა­რა­კის მო­წყო­ბას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ტყუ­პი

თუ გა­ნიც­დით სტაგ­ნა­ცი­ას, ფი­ნან­სე­ბის ან პერ­სპექ­ტი­ვის ნაკ­ლე­ბო­ბას, მზის, ვე­ნე­რა­სა და იუ­პი­ტე­რის თქვენს ნი­შან­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, უფრო თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, იო­ლად მო­აგ­ვა­რებთ. 20 მა­ი­სი­დან მზე სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზებს გპირ­დე­ბათ - მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებს და ნაშ­რო­მებს, ფუ­ლად გზავ­ნი­ლებს, ჯილ­დო­ებს, პრი­ვი­ლე­გი­ებ­სა თუ აქ­ცი­ებს. 23 მა­ი­სი­დან ვე­ნე­რა ხელს შე­უ­წყობს უჩ­ვე­უ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, და­გეხ­მა­რე­ბათ ნი­ჭის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ა­ში და სარ­ფი­ან ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ში. იუ­პი­ტე­რის ხელ­შე­წყო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ გრან­დი­ო­ზულ წა­მო­წყე­ბებს, იპო­ვით სამ­სა­ხურს, და­ე­უფ­ლე­ბით ახალ პრო­ფე­სი­ას, გახ­სნით ბიზ­ნესს, შე­ი­ძენთ უძ­რავ ქო­ნე­ბას.

კირჩხი­ბი

ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა სახ­ლი­დან შორს გე­ლით. ხელ­საყ­რე­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბა და მივ­ლი­ნე­ბე­ბი. იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბი, მომ­გე­ბი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და მო­საწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­გი­წევთ მო­ემ­ზა­დოთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუ ეძებთ შე­მო­სა­ვალს, ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოთ დი­ნა­მი­კურ პრო­ფე­სი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ მო­ი­თხოვს ჩა­კე­ტილ სა­ო­ფი­სე სივ­რცე­ში ჯდო­მას. პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა გაც­ნო­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა ქა­ლაქ­გა­რეთ და უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. თვის პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს იმ კირჩხი­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც სურთ შეც­ვა­ლონ მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, გახ­დნენ უფრო აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი. ამ მხრივ ხელ­საყ­რე­ლია მგზავ­რო­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბა, ფიტ­ნე­სი­სა და სპორ­ტუ­ლი სა­ქონ­ლის ყიდ­ვა.

ლომი

9-დან 15 მა­ი­სამ­დე სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის, კონ­ტრაქ­ტე­ბის, გა­რი­გე­ბე­ბი­სა და შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის. ზა­რებ­მა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლოს და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მა­ი­სის ბოლო ათი დღე ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის­თვის, ვაჭ­რო­ბი­სა და შუ­ა­მავ­ლო­ბის­თვის. პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ მე­დი­ის მუ­შა­კე­ბი, კონ­სულ­ტან­ტე­ბი, მთარ­გმნე­ლე­ბი, მწერ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი.

ქალ­წუ­ლი

შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ სე­რი­ო­ზულ ორ­გა­ნო­ებს, მო­ი­თხო­ვოთ შე­ღა­ვა­თე­ბი, სუბ­სი­დი­ე­ბი, კომ­პენ­სა­ცი­ას, გა­ნა­ცხა­დოთ ფუ­ლა­დი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, მი­მარ­თოთ და­ზღვე­ვას. ამას­თან, გა­და­სა­ხა­დე­ბი, ჯა­რი­მე­ბი და სეს­ხე­ბიც დრო­უ­ლად უნდა გა­და­ი­ხა­დოთ, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ველ შე­დე­გებს. ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოთ კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე გავ­ლე­ნი­ან პარტნი­ო­რებ­ზე, შეს­ყიდ­ვე­ბი­სას კი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე. არა­სა­სურ­ვე­ლია პა­ტა­რა უც­ნობ და დამ­წყებ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ისი­ნი არ მო­ი­ტა­ნენ სა­სურ­ველ შე­მო­სა­ვალს და კა­რი­ე­რულ პერ­სპექ­ტი­ვას.

სას­წო­რი

მა­ი­სი თქვენ­თვის სიმ­სუ­ბუ­ქი­სა და ჰა­ე­როვ­ნე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ტვირ­თი მოგ­ცილ­დე­ბათ. პო­ზი­ტი­ვი და ოპ­ტი­მიზ­მი მო­ი­მა­ტებს. ფუ­ლის და­ხარ­ჯვა გარ­თო­ბა­სა და ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე მო­გი­წევთ 18-დან 22 მა­ი­სამ­დე. 23 მა­ი­სი­დან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რა მზეს­თან ერ­თად ტყუპ­ში გა­და­ვა, რაც წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ მე­ტყვე­ლე­ბა­სა და წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­სა და პრო­ფე­სი­ებ­ში. ამას­თან, მა­ი­სის ბოლო ათი დღე არ არის შე­სა­ფე­რი­სი იმ ბიზ­ნე­სის­თვის, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­არ­ყი­ოს თქვე­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მა­გა­ლი­თად, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, დაგ­რო­ვი­ლი და­ნა­ზო­გი­დან ფუ­ლის და­ხარ­ჯვა.

მო­რი­ე­ლი

უნდა იფიქ­როთ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე და და­ა­რე­გუ­ლი­როთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი, ასე­ვე თავი და­ა­ნე­ბოთ იმას, რა­საც არ მო­აქვს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. მა­გა­ლი­თად, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა, წამ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სის და­ხურ­ვა და ძვე­ლი ნივ­თე­ბის გა­დაყ­რა. თუ გაქვთ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი მა­შინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­სურ­სე­ბის და­ხარ­ჯვა მათ­ზე და არა ახალ წა­მო­წყე­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ახლა არ შე­გიძ­ლი­ათ გა­და­დოთ რე­მონ­ტი, მკურ­ნა­ლო­ბა ან თუნ­დაც და­გეგ­მი­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში უფრო თვალ­სა­ჩი­ნო და მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით. ფუ­ლის, წარ­მა­ტე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის ენერ­გია მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან. 25 მა­ი­სამ­დე უფრო ხში­რად უნდა გახ­ვი­დეთ გა­რეთ, გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი და ნიჭი, შე­უ­თავ­სოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, მო­ლა­პა­რა­კე­ბის უნარს და და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ კო­ლე­გებ­სა და უფ­რო­სებ­ზე. სა­სარ­გებ­ლო კავ­ში­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მო­აგ­ვა­როთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სხვა პრობ­ლე­მე­ბი. გა­რეგ­ნო­ბა და იმი­ჯი ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბათ ბრბოს­გან გა­მორ­ჩე­ვა­ში; არ უნდა და­ზო­გოთ ფული სი­ლა­მა­ზე­ზე, კოს­მე­ტო­ლო­გე­ბის, სტი­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. შე­ი­ძი­ნეთ მო­დუ­რი ტან­საც­მე­ლი, სამ­კა­უ­ლე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

თხის რქა

შე­გიძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დეთ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, იუ­რის­ტებს, ფი­ნან­სის­ტებს და ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ შე­ამ­ცი­როთ შეც­დო­მე­ბი და მო­აგ­ვა­როთ მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მე­ბი ან მო­ამ­ზა­დოთ ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გი ახა­ლი წა­მო­წყე­ბის­თვის. იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ცოდ­ნა ასე­ვე გა­მო­გად­გე­ბათ პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის მარ­თვის, და­საქ­მე­ბის, გა­რი­გე­ბე­ბი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პი­რო­ბე­ბის უფრო ყუ­რა­დღე­ბით გან­ხილ­ვა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის პუნ­ქტე­ბის უფრო ყუ­რა­დღე­ბით წა­კი­თხვა, გან­სა­კუთ­რე­ბით წვრილ­მა­ნე­ბის!

მერ­წყუ­ლი

გა­უმკლავ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს და და­ას­რუ­ლებთ პრო­ექ­ტებს. მაგ­რამ ეს არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო დიდი წა­მო­წყე­ბის­თვის, რად­გან მკაც­რი პლუ­ტო­ნი თქვენს ნი­შან­ში 2 მა­ისს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ხდე­ბა, რაც არ უწყობს ხელს ფუნ­და­მენ­ტურ ცვლი­ლე­ბებს და, რო­გორც ჩანს, ანე­ლებს საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­ის­ში და­ხარ­ჯუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა შე­საძ­ლოა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდეს, ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა არ გა­ა­მარ­თლოს მო­ლო­დი­ნი. მომ­გე­ბი­ა­ნია ფუ­ლის და­ხარ­ჯვა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ავე­ჯის შე­კე­თე­ბა­ზე, კვლე­ვებ­სა და ვა­ლე­ბის და­ფარ­ვა­ზე. 27-დან 31 მა­ი­სამ­დე იქ­ნე­ბა კარ­გი ძვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­დახ­და, არა­სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის გა­დაყ­რა და მჩაგ­ვრე­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტა.

თევ­ზე­ბი

ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბი გა­დახ­ლარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ას­თან, იდე­ე­ბის სამ­ყა­როს­თან და მდი­დარ ფან­ტა­ზი­ას­თან. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ახა­ლი გეგ­მე­ბი რე­ა­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს. ღირს დრო­ი­სა და ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მხო­ლოდ იმ პრო­ექ­ტებ­სა და სფე­რო­ებ­ში, სა­დაც გაქვთ ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და "თავს ისე გრძნობთ, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში"! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იდეა გა­და­ი­დე­ბა ან სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბებს წა­ა­წყდე­ბით. ბევ­რი რა­მის გან­ხილ­ვა შე­იძ­ლე­ბა უფრო პრაქ­ტი­კულ და რა­ცი­ო­ნა­ლურ პი­რებ­თან. უნდა მო­უს­მი­ნოთ მათ რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

მაისის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისი ბევრისთვის ფინანსურად სტაბილური თვე იქნება. ზოგიერთებს კი დამატებითი შემოსავალიც შეიძლება გამოგიჩნდეთ. გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა შეძლოთ თქვენი ფინანსების უკეთ მართვა.

ვერძი

მაისში მარსი თქვენს ნიშანშია, რომელიც აგავსებთ ენერგით. ეს მოგცემთ ძალას და გავლენას სწორ სფეროებში, საკმარისია არ დაიზაროთ, მიიღოთ ინიციატივა ან გადადგათ პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი და ყველაფერი აღმართზე წავა და მიღწევების სიმაღლეზე აღმოჩნდებით. იქნება კარგი ფულის გამომუშავების, პრობლემების სწრაფად გადაჭრის, წარსული დაბრკოლებებისა და შეზღუდვების აღმოფხვრის შესაძლებლობა. მაქსიმალური წარმატება ფინანსებსა და კარიერაში ელის ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, სამხედრო პერსონალს. ბიზნესისა და ვაჭრობის ყველაზე მომგებიანი ობიექტები იქნება ლითონები, მძიმე ტექნიკა, აღჭურვილობა, საწვავი და საპოხი მასალები, ტრანსპორტი, ავტომომსახურება, ტვირთის გადაზიდვა, სპორტული ინვენტარი. ბიზნესში ინვესტიციები გაამართლებს. დიდი შესყიდვებისთვის კარგი პერიოდია 13-დან 19 მაისამდე.

კურო

მაისი პროდუქტიული თვეა ფინანსებისთვის. ახალი წამოწყებები სამუშაოსა და ბიზნესში, ანგარიშების გახსნა, ინვესტიციები და შესყიდვები კარგია 9-დან 22 მაისამდე. ვაჭრობითა და მეწარმეობით დაკავებულებს, ეს თვე დაგამახსოვრდებათ გაყიდვების ზრდის გამო. მაისის მეორე ნახევარი ხელსაყრელია არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ქონების მართვისთვის. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, გაქირავებასა და რემონტთან, ოფისის, სახლისა და აგარაკის მოწყობასთან წარმატებული იქნება.

ტყუპი

თუ განიცდით სტაგნაციას, ფინანსების ან პერსპექტივის ნაკლებობას, მზის, ვენერასა და იუპიტერის თქვენს ნიშანში გადმოსვლის შემდეგ, უფრო თვის მეორე ნახევარში, იოლად მოაგვარებთ. 20 მაისიდან მზე სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ - მნიშვნელოვან ამბებს და ნაშრომებს, ფულად გზავნილებს, ჯილდოებს, პრივილეგიებსა თუ აქციებს. 23 მაისიდან ვენერა ხელს შეუწყობს უჩვეულო პროექტების განხორციელებას, დაგეხმარებათ ნიჭის მონეტიზაციაში და სარფიან ყიდვა-გაყიდვაში. იუპიტერის ხელშეწყობით განახორციელებთ გრანდიოზულ წამოწყებებს, იპოვით სამსახურს, დაეუფლებით ახალ პროფესიას, გახსნით ბიზნესს, შეიძენთ უძრავ ქონებას.

კირჩხიბი

ფინანსური წარმატება სახლიდან შორს გელით. ხელსაყრელია მოგზაურობა და მივლინებები. იქნება სიახლეები, მომგებიანი შეთავაზებები და მოსაწვევები, რომელთა მიღების შემდეგ მოგიწევთ მოემზადოთ მოგზაურობისთვის. თუ ეძებთ შემოსავალს, ყურადღება უნდა გაამახვილოთ დინამიკურ პროფესიებზე, რომლებიც არ მოითხოვს ჩაკეტილ საოფისე სივრცეში ჯდომას. პერსპექტიული იქნება გაცნობა, შეხვედრები ან თანამშრომლობის დაწყება ქალაქგარეთ და უცხოელ პარტნიორებთან. თვის პოზიტიური ენერგია გავლენას მოახდენს იმ კირჩხიბებზე, რომლებსაც სურთ შეცვალონ მჯდომარე ცხოვრების წესი, გახდნენ უფრო აქტიური და ენერგიული. ამ მხრივ ხელსაყრელია მგზავრობა და გადაადგილება, ფიტნესისა და სპორტული საქონლის ყიდვა.

ლომი

9-დან 15 მაისამდე საუკეთესო პერიოდია ხელშეკრულებების, კონტრაქტების, გარიგებებისა და შესყიდვებისთვის. ზარებმა და მოლაპარაკებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და გავლენა მოახდინოს თქვენს კეთილდღეობაზე. მაისის ბოლო ათი დღე ყველაზე მომგებიანი იქნება ბიზნესისთვის, ვაჭრობისა და შუამავლობისთვის. პროდუქტიული იქნება კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. წარმატებას მიაღწევენ მედიის მუშაკები, კონსულტანტები, მთარგმნელები, მწერლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

ქალწული

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სერიოზულ ორგანოებს, მოითხოვოთ შეღავათები, სუბსიდიები, კომპენსაციას, განაცხადოთ ფულადი პრეტენზიები, მიმართოთ დაზღვევას. ამასთან, გადასახადები, ჯარიმები და სესხებიც დროულად უნდა გადაიხადოთ, რადგან ამ პერიოდში კანონის დარღვევა გამოიწვევს ყველაზე არასასურველ შედეგებს. ტრანზაქციებისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ კარგი რეპუტაციის მქონე გავლენიან პარტნიორებზე, შესყიდვებისას კი ცნობილი ბრენდების პროდუქტებზე. არასასურველია პატარა უცნობ და დამწყებ კომპანიებთან თანამშრომლობა, ისინი არ მოიტანენ სასურველ შემოსავალს და კარიერულ პერსპექტივას.

სასწორი

მაისი თქვენთვის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების პერიოდი იქნება, პრობლემებისა და ვალდებულებების ტვირთი მოგცილდებათ. პოზიტივი და ოპტიმიზმი მოიმატებს. ფულის დახარჯვა გართობასა და ფუფუნებაზე მოგიწევთ 18-დან 22 მაისამდე. 23 მაისიდან თქვენი მმართველი ვენერა მზესთან ერთად ტყუპში გადავა, რაც წარმატებას მოგიტანთ მეტყველებასა და წერასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროფესიებში. ამასთან, მაისის ბოლო ათი დღე არ არის შესაფერისი იმ ბიზნესისთვის, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს თქვენი სტაბილურობა, მაგალითად, სამსახურიდან გათავისუფლება, თანამშრომლობის შეწყვეტა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, დაგროვილი დანაზოგიდან ფულის დახარჯვა.

მორიელი

უნდა იფიქროთ რაიმე მნიშვნელოვანზე და დაარეგულიროთ თქვენი გეგმები, ასევე თავი დაანებოთ იმას, რასაც არ მოაქვს სასურველი შედეგი. მაგალითად, საქმიანი ურთიერთობა, სამსახურიდან წასვლა, წამგებიანი ბიზნესის დახურვა და ძველი ნივთების გადაყრა. თუ გაქვთ პრიორიტეტული ამოცანები მაშინ მნიშვნელოვანია რესურსების დახარჯვა მათზე და არა ახალ წამოწყებებზე. მაგალითად, ახლა არ შეგიძლიათ გადადოთ რემონტი, მკურნალობა ან თუნდაც დაგეგმილი შესყიდვები.

მშვილდოსანი

საზოგადოების თვალში უფრო თვალსაჩინო და მიმზიდველი გახდებით. ფულის, წარმატების, კეთილდღეობის ენერგია მოდის საზოგადოებისა და გულშემატკივრებისგან. 25 მაისამდე უფრო ხშირად უნდა გახვიდეთ გარეთ, გამოავლინოთ თქვენი ძლიერი მხარეები და ნიჭი, შეუთავსოთ პროფესიონალიზმი კომუნიკაციის, მოლაპარაკების უნარს და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ კოლეგებსა და უფროსებზე. სასარგებლო კავშირები საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ მატერიალური და სხვა პრობლემები. გარეგნობა და იმიჯი ასევე დაეხმარებათ ბრბოსგან გამორჩევაში; არ უნდა დაზოგოთ ფული სილამაზეზე, კოსმეტოლოგების, სტილისტების მომსახურებაზე. შეიძინეთ მოდური ტანსაცმელი, სამკაულები და აქსესუარები.

თხის რქა

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოფიციალურ პირებს, იურისტებს, ფინანსისტებს და ბანკის თანამშრომლებს. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ შეცდომები და მოაგვაროთ მიმდინარე პრობლემები ან მოამზადოთ ნაყოფიერი ნიადაგი ახალი წამოწყებისთვის. იურიდიული და ფინანსური ცოდნა ასევე გამოგადგებათ პირადი ფინანსებისა და ბიზნესის მართვის, დასაქმების, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას. აუცილებელია თანამშრომლობის პირობების უფრო ყურადღებით განხილვა და ხელშეკრულებების პუნქტების უფრო ყურადღებით წაკითხვა, განსაკუთრებით წვრილმანების!

მერწყული

გაუმკლავდებით მიმდინარე საქმეებს და დაასრულებთ პროექტებს. მაგრამ ეს არ არის შესაფერისი დრო დიდი წამოწყებისთვის, რადგან მკაცრი პლუტონი თქვენს ნიშანში 2 მაისს რეტროგრადული ხდება, რაც არ უწყობს ხელს ფუნდამენტურ ცვლილებებს და, როგორც ჩანს, ანელებს საქმის განვითარებას. მაისში დახარჯული ძალისხმევა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, ინვესტიციებმა შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინი. მომგებიანია ფულის დახარჯვა მკურნალობაზე, ავეჯის შეკეთებაზე, კვლევებსა და ვალების დაფარვაზე. 27-დან 31 მაისამდე იქნება კარგი ძველი ვალდებულებების გადახდა, არასაჭირო ნივთების გადაყრა და მჩაგვრელი კავშირების გაწყვეტა.

თევზები

ფინანსური ნაკადები გადახლართული იქნება შემოქმედებით ენერგიასთან, იდეების სამყაროსთან და მდიდარ ფანტაზიასთან. თუმცა, შესაძლოა, ახალი გეგმები რეალობას ეწინააღმდეგებოდეს. ღირს დროისა და ფულის ინვესტირება მხოლოდ იმ პროექტებსა და სფეროებში, სადაც გაქვთ ცოდნა, გამოცდილება და “თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში“! წინააღმდეგ შემთხვევაში, იდეა გადაიდება ან სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდებით. ბევრი რამის განხილვა შეიძლება უფრო პრაქტიკულ და რაციონალურ პირებთან. უნდა მოუსმინოთ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს.