12 ივნისი : ორშაბათი, ხელსაყრელი დღეა სავაჭრო ცენტრის ან ბაზრობის მოსანახულებლად. დროა ჩამოწერეთ სასურველი ნივთების შესაძენი სია და განახორციელოთ დიდი ხნის დაგეგმილი შესყიდვები. წარმატებული იქნება ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამკაულების, სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. ასევე, წარმატებით დასრულდება სახლის, ბინის, უძრავი ქონების, მანქანის შესყიდვა.
13 ივნისი : სამშაბათი, ხელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შესყიდვებისთვის. კარგი ინვესტიცია იქნება უძრავი ქონების, ანტიკვარიატის, მანქანის შეძენა. შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სახის აქსესუარები თვითგანვითარებისთვის, განათლებისა და ჰობისთვის.
14 ივნისი : ოთხშაბათი, ხარჯვისთვის ნეიტრალური დღეა. საუკეთესო გამოსავალი ოჯახური დასვენებაა. შოპინგი თავიდან უნდა იქნას აცილებული.
15 ივნისი : ხუთშაბათი, კარგი დღეა საოჯახო შოპინგისთვის, მაგრამ მოერიდეთ ძვირად ღირებულ ნივთების შეძენას. წარმატებული იქნება საოჯახო დანიშნულების, სასურსათო პროდუქტების ყიდვა. შეგიძლიათ დაამატოთ კოსმეტიკური ჩანთა და პარფიუმერიის ნაკრები.
16 ივნისი : პარასკევი, კარგი დრო შოპინგისთვის. დღეს ნაყიდი სამკაულები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დიდხანს გაძლებს. მაგრამ კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრო ხელსაწყოების შეძენა უკეთეს დრომდე უნდა გადაიდოს.
17 ივნისი : შაბათი, შოპინგისთვის არასახარბიელო დღეა. გადადეთ ნებისმიერი შესყიდვა. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ხარისხის შემოწმებისას. ყიდვის პროცესი უფრო დამღლელია, ვიდრე ახალი ნივთით დაკმაყოფილება.
18 ივნისი : კვირა, დღეს ახალი მთვარეა და არ არის კარგი შოპინგი. დაუთმეთ დრო ნათესავებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების მოძიებას, დათვალიერებას, მაგრამ ჯერ ნუ შეიძენთ, უკეთეს დროს დაელოდეთ.