მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტი სასწორში გადავიდა, რა გველოდება მომდევნო 9 თვის განმავლობაში
ლილიტი სასწორში გადავიდა, რა გველოდება მომდევნო 9 თვის განმავლობაში

29 ივ­ნისს, კარ­მულ­მა წერ­ტილ­მა ლი­ლიტ­მა (შავი მთვა­რე) და­ტო­ვა ქალ­წუ­ლის ნი­შა­ნი და 9 თვით გა­და­ვი­და სას­წორ­ში (დარ­ჩე­ბა 2025 წლის 27 მარ­ტამ­დე). ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ სას­წო­რი­სა და ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დე­ბა. აქ­ვეა კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბიც და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გაკ­ვე­თი­ლებს პი­რად და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში, ბევ­რი წყვი­ლი გა­ივ­ლის კრი­ზისს. სამ­სა­ხურ­ში არ გირ­ჩევთ ჭო­რებ­სა და ინ­ტრი­გებ­ში გახ­ვე­ვას. სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სხვე­ბის გა­წირ­ვას, თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას.

მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი უნდა იყოთ, რად­გან მაც­დუ­ნე­ბე­ლი ლი­ლი­ტი სას­წორ­ში მყოფ დაღ­მა­ვალ კვანძთან ერ­თად მო­ი­ტანს ცდუ­ნე­ბებს წარ­სუ­ლი­დან. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ყო­ფი­ლი საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი, გან­მე­ორ­დეს წარ­სუ­ლის სი­ტუ­ა­ცია.

ლი­ლი­ტი ეს არის ცდუ­ნე­ბა, ში­შე­ბი, პრო­ვო­კა­ცია; ის აკე­თებს იმას, რაც სურს და არ აინ­ტე­რე­სებს რას ამ­ბო­ბენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი. სას­წო­რი კი არის ბა­ლან­სის, ჰარ­მო­ნი­ის ნი­შა­ნი. და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "მე ასე მინ­დას" გამო არ გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რე­ბი. უნდა ეცა­დოთ, რომ გა­მო­ნა­ხოთ ჰარ­მო­ნია სა­კუ­თარ თავ­შიც და პარტნი­ორ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც (ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნი ჩვე­ნი პარტნი­ო­რია). უნდა იპო­ვოთ კომ­პრო­მი­სი. ამას­თან, ისიც კარ­გად უნდა და­ი­ნა­ხოთ, რა გიშ­ლით ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. და­ი­ნა­ხეთ ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გაქვთ, ლი­ლი­ტი მათ გა­მოკ­ვეთს და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს. არ გირ­ჩევთ ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით ნე­გა­ტივ­ზე მკვეთრ რე­ა­გი­რე­ბას, ჯერ და­ფიქ­რდით, გა­ა­ნა­ლი­ზეთ და ისე იმოქ­მე­დეთ, რომ არც მწვა­დი დაწ­ვათ და არც შამ­ფუ­რი.

ლი­ლი­ტი სას­წორ­ში - უნდა იყოთ წეს­რი­გის, კა­ნო­ნის, ჰარ­მო­ნი­ის დამ­ცვე­ლი. უნდა და­ა­ბა­ლან­სოთ სამ­ყა­რო სა­კუ­თარ თავ­შიც და თქვენ გარ­შე­მოც. პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა და მას მშვი­დად, გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა მი­უდ­გეთ. ნუ ჩა­ე­რე­ვით ცუდ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეცა­დეთ, მშვი­დად მო­აგ­ვა­როთ სი­ტუ­ა­ცია. თუ ხვდე­ბით, რომ გა­ტყუ­ე­ბენ ან ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ თქვენს კე­თილ­გან­წყო­ბას, და­ფიქ­რდით, გა­ა­ნა­ლი­ზეთ სი­ტუ­ა­ცია და იფიქ­რეთ მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. არ ჩა­ერ­თოთ ტყუ­ი­ლებ­ში, არ ეცა­დოთ

ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი უსი­ა­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი, ეცა­დოს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის გა­მოწ­ვე­ვას, პრო­ვო­ცი­რე­ბას, მა­ქი­ნა­ცი­ებს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი გახ­შირ­დეს ინ­ტრი­გე­ბი და ჭო­რე­ბი. უფრო ხში­რად გა­ვი­გებთ წყვილ­ში ღა­ლა­ტის, ტყუ­ი­ლის შე­სა­ხებ. რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­ფლიქ­ტი და გან­ქორ­წი­ნე­ბაც კი.

არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ჩა­ი­დი­ნოს მავ­ნე საქ­ცი­ე­ლი. შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სე­ნოს წარ­სუ­ლი წყე­ნა ან გა­მო­იკ­ვე­თოს რამე წარ­სუ­ლი­დან და გა­და­წყვი­ტოს სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და. ზო­გი­ერ­თი სხვე­ბის ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­კი­დე­ბით ნა­ხავს სარ­გე­ბელს. შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბიც მო­ა­ტყუ­ოთ და თა­ვა­დაც ვერ გა­ერ­კვეთ სი­მარ­თლე­ში. თუ ადა­მი­ა­ნი არ იმუ­შა­ვებს სა­კუ­თარ თავ­ზე და არ ეც­დე­ბა მომ­ხდა­რი ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს და ჰარ­მო­ნი­ას მიღ­წი­ოს, შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ვერ­სად გა­ექ­ცეს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი მავ­ნე, ცოდ­ვი­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­ით­ქვას სა­ხე­ლი. იმა­ტებს შემ­თხვე­ვი­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სხვის ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბა.

ამ 9-თვი­ან პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ლა­მა­ზი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. მო­და­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა წინ წა­მო­ი­წი­ოს ცოდ­ვის თე­მე­ბი. გაფრ­თხილ­დით, რომ თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით არ ისარ­გებ­ლონ ბო­როტ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და არ გახ­დეთ მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბის მსხვერ­პლი. პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა, წარ­სუ­ლი­დან გა­მო­ძა­ხი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ ჩა­ერ­თოთ ჭო­რებ­ში, ტყუ­ილ­ში, ცდუ­ნე­ბა­ში; იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი.

საფრ­თხი­ლოა ასა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მრავ­ლდე­ბა ცხრა­ზე: 9, 18, 27, 36, 45 და ა.შ. გან­სა­კუთ­რე­ბით უსი­ა­მოვ­ნოა 27 და 36 წლის. ამ წლებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რია დაბ­რკო­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად ახალ დო­ნე­ზე გა­და­დის. 36 წლის ასაკ­ში ადა­მი­ა­ნი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად აფა­სებს სა­კუ­თარ თავს, სიძ­ლი­ე­რე­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უსი­ა­მოვ­ნე­ბა მის კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

ლი­ლი­ტი სას­წორ­ში იყო 2015 წელს (უფრო კონ­კრე­ტუ­ლად 2015 წლის 25 აგ­ვის­ტო­დან 2016 წლის 21 მა­ი­სამ­დე ) და გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლილიტი სასწორში გადავიდა, რა გველოდება მომდევნო 9 თვის განმავლობაში

ლილიტი სასწორში გადავიდა, რა გველოდება მომდევნო 9 თვის განმავლობაში

29 ივნისს, კარმულმა წერტილმა ლილიტმა (შავი მთვარე) დატოვა ქალწულის ნიშანი და 9 თვით გადავიდა სასწორში (დარჩება 2025 წლის 27 მარტამდე). ლილიტის გავლენას განსაკუთრებით იგრძნობენ სასწორისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. ურთიერთობების საკითხები პრიორიტეტული გახდება. აქვეა კარმული კვანძებიც და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ყველა ადამიანი მიიღებს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს პირად და საქმიანი ურთიერთობების სფეროში, ბევრი წყვილი გაივლის კრიზისს. სამსახურში არ გირჩევთ ჭორებსა და ინტრიგებში გახვევას. საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვების გაწირვას, თანამდებობისა და კავშირების ბოროტად გამოყენებას.

მომდევნო 9 თვის განმავლობაში მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ, რადგან მაცდუნებელი ლილიტი სასწორში მყოფ დაღმავალ კვანძთან ერთად მოიტანს ცდუნებებს წარსულიდან. შეიძლება გამოჩნდნენ ყოფილი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, განმეორდეს წარსულის სიტუაცია.

ლილიტი ეს არის ცდუნება, შიშები, პროვოკაცია; ის აკეთებს იმას, რაც სურს და არ აინტერესებს რას ამბობენ გარშემო მყოფები. სასწორი კი არის ბალანსის, ჰარმონიის ნიშანი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “მე ასე მინდას“ გამო არ გაწყვიტოთ კავშირები. უნდა ეცადოთ, რომ გამონახოთ ჰარმონია საკუთარ თავშიც და პარტნიორთან მიმართებაშიც (ყველა სხვა ადამიანი ჩვენი პარტნიორია). უნდა იპოვოთ კომპრომისი. ამასთან, ისიც კარგად უნდა დაინახოთ, რა გიშლით ბედნიერებისა და წარმატების მიღწევაში. დაინახეთ ის პრობლემები, რომლებიც დიდი ხანია მოსაგვარებელი გაქვთ, ლილიტი მათ გამოკვეთს და გამოააშკარავებს. არ გირჩევთ ლილიტის გავლენით ნეგატივზე მკვეთრ რეაგირებას, ჯერ დაფიქრდით, გაანალიზეთ და ისე იმოქმედეთ, რომ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური.

ლილიტი სასწორში - უნდა იყოთ წესრიგის, კანონის, ჰარმონიის დამცველი. უნდა დააბალანსოთ სამყარო საკუთარ თავშიც და თქვენ გარშემოც. პროვოკაციები იქნება და მას მშვიდად, გააზრებულად უნდა მიუდგეთ. ნუ ჩაერევით ცუდ საქმიანობაში ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ სიტუაცია. თუ ხვდებით, რომ გატყუებენ ან ბოროტად იყენებენ თქვენს კეთილგანწყობას, დაფიქრდით, გაანალიზეთ სიტუაცია და იფიქრეთ მის მოგვარებაზე. არ ჩაერთოთ ტყუილებში, არ ეცადოთ

ზოგიერთმა შეიძლება გამოავლინოს საკუთარი უსიამოვნო თვისებები, ეცადოს გარშემო მყოფების გამოწვევას, პროვოცირებას, მაქინაციებს. არაა გამორიცხული გახშირდეს ინტრიგები და ჭორები. უფრო ხშირად გავიგებთ წყვილში ღალატის, ტყუილის შესახებ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი და განქორწინებაც კი.

არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანმა საკუთარი წარმატებისა და კეთილდღეობისთვის ჩაიდინოს მავნე საქციელი. შეიძლება გაიხსენოს წარსული წყენა ან გამოიკვეთოს რამე წარსულიდან და გადაწყვიტოს სამაგიეროს გადახდა. ზოგიერთი სხვების ერთმანეთზე გადაკიდებით ნახავს სარგებელს. შეიძლება სხვებიც მოატყუოთ და თავადაც ვერ გაერკვეთ სიმართლეში. თუ ადამიანი არ იმუშავებს საკუთარ თავზე და არ ეცდება მომხდარი ობიექტურად შეაფასოს და ჰარმონიას მიღწიოს, შეიძლება უსიამოვნებებს ვერსად გაექცეს. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი მავნე, ცოდვილი თვისებებით გაითქვას სახელი. იმატებს შემთხვევითი სექსუალური კავშირების ალბათობა. ადამიანებს მოუნდებათ სხვის ხარჯზე ცხოვრება.

ამ 9-თვიან პერიოდში არ გირჩევთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას, ლამაზი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. მოდასა და ხელოვნებაში შეიძლება წინ წამოიწიოს ცოდვის თემები. გაფრთხილდით, რომ თქვენი კეთილგანწყობით არ ისარგებლონ ბოროტმა ადამიანებმა და არ გახდეთ მანიპულატორების მსხვერპლი. პროვოკაციები იქნება, წარსულიდან გამოძახილი იქნება, მაგრამ არ ჩაერთოთ ჭორებში, ტყუილში, ცდუნებაში; იყავით ჰარმონიული, დიპლომატიური და გააზრებული.

საფრთხილოა ასაკები, რომლებიც მრავლდება ცხრაზე: 9, 18, 27, 36, 45 და ა.შ. განსაკუთრებით უსიამოვნოა 27 და 36 წლის. ამ წლებში ყველაზე ხშირია დაბრკოლება. ადამიანის ცხოვრება სრულიად ახალ დონეზე გადადის. 36 წლის ასაკში ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ თავს, სიძლიერესა და შესაძლებლობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნება მის კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

ლილიტი სასწორში იყო 2015 წელს (უფრო კონკრეტულად 2015 წლის 25 აგვისტოდან 2016 წლის 21 მაისამდე ) და გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში.