მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტი მორიელში - ტაბუს მსხვრევა და ბედისწერასთან უეჭველი მარცხის შიში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
ლილიტი მორიელში - ტაბუს მსხვრევა და ბედისწერასთან უეჭველი მარცხის შიში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ინ­გრე­სია: 27 მარ­ტი (2025) - 20 დე­კემ­ბე­რი (2025)

უარ­ყო­ფი­თი სლო­გა­ნი: და­ი­ვი­წყე სი­ნათ­ლე – ეს გზა მხო­ლოდ სიბ­ნე­ლე­ში მი­დის.

და­დე­ბი­თი სლო­გა­ნი: და­ი­მორ­ჩი­ლე შენი ბნე­ლი მხა­რე, აქ­ციე ეს ძა­ლად და გახ­დი ოს­ტა­ტი.

შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვმარ­ტოთ, რო­გორც ყო­ველ­გვა­რი აკ­რძა­ლუ­ლის (ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლის) დარ­ღვე­ვა, რო­დე­საც იდუ­მა­ლის შე­მეც­ნე­ბის, მას­ში წვდო­მის და მისი და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, ვიდ­რე მისი აკ­რძალ­ვის ში­შის ან სირ­ცხვი­ლის გან­ცდა. რე­ლი­გი­ურ-ეზო­ტე­რი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს არის ადამ და ევას მიერ "აკ­რძა­ლუ­ლი ხი­ლის" ჭამა, რა­საც მოს­დევს მათი სა­მო­თხი­დან გა­მო­ძე­ვე­ბა. არ­ქე­ტი­პუ­ლად, "ლი­ლი­ტი - მო­რი­ელ­ში" შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, "და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზიც", რო­მე­ლიც იწყებს ამ­ბოხს და არ­და­მორ­ჩი­ლე­ბას.

ნე­ბის­მი­ე­რი და­წე­სე­ბუ­ლი ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა სწო­რედ ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი სიმ­ბო­ლოს უკავ­შირ­დე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ლი­ლი­ტი მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში იმოძ­რა­ვებს, გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი წმინ­და, საკ­რა­ლუ­რი სივ­რცის დარ­ღვე­ვით, შე­ლახ­ვი­თა და შერყვნით. ლი­ლი­ტი - კავ­შირ­შია კარ­მულ ას­ტრო­ლო­გი­ას­თან და ამას თა­ვის­თა­ვად, მივ­ყა­ვართ მი­ზეზ­შე­დე­გობ­რი­ო­ბის კა­ნონ­თან, ანუ რაც ადრე და­თე­სი­ლის მი­ღე­ბას­თან (ეს საგ­რძნო­ბი გახ­დე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ისე სო­ცი­ა­ლურ თუ პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე).

ბუ­ნებ­რი­ვია, ლი­ლი­ტის მო­რი­ელ­ში ინ­გრე­სია აძ­ლი­ე­რებს ბრძო­ლის თე­მას და ეს ბრძო­ლა ხში­რად არის ხოლ­მე სას­ტი­კი, და­უნ­დო­ბე­ლი და რაც მთა­ვა­რია, დესტრუქ­ცი­უ­ლი. ხში­რად, ბრძო­ლა გო­ნი­ე­რე­ბის სა­ზღვრე­ბის გა­რეთ გა­დის და სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­წირ­ვამ­დეც კი მი­დის. ამი­ტომ, თით­ქმის 2025 წლის ბო­ლომ­დე ბევ­რი ადა­მი­ა­ნის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ხი­ლავთ თვით­დესტრუქ­ცი­ულ მოქ­მე­დე­ბებს, რო­დე­საც და­ი­კარ­გე­ბა გონი და ახ­ლის და­უფ­ლე­ბის ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი გა­მო­იწ­ვევს "გო­ნის" დეგ­რა­დი­რე­ბას, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ბევ­რი პრო­ცე­სის სტაგ­ნა­ცია ან სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოშ­ლა.

ბუ­ნებ­რი­ვია, გაძ­ლი­ერ­დე­ბა რა­დი­კა­ლიზ­მი და და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის გა­მო­ი­რი­ცხე­ბა კომ­პრო­მი­სის ძი­ე­ბის სურ­ვი­ლიც კი. ყვე­ლა აქამ­დე ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე კი­დევ უფრო და­შორ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს და ერ­თმა­ნე­თის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი გახ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, წინ წა­მო­ი­წევს შუ­რი­სა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ფაქ­ტო­რიც, რაც გაზ­რდის ინ­ტრი­გე­ბი­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბას (ეს თავს იჩენს რო­გორც საქ­მი­ან, ისე პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში). მო­რი­ე­ლის ენერ­გია სიმ­ბო­ლუ­რად უკავ­შირ­დე­ბა მერ­ვე ას­ტრო­ლო­გი­ურ სახ­ლს, ამი­ტომ ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, სა­რის­კო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებ­ში და ბიზ­ნეს-სა­კი­თხებ­ში. საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­მა­ტებს ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის ალ­ბა­თო­ბა.

ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი:

* ინ­ტენ­სი­უ­რი ემო­ცია – სიღ­რმი­სე­უ­ლი გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად დათ­რგუ­ნუ­ლია, გან­დევ­ნი­ლია და სრუ­ლად ვერ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

* მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და მაგ­ნე­ტიზ­მი – სექ­სუ­ა­ლუ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში ძლი­ერ ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ებს იწ­ვევს.

* ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მებ­თან სი­ახ­ლო­ვე – სიკ­ვდი­ლი, სექ­სუ­ა­ლო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ხში­რად თა­მა­შო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს.

* ზე­და­პი­რი­დან სიღ­რმე­ში ჩას­ვლა – ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, ეძე­ბოს სი­მარ­თლე უფრო ღრმად და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ნა­ი­რი ილუ­ზი­ის გა­რე­შე.

* ბრძო­ლა და (თვით)გა­ნად­გუ­რე­ბა – ტრანსფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი ხში­რად ხდე­ბა შო­კუ­რი მე­თო­დე­ბით (მა­გა­ლი­თად, მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ღა­ლა­ტით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი და რაც მთა­ვა­რია, კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით).

შე­საძ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბი:

* შიში და ობ­სე­სია – ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოს, რომ რა­ღაც აკ­რძა­ლუ­ლი და "ბნე­ლი" იზი­დავს, რაც მას­ში შფოთ­ვას იწ­ვევს.

* შუ­რის­ძი­ე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა – ადა­მი­ა­ნი რთუ­ლად პა­ტი­ობს, უფრო მე­ტიც, ცდი­ლობს სხვებს სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­დოს, რა­საც დესტრუქ­ცი­ას­თან მიჰ­ყავს.

* სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის მი­მართ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სირ­ცხვი­ლის გან­ცდა – გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­სუ­ა­ლურ და ემო­ცი­ურ ას­პექ­ტებ­ში, რად­გან მო­რი­ე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სიღ­რმი­სე­ულ ემო­ცი­ას­თან. კომ­პლექ­სე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნი რთუ­ლად ახერ­ხებს სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნას ან სა­ერ­თოდ, ბლო­კავს მას.

* კონ­ტრო­ლის სურ­ვი­ლი - ადა­მი­ა­ნი ში­შის გამო ცდი­ლობს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კონ­ტრო­ლოს. ხში­რად ეს მო­დის, მო­მავ­ლის ში­ში­დან და ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რი სურ­ვი­ლი, რომ მას ან მის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ამი­ტომ ცდი­ლობს "გა­ა­კონ­ტრო­ლოს" ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ხში­რად მოს­დევს გა­დაღ­ლი­სა და გა­მო­ფიტ­ვის გან­ცდა.

რჩე­ვა:

ამ დროს სა­ჭი­როა გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი აგ­რე­სი­ის, სიბ­რა­ზის, ასე­ვე ში­შე­ბი­სა და აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მარ­თვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას, რო­გორც პი­როვ­ნუ­ლი ზრდის ინ­სტრუ­მენ­ტი. სა­კუ­თა­რი "ჩრდი­ლის" შეს­წავ­ლას და მას­თან და­მე­გობ­რე­ბას მოს­დევს სწო­რი ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი. შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე და ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას ჰარ­მო­ნი­ას­თან და სა­სი­კე­თო და­სას­რულ­თან მივ­ყა­ვართ. სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი კარ­გად უნდა გა­და­ი­სინ­ჯოს და მათი შეს­რუ­ლე­ბის­თვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გზე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხოს. "ტოქ­სი­კუ­რი" ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფრთხი­ლად და ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სუ­ლი­ე­რი გაძ­ლი­ე­რე­ბას მოს­დევს ნგრე­ვის შე­ჩე­რე­ბა და შე­ნე­ბის და­წყე­ბა.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლილიტი მორიელში - ტაბუს მსხვრევა და ბედისწერასთან უეჭველი მარცხის შიში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ლილიტი მორიელში - ტაბუს მსხვრევა და ბედისწერასთან უეჭველი მარცხის შიში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ინგრესია: 27 მარტი (2025) - 20 დეკემბერი (2025)

უარყოფითი სლოგანი: დაივიწყე სინათლე – ეს გზა მხოლოდ სიბნელეში მიდის.

დადებითი სლოგანი: დაიმორჩილე შენი ბნელი მხარე, აქციე ეს ძალად და გახდი ოსტატი.

შავი მთვარე (ლილიტი) მორიელის ზოდიაქოში შეიძლება განვმარტოთ, როგორც ყოველგვარი აკრძალულის (ტაბუირებულის) დარღვევა, როდესაც იდუმალის შემეცნების, მასში წვდომის და მისი დაუფლების სურვილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი აკრძალვის შიშის ან სირცხვილის განცდა. რელიგიურ-ეზოტერიკული თვალსაზრისით, ეს არის ადამ და ევას მიერ „აკრძალული ხილის“ ჭამა, რასაც მოსდევს მათი სამოთხიდან გამოძევება. არქეტიპულად, „ლილიტი - მორიელში“ შეიძლება წარმოვიდგინოთ, „დაცემული ანგელოზიც“, რომელიც იწყებს ამბოხს და არდამორჩილებას.

ნებისმიერი დაწესებული ზღვარის გადალახვა სწორედ ამ ასტროლოგიური სიმბოლოს უკავშირდება.

აქედან გამომდინარე, პერიოდი, როდესაც ლილიტი მორიელის ნიშანში იმოძრავებს, გამორჩეული იქნება ყველანაირი წმინდა, საკრალური სივრცის დარღვევით, შელახვითა და შერყვნით. ლილიტი - კავშირშია კარმულ ასტროლოგიასთან და ამას თავისთავად, მივყავართ მიზეზშედეგობრიობის კანონთან, ანუ რაც ადრე დათესილის მიღებასთან (ეს საგრძნობი გახდება როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ თუ პოლიტიკურ დონეზე).

ბუნებრივია, ლილიტის მორიელში ინგრესია აძლიერებს ბრძოლის თემას და ეს ბრძოლა ხშირად არის ხოლმე სასტიკი, დაუნდობელი და რაც მთავარია, დესტრუქციული. ხშირად, ბრძოლა გონიერების საზღვრების გარეთ გადის და საკუთარი თავის შეწირვამდეც კი მიდის. ამიტომ, თითქმის 2025 წლის ბოლომდე ბევრი ადამიანის, ორგანიზაციის თუ ქვეყნის ცხოვრებაში ვიხილავთ თვითდესტრუქციულ მოქმედებებს, როდესაც დაიკარგება გონი და ახლის დაუფლების ძლიერი სურვილი გამოიწვევს „გონის“ დეგრადირებას, რასაც მოჰყვება ბევრი პროცესის სტაგნაცია ან საბოლოოდ ჩამოშლა.

ბუნებრივია, გაძლიერდება რადიკალიზმი და დაპირისპირების შემთხვევაში თითქმის გამოირიცხება კომპრომისის ძიების სურვილიც კი. ყველა აქამდე ურთიერთდაპირისპირებული მხარე კიდევ უფრო დაშორდება ერთმანეთს და ერთმანეთისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელი გახდება. გარდა ამისა, წინ წამოიწევს შურისა და ეჭვიანობის ფაქტორიც, რაც გაზრდის ინტრიგებისა და მანიპულაციების ალბათობას (ეს თავს იჩენს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში). მორიელის ენერგია სიმბოლურად უკავშირდება მერვე ასტროლოგიურ სახლს, ამიტომ ეს შეიძლება გამოვლინდეს სექსუალურ ურთიერთობებში, სარისკო ფინანსურ ოპერაციებში და ბიზნეს-საკითხებში. საქმიან ცხოვრებაში მოიმატებს ფინანსური კრიზისის ალბათობა.

ძირითადი მახასიათებლები:

* ინტენსიური ემოცია – სიღრმისეული გრძნობები, რომლებიც ხშირად დათრგუნულია, განდევნილია და სრულად ვერ გამოიხატება.

* მიმზიდველობა და მაგნეტიზმი – სექსუალური და ენერგეტიკული მიმზიდველობა, რომელიც ადამიანებში ძლიერ ემოციურ რეაქციებს იწვევს.

* ტაბუდადებულ თემებთან სიახლოვე – სიკვდილი, სექსუალობა, ძალაუფლება და ფსიქოლოგიური მანიპულაციები ხშირად თამაშობენ მნიშვნელოვან როლს.

* ზედაპირიდან სიღრმეში ჩასვლა – ადამიანს უჩნდება სურვილი, ეძებოს სიმართლე უფრო ღრმად და რაც მთავარია, ყველანაირი ილუზიის გარეშე.

* ბრძოლა და (თვით)განადგურება – ტრანსფორმაციისა და განახლების პროცესი ხშირად ხდება შოკური მეთოდებით (მაგალითად, მტკივნეული გამოცდილებით, ღალატით, მოულოდნელი და რაც მთავარია, კარდინალური ცვლილებებით).

შესაძლო სირთულეები:

* შიში და ობსესია – ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ რაღაც აკრძალული და „ბნელი" იზიდავს, რაც მასში შფოთვას იწვევს.

* შურისძიებისკენ მიდრეკილება – ადამიანი რთულად პატიობს, უფრო მეტიც, ცდილობს სხვებს სამაგიერო გადაუხადოს, რასაც დესტრუქციასთან მიჰყავს.

* საკუთარი სურვილების მიმართ არაადეკვატური სირცხვილის განცდა – განსაკუთრებით სექსუალურ და ემოციურ ასპექტებში, რადგან მორიელი დაკავშირებულია სიღრმისეულ ემოციასთან. კომპლექსების გამო, ადამიანი რთულად ახერხებს სექსუალურობის გამოვლენას ან საერთოდ, ბლოკავს მას.

* კონტროლის სურვილი - ადამიანი შიშის გამო ცდილობს ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს. ხშირად ეს მოდის, მომავლის შიშიდან და ადამიანს უჩნდება ქვეცნობიერი სურვილი, რომ მას ან მის ახლობელ ადამიანებს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ცდილობს „გააკონტროლოს“ ყველაფერი, რასაც ხშირად მოსდევს გადაღლისა და გამოფიტვის განცდა.

რჩევა:

ამ დროს საჭიროა გაუცნობიერებელი აგრესიის, სიბრაზის, ასევე შიშებისა და აკვიატებების გაცნობიერება და მართვა. ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა იქნას, როგორც პიროვნული ზრდის ინსტრუმენტი. საკუთარი „ჩრდილის“ შესწავლას და მასთან დამეგობრებას მოსდევს სწორი ემოციური რეაქციები. შურისძიებაზე, მანიპულაციაზე და ნებისმიერი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე უარის თქმას ჰარმონიასთან და სასიკეთო დასასრულთან მივყავართ. საკუთარი სურვილები კარგად უნდა გადაისინჯოს და მათი შესრულებისთვის კონსტრუქციული გზები უნდა მოინახოს. „ტოქსიკური“ ურთიერთობებისგან გათავისუფლება ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფსიქოლოგიური და სულიერი გაძლიერებას მოსდევს ნგრევის შეჩერება და შენების დაწყება.

ასტროლოგი რამაზ გიგაური