პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტი ქალწულში გადადის: სად გველოდება ცდუნება და სად უნდა გავფრთხილდეთ
ლილიტი ქალწულში გადადის: სად გველოდება ცდუნება და სად უნდა გავფრთხილდეთ

4 ოქ­ტომ­ბერს შავი მთვა­რე, იგი­ვე ლი­ლი­ტი 9 თვით (2024 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე) ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა. ლი­ლი­ტი არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე, რად­გან შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო­ფი­თის გამ­ძაფ­რე­ბა და ზე­და­პირ­ზე გა­მო­ტა­ნა. ლი­ლი­ტი არის ჩვე­ნი ცდუ­ნე­ბა, ში­შე­ბი. მისი გა­დას­ვლა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მიგ­ვი­თი­თებს იმ შეც­დო­მებ­ზე, ილუ­ზი­ებ­სა და მი­რა­ჟებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. ქალ­წუ­ლის ზონა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­შია. სა­ნა­ხა­ვია, რო­მელ სფე­რო­ებს გა­ნა­გებს იგი კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ­თვის.

შავი მთვა­რე, ლი­ლი­ტი ხელს გვიშ­ლის მოვ­ლე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რად და­ნახ­ვა­სა და შე­ფა­სე­ბა­ში. გვი­ჭირს ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნა. ადა­მი­ა­ნი უფრო მომ­ჭირ­ნე გახ­დე­ბა ფუ­ლის ხარ­ჯვა­შიც და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა­შიც. ქალ­წულ­ში ყოფ­ნის დროს მო­ი­მა­ტებს წუ­წუ­ნი და კრი­ტი­კუ­ლო­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი უბ­რა­ლო, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის დროს. გაფრ­თხილ­დით, რომ ზედ­მეტ­მა კრი­ტი­კუ­ლო­ბამ და მწა­რე კო­მენ­ტა­რებ­მა არ გა­გი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. თუმ­ცა, დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბი აგა­რი­დოთ. ოჯა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ვა და მთა­ვარ ად­გილს სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და­ი­კა­ვებს. მე­ო­რე მხრივ, თუ ადა­მი­ანს პი­რად რუ­კა­ში ლი­ლი­ტის ცუდი გავ­ლე­ნა აქვთ, შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს, და­უშ­ვას შეც­დო­მე­ბი და ამით და­ა­ზა­რა­ლოს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან, შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ აგ­კი­დეს. მო­ე­რი­დეთ ჭო­რებ­სა და მით­ქმა-მოთ­ქმას. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვაც, მაგ­რამ აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ნუ ენ­დო­ბით არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს და ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბიც გა­და­ა­მოწ­მეთ; მო­ე­რი­დეთ აქამ­დე გა­მო­უც­დე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას. არ გირ­ჩევთ უმი­ზე­ზოდ ექი­მებ­თან სი­ა­რულს და ახა­ლი ავად­მყო­ფო­ბე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას. გირ­ჩევთ, და­იც­ვათ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი. არც მკაც­რი დი­ე­ტა და არც ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა კარგ შე­დეგს არ მო­გი­ტანთ. მი­ირ­თვით ჯან­სა­ღი, ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი. ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სი­სუფ­თა­ვი­სად­მი ავად­მყო­ფუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა; სახ­ლშიც კი ისე­თი კრის­ტა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა მო­გინ­დე­ბათ, რო­გო­რიც სა­ო­პე­რა­ცი­ო­შია. ყვე­ლა ნივ­თი თა­ვის ად­გილ­ზე ფე­რე­ბი­სა და ზო­მის მი­ხედ­ვით უნდა იყოს და­დე­ბუ­ლი, და­ი­ცა­ვით ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, ნუ და­ხარ­ჯავთ მთელ დღეს ხეხ­ვა-რე­ცხვა­ზე. თუმ­ცა, ლი­ლი­ტის ცუ­დად გან­ლა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნის სახ­ლში ქა­ო­სი და უწეს­რი­გო­ბა იქ­ნე­ბა. ფრთხი­ლად იყა­ვით და­ქი­რა­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ძი­ძას­თან, მძღოლ­თან.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს, რათა გა­ი­გოთ, რას მო­გი­ტანთ ლი­ლი­ტის ტრან­ზი­ტი ქალ­წულ­ში თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ლილიტი ქალწულში გადადის: სად გველოდება ცდუნება და სად უნდა გავფრთხილდეთ

ლილიტი ქალწულში გადადის: სად გველოდება ცდუნება და სად უნდა გავფრთხილდეთ

4 ოქტომბერს შავი მთვარე, იგივე ლილიტი 9 თვით (2024 წლის 30 ივნისამდე) ქალწულის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ლილიტი არის ფიქტიური წერტილი, მაგრამ სერიოზულ გავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, რადგან შეუძლია ყველაფერი უარყოფითის გამძაფრება და ზედაპირზე გამოტანა. ლილიტი არის ჩვენი ცდუნება, შიშები. მისი გადასვლა სხვადასხვა სფეროში მიგვითითებს იმ შეცდომებზე, ილუზიებსა და მირაჟებზე, რომლებიც გამოსასწორებელია. ქალწულის ზონა თითოეული ადამიანის ასტროლოგიურ რუკაშია. სანახავია, რომელ სფეროებს განაგებს იგი კონკრეტულად თქვენთვის.

შავი მთვარე, ლილიტი ხელს გვიშლის მოვლენების ობიექტურად დანახვასა და შეფასებაში. გვიჭირს ოქროს შუალედის პოვნა. ადამიანი უფრო მომჭირნე გახდება ფულის ხარჯვაშიც და სიყვარულის გამოხატვაშიც. ქალწულში ყოფნის დროს მოიმატებს წუწუნი და კრიტიკულობა და ეს ყველაფერი უბრალო, ყოველდღიური საქმეების მოგვარების დროს. გაფრთხილდით, რომ ზედმეტმა კრიტიკულობამ და მწარე კომენტარებმა არ გაგიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. თუმცა, დეტალებზე დაკვირვებამ შეიძლება შეცდომები აგარიდოთ. ოჯახური ვალდებულებები მეორე პლანზე გადავა და მთავარ ადგილს სამსახურის საქმეები დაიკავებს. მეორე მხრივ, თუ ადამიანს პირად რუკაში ლილიტის ცუდი გავლენა აქვთ, შეიძლება სამსახურის საქმეებს სათანადო ყურადღება არ მიაქციოს, დაუშვას შეცდომები და ამით დააზარალოს ყველა და ყველაფერი. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა ვალდებულება თქვენ აგკიდეს. მოერიდეთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჯანმრთელობაზე ზრუნვაც, მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ნუ ენდობით არაპროფესიონალებს და ანალიზების პასუხებიც გადაამოწმეთ; მოერიდეთ აქამდე გამოუცდელი მედიკამენტებით მკურნალობას. არ გირჩევთ უმიზეზოდ ექიმებთან სიარულს და ახალი ავადმყოფობების გამოგონებას. გირჩევთ, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი. არც მკაცრი დიეტა და არც ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა კარგ შედეგს არ მოგიტანთ. მიირთვით ჯანსაღი, ახალი ხილი და ბოსტნეული. ზოგიერთ ადამიანში გამძაფრებული იქნება სისუფთავისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება; სახლშიც კი ისეთი კრისტალური სიტუაციის შექმნა მოგინდებათ, როგორიც საოპერაციოშია. ყველა ნივთი თავის ადგილზე ფერებისა და ზომის მიხედვით უნდა იყოს დადებული, დაიცავით ოქროს შუალედი, ნუ დახარჯავთ მთელ დღეს ხეხვა-რეცხვაზე. თუმცა, ლილიტის ცუდად განლაგების შემთხვევაში, ადამიანის სახლში ქაოსი და უწესრიგობა იქნება. ფრთხილად იყავით დაქირავებულ თანამშრომლებთან, ძიძასთან, მძღოლთან.

აუცილებლად გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა გაიგოთ, რას მოგიტანთ ლილიტის ტრანზიტი ქალწულში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.