მაისში სტატუსი და ფული განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. ხელსაყრელი პერიოდია ფულის შოვნისა და მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად. 15 მაისიდან მოხერხებული მერკური თქვენი ნიშნის სტუმარი გახდება, რაც გამოიწვევს ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის ზრდას. მთავარია არ დანებდეთ! აგრეთვე მოგიწევთ პარტნიორებზე მეტი მზრუნველობა, ისინი მოითხოვენ თქვენს ყურადღებას, წახალისებას. უნდა ჩაერთოთ მათი პრობლემების მოგვარებაში. რთული იქნება ის აქტივობები, რომლებიც სწრაფ რეაქციებსა და აზროვნებას მოითხოვს. მაგალითად, ავტომობილის მართვა, სპორტი, გამოცდების ჩაბარება.
მაისის ფინანსები
მაისი პროდუქტიული თვეა ფინანსებისთვის. ახალი წამოწყებები სამუშაოსა და ბიზნესში, ანგარიშების გახსნა, ინვესტიციები და შესყიდვები კარგია 9-დან 22 მაისამდე. ვაჭრობითა და მეწარმეობით დაკავებულ კუროებს, ეს თვე დაგამახსოვრდებათ გაყიდვების ზრდის გამო. მაისის მეორე ნახევარი ხელსაყრელია არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ქონების მართვისთვის. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, გაქირავებასა და რემონტთან, ოფისის, სახლისა და აგარაკის მოწყობასთან წარმატებული იქნება.
სამუშაო და ბიზნესი
15 მაისამდე ჯობია მიმდინარე სამუშაოები შეასრულოთ, ადრე დაწყებული დაასრულოთ. შესაძლოა აღარ იყოს ენერგია ახალი იდეების განსახორციელებლად. ასევე, თვის პირველ ნახევარში შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ საკუთარ გადაწყვეტილებებში და ინერვიულოთ წვრილმანებზე. იმისათვის, რომ დამშვიდდეთ და აღარ ინერვიულოთ, იმოქმედეთ ნელა, შეგნებულად და შეამოწმეთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო. თუ ინდივიდუალურად მუშაობდით პროექტზე, ახლა ის წარმატებით დასრულდება და შეძლებთ დატკბეთ თქვენი მუშაობის შედეგებით.
15 მაისის შემდეგ აქცენტი საკუთარი ინტერესების სფეროზე გადაინაცვლებს, პირადი საქმეები და გეგმები პრიორიტეტული გახდება. გაიზრდება თქვენი თვალსაზრისის დაცვის უნარი, სასიამოვნო იქნება კომუნიკაცია, გაგიადვილდებათ მოლაპარაკება და ოპონენტებთან შეთანხმება. შესთავაზეთ ახალი იდეები, იყავით აქტიური სამუშაო გუნდში. ასეთი აქტიური პოზიცია გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს და მოიპოვებთ უფროსის მოწონებას. კარგი დროა ახალი პროექტების განსახორციელებლად და სწორი ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. მაისის მეორე ნახევარში შესაძლოა თქვენი ზოგიერთი სურვილი თუ გეგმა შესრულდეს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
შეიძლება განიცადოთ გაურკვევლობა და პასიურობაც კი. ეცდებით თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები, დაპირისპირებები და შეზღუდოთ კონტაქტები. უფრო რთული იქნება თქვენი თვალსაზრისის დაცვა ან იმის მიღწევა, რაც გსურთ. გირჩევთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის კონტროლს, განსაკუთრებით თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ. არ ინერვიულოთ და დაუთმეთ დრო სათანადო დასვენებას. თუ გაწუხებთ ქოშინი ან არითმია, მიმართეთ სპეციალისტს და გაიარეთ საჭირო გამოკვლევები. მოერიდეთ სპორტის აქტიურ სახეობას. არსებობს ტრავმისა და სისხლჩაქცევების რისკი. გზაზეც ფრთხილად იყავით.
სიყვარული და ფლირტი
ვენერა 23 მაისამდე თქვენს ნიშანშია. კიდევ უფრო მეტ დროს გაატარებთ სარკის წინ, იზრუნებთ გარეგნობაზე და იმიჯის შეცვლაზე. მოგინდებათ იყოთ განსაკუთრებით მიმზიდველი, მოეწონოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და მოახდინოთ შთაბეჭდილება სხვებზე. მომხიბვლელობითა და კომუნიკაციით შეიძლება საინტერესო ადამიანები მიიზიდოთ. მოერიდეთ ქედმაღლობას, კრიტიკულ დამოკიდებულებას თანამოსაუბრის მიმართ და გადაჭარბებულ მოთხოვნებს პარტნიორის მიმართ. საინტერესო ნაცნობობა შეიძლება მოხდეს მეგობრების კომპანიაში ან ინტერნეტით. ზოგადად, მარტოხელა კუროსთვის ეს კარგი თვეა ვინმეს შესახვედრად და სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად.
დაწყვილებულების პირადი ცხოვრება კარგად წარიმართება. საყვარელი ადამიანი უსმენს თქვენს აზრს, კამათის მიზეზი ცოტაა. მაგრამ თქვენ უნდა იყოთ უფრო რბილი და თავაზიანი. არ გამოავლინოთ ეგოიზმი და ქედმაღლობა. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, გაატარეთ თავისუფალი დრო ერთად, ეწვიეთ გასართობ ადგილებს.
8 მაისის შემდეგ კარგია ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასება. შეგიძლიათ შეხედოთ თქვენს სიტუაციას ობიექტურად და შეცვალოთ თქვენი მიდგომა პრობლემებისადმი. ახლა უფრო ადვილია ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, გახდით უკეთესი ადამიანი. გარშემო მყოფები აუცილებლად შეამჩნევენ ამ ცვლილებებს და დააფასებენ თქვენს საუკეთესო თვისებებს. შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაიწყოთ დიდი და რთული პროექტები, შეცვალოთ თქვენი საქმიანობის მიმართულება და სცადოთ თავი ახალ სპეციალობაში. კარგ შედეგს მიაღწევთ ყველაფერში, თუ მოინდომებთ. პოზიტიური ცვლილებები იგეგმება პირად ცხოვრებაშიც. გამოიყენეთ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ.
23 მაისის შემდეგ კარგია ვალის დაფარვა და სესხის გადახდა. არის შანსი, რომ ურთიერთობა შეწყვიტოთ წინა ბიზნესპარტნიორთან. ახლობელი ადამიანისგან იმედგაცრუებული დარჩებით, აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ თქვენი ფინანსებით ან საქმიანი კავშირებით იყო დაინტერესებული. მიხვდებით რომელ მეგობარს შეიძლება დაეყრდნოთ და რომელთან ჯობია განშორება. იყავით ყურადღებიანი სხვების თხოვნებსა და საჭიროებებზე. საყვარელი ადამიანების ნდობა მოგცემთ შესაძლებლობას თავი დაცულად იგრძნოთ.