მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: “დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება“
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: “დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება“

თვის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

მა­ის­ში კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ა­კე­თოთ ის, რაც დიდი ხა­ნია გსურთ. მა­ი­სი იდე­ა­ლუ­რი თვეა, რათა მო­ა­წეს­რი­გოთ საქ­მე­ე­ბი რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე გო­ნებ­რივ სივ­რცე­ში. თვის ბო­ლოს და­ი­წყებთ იმ ნივ­თე­ბის მო­შო­რე­ბას, რომ­ლე­ბიც აღარ გჭირ­დე­ბათ. და­ნიშ­ნეთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ახ­ლან­დე­ლი მო­მენ­ტის­თვის და გა­უმკლავ­დით ამო­ცა­ნებს ეტა­პობ­რი­ვად. გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ის­წავ­ლოთ და გახ­დეთ უკე­თე­სი.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით დაძ­ლევთ ყო­ველ­გვარ სირ­თუ­ლეს, რო­მელ­საც მა­ი­სი მო­გი­ტანთ!

მა­ი­სი ღრმა ემო­ცი­ე­ბის, ნაზი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის თვე იქ­ნე­ბა.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

მერ­კუ­რის გა­დას­ვლა თქვე­ნი სტა­ტუ­სის სახ­ლში გაზ­რდის თქვენს ენერ­გი­უ­ლო­ბას და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას. თვის და­სა­წყის­ში თა­მა­მად და­გეგ­მეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და და­ი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ახლა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა უფრო იოლი იქ­ნე­ბა. თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წევთ.

თუ სა­მუ­შა­ოს შეც­ვლა­ზე ან ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა­ზე ფიქ­რობ­დით, მა­შინ, ახლა სწო­რედ ამის დროა. კო­ლე­გებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი. შე­ე­ცა­დეთ იყოთ უფრო პრო­აქ­ტი­უ­ლი, გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, მა­შინ გექ­ნე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბის ან ხელ­ფა­სის გაზ­რდის კარ­გი შან­სი.

თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეთ იმა­ზე, რაც მომ­გე­ბი­ა­ნია ფი­ნან­სუ­რი ან პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. მი­უდ­გეთ სა­კი­თხებს პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ახლა არ არის დრო, რომ და­ი­წყოთ რთუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. შე­ე­ცა­დეთ და­აგ­რო­ვოთ მეტი რე­სურ­სი, მო­ი­ძი­ეთ სპონ­სო­რე­ბის ან ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა: მო­მა­ვალ­ში მათი დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ.

სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის ამაღ­ლე­ბა, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, სა­ჭი­რო სფე­რო­ში უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბა, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა თუ დის­კუ­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, გაზ­რდის თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას და გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს ავ­ტო­რი­ტეტს კო­ლე­გებ­ში.

ამ თვე­ში დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­გი­წევთ უმაღ­ლეს ინ­სტან­ცი­ებ­ში, ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან შეხ­ვედ­რებ­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის და ნე­ბარ­თვე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­სარ­გებ­ლო ნაც­ნო­ბო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა.

10 მა­ი­სი­დან გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პოვ­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ახა­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ან ასის­ტენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა. ასე­ვე მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ი­ღებთ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

მა­ის­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია კა­რი­ე­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი, თუმ­ცა, დატ­ვირ­თუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გა­მო­ნა­ხავთ დროს და შეძ­ლებთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბას. თქვე­ნი ხიბ­ლი­თა და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ი­ზი­დავთ. ასე რომ, თუ ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს ეძებთ და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა გსურთ, მა­ის­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის შან­სი არ­სე­ბობს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სამ­სა­ხურ­ში, საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­სა თუ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე. თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩარ­თუ­ლი იმა­ვე პრო­ექ­ტში ან ბიზ­ნეს­ში, რა­შიც თქვენ. იყოს თქვე­ნი კლი­ენ­ტი ან ითა­ნამ­შრომ­ლოს თქვენს კომ­პა­ნი­ას­თან.

დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ მას ექ­ნე­ბა მყა­რი პო­ზი­ცია, კარ­გი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ან მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი. პარტნი­ო­რის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე ას­ვლას, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას ან მი­ი­ღებთ უპი­რა­ტე­სო­ბას ბიზ­ნეს­ში.

თუ უკვე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხართ, გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს, ეცა­დოთ უფრო ხში­რად იყო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და შა­ბათ-კვი­რა ერ­თად გა­ა­ტა­როთ.

ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­როს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ყო­ფი­თი სა­კი­თხე­ბი ერ­თად გა­და­ჭე­რით. მი­არ­თვით მცი­რე სა­ჩუქ­რე­ბი ან მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, რაც გაზ­რდის ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ლტოლ­ვას და გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ გან­წყო­ბას.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

მა­ის­ში არ მო­გი­წევთ წუ­წუ­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ან ძა­ლე­ბის და­კარ­გვა­ზე. ენერ­გია მა­ღალ დო­ნე­ზეა, სნე­უ­ლე­ბე­ბი გა­გივ­ლით. ეცა­დეთ, პო­ზი­ტი­უ­რად შე­ხე­დოთ სა­კი­თხებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ კარ­გი გან­წყო­ბა, აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი.

ცვა­ლე­ბა­დი ამინ­დის გამო შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოთ წნე­ვის მო­მა­ტე­ბა და თა­ვის ტკი­ვი­ლი. სა­სარ­გებ­ლოა პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მიზ­ნით ექიმ­თან მის­ვლა და სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან რჩე­ვის მი­ღე­ბა. გა­მო­იკ­ვლი­ეთ სის­ხლძარ­ღვე­ბი და გული.

იხელ­მძღვა­ნე­ლეთ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით, გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ია­რეთ ფე­ხით, ვე­ლო­სი­პე­დით. კარ­გი ძილი გა­გიძ­ლი­ე­რებთ იმუ­ნი­ტეტს. კარ­გი იქ­ნე­ბა უარი თქვათ მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე და და­ნერ­გოთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი.

ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბი მა­ის­ში კირჩხი­ბის­თვის: 2, 6, 12, 17, 26.

არა­ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბი: 4, 8, 14, 24.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: “დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება“

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის: “დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება“

თვის ზოგადი ტენდენციები

მაისში კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გსურთ. მაისი იდეალური თვეა, რათა მოაწესრიგოთ საქმეები როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ სივრცეში. თვის ბოლოს დაიწყებთ იმ ნივთების მოშორებას, რომლებიც აღარ გჭირდებათ. დანიშნეთ პრიორიტეტები ახლანდელი მომენტისთვის და გაუმკლავდით ამოცანებს ეტაპობრივად. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ და გახდეთ უკეთესი.

საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით დაძლევთ ყოველგვარ სირთულეს, რომელსაც მაისი მოგიტანთ!

მაისი ღრმა ემოციების, ნაზი ურთიერთობებისა და პიროვნული ზრდის თვე იქნება.

სამუშაო და ბიზნესი

მერკურის გადასვლა თქვენი სტატუსის სახლში გაზრდის თქვენს ენერგიულობას და პროდუქტიულობას. თვის დასაწყისში თამამად დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და დაიწყეთ ახალი პროექტები. ახლა დასახული მიზნების მიღწევა უფრო იოლი იქნება. თქვენი ძალისხმევა ეფექტური იქნება და წარმატებასაც მიაღწევთ.

თუ სამუშაოს შეცვლაზე ან ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობდით, მაშინ, ახლა სწორედ ამის დროა. კოლეგებთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ემოციების კონტროლი. შეეცადეთ იყოთ უფრო პროაქტიული, გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო ლიდერული თვისებები, მაშინ გექნებათ დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის კარგი შანსი.

თქვენს საქმიანობაში ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც მომგებიანია ფინანსური ან პროფესიული თვალსაზრისით. მიუდგეთ საკითხებს პრაქტიკული თვალსაზრისით. ახლა არ არის დრო, რომ დაიწყოთ რთული პროექტები. შეეცადეთ დააგროვოთ მეტი რესურსი, მოიძიეთ სპონსორების ან ავტორიტეტების მხარდაჭერა: მომავალში მათი დახმარება დაგჭირდებათ.

სასარგებლო იქნება პროფესიული დონის ამაღლება, ახალი ინფორმაციის, საჭირო სფეროში უნარების დაუფლება, კონფერენციებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობა. ეს გავლენას მოახდენს თქვენს საქმიანობაზე, გაზრდის თქვენი მუშაობის ეფექტურობას და გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს კოლეგებში.

ამ თვეში დიდი დროის გატარება მოგიწევთ უმაღლეს ინსტანციებში, ჩინოვნიკებთან შეხვედრებსა და დოკუმენტების და ნებართვების დამუშავებაზე. შესაძლებელია სასარგებლო ნაცნობობა და მნიშვნელოვანი ან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება.

10 მაისიდან გაგიადვილდებათ სხვებთან ურთიერთობა და კომპრომისული გადაწყვეტილებების პოვნა. შესაძლებელი იქნება რამდენიმე საინტერესო იდეის განხორციელება, ახალი თანამოაზრეების ან ასისტენტების მოძიება. ასევე მაისის მეორე ნახევარში მიიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას.

სიყვარული და ფლირტი

მაისში პრიორიტეტულია კარიერული საკითხები, თუმცა, დატვირთულობის მიუხედავად მაინც გამონახავთ დროს და შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას. თქვენი ხიბლითა და მეგობრული დამოკიდებულებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავთ. ასე რომ, თუ ვინმე განსაკუთრებულს ეძებთ და პირადი ცხოვრების შეცვლა გსურთ, მაისში სერიოზული ურთიერთობის დაწყების შანსი არსებობს.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება მოხდეს სამსახურში, საქმიან შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე. თქვენი პოტენციური პარტნიორი შეიძლება იყოს ჩართული იმავე პროექტში ან ბიზნესში, რაშიც თქვენ. იყოს თქვენი კლიენტი ან ითანამშრომლოს თქვენს კომპანიასთან.

დიდია ალბათობა იმისა, რომ მას ექნება მყარი პოზიცია, კარგი ფინანსური მდგომარეობა ან მაღალი სოციალური სტატუსი. პარტნიორის დახმარებით შეძლებთ კარიერულ კიბეზე ასვლას, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას ან მიიღებთ უპირატესობას ბიზნესში.

თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, ეცადოთ უფრო ხშირად იყო საყვარელ ადამიანთან და შაბათ-კვირა ერთად გაატაროთ.

ოჯახური ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად, ყოფითი საკითხები ერთად გადაჭერით. მიართვით მცირე საჩუქრები ან მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები, რაც გაზრდის ერთმანეთის მიმართ სექსუალურ ლტოლვას და გაგიუმჯობესებთ განწყობას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მაისში არ მოგიწევთ წუწუნი ჯანმრთელობაზე ან ძალების დაკარგვაზე. ენერგია მაღალ დონეზეა, სნეულებები გაგივლით. ეცადეთ, პოზიტიურად შეხედოთ საკითხებს, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, აკონტროლოთ თქვენი ემოციები.

ცვალებადი ამინდის გამო შეიძლება განიცადოთ წნევის მომატება და თავის ტკივილი. სასარგებლოა პროფილაქტიკური მიზნით ექიმთან მისვლა და სპეციალისტისგან რჩევის მიღება. გამოიკვლიეთ სისხლძარღვები და გული.

იხელმძღვანელეთ აქტიური ცხოვრების წესით, გაატარეთ მეტი დრო სუფთა ჰაერზე, იარეთ ფეხით, ველოსიპედით. კარგი ძილი გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. კარგი იქნება უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ხელსაყრელი დღეები მაისში კირჩხიბისთვის: 2, 6, 12, 17, 26.

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 14, 24.