პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარმული წლები ანუ როდის და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატაკლიზმები
კარმული წლები ანუ როდის და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატაკლიზმები

სხვა საქ­მეა რამ­დე­ნად ვცდი­ლობთ ჩვენ ამ ყვე­ლაფ­რის და­ნახ­ვას და სწო­რად გა­აზ­რე­ბას. ალ­ბათ ბევ­რი თქვენ­თა­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რა ისე, რომ ხში­რად ბედ­ნი­ერ და სტა­ბი­ლურ პე­რი­ო­დებს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი ცვლის. ასეთ დროს ვიბ­ნე­ვით და აღარ ვი­ცით რა გზას და­ვად­გეთ. რჩე­ვის­თვის მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს ან უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბებ­საც კი მივ­მარ­თავთ. თუმ­ცა ვინც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ასე თუ ისე მა­ინც არის ჩა­ხე­დუ­ლი, მან იცის, რომ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დე­ბი, როცა ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს გან­ვლილ წლებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის ანა­ლი­ზი და "სა­შე­მოდ­გო­მო გა­მოც­დე­ბის" ჩა­ბა­რე­ბა უწევს. ეს კი სუ­ლაც არ გახ­ლავთ მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი.

კარ­მუ­ლი წლე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს. დღეს მინ­და უმ­თავ­რეს­თა­გან უმ­თავ­რეს­ზე – კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბის უკუ­ფა­ზის და დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ. ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბა კონ­კრე­ტულ მი­სი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ გან­ვლი­ლი ინ­კარ­ნა­ცი­უ­ლი პროგ­რა­მით ვი­ბა­დე­ბით, თუმ­ცა ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას უკვე აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის ანუ რა­ხუს მეშ­ვე­ო­ბით ვაგ­რძე­ლებთ, ამას­თან ერ­თად დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა (კეტუ) ხელს გვი­წყობს იმა­ში, რომ ჩვენ­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი მი­სია სწო­რად შე­ვას­რუ­ლოთ. მთვა­რის რო­მე­ლი­მე კვან­ძის სრულ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას კი, რო­გორც წესი, პრობ­ლე­მე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი მოს­დევს ცხოვ­რე­ბა­ში.

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, როცა ინ­დი­ვი­დის გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწო­რად აირ­ჩია მან სა­ვა­ლი გზა და რამ­დე­ნად ახერ­ხებს იგი და­კის­რე­ბულ მი­სი­ას გა­არ­თვას თავი. თუ ისე ხდე­ბა, რომ ჩვენ რა­ღაც მი­ზე­ზის გამო, ან შეგ­ნე­ბუ­ლად ვა­რი­დებთ თავს ჩვენ­ზე და­ბა­დე­ბიდნ­ვე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს, სას­ჯე­ლიც არ და­ა­ყოვ­ნებს და და­ახ­ლო­ე­ბით 27 წლის ასა­კი­დან კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი დაგ­ვე­წყე­ბა. სწო­რედ ამ დროს ხდე­ბა კვან­ძე­ბის ე.წ. "უკუ­ფა­ზის" დად­გო­მა. ანუ ტრან­ზი­ტუ­ლი აღ­მა­ვა­ლი, ნა­ტა­ლურ დაღ­მა­ვალს ემ­თხვე­ვა და პი­რი­ქით.

ვინც ჩვენს სა­იტ­ზე კარ­მუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის ციკლს გა­ეც­ნო, მან იცის, რომ კარ­მუ­ლი მი­სი­ე­ბი ორგვა­რია: ერთი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვე­ნი წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას (კეტუ) მე­ო­რე კი ის, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვცხოვ­რობთ ან უნდა ვი­ცხოვ­როთ (რახუ). თუმ­ცა­ღა ას­ტროლ­გი­ა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნიც რომ იყოთ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ია­როთ იმ გზით, რო­მე­ლიც თქვე­ნი აღ­მა­ვა­ლი მი­სი­აა, ამის­კენ არა­ერ­თგზის გი­ბიძ­გე­ბენ უმაღ­ლე­სი კოს­მი­უ­რი ძა­ლე­ბი. მაგ­რამ რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებთ თა­ვად თქვენ ამ შან­სებს ეს უკვე მთლი­ა­ნად თქვენ­სა­ვე ნე­ბა­სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჰოდა, აი აქ იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი.

უფრო უკეთ რომ გა­გარ­კვი­ოთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კონ­კრე­ტულ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: თუ თქვენ მა­გა­ლი­თად და­ი­ბა­დეთ კარ­მუ­ლი პროგ­რა­მით თევ­ზე­ბი- ქალ­წუ­ლი (ანუ დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი კეტუ თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი რახუ ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში), თქვე­ნი მი­სია მკურ­ნა­ლო­ბაა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მკურ­ნა­ლი დიპ­ლო­მით იქ­ნე­ბით, თუ უბ­რა­ლოდ სი­ტყვით, იმე­დი­ა­ნი სა­უბ­რით გა­ამ­ხნე­ვებთ და გან­კურ­ნავთ ადა­მი­ა­ნებს. მთა­ვა­რია, შე­ას­რუ­ლოთ ქალ­წუ­ლის ფუნ­ქცია "იზ­რუ­ნოთ და უმ­კურ­ნა­ლოთ". გარ­და ამი­სა, მსგავ­სი კვან­ძე­ბით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლია პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ხე­ლო­ვე­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა. მაგ­რამ თუ ისე მოხ­და, რომ თქვენ მა­ინ­ცდა­მა­ინც თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ო­ბის­კენ მი­გი­წევთ გული, (და ეს გა­საკ­ვი­რი არაა, იმი­ტომ რომ ჩვენ­ში გან­ვლი­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ი­სას დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­ოდ ფეს­ვგად­გმუ­ლი და ძლი­ე­რია), შე­საძ­ლოა ზუს­ტად კვან­ძე­ბის უკუ­ფა­ზის ასაკ­ში შე­გექ­მნათ გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ პი­რა­დუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ამ ასა­კის დად­გო­მამ­დე გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ის, თუ რამ­დე­ნად სწო­რად ვცხოვ­რობთ და არის თუ არა ჩვენ მიერ არ­ჩე­უ­ლი გზა ის, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია ის, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სწო­რედ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი კვან­ძე­ბის უკუ­ფა­ზის აქ­ტი­ვა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ანუ 27 წლის ასაკ­ში. მათ შო­რის ემი უე­ი­ნ­ჰა­უ­სი, ჯიმ მო­რი­სო­ნი, ჯიმი ჰენ­დრიქ­სი, ჯე­ნის ჯოპ­ლი­ნი, კურტ კო­ბე­ი­ნი და სხვე­ბი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი კი, არა თა­ვად რი­ცხვი 27-ის ფა­ტა­ლუ­რო­ბას, არა­მედ კარ­მუ­ლი მი­სი­ის არას­წო­რად გავ­ლის მცდე­ლო­ბას უნდა მი­ვა­წე­როთ. "უკუ­ფა­ზა" საკ­მა­ოდ მძი­მე და და­მან­გრე­ვე­ლი პე­რი­ო­დია მათ­თვის ვინც მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ვერ ან არ აც­ნო­ბი­ე­რებ­და სა­კუ­თარ კარ­მულ მი­სი­ას. ხოლო კვან­ძე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პე­რი­ო­დი (და­ახლ 18-19, 37-38 წლის ასა­კი) ძა­ლი­ან ხში­რად ბევ­რი ინ­დი­ვი­დის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი მოვ­ლე­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა (და­ო­ჯა­ხე­ბა, შვი­ლის და­ბა­დე­ბა, ქვეყ­ნი­დან ემიგ­რა­ცია და ა.შ.).

უკუ­ფა­ზის პე­რი­ო­დე­ბი ყო­ველ ცხრა-ცხრა­ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, თუკი ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდს ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბა. გა­და­ხე­დეთ გან­ვლი­ლი ცხრა წლის მან­ძილ­ზე რო­გორ ცხოვ­რობ­დით, თუ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეცა­დეთ, რომ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ას­წო­როთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თეთ ეს. გა­ა­ნა­ლი­ზეთ სა­კუ­თა­რი აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის ფუნ­ქცი­ე­ბი და სა­მო­მავ­ლოდ მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სცა­დეთ ცხოვ­რე­ბა, დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძით დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კარმული წლები ანუ როდის და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატაკლიზმები

კარმული წლები ანუ როდის და რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კატაკლიზმები

სხვა საქმეა რამდენად ვცდილობთ ჩვენ ამ ყველაფრის დანახვას და სწორად გააზრებას. ალბათ ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში მომხდარა ისე, რომ ხშირად ბედნიერ და სტაბილურ პერიოდებს, მოულოდნელად მოზღვავებული პრობლემები და გაუგებრობები ცვლის. ასეთ დროს ვიბნევით და აღარ ვიცით რა გზას დავადგეთ. რჩევისთვის მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან უბრალოდ ნაცნობებსაც კი მივმართავთ. თუმცა ვინც ასტროლოგიაში ასე თუ ისე მაინც არის ჩახედული, მან იცის, რომ არსებობს კონკრეტული გარდამტეხი პერიოდები, როცა ნებისმიერ ჩვენგანს განვლილ წლებში დაშვებული შეცდომების ანალიზი და "საშემოდგომო გამოცდების" ჩაბარება უწევს. ეს კი სულაც არ გახლავთ მარტივი პროცესი.

კარმული წლების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. დღეს მინდა უმთავრესთაგან უმთავრესზე – კარმული კვანძების უკუფაზის და დაბრუნების შესახებ ვისაუბროთ. ნებისმიერი ჩვენგანის ამქვეყნად მოვლინება კონკრეტულ მისიას უკავშირდება. ჩვენ განვლილი ინკარნაციული პროგრამით ვიბადებით, თუმცა ზრდასა და განვითარებას უკვე აღმავალი კვანძის ანუ რახუს მეშვეობით ვაგრძელებთ, ამასთან ერთად დაგროვილი ცოდნა (კეტუ) ხელს გვიწყობს იმაში, რომ ჩვენთვის განსაზღვრული მისია სწორად შევასრულოთ. მთვარის რომელიმე კვანძის სრულ უგულებელყოფას კი, როგორც წესი, პრობლემები და სირთულეები მოსდევს ცხოვრებაში.

ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული პერიოდები, როცა ინდივიდის გადამოწმება ხდება იმაზე, თუ რამდენად სწორად აირჩია მან სავალი გზა და რამდენად ახერხებს იგი დაკისრებულ მისიას გაართვას თავი. თუ ისე ხდება, რომ ჩვენ რაღაც მიზეზის გამო, ან შეგნებულად ვარიდებთ თავს ჩვენზე დაბადებიდნვე დაკისრებულ მოვალეობებს, სასჯელიც არ დააყოვნებს და დაახლოებით 27 წლის ასაკიდან კრიზისული პერიოდი დაგვეწყება. სწორედ ამ დროს ხდება კვანძების ე.წ. "უკუფაზის" დადგომა. ანუ ტრანზიტული აღმავალი, ნატალურ დაღმავალს ემთხვევა და პირიქით.

ვინც ჩვენს საიტზე კარმული პროგრამების შესახებ გამოქვეყნებული სტატიების ციკლს გაეცნო, მან იცის, რომ კარმული მისიები ორგვარია: ერთი, რომლის მიხედვითაც ჩვენი წარსული ინკარნაციის გამოცდილებაზე ვიღებთ ინფორმაციას (კეტუ) მეორე კი ის, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ ან უნდა ვიცხოვროთ (რახუ). თუმცაღა ასტროლგიაში აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც რომ იყოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მოგეცემათ საშუალება იაროთ იმ გზით, რომელიც თქვენი აღმავალი მისიაა, ამისკენ არაერთგზის გიბიძგებენ უმაღლესი კოსმიური ძალები. მაგრამ რამდენად გამოიყენებთ თავად თქვენ ამ შანსებს ეს უკვე მთლიანად თქვენსავე ნებასურვილზეა დამოკიდებული. ჰოდა, აი აქ იწყება პრობლემები.

უფრო უკეთ რომ გაგარკვიოთ სიტუაციაში კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: თუ თქვენ მაგალითად დაიბადეთ კარმული პროგრამით თევზები- ქალწული (ანუ დაღმავალი კვანძი კეტუ თევზების ზოდიაქოში, აღმავალი კვანძი რახუ ქალწულის ზოდიაქოში), თქვენი მისია მკურნალობაა. არ აქვს მნიშვნელობა მკურნალი დიპლომით იქნებით, თუ უბრალოდ სიტყვით, იმედიანი საუბრით გაამხნევებთ და განკურნავთ ადამიანებს. მთავარია, შეასრულოთ ქალწულის ფუნქცია "იზრუნოთ და უმკურნალოთ". გარდა ამისა, მსგავსი კვანძებით დაბადებული ადამიანისთვის არასასურველია პროფესიები, რომელიც უკავშირდება ხელოვენების სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მსახიობობა. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ თქვენ მაინცდამაინც თეატრში მოღვაწეობისკენ მიგიწევთ გული, (და ეს გასაკვირი არაა, იმიტომ რომ ჩვენში განვლილი ინკარნაციისას დაგროვილი გამოცდილება საკმაოდ ფესვგადგმული და ძლიერია), შესაძლოა ზუსტად კვანძების უკუფაზის ასაკში შეგექმნათ გარკვეული პროფესიული თუ პირადული პრობლემები. ამიტომ სასურველია ამ ასაკის დადგომამდე გავაცნობიეროთ ის, თუ რამდენად სწორად ვცხოვრობთ და არის თუ არა ჩვენ მიერ არჩეული გზა ის, რაც სინამდვილეში გვესაჭიროება.

ცნობილი ფაქტია ის, რომ საკმაოდ ბევრი პოპულარული ადამიანი დაიღუპა სწორედ ზემოთ ხსენებული კვანძების უკუფაზის აქტივაციის პერიოდში ანუ 27 წლის ასაკში. მათ შორის ემი უეინჰაუსი, ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი და სხვები. ამ ადამიანების სიკვდილი კი, არა თავად რიცხვი 27-ის ფატალურობას, არამედ კარმული მისიის არასწორად გავლის მცდელობას უნდა მივაწეროთ. "უკუფაზა" საკმაოდ მძიმე და დამანგრეველი პერიოდია მათთვის ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე ვერ ან არ აცნობიერებდა საკუთარ კარმულ მისიას. ხოლო კვანძების დაბრუნების პერიოდი (დაახლ 18-19, 37-38 წლის ასაკი) ძალიან ხშირად ბევრი ინდივიდის ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენებით ხასიათდება (დაოჯახება, შვილის დაბადება, ქვეყნიდან ემიგრაცია და ა.შ.).

უკუფაზის პერიოდები ყოველ ცხრა-ცხრანახევარ წელიწადში ერთხელ მეორდება. ამიტომ სასურველია, თუკი ცხოვრების ამ პერიოდს ნებისმიერი ჩვენგანი მომზადებული შეხვდება. გადახედეთ განვლილი ცხრა წლის მანძილზე როგორ ცხოვრობდით, თუ არის შესაძლებლობა ეცადეთ, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. გაანალიზეთ საკუთარი აღმავალი კვანძის ფუნქციები და სამომავლოდ მის შესაბამისობაში სცადეთ ცხოვრება, დაღმავალი კვანძით დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით