მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტი ლომში გადავიდა: არ გადავარდეთ ილუზიებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ლილიტი ლომში გადავიდა: არ გადავარდეთ ილუზიებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლი­ლი­ტი 8 იან­ვარს კირჩხი­ბი­დან ლომ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 9 თვეს გა­ა­ტა­რებს და ქალ­წულს 2023 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს ეს­ტუმ­რე­ბა. ლი­ლი­ტი ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლია, მაგ­რამ საკ­მაო გავ­ლე­ნა აქვს ჩვენ­ზე. ადა­მი­ან­ში აძ­ლი­ე­რებს ცდუ­ნე­ბას, შეც­დო­მებს, ში­შებს, კარ­მას. ლომ­ში ლი­ლი­ტის ყოფ­ნის დროს გა­მო­იკ­ვე­თე­ბა რამ­დე­ნი­მე თემა: სიყ­ვა­რუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბა, ბავ­შვე­ბი და ლი­დე­რო­ბა.

ლომ­ში ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ეგო­იზ­მი, ნარ­ცი­სიზ­მი. ნუ აჰ­ყვე­ბით მი­რაჟს, ილუ­ზი­ებს. იყა­ვით გა­აზ­რე­ბუ­ლი და ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შვი­ლებ­თან; არ გირ­ჩევთ მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, ჰი­პერმზრუნ­ვე­ლო­ბას ან პი­რი­ქით, და­შო­რე­ბას მას­თან. პი­რი­ქით, შე­ა­ქეთ, შე­ა­გუ­ლი­ა­ნეთ. იყა­ვით გუ­ლუხ­ვი მათ მი­მართ. და­ა­ინ­ტე­რე­სეთ შე­მოქ­მე­დე­ბით. თუ უკვე გაქვთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი შვი­ლებ­თან, მი­იყ­ვა­ნეთ ფსი­ქო­ლოგ­თან, კარ­გია ფსი­ქო­თე­რა­პი­ის კურ­სიც. ნუ უყუ­რებთ თქვენს შვილს რო­გორც თქვენს სა­კუთ­რე­ბას, და­ა­ფა­სეთ მას­ში პი­როვ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს აბორ­ტე­ბის, მუც­ლის მოშ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, შვი­ლის მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი. გახ­შირ­დე­ბა თა­ო­ბა­თა და­პი­რის­პი­რე­ბა.

ლი­ლიტ­მა შე­იძ­ლე­ბა გრძნო­ბებ­ზეც მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა. თუ ხვდე­ბით რომ თქვენ გვერ­დით არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ გა­ნი­ჭებთ ბედ­ნი­ე­რე­ბას, უმ­ჯო­ბე­სია, და­შორ­დეთ მას. ამას­თან, მარ­ტო­ხე­ლებს ელო­დე­ბათ დიდ სიყ­ვა­რულ­თან, კარ­მულ პარტნი­ორ­თან შეხ­ვედ­რა და ვერ გე­ტყვით, რომ ეს კავ­ში­რი უპ­რობ­ლე­მოდ გან­ვი­თარ­დე­ბა. აქაც სა­სურ­ვე­ლია მო­უხ­მოთ გო­ნი­ე­რე­ბას, არ გა­და­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში და თუ ხვდე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი გთრგუ­ნავთ, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე მე­ტად ტკი­ვილს გა­ნი­ჭებთ, გა­ე­ცა­ლეთ. სიყ­ვა­რუ­ლის გამო ნუ გა­ი­ღებთ მსხვერ­პლს, ნუ და­ან­გრევთ ოჯახს, ან სა­კუ­თარ თავს, ცხოვ­რე­ბას.

ლომ­ში ლი­ლი­ტის ყოფ­ნის დროს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვებ­ზე წინ და­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი. ეს არაა ცუდი, თუ თქვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი სა­ფუძ­ვლი­ა­ნია და თუ არა­ფერს წარ­მო­ად­გენთ, ზედ­მე­ტი ბა­ქი­ბუ­ქო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ლომი არის თე­ატ­რა­ლუ­რი ნი­შა­ნი და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მორ­ჩე­ულ ჩაც­მუ­ლო­ბას მი­ა­ნი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. მო­გინ­დე­ბათ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა თქვე­ნი ვარ­ცხნი­ლო­ბით, სა­მო­სით, მა­კი­ა­ჟით. მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ აზარ­ტუ­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით ფულ­ზე თა­მა­შის დრო. უმ­ჯო­ბე­სია, ამ სფე­როს სა­ერ­თოდ ჩა­მო­შორ­დეთ, თუ არ გსურთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­ში გახ­ვე­ვა.

ასევე დაგაინტერესებთ
18:18 / 06-01-2023

სავსემთვარეობა კირჩხიბში: ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, სიჯიუტისა და გაბუტვის დრო არაა

23:55 / 08-01-2023

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 09-01-2023

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

21:44 / 10-01-2023

ზოდიაქოს 5 ყველაზე მსმელი ნიშანი

00:02 / 11-01-2023

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:17 / 12-01-2023

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

21:43 / 12-01-2023

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის: “გახშირდება მიმოსვლა, მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები“

21:45 / 13-01-2023

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყოველთვის უხერხულ სიტუაციებში ხვდება

23:55 / 13-01-2023

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:55 / 14-01-2023

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, ლი­ლი­ტის ლომ­ში ყოფ­ნის დროს მა­ქის­მა­ლუ­რად უნდა მო­უფრ­თხილ­დეთ გულს, გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას, აკონ­ტრო­ლეთ წნე­ვა. არ გირ­ჩევთ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბი­სას. და ეს გაფრ­თხი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ბავ­შვებს და ხან­დაზ­მუ­ლებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ქა­რიზ­მა­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ლი­დერ-გა­დამ­რჩე­ნის როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ, მაგ­რამ გო­ნივ­რუ­ლად შე­ა­ფა­სეთ ყვე­ლა­ფე­რი, ბრმად ნუ­რა­ვის ენ­დო­ბით. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ვი­ღა­ცამ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­გი­ყე­ნოთ. ლომი ლი­დე­რი, მეფე და ხე­ლი­სუ­ფა­ლია და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს სა­კუ­თა­რი ეგო­იზ­მის გამო მო­უნ­დე­ბათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბის გა­წირ­ვა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გა­მოვ­ლინ­დეს ლი­დერ­თა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი და ხალ­ხმა მისი ჩა­მოგ­დე­ბა გა­და­წყვი­ტონ. ამას­თან, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დად­გას დიდი წარ­მოდ­გე­ნა სხვე­ბის მო­ტყუ­ე­ბის მიზ­ნით. სხვა­თა შო­რის, ამ პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი და დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის მო­სახ­დე­ნი.

წლე­ბის წინ ლი­ლი­ტი ლომ­ში იყო 2014 წლის 4 მარ­ტი­დან 28 ნო­ემ­ბრამ­დე; კი­დევ უფრო ადრე 2005 წლის 29 აპ­რი­ლი­დან 2006 წლის 26 იან­ვრამ­დე. გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ წლებ­ში. გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­უშ­ვათ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, იგი­ვე საც­დუ­ნე­ბე­ლი.

ლი­ლი­ტის ლომ­ში ყოფ­ნას ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იგ­რძნობს და გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც წელს გახ­დე­ბი­ან 9, 18, 27, 36, 45, 54, 63 და ა.შ.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ლი­ლი­ტის ლომ­ში ყოფ­ნის დროს მეტი სარ­გე­ბე­ლი რომ მი­ვი­ღოთ: ეცა­დეთ, დრო და­უთ­მოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, არტთე­რა­პი­ას; მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ შვი­ლე­ბის გვერ­დით; იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე მათ მი­მართ. მეტი ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი. ჩა­იც­ვით ლა­მა­ზად, მოხ­დე­ნი­ლად. არა­ვის მის­ცეთ თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბის, წყე­ნის უფ­ლე­ბა. ეცა­დეთ, ასი­ა­მოვ­ნოთ სა­კუ­თარ თავს; მე­ტად შე­იყ­ვა­რეთ სა­კუ­თა­რი თავი და ნუ­რა­ვის გამო ნუ და­ი­ჩაგ­რავთ თავს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მი­ი­ღოთ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ ამ დროს არ უნდა აგი­ვარ­დეთ თავ­ში და არ გახ­დეთ მა­რი­ო­ნე­ტი სხვის ხელ­ში. გაფრ­თხილ­დით, რომ სხვამ თა­ვის ცუდი საქ­მე თქვე­ნი ხე­ლით არ გა­გა­კე­თე­ბი­ნოთ.

ვერ­ძი

გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან. ნუ მოს­თხოვთ ზედ­მეტ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ნურც ჰი­პერმზრუნ­ვე­ლო­ბით გა­ა­წა­მებთ. და­ა­ფა­სეთ მას­ში პი­როვ­ნე­ბა. შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ი­ცა­ვით ოქ­როს შუ­ა­ლე­დი. ისე­ვე რო­გორც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. და­ფიქ­რდით, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვენ გვერ­დი­თაა, არის თქვე­ნი ღირ­სი? მო­გინ­დე­ბათ, რომ პარტნი­ორ­მა მე­ტად და­გა­ფა­სოთ, მუდ­მი­ვად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყოს თქვე­ნით. მო­ე­რი­დეთ აზარ­ტულ თა­მა­შებს, არც სა­ჭეს­თან გირ­ჩევთ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას.

კურო

იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, როცა საქ­მე ოჯახს, უძ­რავ ქო­ნე­ბას ეხე­ბა. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ქორ­წი­ნე­ბას­თან ან გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ და­ი­ძა­ბე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ოჯა­ხის რო­მე­ლი­ღაც წევ­რს არ უყ­ვარ­ხართ, რა­ღა­ცას გი­მა­ლავთ. იყა­ვით გუ­ლახ­დი­ლი მათ­თან. არ გა­ა­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. და­ი­ცა­ვით ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი.

ტყუ­პი

ნუ ენ­დო­ბით გა­და­უ­მოწ­მე­დელ ინ­ფორ­მა­ცი­ას და არც თა­ვად გა­ავ­რცე­ლოთ. აკონ­ტრო­ლეთ ის, რა­საც ამ­ბობთ; და ყვე­ლამ სწო­რად გა­ი­გოს თქვე­ნი ნათ­ქვა­მი. მო­ე­რი­დეთ ნე­გა­ტი­ურ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, ჭო­რებს. დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ სა­ბუ­თე­ბი, სა­ნამ დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერთ, კარ­გად გა­ე­ცა­ნით. და­ი­ცა­ვით მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მძღო­ლი ხართ.

კირჩხი­ბი

ფი­ნან­სე­ბის მი­მართ გმარ­თებთ მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა. ნუ ენ­დო­ბით შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, სა­დაც მო­მენ­ტა­ლურ გამ­დიდ­რე­ბას გპირ­დე­ბი­ან. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო, მაგ­რამ ეცა­დეთ, ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი იყოს. ასე­ვე სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბი­სად­მი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­და­რი­ცხვე­ბი­სას. თუ ვინ­მეს რა­მეს და­პირ­დით, ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დრო­უ­ლად უნდა აუ­ნა­ზღა­უ­როთ. აკონ­ტრო­ლეთ იმ პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხი, რა­საც მი­ირ­თმევთ. ნურც იშიმ­ში­ლებთ და ნურც კუჭს გა­დატ­ვირ­თვათ.

ლომი

და­ფიქ­რდით, რო­გორ აფა­სებთ თქვენს პარტნი­ორს და რას წარ­მო­ად­გენთ მის­თვის. უფრო მე­ტად უნდა და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი. მე­ტად უნდა შე­იყ­ვა­როთ თქვე­ნი თავი. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ნუ ეც­დე­ბით პარტნი­ო­რის დაკ­ნი­ნე­ბას. და­ი­ცა­ვით ოქ­როს შუ­ა­ლე­დი. იყა­ვით გულ­მარ­თა­ლი პარტნი­ორ­თან. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ მუ­შა­ო­ბის დრო­საც. ნუ გგო­ნი­ათ, რომ სხვა ვერ გა­ა­კე­თებს თქვენ­სა­ვით და ნურც იმას იტყვით, რომ ვერ შეძ­ლებთ იმას, რა­საც სხვა აკე­თებს. მო­გინ­დე­ბათ, რომ გარ­შე­მო მყო­ფებ­მა მე­ტად და­გა­ფა­სონ, მო­ი­თხოვთ ახ­ლობ­ლე­ბის­გან მეტ ყუ­რა­დღე­ბას. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ჭო­რე­ბის, გან­ხილ­ვის გმი­რი გახ­დე­ბით. არ მი­აქ­ცი­ოთ არა­ფერს და არა­ვის ყუ­რა­დღე­ბა, აკე­თეთ თქვე­ნი საქ­მე და იყა­ვით ბედ­ნი­ე­რი.

ქალ­წუ­ლი

გა­მო­არ­კვევთ სა­ი­დუმ­ლოს, რა­საც გი­მა­ლავ­დნენ, მაგ­რამ ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თქვენს შე­სა­ხე­ბაც გავ­რცელ­დეს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, ვი­ღა­ცამ წარ­სუ­ლი ამო­გი­ქე­ქოთ. მო­გინ­დე­ბათ შორს გაქ­ცე­ვა და ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­წყე­ბა. ეს არის წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის დრო. არ გირ­ჩევთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის შექ­მნას, ფა­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გაბ­მას. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის ფა­რუ­ლი წყა­რო.

სას­წო­რი

არ და­უშ­ვათ შეც­დო­მა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა თქვენ გახ­დეთ ეჭ­ვი­ა­ნი ან პარტნი­ო­რი. არ გირ­ჩევთ ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას. უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ასა­ცი­ლებ­ლად, უმ­ჯო­ბე­სია, პარტნი­ორ­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი. ფორ­ტუ­ნა ხში­რად გა­გი­მარ­თლებთ და უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­და­ნაც და­გი­ცავთ, მაგ­რამ ეცა­დეთ, საფრ­თხე­ში არ გა­ყოთ თავი. გაფრ­თხილ­დით, როცა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებთ. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან იყა­ვით ფრთხი­ლად, ნუ და­უ­მე­გობ­რდე­ბით სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებს. აგ­რეთ­ვე, დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, სა­ნამ ახალ კო­ლექ­ტივ­ში, ჯგუფ­ში გა­წევ­რდე­ბით. მო­გი­წევთ მე­ტად ზრუნ­ვა სხვის შვი­ლებ­ზე: ნათ­ლუ­ლი, გერი.

მო­რი­ე­ლი

მო­გინ­დე­ბათ სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა. არ მო­გინ­დე­ბათ ვინ­მე­ზე (მშობ­ლებ­ზეც კი) დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ამის გამო მუდ­მი­ვად გექ­ნე­ბათ უსი­ა­მოვ­ნე­ბა. ამას­თან, არ გირ­ჩევთ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას და დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად გაფრ­თხილ­დით, რომ სა­სურ­ველს უპა­ტი­ოს­ნო გზით არ მი­აღ­წი­ოთ. მო­გინ­დე­ბათ მე­ტის მიღ­წე­ვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს პა­ტი­ო­სა­ნი გზით. არ აჰ­ყვეთ ცდუ­ნე­ბას, რომ გა­მო­ი­მუ­შა­ოთ მეტი, გახ­დეთ ხელ­მძღვა­ნე­ლი; იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. და­ბო­ლოს, კა­რი­ე­რის გამო ნუ მო­აკ­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას ოჯახს.

მშვილ­დო­სა­ნი

ნუ გახ­დე­ბით ილუ­ზი­უ­რი იდე­ე­ბის მსხვერ­პლი, ნუ გა­ი­ჩენთ ცრუ გუ­რუს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ და­გა­ზა­რა­ლებთ. მო­ე­რი­დეთ კა­მათს იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. ნურც თქვენ გგო­ნი­ათ, რომ თქვე­ნი აზ­რია იდე­ა­ლუ­რი და სწო­რი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის ან უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის დროს. გა­და­ა­მოწ­მეთ ბი­ლე­თე­ბი, ბარ­გი, ფი­ნან­სე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბო­ბის დრო­საც, რომ არ გახ­დეთ აფე­რის­ტის მსხვერ­პლი. არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ სწავ­ლის დრო­საც. ნუ მი­ა­ტო­ვებთ კურ­სებს, ლექ­ცი­ებს.

თხის რქა

ნუ გა­რის­კავთ ფუ­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბით. არ გირ­ჩევთ აჩ­ქა­რე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ. სა­სურ­ვე­ლია, შე­თან­ხმე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი პარტნი­ორ­თან ფუ­ლის გამო კა­მა­თი. შე­იძ­ლე­ბა მან გა­და­წყვი­ტოს თქვე­ნი გა­კონ­ტრო­ლე­ბა, თუ რამე სა­ეჭ­ვო შე­გამ­ჩნი­ათ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ აზარტს და რისკს. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თუ სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მაგ­რამ და­ი­ცა­ვით თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი პარტნი­ო­რი, რომ­ლის მი­მარ­თაც მო­მენ­ტა­ლუ­რად იგ­რძნობთ ვნე­ბას.

მერ­წყუ­ლი

ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ თქვენ არ ხართ მისი ღირ­სი ან ის არ შე­გე­ფე­რე­ბათ. ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი თა­ვიც და გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ახა­ლი საქ­მი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას; აგ­რეთ­ვე, ქორ­წი­ნე­ბი­სას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა. თუ უკვე გყავთ, იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი, მაგ­რამ არა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი.

თევ­ზე­ბი

არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი სამ­სა­ხურ­ში. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სას, ყვე­ლა დე­ტა­ლი და სა­ბუ­თი კარ­გად გა­ა­მოწ­მეთ. ეცა­დეთ, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გქონ­დეთ, ნუ შექ­მნით ქა­ოსს სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, არ აჰ­ყვეთ ცდუ­ნე­ბას და ნუ ენ­დო­ბით ცრუ და­პი­რე­ბებს. ყვე­ლა პუნ­ქტი გა­წე­რი­ლი და იუ­რი­დი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი უნდა იყოს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი რომ არ დარ­ჩეთ. არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძ­ბავს კო­ლე­გებ­თან. მო­ე­რი­დეთ მათ­თან თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს და ამას­თან არ იჭო­რა­ოთ არც კო­ლე­გებ­ზე და არც უფ­როს­ზე. და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა კვე­ბა­სა და ვარ­ჯიშ­ში. ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ში­შე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ, დრო­უ­ლად ჩა­ი­ტა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რათა იყოთ მშვი­დად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ლილიტი ლომში გადავიდა: არ გადავარდეთ ილუზიებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტი ლომში გადავიდა: არ გადავარდეთ ილუზიებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტი 8 იანვარს კირჩხიბიდან ლომში გადავიდა, სადაც 9 თვეს გაატარებს და ქალწულს 2023 წლის 3 ოქტომბერს ესტუმრება. ლილიტი ფიქტიური წერტილია, მაგრამ საკმაო გავლენა აქვს ჩვენზე. ადამიანში აძლიერებს ცდუნებას, შეცდომებს, შიშებს, კარმას. ლომში ლილიტის ყოფნის დროს გამოიკვეთება რამდენიმე თემა: სიყვარული, შემოქმედება, ბავშვები და ლიდერობა.

ლომში ყოფნის დროს ადამიანებში მოიმატებს ეგოიზმი, ნარცისიზმი. ნუ აჰყვებით მირაჟს, ილუზიებს. იყავით გააზრებული და ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედეთ. არაა გამორიცხული უსიამოვნება შვილებთან; არ გირჩევთ მათთან დაპირისპირებას, ჰიპერმზრუნველობას ან პირიქით, დაშორებას მასთან. პირიქით, შეაქეთ, შეაგულიანეთ. იყავით გულუხვი მათ მიმართ. დააინტერესეთ შემოქმედებით. თუ უკვე გაქვთ უსიამოვნებები შვილებთან, მიიყვანეთ ფსიქოლოგთან, კარგია ფსიქოთერაპიის კურსიც. ნუ უყურებთ თქვენს შვილს როგორც თქვენს საკუთრებას, დააფასეთ მასში პიროვნება. შეიძლება გახშირდეს აბორტების, მუცლის მოშლის რაოდენობა, შვილის მიტოვების ფაქტები. გახშირდება თაობათა დაპირისპირება.

ლილიტმა შეიძლება გრძნობებზეც მოახდინოს გავლენა. თუ ხვდებით რომ თქვენ გვერდით არსებული ადამიანი არ განიჭებთ ბედნიერებას, უმჯობესია, დაშორდეთ მას. ამასთან, მარტოხელებს ელოდებათ დიდ სიყვარულთან, კარმულ პარტნიორთან შეხვედრა და ვერ გეტყვით, რომ ეს კავშირი უპრობლემოდ განვითარდება. აქაც სასურველია მოუხმოთ გონიერებას, არ გადავარდეთ ილუზიებში და თუ ხვდებით, რომ ადამიანი გთრგუნავთ, ბედნიერებაზე მეტად ტკივილს განიჭებთ, გაეცალეთ. სიყვარულის გამო ნუ გაიღებთ მსხვერპლს, ნუ დაანგრევთ ოჯახს, ან საკუთარ თავს, ცხოვრებას.

ლომში ლილიტის ყოფნის დროს ადამიანებში მოიმატებს საკუთარი თავის სხვებზე წინ დაყენების სურვილი. ეს არაა ცუდი, თუ თქვენი ამბიციები საფუძვლიანია და თუ არაფერს წარმოადგენთ, ზედმეტი ბაქიბუქობა კარგს არაფერს მოგიტანთ. ლომი არის თეატრალური ნიშანი და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანები გამორჩეულ ჩაცმულობას მიანიჭებენ უპირატესობას. მოგინდებათ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა თქვენი ვარცხნილობით, სამოსით, მაკიაჟით. მოერიდეთ ზედმეტ აზარტულობას და განსაკუთრებით ფულზე თამაშის დრო. უმჯობესია, ამ სფეროს საერთოდ ჩამოშორდეთ, თუ არ გსურთ უსიამოვნებებში გახვევა.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ლილიტის ლომში ყოფნის დროს მაქისმალურად უნდა მოუფრთხილდეთ გულს, გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, აკონტროლეთ წნევა. არ გირჩევთ მზეზე დიდხანს ყოფნას. ზომიერება გმართებთ მზის აბაზანების მიღებისას. და ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ეხება ბავშვებს და ხანდაზმულებს.

საზოგადოებაში შეიძლება გამოჩნდეს ქარიზმატული პიროვნებები, რომლებიც ლიდერ-გადამრჩენის როლს შეასრულებენ, მაგრამ გონივრულად შეაფასეთ ყველაფერი, ბრმად ნურავის ენდობით. არაა გამორიცხული, ვიღაცამ საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. ლომი ლიდერი, მეფე და ხელისუფალია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხელმძღვანელ პირებს საკუთარი ეგოიზმის გამო მოუნდებათ დაქვემდებარებულების გაწირვა. არაა გამორიცხული, რომ გამოვლინდეს ლიდერთა საიდუმლოებები, მაქინაციები და ხალხმა მისი ჩამოგდება გადაწყვიტონ. ამასთან, ზოგიერთმა შეიძლება დადგას დიდი წარმოდგენა სხვების მოტყუების მიზნით. სხვათა შორის, ამ პერიოდში გადაღებული ფილმები და დადგმული სპექტაკლებიც შეიძლება იყოს პროპაგანდისტული, მანიპულირების მოსახდენი.

წლების წინ ლილიტი ლომში იყო 2014 წლის 4 მარტიდან 28 ნოემბრამდე; კიდევ უფრო ადრე 2005 წლის 29 აპრილიდან 2006 წლის 26 იანვრამდე. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ წლებში. გაფრთხილდით, რომ არ დაუშვათ იგივე შეცდომები. შეიძლება განმეორდეს იგივე სიტუაციები, იგივე საცდუნებელი.

ლილიტის ლომში ყოფნას ზოდიაქოს ყველა წარმომადგენელი იგრძნობს და განსაკუთრებით ისინი, ვინც წელს გახდებიან 9, 18, 27, 36, 45, 54, 63 და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ ლილიტის ლომში ყოფნის დროს მეტი სარგებელი რომ მივიღოთ: ეცადეთ, დრო დაუთმოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, არტთერაპიას; მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით; იყავით მოსიყვარულე მათ მიმართ. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები. ჩაიცვით ლამაზად, მოხდენილად. არავის მისცეთ თქვენი მოტყუების, წყენის უფლება. ეცადეთ, ასიამოვნოთ საკუთარ თავს; მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი და ნურავის გამო ნუ დაიჩაგრავთ თავს. გამორიცხული არაა, მიიღოთ მაღალი თანამდებობა, მაგრამ ამ დროს არ უნდა აგივარდეთ თავში და არ გახდეთ მარიონეტი სხვის ხელში. გაფრთხილდით, რომ სხვამ თავის ცუდი საქმე თქვენი ხელით არ გაგაკეთებინოთ.

ვერძი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. ნუ მოსთხოვთ ზედმეტ დამოუკიდებლობას და ნურც ჰიპერმზრუნველობით გააწამებთ. დააფასეთ მასში პიროვნება. შვილებთან ურთიერთობაში დაიცავით ოქროს შუალედი. ისევე როგორც პირად ურთიერთობაში. დაფიქრდით, ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, არის თქვენი ღირსი? მოგინდებათ, რომ პარტნიორმა მეტად დაგაფასოთ, მუდმივად აღფრთოვანებული იყოს თქვენით. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, არც საჭესთან გირჩევთ სიჩქარის გადაჭარბებას.

კურო

იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, როცა საქმე ოჯახს, უძრავ ქონებას ეხება. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას დაქორწინებასთან ან განქორწინებასთან დაკავშირებით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაიძაბება დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ოჯახის რომელიღაც წევრს არ უყვარხართ, რაღაცას გიმალავთ. იყავით გულახდილი მათთან. არ გააფუჭოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. დაიცავით ოჯახური ტრადიციები.

ტყუპი

ნუ ენდობით გადაუმოწმედელ ინფორმაციას და არც თავად გაავრცელოთ. აკონტროლეთ ის, რასაც ამბობთ; და ყველამ სწორად გაიგოს თქვენი ნათქვამი. მოერიდეთ ნეგატიურ გამონათქვამებს, ჭორებს. დაკვირვებით გააფორმეთ საბუთები, სანამ დოკუმენტს ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით. დაიცავით მოძრაობის წესები, განსაკუთრებით, თუ მძღოლი ხართ.

კირჩხიბი

ფინანსების მიმართ გმართებთ მეტი დაკვირვება. ნუ ენდობით შემოთავაზებას, სადაც მომენტალურ გამდიდრებას გპირდებიან. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო, მაგრამ ეცადეთ, ყველა კანონიერი იყოს. ასევე სიფრთხილე გმართებთ ფინანსური ხარჯებისადმი. იყავით დაკვირვებული გადარიცხვებისას. თუ ვინმეს რამეს დაპირდით, ფულთან დაკავშირებით, დროულად უნდა აუნაზღაუროთ. აკონტროლეთ იმ პროდუქტების ხარისხი, რასაც მიირთმევთ. ნურც იშიმშილებთ და ნურც კუჭს გადატვირთვათ.

ლომი

დაფიქრდით, როგორ აფასებთ თქვენს პარტნიორს და რას წარმოადგენთ მისთვის. უფრო მეტად უნდა დააფასოთ საკუთარი თავი. მეტად უნდა შეიყვაროთ თქვენი თავი. მაგრამ მეორე მხრივ, ნუ ეცდებით პარტნიორის დაკნინებას. დაიცავით ოქროს შუალედი. იყავით გულმართალი პარტნიორთან. ზომიერება გმართებთ მუშაობის დროსაც. ნუ გგონიათ, რომ სხვა ვერ გააკეთებს თქვენსავით და ნურც იმას იტყვით, რომ ვერ შეძლებთ იმას, რასაც სხვა აკეთებს. მოგინდებათ, რომ გარშემო მყოფებმა მეტად დაგაფასონ, მოითხოვთ ახლობლებისგან მეტ ყურადღებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჭორების, განხილვის გმირი გახდებით. არ მიაქციოთ არაფერს და არავის ყურადღება, აკეთეთ თქვენი საქმე და იყავით ბედნიერი.

ქალწული

გამოარკვევთ საიდუმლოს, რასაც გიმალავდნენ, მაგრამ ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არაა გამორიცხული, რომ თქვენს შესახებაც გავრცელდეს საიდუმლოებები, ვიღაცამ წარსული ამოგიქექოთ. მოგინდებათ შორს გაქცევა და ცხოვრების თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაწყება. ეს არის წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების დრო. არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას, ფარული კავშირების გაბმას. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო.

სასწორი

არ დაუშვათ შეცდომა პირად ურთიერთობაში. შეიძლება თქვენ გახდეთ ეჭვიანი ან პარტნიორი. არ გირჩევთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას. უსიამოვნებების ასაცილებლად, უმჯობესია, პარტნიორთან გულახდილი საუბარი. ფორტუნა ხშირად გაგიმართლებთ და უსიამოვნო სიტუაციებიდანაც დაგიცავთ, მაგრამ ეცადეთ, საფრთხეში არ გაყოთ თავი. გაფრთხილდით, როცა სოციალურ ქსელებში საკუთარ თავზე ინფორმაციას ავრცელებთ. ახალგაცნობილებთან იყავით ფრთხილად, ნუ დაუმეგობრდებით საეჭვო ადამიანებს. აგრეთვე, დაკვირვება გმართებთ, სანამ ახალ კოლექტივში, ჯგუფში გაწევრდებით. მოგიწევთ მეტად ზრუნვა სხვის შვილებზე: ნათლული, გერი.

მორიელი

მოგინდებათ სტატუსის ამაღლება, დაწინაურება. არ მოგინდებათ ვინმეზე (მშობლებზეც კი) დაქვემდებარება და ამის გამო მუდმივად გექნებათ უსიამოვნება. ამასთან, არ გირჩევთ საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და დაქვემდებარებულებით მანიპულირებას. მაქსიმალურად გაფრთხილდით, რომ სასურველს უპატიოსნო გზით არ მიაღწიოთ. მოგინდებათ მეტის მიღწევა, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს პატიოსანი გზით. არ აჰყვეთ ცდუნებას, რომ გამოიმუშაოთ მეტი, გახდეთ ხელმძღვანელი; იყავით დაკვირვებული და გააზრებული. დაბოლოს, კარიერის გამო ნუ მოაკლებთ ყურადღებას ოჯახს.

მშვილდოსანი

ნუ გახდებით ილუზიური იდეების მსხვერპლი, ნუ გაიჩენთ ცრუ გურუს, რომელიც საბოლოოდ დაგაზარალებთ. მოერიდეთ კამათს იმ ადამიანებთან, ვისაც თქვენგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია. ნურც თქვენ გგონიათ, რომ თქვენი აზრია იდეალური და სწორი. იყავით დაკვირვებული საზღვარგარეთ მოგზაურობის ან უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის დროს. გადაამოწმეთ ბილეთები, ბარგი, ფინანსები. ყურადღება გმართებთ ინტერნეტნაცნობობის დროსაც, რომ არ გახდეთ აფერისტის მსხვერპლი. არ დაძაბოთ ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან. დაკვირვება გმართებთ სწავლის დროსაც. ნუ მიატოვებთ კურსებს, ლექციებს.

თხის რქა

ნუ გარისკავთ ფულით, განსაკუთრებით პარტნიორის ფინანსებით. არ გირჩევთ აჩქარებას, ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ. სასურველია, შეთანხმებულად იმოქმედეთ. არაა გამორიცხული პარტნიორთან ფულის გამო კამათი. შეიძლება მან გადაწყვიტოს თქვენი გაკონტროლება, თუ რამე საეჭვო შეგამჩნიათ. მაქსიმალურად მოერიდეთ აზარტს და რისკს. არ გირჩევთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. თუ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებით ხართ დაკავებული, იყავით დიპლომატიური, მაგრამ დაიცავით თქვენი უფლებები. ზოგიერთის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი პარტნიორი, რომლის მიმართაც მომენტალურად იგრძნობთ ვნებას.

მერწყული

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ არ ხართ მისი ღირსი ან ის არ შეგეფერებათ. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი თავიც და გარშემო მყოფებიც. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული ახალი საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებისას; აგრეთვე, ქორწინებისას. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ მეორე შვილის გაჩენა. თუ უკვე გყავთ, იყავით მზრუნველი, მაგრამ არა მომაბეზრებელი.

თევზები

არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, ყველა დეტალი და საბუთი კარგად გაამოწმეთ. ეცადეთ, ყველაფერი მოწესრიგებული გქონდეთ, ნუ შექმნით ქაოსს სამუშაო მაგიდაზე. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, არ აჰყვეთ ცდუნებას და ნუ ენდობით ცრუ დაპირებებს. ყველა პუნქტი გაწერილი და იურიდიულად დამოწმებული უნდა იყოს, იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ. არ გირჩევთ ურთიერთობების დაძბავს კოლეგებთან. მოერიდეთ მათთან თქვენს პირად ცხოვრებაზე საუბარს და ამასთან არ იჭორაოთ არც კოლეგებზე და არც უფროსზე. დაიცავით ზომიერება კვებასა და ვარჯიშში. ლილიტის გავლენით შეიძლება გაგიჩნდეთ შიშები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები, რათა იყოთ მშვიდად.