თვის ზოგადი ტენდენციები
მაისში მზე თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ, ამიტომ მოემზადეთ აღმოჩენებისა და მოგზაურობისთვის! უნდა იყოთ კეთილი სხვა ადამიანების მიმართ.
მაისის ყველაზე საინტერესო ასპექტია სავსემთვარეობა, რომელიც მოქმედებს როგორც ბედნიერების მაგნიტი. პოზიტიური ენერგია მოედინება თქვენკენ და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მარტივად გადაწყდება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, დაეყრდენით მეგობრების მხარდაჭერას. სიხარულის გავრცელებით და პოზიტიურ განწყობაზე ყოფნით აღმოაჩენთ, რომ თქვენი ბედნიერება გადამდებია.
მაისის დასაწყისში ფული შეიძლება იყოს ყველაზე აქტუალური თემა. თანხა ხარჯეთ სიფრთხილით. იპოვეთ ბალანსი ფინანსურ სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას შორის. ახალ ადამიანებთან შეხვედრამ, განსაკუთრებით მათთან, ვინც წარმატებას მიაღწია, შეიძლება შესანიშნავი შესაძლებლობები გაგიხსნათ.
თუ ბევრი იმუშავეთ, წარმატებას დაელოდეთ. მაგრამ წინააღმდეგობა გაუწიეთ იმპულსურად მოქმედების სურვილს. აქცენტი პიროვნულ ზრდასა და ახალი უნარების შესწავლაზე გადაინაცვლებს.
სამუშაო და ბიზნესი
მაისის პირველი ათი დღე კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ დაგეგმოთ პირადი ან ოჯახის ბიუჯეტი, დაფაროთ სესხი ან გადაიხადოთ ძველი ვალები. წარმატებული იქნება საქმიანობა ფულთან ან ინვესტიციებთან. კარგი პერიოდი გელოდებათ ბუღალტრებს, უძრავი ქონების აგენტებს, მოლარეებს და საბანკო ოპერატორებს. მაისში მუშაობა წარმატებული იქნება პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის: მათთვის, ვისი საქმიანობაც საფრთხესთან და რისკთანაა დაკავშირებული.
სასურველია, კრიტიკულად მოეკიდოთ ახალ ნაცნობებს, არ ენდოთ სხვებს და შეამოწმოთ ყველა არსებული ინფორმაცია.
10 მაისიდან მოგინდებათ დასვენება და გარემოს შეცვლა. გაქვთ შანსი წახვიდეთ სამოგზაუროდ, დაისვენოთ ან უბრალოდ გაატაროთ რამდენიმე დღე ბუნებაში, სამუშაო აურზაურისგან მოშორებით. მივლინებაც კი ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.
მოგიწევთ დრო დაუთმოთ იურიდიული საკითხების გადაჭრას და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას. დაგჭირდებათ ახალი ცოდნა, უნარები და ასევე შეძლებთ სასარგებლო კონტაქტების დამყარებას.
სიყვარული და ფლირტი
თქვენი მიმზიდველობა და მაგნეტიზმი გაიზრდება, გეყოლებათ ახალი თაყვანისმცემლები და საინტერესო ნაცნობები. თქვენი მზერა ახლა მიმართულია უჩვეულო და ქარიზმატულ ადამიანებზე, მათზე, ვინც განსხვავდება თქვენი სანაცნობო წრისგან. გექნებათ სურვილი, დაიწყოთ ურთიერთობა განსაკუთრებულ ადამიანთან, თუმცა, ნუ აურევთ ფიზიკურ მიზიდულობას ნამდვილ სიყვარულში. არ არის გამორიცხული, სწრაფად დაწყებული ურთიერთობა სწრაფადვე დასრულდეს. მაისში შეიძლება ხშირად გქონდეთ შემთხვევითი სასიყვარულო ურთიერთობა.
ზოგიერთისთვის ყველაზე აქტუალური საკითხები მარტოობა და საყვარელი ადამიანის არარსებობა იქნება. დაუკავშირდით სპეციალისტს, თუ ემოციურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით.
დაოჯახებულებისთვის ეს თვე წარმატებული და ჰარმონიული იქნება. თქვენი სექსუალური ცხოვრება გახდება უფრო ინტენსიური და სრულფასოვანი, უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთად და თქვენი ნდობა გაიზრდება. თუ ურთიერთობაში დაძაბულობა ან უთანხმოება გაქვთ, ეცადეთ, პარტნიორთან უფრო რბილი და თავაზიანი იყოთ და ჩხუბის პროვოცირება არ მოახდინოთ. შესაძლებელია, ზოგიერთი ძველი წყენა ან შეცდომა კვლავ გაჩნდეს და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. აჩვენეთ საყვარელ ადამიანს თქვენი ინტერესი, უთხარით თბილი სიტყვები, მოუმზადეთ საჩუქრები. აი, ეჭვიანობის მიზეზს კი ნუ მისცემთ, შედეგად ურთიერთობა გამოსწორდება და სახლში ატმოსფერო უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება. რომანტიკული საღამო ან არაჩვეულებრივი პაემანი გაახალისებს თქვენს გრძნობებს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიის კარგი დონე და მხიარული განცდა არ მოგცემთ ჯანმრთელობაზე პრეტენზიის მიზეზს. შეინარჩუნეთ იმუნიტეტი, იხელმძღვანელეთ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ფასტ-ფუდს, შეამცირეთ ცხარე, შემწვარი და ცხიმიანი საკვები. უნდა მიირთვათ ახალი ბოსტნეული და ხილი.
ძლიერი ალკოჰოლური სასმელები ასევე უნდა შეიზღუდოს ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად. არ დაივიწყოთ პირადი უსაფრთხოება და ჰიგიენა სასიყვარულო შეხვედრებზე, დაიცავით უსაფრთხოების ზომები.
თუ გადაწყვეტთ ვარჯიშის დაწყებას, აკონტროლეთ დატვირთვები, ნუ ეცდებით იდეალური შედეგების მიღებას პირველივე გაკვეთილზე. კარგია მსუბუქი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე აქტიური სეირნობა, იოგა და გაჭიმვები.
ხელსაყრელი დღეები მაისში ქალწულისთვის: 3, 7, 11, 16, 26.
არახელსაყრელი დღეები: 5, 9, 13, 24.