მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტი კირჩხიბში: იძულებითი ემიგრაცია, ტრადიციების უარყოფა თუ დეპრესიულობა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ლილიტი კირჩხიბში: იძულებითი ემიგრაცია, ტრადიციების უარყოფა თუ დეპრესიულობა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლი­ლი­ტი, მას შავ მთვა­რე­საც უწო­დე­ბენ, 9 თვე­ში ერთხელ იც­ვლის ნი­შანს და 15 აპ­რილს და ტყუ­პი­დან კირჩხიბ­ში გა­და­დის, სა­დაც ასე­ვე 9 თვეს გა­ა­ტა­რებს, 2023 წლის 8 იან­ვრამ­დე. გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა კირჩხიბ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ლი­ლი­ტი: 09.06.2013-დან 05.03.2014 წლამ­დე და კი­დევ უფრო ადრე - 04.08.2004-დან 29.04-2005 წლამ­დე.

ლი­ლი­ტი არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, მაგ­რამ საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბა შე­უძ­ლია, რად­გან არის ცდუ­ნე­ბა, ში­შე­ბი, გვი­ბიძ­გებს არას­წო­რი ქმე­დე­ბე­ბის­კენ. ლი­ლიტს ხში­რად ბო­როტ ძა­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მაგ­რამ თუ გე­ცო­დი­ნე­ბათ სად გე­ლო­დე­ბათ საფრ­თხე, უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბას და და­ი­ცავთ თავს, გარ­შე­მო მყო­ფებს. ამას­თან, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ რა ას­პექ­ტებს გა­ა­კე­თებს ლი­ლი­ტი თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში პლა­ნე­ტებ­თან და მნიშ­ვნე­ლო­ვან წერ­ტი­ლებ­თან, რათა წი­ნას­წარ იცო­დეთ, სად უნდა და­იც­ვათ თავი ცდუ­ნე­ბის­გან, არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი, არ მო­იქ­ცეთ უღირ­სად. ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ყვე­ლა თა­ვი­სი უსი­ა­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს, ადა­მი­ა­ნი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დოს. ნუ გახ­დე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბის მსხვერ­პლი. არა­ვის მის­ცეთ უფ­ლე­ბა, რომ ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნონ თქვენ­ზე.

სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გი­ა­ში კირჩხი­ბი მარ­თავს კუჭს, მკერდს და ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ამ ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ. კვე­ბა უნდა იყოს ჯან­სა­ღი. უმე­ტე­სო­ბას, ვი­საც კირჩხი­ბის გავ­ლე­ნა აქვს, მო­უნ­დე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა. გა­უჩ­ნდე­ბა შიში, რომ ოჯახ­ში საჭ­მე­ლი არ იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის სამ­ყო­ფი.

კირჩხი­ბი, სა­დაც ლი­ლი­ტი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა სტუმ­რად, არის ჩვე­ნი ფეს­ვე­ბი, ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ვე­ბი, სამ­შობ­ლო. კირჩხი­ბი არის წყლის ნი­შა­ნი, ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტი, მთვა­რის მმარ­თვე­ლო­ბის სახ­ლი. კირჩხი­ბიც და მთვა­რეც ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან და ამი­ტომ კი­დევ უფრო მე­ტად მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­უ­რი ფონი. შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი; ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლი, სამ­შობ­ლო; ზოგს კი იძუ­ლე­თი ემიგ­რა­ცია ელო­დე­ბა.

კირჩხიბ­მა იცის წყე­ნის და­მახ­სოვ­რე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ძველ­მა წყე­ნამ თავი შე­გახ­სე­ნოთ ან გან­მე­ორ­დეს, თუ ჭკუა ვერ ის­წავ­ლეთ. იყა­ვით ძლი­ე­რი და მუ­დამ იფიქ­რეთ, რომ წყე­ნას კი არ აჰ­ყვეთ, დრა­მა­ში კი არ გა­და­ვარ­დეთ, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოთ. კირჩხი­ბის მმარ­თვე­ლი არის მთვა­რე, ლი­ლი­ტიც არის შავი მთვა­რე მთვა­რის ცუდი მხა­რე, მისი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. თუ კირჩხი­ბის ფუნ­ქცი­აა ოჯა­ხი და მთვა­რის - შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა, მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარი თქვან ოჯა­ხის შექ­მნა­ზე, შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზე. თუ გა­იხ­სე­ნებთ, მი­თო­ლო­გი­ა­ში ლი­ლი­ტი ადა­მის პირ­ვე­ლი ცოლი იყო, რო­მელ­საც არ სურ­და მორ­ჩი­ლე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნდა, რომ ღმერ­თმა ისიც ადა­მი­ვით სწო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი შექ­მნა; მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლი­ლი­ტი ჩვი­ლე­ბის მკვლე­ლად შე­რა­ცხეს.

მო­ე­რი­დეთ სახ­ლთან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას (მით უმე­ტეს სახ­ლის გა­ყიდ­ვას არ გირ­ჩევთ). მარ­ტი­ვი რე­მონ­ტიც კი შე­იძ­ლე­ბა დიდ თა­ვის ტკი­ვილ­ში გა­და­გე­ზარ­დოთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, პა­ტი­ვი ეცით ასა­კით უფ­როს ნა­თე­სა­ვებს. გახ­სოვ­დეთ, რომ ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რი მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ეცა­დეთ, სა­კუ­თარ სახ­ლში მუ­დამ გქონ­დეთ სი­სუფ­თა­ვე და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა. პა­ტი­ვი ეცით ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს. ლი­ლი­ტის კირჩხიბ­ში ყოფ­ნი­სას სა­სურ­ვე­ლია, აღად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ბუ­ტულ ნა­თე­სა­ვებ­თან.

პროგ­ნო­ზი წა­ი­კი­თხეთ თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის მი­ხედ­ვით, თუ იცით, ლი­ლი­ტი რა ნი­შან­ში და რო­მელ სახ­ლში გყავთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მისი ას­პექ­ტე­ბიც.

ვინ იგ­რძნობს ყვე­ლა­ზე მე­ტად ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნას, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, კირჩხი­ბი, თხის რქა, სას­წო­რი და ვერ­ძი. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ამ ნიშ­ნებ­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი, ას­ცენ­დენ­ტი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, არ აჰ­ყვეთ ემო­ცი­ებს, პრო­ვო­კა­ცი­ებს, მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ოჯახ­ში, ეცა­დეთ, არ და­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან.

ვერ­ძი

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას ნუ აჩ­ქარ­დე­ბით, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი; შე­იძ­ლე­ბა სხვებ­მა გან­გებ მო­ინ­დო­მონ თქვე­ნი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მათი აღ­ზრდი­სას. მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ რე­მონ­ტის, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის, მოგ­ვა­რე­ბი­სას. თქვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა დას­ჭირ­დე­ბა თქვენს ნა­თე­სა­ვებს. ამას­თან, ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევრთან. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ ემიგ­რა­ცია და ეს თე­მაც გან­სა­კუთ­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბას ითხოვს.

კურო

შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი არ ეს­მით. იყა­ვით ფრთხი­ლი ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან, ყვე­ლა კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბა. ამას­თან, თუ შვი­ლე­ბი გყავთ, და­აკ­ვირ­დით, ვის­თან მე­გობ­რო­ბენ ისი­ნი. გახ­შირ­დე­ბა ჭო­რე­ბი და კრი­ტი­კა თქვენ მი­მარ­თაც და შე­იძ­ლე­ბა თქვენც იყოთ ჩათ­რე­უ­ლი. ასე­ვე, მო­ე­რი­დეთ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნი­სას, ნუ ენ­დო­ბით გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და აკუ­რა­ტუ­ლი მგზავ­რო­ბი­სას.

ტყუ­პი

მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ეცა­დეთ, არ გა­ა­ი­დე­ა­ლოთ ადა­მი­ა­ნი ან მოვ­ლე­ნა, რაც არ იმ­სა­ხუ­რებს თქვენს მსგავს ყუ­რა­დღე­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნი­სას. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო, მაგ­რამ ეცა­დეთ, რომ ყვე­ლა იყოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი და არ გა­ეხ­ვეთ აფე­რის­ტულ სქე­მა­ში. ნუ და­ა­ბან­დებთ ფულს სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. და­აკ­ვირ­დით, ვინ გთა­ვა­ზობთ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და რის სა­ზღა­უ­რად.

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბე­ბო, ლი­ლი­ტი თქვენს ნი­შან­ში გად­მო­დის, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და მო­ე­რი­დეთ ემო­ცი­უ­რო­ბას. გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში იმ წლებ­ში, როცა ლი­ლი­ტი მდე­ბა­რე­ობ­და კირჩხიბ­ში და ეცა­დეთ, არ გა­ი­მე­ო­როთ ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი. ნუ გა­და­ვარ­დე­ბით დეპ­რე­სი­უ­ლო­ბა­ში, პი­რი­ქით, ეცა­დეთ, პო­ზი­ტი­უ­რი და­ი­ნა­ხოთ ყვე­ლა­ფერ­ში. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად თქვე­ნი კრი­ტი­კით იქ­ნე­ბი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. მე­ტად და­ა­ფა­სეთ სა­კუ­თა­რი თავი, მი­ი­ღეთ კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მო­ე­რი­დეთ გა­რეგ­ნო­ბის, იმი­ჯის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლას. შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან.

ლომი

არ გა­წევ­რი­ან­დეთ ფა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, ნუ გახ­დე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბის მსხვერ­პლი. გაფრ­თხილ­დით, რომ არა­ვინ ისარ­გებ­ლოს თქვე­ნი გულ­კე­თი­ლო­ბით. სხვი­სი სურ­ვი­ლე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის კი არა, სა­კუ­თა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნეთ. მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­თან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მო­ი­ცი­ლებთ მავ­ნე ჩვე­ვებს, არ მი­უბ­რუნ­დეთ უკვე მი­ტო­ვე­ბუ­ლებს. თუ ემიგ­რა­ცი­ას აპი­რებთ, და­ი­ცა­დეთ მომ­დევ­ნო 9 თვე. ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით შე­იძ­ლე­ბა ცდუ­ნე­ბას აჰ­ყვეთ და ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბათ.

ქალ­წუ­ლი

და­აკ­ვირ­დით, ვინ ჩნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, მე­გობ­რე­ბის ნიღ­ბით შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­იჭ­რან თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. იყა­ვით ფრთხი­ლი, რომ არ და­ი­წყოთ საქ­მე­ე­ბი სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. შე­იძ­ლე­ბა სხვებ­მა თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­მო­გი­ყე­ნონ. ნუ აჰ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას­თან, სო­ცი­ა­ლურ სფე­როს­თან ან ინ­ტერ­ნეტ­თან; ცდუ­ნე­ბე­ბი აქაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია. აგ­რეთ­ვე, იყა­ვი ყუ­რა­დღე­ბით რას წერთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

სას­წო­რი

მო­გინ­დე­ბათ სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლა, რა­საც არ გირ­ჩევთ მომ­დევ­ნო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უფ­როს­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, ასა­კით უფ­როს ნა­თე­სა­ვებ­თან, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ კო­ლე­გე­ბი თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან გან­წყო­ბილ­ნი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, თუ შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს ან ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა, გა­და­ა­მოწ­მეთ კომ­პა­ნია, დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე.

მო­რი­ე­ლი

ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან, ცდუ­ნე­ბებს აყო­ლილ­მა არ და­უშ­ვათ შეც­დო­მა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას გა­და­ა­მოწ­მეთ: ბარ­გი, სა­ბუ­თე­ბი, ტუ­რო­პე­რა­ტო­რი; კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აღად­გენთ სწავ­ლას უმაღ­ლეს­ში, მი­ი­ღებთ დიპ­ლომს, მაგ­რამ თუ ახლა აპი­რებთ უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბას, ფა­კულ­ტე­ტი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა აირ­ჩი­ოთ. ყვე­ლა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხი მო­აგ­ვა­რეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და სა­მარ­თლი­ა­ნად. გაფრ­თხილ­დით, რათა არ და­გე­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან.

მშვილ­დო­სა­ნი

ნუ და­ა­ბან­დებთ ფულს სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში; ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს. შე­ი­ნა­ხეთ ყვე­ლა ქვი­თა­რი, როცა ფი­ნან­სურ საქ­მე­ებს, გა­და­რი­ცხვებს აგ­ვა­რებთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, თუ ახლა აპი­რებთ სეს­ხის აღე­ბას. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებ­თან საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. აგ­რეთ­ვე, უნდა გაფრ­თხილ­დეთ, რომ არც თა­ვად ჩა­ერ­თოთ მა­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და არც სხვე­ბის მა­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ. მო­ი­მა­ტებს ვნე­ბი­ა­ნო­ბა და შე­იძ­ლე­ბა ერთჯე­რად­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ შე­გი­ლა­ხოთ რე­პუ­ტა­ცია ან და­გი­ზი­ა­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა.

თხის რქა

მო­ი­მა­ტებს უნ­დობ­ლო­ბა პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ან შე­იძ­ლე­ბა თქვენ გახ­დეთ ეჭ­ვი­ა­ნი. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მათ­გან ღა­ლა­ტი. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს და მა­თაც, ვის­თა­ნაც აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ნუ გა­წყვი­ტავთ ძველ კავ­ში­რებს ახ­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბი სფე­როს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მერ­წყუ­ლი

დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით რუ­ტი­ნას­თან, არ მი­ი­ღოთ არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არ გე­პა­ტი­ე­ბათ ტყუ­ი­ლი, მცი­რე შეც­დო­მაც კი. ეცა­დეთ, სამ­სა­ხურ­ში გქონ­დეთ წეს­რი­გი, სი­სუფ­თა­ვე, პო­ზი­ტი­ვი. არ და­ძა­ბოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან არ გა­უმ­ხი­ლოთ სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­ფორ­მა­ცია, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში თქვენს სა­წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნონ. არ მი­ა­ტო­ვით სამ­სა­ხუ­რი. საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ზედ­მი­წევ­ნით დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ნი­ხი­ლეთ. ჩა­ი­ტა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა, რათა დარ­წმუნ­დეთ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით საფრ­თხე არ გე­მუქ­რე­ბათ. სხვა­თა შო­რის, ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით შე­იძ­ლე­ბა ხში­რად და­ის­ვას არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი. არ იზარ­მა­ცოთ, მი­ი­ღეთ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და სუფ­თა წყა­ლი, და­ი­ზღვი­ეთ თავი მო­წამ­ვლის­გან.

თევ­ზე­ბი

ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სიფრ­თხი­ლით და­ი­წყეთ, თა­ვით ნუ გა­და­ვარ­დე­ბით რო­მან­ში; არ გირ­ჩევთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის გან­ვი­თა­რე­ბას. არ გირ­ჩევთ შვი­ლე­ბის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბას, მაგ­რამ არც ჰი­პერზრუნ­ვაა კარ­გი. გაფრ­თხილ­დით, რომ არ ჩა­ერ­თოთ აფე­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მო­ე­რი­დეთ აზარ­ტულ თა­მა­შებს; გან­სა­კუთ­რე­ბით, ფულ­ზე. ჰობი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა კარ­გია, მაგ­რამ მათ გამო ნუ და­ი­ვი­წყებთ სამ­სა­ხურს და ოჯახს.

მარიამი
4

შეეშვით უაზრობებში დროის ფანტვას, გამოიყენეთ ეს დრო კეთილი საქმეებისათვის. უაზრობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ლილიტი კირჩხიბში: იძულებითი ემიგრაცია, ტრადიციების უარყოფა თუ დეპრესიულობა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტი კირჩხიბში: იძულებითი ემიგრაცია, ტრადიციების უარყოფა თუ დეპრესიულობა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტი, მას შავ მთვარესაც უწოდებენ, 9 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს და 15 აპრილს და ტყუპიდან კირჩხიბში გადადის, სადაც ასევე 9 თვეს გაატარებს, 2023 წლის 8 იანვრამდე. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, როცა კირჩხიბში იმყოფებოდა ლილიტი: 09.06.2013-დან 05.03.2014 წლამდე და კიდევ უფრო ადრე - 04.08.2004-დან 29.04-2005 წლამდე.

ლილიტი არის ფიქტიური წერტილი, მაგრამ საქმის გაფუჭება შეუძლია, რადგან არის ცდუნება, შიშები, გვიბიძგებს არასწორი ქმედებებისკენ. ლილიტს ხშირად ბოროტ ძალად მოიხსენიებენ, მაგრამ თუ გეცოდინებათ სად გელოდებათ საფრთხე, უფრო მარტივად შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას და დაიცავთ თავს, გარშემო მყოფებს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ რა ასპექტებს გააკეთებს ლილიტი თქვენს ნატალურ რუკაში პლანეტებთან და მნიშვნელოვან წერტილებთან, რათა წინასწარ იცოდეთ, სად უნდა დაიცვათ თავი ცდუნებისგან, არ დაუშვათ შეცდომები, არ მოიქცეთ უღირსად. ლილიტის გავლენით შეიძლება ადამიანმა ყველა თავისი უსიამოვნო თვისებები გამოავლინოს, ადამიანი დეპრესიაში ჩააგდოს. ნუ გახდებით მანიპულატორების მსხვერპლი. არავის მისცეთ უფლება, რომ ზემოქმედება მოახდინონ თქვენზე.

სამედიცინო ასტროლოგიაში კირჩხიბი მართავს კუჭს, მკერდს და ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ ამ ორგანოების მიმართ. კვება უნდა იყოს ჯანსაღი. უმეტესობას, ვისაც კირჩხიბის გავლენა აქვს, მოუნდება პროდუქტების მომარაგება. გაუჩნდება შიში, რომ ოჯახში საჭმელი არ იქნება ყველასთვის სამყოფი.

კირჩხიბი, სადაც ლილიტი 9 თვის განმავლობაში იქნება სტუმრად, არის ჩვენი ფესვები, ოჯახი, ნათესავები, სამშობლო. კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, ჩვენი ემოციური კომფორტი, მთვარის მმართველობის სახლი. კირჩხიბიც და მთვარეც ემოციურები არიან და ამიტომ კიდევ უფრო მეტად მოიმატებს ემოციური ფონი. შეიძლება დაირღვეს ოჯახური ურთიერთობები, ღირებულებები, ტრადიციები; ზოგიერთმა შეიძლება მიატოვოს მშობლიური ადგილი, სამშობლო; ზოგს კი იძულეთი ემიგრაცია ელოდება.

კირჩხიბმა იცის წყენის დამახსოვრება და გამორიცხული არაა, ძველმა წყენამ თავი შეგახსენოთ ან განმეორდეს, თუ ჭკუა ვერ ისწავლეთ. იყავით ძლიერი და მუდამ იფიქრეთ, რომ წყენას კი არ აჰყვეთ, დრამაში კი არ გადავარდეთ, გამოსავალი იპოვოთ. კირჩხიბის მმართველი არის მთვარე, ლილიტიც არის შავი მთვარე მთვარის ცუდი მხარე, მისი ნეგატიური გამოვლინება. თუ კირჩხიბის ფუნქციაა ოჯახი და მთვარის - შვილებზე ზრუნვა, მომდევნო 9 თვის განმავლობაში ადამიანებმა შეიძლება უარი თქვან ოჯახის შექმნაზე, შვილის გაჩენაზე. თუ გაიხსენებთ, მითოლოგიაში ლილიტი ადამის პირველი ცოლი იყო, რომელსაც არ სურდა მორჩილება, რადგან მიაჩნდა, რომ ღმერთმა ისიც ადამივით სწორუფლებიანი შექმნა; მოგვიანებით ლილიტი ჩვილების მკვლელად შერაცხეს.

მოერიდეთ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას (მით უმეტეს სახლის გაყიდვას არ გირჩევთ). მარტივი რემონტიც კი შეიძლება დიდ თავის ტკივილში გადაგეზარდოთ. იყავით მომართული საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, პატივი ეცით ასაკით უფროს ნათესავებს. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ყველაზე დიდი მონაპოვარია თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც ყოველდღიური მოფრთხილება სჭირდება. ეცადეთ, საკუთარ სახლში მუდამ გქონდეთ სისუფთავე და ჰარმონიული განწყობა. პატივი ეცით ოჯახის თითოეულ წევრს. ლილიტის კირჩხიბში ყოფნისას სასურველია, აღადგინოთ ურთიერთობა გაბუტულ ნათესავებთან.

პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზისა და ასცენდენტის მიხედვით, თუ იცით, ლილიტი რა ნიშანში და რომელ სახლში გყავთ, გაითვალისწინეთ მისი ასპექტებიც.

ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად ლილიტის გავლენას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კირჩხიბი, თხის რქა, სასწორი და ვერძი. განსაკუთრებით თუ ამ ნიშნებში გყავთ პლანეტები, ასცენდენტი ან მნიშვნელოვანი წერტილები. იყავით დაკვირვებული, არ აჰყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს, მომატებული იქნება ნეგატიური მოვლენები. სიმშვიდე შეინარჩუნეთ ოჯახში, ეცადეთ, არ დაძაბოთ დამოკიდებულება მშობლებთან, შვილებთან, ნათესავებთან.

ვერძი

გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით, იყავით დაკვირვებული; შეიძლება სხვებმა განგებ მოინდომონ თქვენი შეცდომაში შეყვანა. არ დაუშვათ შეცდომები ბავშვებთან ურთიერთობაში, მათი აღზრდისას. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ რემონტის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების, მოგვარებისას. თქვენი მზრუნველობა დასჭირდება თქვენს ნათესავებს. ამასთან, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის რომელიმე წევრთან. ზოგიერთს მოგინდებათ ემიგრაცია და ეს თემაც განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს.

კურო

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს თქვენი არ ესმით. იყავით ფრთხილი ახალგაცნობილებთან, ყველა კეთილსინდისიერი ვერ იქნება. ამასთან, თუ შვილები გყავთ, დააკვირდით, ვისთან მეგობრობენ ისინი. გახშირდება ჭორები და კრიტიკა თქვენ მიმართაც და შეიძლება თქვენც იყოთ ჩათრეული. ასევე, მოერიდეთ ბილწსიტყვაობას. დაკვირვებული იყავით დოკუმენტების შედგენისას, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. იყავით დაკვირვებული და აკურატული მგზავრობისას.

ტყუპი

მოხდება ღირებულებების გადაფასება და ეცადეთ, არ გააიდეალოთ ადამიანი ან მოვლენა, რაც არ იმსახურებს თქვენს მსგავს ყურადღებას. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას. შეიძლება გამოგიჩნდთ შემოსავლის დამატებითი წყარო, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველა იყოს ოფიციალური და არ გაეხვეთ აფერისტულ სქემაში. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. დააკვირდით, ვინ გთავაზობთ ფულის გამომუშავებას და რის საზღაურად.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ლილიტი თქვენს ნიშანში გადმოდის, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მოერიდეთ ემოციურობას. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში იმ წლებში, როცა ლილიტი მდებარეობდა კირჩხიბში და ეცადეთ, არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. ნუ გადავარდებით დეპრესიულობაში, პირიქით, ეცადეთ, პოზიტიური დაინახოთ ყველაფერში. გააქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად თქვენი კრიტიკით იქნებიან დაკავებულები. მეტად დააფასეთ საკუთარი თავი, მიიღეთ კარგად გააანალიზებული გადაწყვეტილებები. მოერიდეთ გარეგნობის, იმიჯის რადიკალურად შეცვლას. შეიძლება გაძლიერდეს ეჭვიანობის სცენები საყვარელი ადამიანისგან.

ლომი

არ გაწევრიანდეთ ფარულ საზოგადოებებში. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, ნუ გახდებით მანიპულატორების მსხვერპლი. გაფრთხილდით, რომ არავინ ისარგებლოს თქვენი გულკეთილობით. სხვისი სურვილებისა და მიზნების კი არა, საკუთარის განხორციელებაზე იზრუნეთ. მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ მავნე ჩვევებს, არ მიუბრუნდეთ უკვე მიტოვებულებს. თუ ემიგრაციას აპირებთ, დაიცადეთ მომდევნო 9 თვე. ლილიტის გავლენით შეიძლება ცდუნებას აჰყვეთ და ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ.

ქალწული

დააკვირდით, ვინ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მეგობრების ნიღბით შეიძლება უსიამოვნო ადამიანები შემოიჭრან თქვენს ცხოვრებაში. იყავით ფრთხილი, რომ არ დაიწყოთ საქმეები საეჭვო ადამიანებთან ერთად. შეიძლება სხვებმა თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოგიყენონ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია პოლიტიკასთან, სოციალურ სფეროსთან ან ინტერნეტთან; ცდუნებები აქაც მოსალოდნელია. აგრეთვე, იყავი ყურადღებით რას წერთ სოციალურ ქსელებში.

სასწორი

მოგინდებათ სამსახურის მიტოვება, საქმიანობის შეცვლა, რასაც არ გირჩევთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან, ასაკით უფროს ნათესავებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კოლეგები თქვენ წინააღმდეგ არიან განწყობილნი. იყავით დაკვირვებული, თუ შემოგთავაზებენ მაღალანაზღაურებად სამსახურს ან ხელფასის მომატება, გადაამოწმეთ კომპანია, დამქირავებელი საიმედოობაზე.

მორიელი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უცხოელ პარტნიორებთან, ცდუნებებს აყოლილმა არ დაუშვათ შეცდომა. იყავით დაკვირვებული, თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას გადაამოწმეთ: ბარგი, საბუთები, ტუროპერატორი; კარგი იქნება, თუ აღადგენთ სწავლას უმაღლესში, მიიღებთ დიპლომს, მაგრამ თუ ახლა აპირებთ უმაღლესში ჩაბარებას, ფაკულტეტი დიდი დაკვირვებით უნდა აირჩიოთ. ყველა იურიდიული საკითხი მოაგვარეთ პროფესიონალების დახმარებით და სამართლიანად. გაფრთხილდით, რათა არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან.

მშვილდოსანი

ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში; ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. შეინახეთ ყველა ქვითარი, როცა ფინანსურ საქმეებს, გადარიცხვებს აგვარებთ. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, თუ ახლა აპირებთ სესხის აღებას. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმეების დაწყებას. აგრეთვე, უნდა გაფრთხილდეთ, რომ არც თავად ჩაერთოთ მაგიურ საქმიანობაში და არც სხვების მაგიური ზემოქმედების მსხვერპლი არ გახდეთ. მოიმატებს ვნებიანობა და შეიძლება ერთჯერადმა ურთიერთობამ შეგილახოთ რეპუტაცია ან დაგიზიანოთ ჯანმრთელობა.

თხის რქა

მოიმატებს უნდობლობა პარტნიორების მხრიდან ან შეიძლება თქვენ გახდეთ ეჭვიანი. ზოგიერთ შემთხვევაში მოსალოდნელია მათგან ღალატი. ყურადღება მიაქციეთ ახალგაცნობილებს და მათაც, ვისთანაც აპირებთ მომავალში თანამშრომლობას. ნუ გაწყვიტავთ ძველ კავშირებს ახლების შესაქმნელად. დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა მომსახურები სფეროსთანაა დაკავშირებული.

მერწყული

დაკვირვებული იყავით რუტინასთან, არ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები, არ გეპატიებათ ტყუილი, მცირე შეცდომაც კი. ეცადეთ, სამსახურში გქონდეთ წესრიგი, სისუფთავე, პოზიტივი. არ დაძაბოთ დამოკიდებულება კოლეგებთან არ გაუმხილოთ საკუთარ თავზე ინფორმაცია, რაც შეიძლება მომავალში თქვენს საწინააღმდეგ გამოიყენონ. არ მიატოვით სამსახური. საქმიანი შემოთავაზებები ზედმიწევნით დაკვირვებით განიხილეთ. ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა, რათა დარწმუნდეთ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით საფრთხე არ გემუქრებათ. სხვათა შორის, ლილიტის გავლენით შეიძლება ხშირად დაისვას არასწორი დიაგნოზი. არ იზარმაცოთ, მიიღეთ ჯანსაღი საკვები და სუფთა წყალი, დაიზღვიეთ თავი მოწამვლისგან.

თევზები

ახალი რომანტიკული ურთიერთობა სიფრთხილით დაიწყეთ, თავით ნუ გადავარდებით რომანში; არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედის განვითარებას. არ გირჩევთ შვილების უყურადღებოდ დატოვებას, მაგრამ არც ჰიპერზრუნვაა კარგი. გაფრთხილდით, რომ არ ჩაერთოთ აფერისტულ საქმიანობაში, მოერიდეთ აზარტულ თამაშებს; განსაკუთრებით, ფულზე. ჰობი და შემოქმედებითი საქმიანობა კარგია, მაგრამ მათ გამო ნუ დაივიწყებთ სამსახურს და ოჯახს.