სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტი მორიელში გადავიდა - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რეკომენდაციები
ლილიტი მორიელში გადავიდა - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რეკომენდაციები

"რაც ძლი­ე­რია, გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ხოლო რაც სუს­ტია, და­ინ­გრე­ვა"

2025 წლის 26 მარტს ლი­ლი­ტი (შავი მთვა­რე) გა­და­ვი­და მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში და დარ­ჩე­ბა 2025 წლის 20 დე­კემ­ბრამ­დე.

ლი­ლი­ტი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ილუ­ზი­ე­ბის, აკ­რძა­ლუ­ლი სურ­ვი­ლე­ბის, კარ­მუ­ლი გა­მოც­დე­ბის და ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ვა­ნი მხა­რის სიმ­ბო­ლოა. ის გვიჩ­ვე­ნებს, სად შე­იძ­ლე­ბა ვი­ყოთ და­უც­ვე­ლე­ბი, რა გვხიბ­ლავს და გვა­ში­ნებს ერ­თდრო­უ­ლად, სად და რითი ვცდუნ­დე­ბით.

ლი­ლი­ტის ერთი ციკ­ლი მო­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 9 წელს, შე­სა­ბა­მი­სად, 9 წე­ლი­წად­ში ერთხელ სამ­ყა­როს ვა­ბა­რებთ გა­მოც­დებს სიმ­ტკი­ცე­ზე, ზრახ­ვე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის სი­სუფ­თა­ვე­ზე, სუ­ლი­ერ ზრდას­რუ­ლო­ბა­ზე

მო­რი­ე­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის, სიღ­რმის, ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და მენ­ტა­ლუ­რი სიმ­ტკი­ცის ნი­შა­ნია. მისი ენერ­გია უკავ­შირ­დე­ბა ფა­რულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, ში­შებს, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, ინ­ტი­მუ­რო­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლას. როცა ლი­ლი­ტი ამ ნი­შან­ში გა­და­დის, ის ამ ას­პექ­ტებს უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე აძ­ლი­ე­რებს.

ძი­რი­თა­დი თე­მე­ბია:

  • ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბი. ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში გა­ამ­წვა­ვებს სექ­სუ­ა­ლურ სურ­ვი­ლებს, აკ­რძა­ლულ ფან­ტა­ზი­ებ­სა და ვნე­ბებს.
  • ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბრძო­ლე­ბი – ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა, შე­საძ­ლოა, გა­მოვ­ლინ­დეს მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რი და მან­კი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი.
  • ტრანსფორ­მა­ცი­ის პე­რი­ო­დი – ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში გვა­ი­ძუ­ლებს, შევ­ხვდეთ ჩვენს ში­შებს და გა­მო­ვი­დეთ "ბნე­ლი ღრმა წყლე­ბი­დან" ტრანსფორ­მი­რე­ბუ­ლი, მტკი­ცე, ძლი­ე­რე­ბი.
  • ფა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი – შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს ინ­ტე­რე­სი მა­გი­ის, ოკულ­ტიზ­მი­სა და ფა­რუ­ლი ცოდ­ნის მი­მართ.
  • ინ­ტუ­ი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა – ინ­ტუ­ი­ცია გახ­დე­ბა უფრო ძლი­ე­რი, თუმ­ცა ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­რა­ნო­ია და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ში­შე­ბი.
  • ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი – ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში ამოწ­მებს ურ­თი­ერ­თო­ბებს: რაც ძლი­ე­რია, გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ხოლო რაც სუს­ტია, და­ინ­გრე­ვა.

რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ზე იმოქ­მე­დებს ყვე­ლა­ზე მე­ტად?

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იგ­რძნობს ამ ტრან­ზიტს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს შემ­დეგ ნიშ­ნებ­ზე:

ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა:

  • მო­რი­ე­ლი – ეს ტრან­ზი­ტი მათ პი­რად თვით­გა­მორ­კვე­ვას და ში­შებ­თან შე­ჯა­ხე­ბას აი­ძუ­ლებს. ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ამ ნი­შანს მარ­თებს
  • კურო (მო­რი­ე­ლის ოპო­ზი­ცია) – ფი­ნან­სუ­რი და პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი შე­საძ­ლოა შე­ირ­ყეს, ნუ და­უშ­ვებთ შეც­დო­მებს.
  • ლომი და მერ­წყუ­ლი (ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი) – მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აი­ძუ­ლებს მათ, კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მო­ვიდ­ნენ.

ზო­მი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა:

  • კირჩხი­ბი და თევ­ზე­ბი – ინ­ტუ­ი­ცია და ემო­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად – და­უც­ვე­ლო­ბის შეგ­რძნე­ბაც.
  • მშვილ­დო­სა­ნი და ვერ­ძი – ენერ­გია და ვნე­ბა მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ სუ­ლი­ერ სფე­რო­ში შიდა ბრძო­ლე­ბი გა­იზ­რდე­ბა.
  • ასე­ვე, ყუ­რადსა­ღე­ბია მათ­თვის, ვი­საც ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში ჰყავს, მათ­თვის ლი­ლი­ტის დაბ­რუ­ნე­ბაა.

ხვდე­ბით, ალ­ბათ, რომ ეს ზე­და­პი­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სწო­რედ ასე გა­თა­მაშ­დეს. სჯობს ნა­ხოთ, რო­მელ სახ­ლშია და რა პლა­ნე­ტას­თან აკე­თებს ეს ტრან­ზი­ტუ­ლი ლი­ლი­ტი შე­ერ­თე­ბებს ან და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად, სწო­რედ ამ სფე­რო­ებ­ში გაფრ­თხილ­დით, თავი აა­რი­დეთ ცდუ­ნე­ბებს, შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბას

რო­გორ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ ამ ტრან­ზი­ტის­თვის?

სა­კუ­თა­რი ჩრდი­ლო­ვა­ნი მხა­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა.ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში გვა­ი­ძუ­ლებს, ჩა­ვი­ხე­დოთ სა­კუ­თარ ბნელ მხა­რე­ში – ში­შებ­ში, აკ­რძა­ლულ სურ­ვი­ლებ­სა და ემო­ცი­ურ ტრავ­მებ­ში. პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბა და თვით­შე­მეც­ნე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ინ­ტუ­ი­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა და ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი­ამ პე­რი­ოდ­ში ინ­ტუ­ი­ცია ძლი­ერ­დე­ბა, მაგ­რამ ის შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ნო­ი­ა­ში ან ზედ­მეტ ემო­ცი­უ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. სა­სურ­ვე­ლია მე­დი­ტა­ცია, ენერ­გე­ტი­კუ­ლი გაწ­მენ­და და ემო­ცი­უ­რი ბა­ლან­სის პოვ­ნა.

ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში არ მო­ით­მენს ფა­რულ თა­მა­შებს. თუ ურ­თი­ერ­თო­ბა ტოქ­სი­კუ­რია, ის ან ტრანსფორ­მირ­დე­ბა, ან და­ინ­გრე­ვა.

ფი­ნან­სუ­რი სიფრ­თხი­ლე­მო­რი­ე­ლი ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ფრთხი­ლად მი­ღე­ბა.

ნუ გა­რის­კავთ და ნუ აი­ღებთ ისეთ ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­მო­მავ­ლოდ პრობ­ლე­მად შე­საძ­ლოა გექ­ცეთ. ნუ ჩად­გე­ბით თავ­დებ­ში სხვის ფი­ნან­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ასე­ვე, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ბან­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, დე­ტა­ლუ­რად გა­ე­ცა­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს.

სექ­სუ­ა­ლო­ბის და სურ­ვი­ლე­ბის მარ­თვა­ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში ძა­ლი­ან ძლი­ერ სექ­სუ­ა­ლურ იმ­პულ­სებს ქმნის, მაგ­რამ თუ ისი­ნი უკონ­ტრო­ლოა, შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ცუ­ლი ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი, რად­გან არის სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­ძე­ნის ალ­ბა­თო­ბა. ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში გა­იღ­ვი­ძებს მა­ნი­ა­კუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა, ამი­ტომ, თავს მო­უფრ­თხილ­დით, ნუ გახ­დე­ბით მათი სა­მიზ­ნე, თავი აა­რი­დეთ შემ­თხვე­ვით კავ­ში­რებს

  • მო­ე­რი­დეთ ბნელ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებს, მეტ­როს, ხალ­ხმრავ­ლო­ბას.
  • ასე­ვე, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ წყალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ზღვა, მდი­ნა­რე და სხვ.
  • მო­ა­წეს­რი­გეთ სან­ტექ­ნი­კა, არის პრობ­ლე­მე­ბის წარ­მოქ­მნის სა­შიშ­რო­ე­ბა.
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვა, ნუ მო­უყ­ვე­ბით ყვე­ლას თქვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა, ეს ტრან­ზი­ტი მარ­ტო ნე­გა­ტი­ვის მომ­ტა­ნი არ არის, ლი­ლი­ტი მო­რი­ელ­ში გვაძ­ლევს სიძ­ლი­ე­რეს, ში­ნა­გან ძა­ლას და უნარს, გა­ვუმკლავ­დეთ სირ­თუ­ლე­ებს, მაგ­რამ არ უნდა ავ­ყვეთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, ში­შებ­სა და აკ­ვი­ა­ტე­ბულ ფიქ­რებს.

სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა:ში­ნა­გა­ნი ტრანსფორ­მა­ცია და პი­როვ­ნუ­ლი ზრდა­სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლო­ბის მარ­თვა­ა­რა­ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა­ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ფა­რუ­ლი ცოდ­ნის ძი­ე­ბა

ეს ტრან­ზი­ტი გვას­წავ­ლის, რო­გორ გავ­ხდეთ ძლი­ე­რე­ბი და და­ვა­მუ­შა­ოთ ჩვე­ნი ბნე­ლი მხა­რე ისე, რომ ის ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ!

სი­კე­თე გქონ­დეთ!

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლილიტი მორიელში გადავიდა - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რეკომენდაციები

ლილიტი მორიელში გადავიდა - ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რეკომენდაციები

“რაც ძლიერია, გაძლიერდება, ხოლო რაც სუსტია, დაინგრევა“

2025 წლის 26 მარტს ლილიტი (შავი მთვარე) გადავიდა მორიელის ნიშანში და დარჩება 2025 წლის 20 დეკემბრამდე.

ლილიტი ასტროლოგიაში ილუზიების, აკრძალული სურვილების, კარმული გამოცდების და ჩვენი ჩრდილოვანი მხარის სიმბოლოა. ის გვიჩვენებს, სად შეიძლება ვიყოთ დაუცველები, რა გვხიბლავს და გვაშინებს ერთდროულად, სად და რითი ვცდუნდებით.

ლილიტის ერთი ციკლი მოიცავს დაახლოებით 9 წელს, შესაბამისად, 9 წელიწადში ერთხელ სამყაროს ვაბარებთ გამოცდებს სიმტკიცეზე, ზრახვებისა და ქმედებების სისუფთავეზე, სულიერ ზრდასრულობაზე

მორიელი ტრანსფორმაციის, სიღრმის, ძალაუფლებისა და მენტალური სიმტკიცის ნიშანია. მისი ენერგია უკავშირდება ფარულ საიდუმლოებებს, შიშებს, მანიპულაციებს, ინტიმურობასა და ფსიქოლოგიურ ძალას. როცა ლილიტი ამ ნიშანში გადადის, ის ამ ასპექტებს უკიდურესობამდე აძლიერებს.

ძირითადი თემებია:

  • ძლიერი ემოციური და სექსუალური სურვილები. ლილიტი მორიელში გაამწვავებს სექსუალურ სურვილებს, აკრძალულ ფანტაზიებსა და ვნებებს.
  • ძალაუფლების ბრძოლები – ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა, შესაძლოა, გამოვლინდეს მანიპულაციური და მანკიერი ქმედებები.
  • ტრანსფორმაციის პერიოდი – ლილიტი მორიელში გვაიძულებს, შევხვდეთ ჩვენს შიშებს და გამოვიდეთ "ბნელი ღრმა წყლებიდან" ტრანსფორმირებული, მტკიცე, ძლიერები.
  • ფარული ინფორმაცია და საიდუმლოებები – შეიძლება მოიმატოს ინტერესი მაგიის, ოკულტიზმისა და ფარული ცოდნის მიმართ.
  • ინტუიციის გაძლიერება – ინტუიცია გახდება უფრო ძლიერი, თუმცა ზოგჯერ შეიძლება იყოს პარანოია და მოჩვენებითი შიშები.
  • ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებები – ლილიტი მორიელში ამოწმებს ურთიერთობებს: რაც ძლიერია, გაძლიერდება, ხოლო რაც სუსტია, დაინგრევა.

რომელ ზოდიაქოს ნიშნებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?

ყველა ადამიანი იგრძნობს ამ ტრანზიტს, მაგრამ განსაკუთრებით იმოქმედებს შემდეგ ნიშნებზე:

ძლიერი ზემოქმედება:

  • მორიელი – ეს ტრანზიტი მათ პირად თვითგამორკვევას და შიშებთან შეჯახებას აიძულებს. ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ამ ნიშანს მართებს
  • კურო (მორიელის ოპოზიცია) – ფინანსური და პირადი უსაფრთხოების საკითხები შესაძლოა შეირყეს, ნუ დაუშვებთ შეცდომებს.
  • ლომი და მერწყული (ფიქსირებული ნიშნები) – მოულოდნელი ცვლილებები, რომლებიც აიძულებს მათ, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ.

ზომიერი ზემოქმედება:

  • კირჩხიბი და თევზები – ინტუიცია და ემოციური ცხოვრება გაძლიერდება, მაგრამ ამასთან ერთად – დაუცველობის შეგრძნებაც.
  • მშვილდოსანი და ვერძი – ენერგია და ვნება მოიმატებს, მაგრამ სულიერ სფეროში შიდა ბრძოლები გაიზრდება.
  • ასევე, ყურადსაღებია მათთვის, ვისაც ლილიტი მორიელში ჰყავს, მათთვის ლილიტის დაბრუნებაა.

ხვდებით, ალბათ, რომ ეს ზედაპირული ინფორმაციაა და არაა აუცილებელი სწორედ ასე გათამაშდეს. სჯობს ნახოთ, რომელ სახლშია და რა პლანეტასთან აკეთებს ეს ტრანზიტული ლილიტი შეერთებებს ან დაძაბულ ასპექტებს და ყველაზე მეტად, სწორედ ამ სფეროებში გაფრთხილდით, თავი აარიდეთ ცდუნებებს, შეცდომების დაშვებას

როგორ უნდა მოვემზადოთ ამ ტრანზიტისთვის?

საკუთარი ჩრდილოვანი მხარის გაცნობიერება.ლილიტი მორიელში გვაიძულებს, ჩავიხედოთ საკუთარ ბნელ მხარეში – შიშებში, აკრძალულ სურვილებსა და ემოციურ ტრავმებში. პირადი განვითარება და თვითშემეცნება ამ პერიოდში მნიშვნელოვანია.

ინტუიციის განვითარება და ემოციების კონტროლიამ პერიოდში ინტუიცია ძლიერდება, მაგრამ ის შეიძლება პარანოიაში ან ზედმეტ ემოციურობაში გადაიზარდოს. სასურველია მედიტაცია, ენერგეტიკული გაწმენდა და ემოციური ბალანსის პოვნა.

ტოქსიკური ურთიერთობების დასრულებალილიტი მორიელში არ მოითმენს ფარულ თამაშებს. თუ ურთიერთობა ტოქსიკურია, ის ან ტრანსფორმირდება, ან დაინგრევა.

ფინანსური სიფრთხილემორიელი ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სასურველია ინვესტიციების და ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ფრთხილად მიღება.

ნუ გარისკავთ და ნუ აიღებთ ისეთ ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც სამომავლოდ პრობლემად შესაძლოა გექცეთ. ნუ ჩადგებით თავდებში სხვის ფინანსებთან მიმართებაში, ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ბანკებთან ურთიერთობაში, დეტალურად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.

სექსუალობის და სურვილების მართვალილიტი მორიელში ძალიან ძლიერ სექსუალურ იმპულსებს ქმნის, მაგრამ თუ ისინი უკონტროლოა, შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოიტანოს. აუცილებელია დაცული ინტიმური კავშირი, რადგან არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეძენის ალბათობა. ზოგიერთ ადამიანში გაიღვიძებს მანიაკური სექსუალური გრძნობები, ძალადობის მცდელობა, ამიტომ, თავს მოუფრთხილდით, ნუ გახდებით მათი სამიზნე, თავი აარიდეთ შემთხვევით კავშირებს

  • მოერიდეთ ბნელ ადგილებში სიარულს, მიწისქვეშა გადასასვლელებს, მეტროს, ხალხმრავლობას.
  • ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ წყალთან ურთიერთობისას, ზღვა, მდინარე და სხვ.
  • მოაწესრიგეთ სანტექნიკა, არის პრობლემების წარმოქმნის საშიშროება.
  • აუცილებელია საიდუმლოს დაცვა, ნუ მოუყვებით ყველას თქვენი გეგმების შესახებ.

თუმცა, ეს ტრანზიტი მარტო ნეგატივის მომტანი არ არის, ლილიტი მორიელში გვაძლევს სიძლიერეს, შინაგან ძალას და უნარს, გავუმკლავდეთ სირთულეებს, მაგრამ არ უნდა ავყვეთ მანიპულაციას, შიშებსა და აკვიატებულ ფიქრებს.

სასარგებლო იქნება:შინაგანი ტრანსფორმაცია და პიროვნული ზრდასაკუთარი ემოციებისა და სექსუალობის მართვაარაჯანსაღი ურთიერთობების გადაფასებაფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასულიერი განვითარება და ფარული ცოდნის ძიება

ეს ტრანზიტი გვასწავლის, როგორ გავხდეთ ძლიერები და დავამუშაოთ ჩვენი ბნელი მხარე ისე, რომ ის ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ!

სიკეთე გქონდეთ!

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე