12 აგვისტოს სავსემთვარეობა გველოდება მერწყულის ნიშანში 05:35-ზე. თავიდანვე უნდა გაგახაროთ, რომ ამ სავსემთვარეობის შემდეგ სირთულეები ცოტათი შემსუბუქდება, სამყაროც და ადამიანებიც ცოტათი დამშვიდდებიან.
მზე ახლა ლომის ნიშანშია (23 აგვისტომდე), ლომის არის შემოქმედების, სიყვარულის, შვილიერების, თვითრეალიზაციის, დღესასწაულების ნიშანი. მთვარე კი მის მოპირდაპირე ნიშანში მერწყულშია. წელს, პირველ თებერვალს გვქონდა ახალმთვარეობა მერწყულში და გაიხსენეთ, რა დაიწყეთ ამ დღეს, რა ჩაიფიქრეთ. ახლა მიიღებთ შედეგს, შეიძლება ახლა განვითარდეს მოვლენები. გათავისუფლდებით შიშებისგან, დამოკიდებულებებისგან. მერწყულის, სადაც სავსემთვარეობა ხდება, მმართველი არის ურანი, თავისუფლების, მოულოდნელობების პლანეტა და ყველას მოუნდება თავისუფლების შეგრძნება, რაღაცისგან გათავისუფლება, მოგინდებათ საკუთარი თავის გამოხატვა.
საინტერესო ისაა, რომ ახლა ურანი რეტროგრადულია, (31 ივლისიდან 18 სექტემბრის ჩათვლით) და გამორიცხული არაა, მიუბრუნდეთ ძველ ვალდებულებებს, საქმეებს, მოულოდნელად გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან. განმეორდეს რაღაც სიტუაციები. გარდა ამისა, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ტექნიკა, გაჯეტები, აირიოს გრაფიკი (ტრანსპორტისაც), რეჟიმი.
2 აგვისტოს გვქონდა მარსი (აგრესია, ომი, ენერგია) ურანის (მოულოდნელობა, ელექტროობა) შეერთება კუროში. ამ ნიშანში ორივე პლანეტა თავს უსიამოვნოდ გრძნობს. ეს იყო ტრავმულობის, ავარიულობის, დაძაბულობის, კატასტროფულობის ასპექტი. დაძაბულობის პერიოდი ნელ-ნელა გადის. სავსემთვარეობა მოგვიწოდებს დავარეგულიროთ, დავაბალანსოთ სიტუაცია, ურთიერთობა, ხოლო თუ რომელ სფეროებში უნდა მოხდეს ეს ამას ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.
სავსემთვარეობის დღეს პლანეტები საინტერესო კონფიგურაციას ქმნიან. მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდებიან; მზე ლომშია, მთვარე - მერწყულში. მთვარის გვერდითაა კარმისა და აკრძალვის პლანეტა სატურნი (რომელიც ურანის მსგავსად რეტროგრადულია). ამასთან, კარმული კვანძები, რომლებიც ახლა კურო-მორიელის ღერძზე არიან ისინიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. კუროში მყოფი კარმული კვანძის გვერდითაა ურანი და მარსი. ამგვარად, საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეები გველოდება, თითოეულ ადამიანს მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება მოეთხოვება. გამორიცხული არაა, განმეორდეს წარსულის სიტუაცია ან შეიძლება წარსულის შეცდომების გამო მოგეთხოვოთ პასუხი. 14 აგვისტოს უკვე მზე დაუპირისპირდება სატურნს. შეიძლება შეფერხდეს საქმეები, მოლაპარაკებები. სიტუაცია ერთ წერტილზე გაიყინოს. უმჯობესია, დაელოდოთ რთული ასპექტის გავლას (პლუს/მინუს 2 დღე) და მერე გააგრძელოთ მოქმედება.
სავსემთვარეობის დღეებში გამოიჩინეთ ყურადღება ფინანსური და მატერიალური საკითხების მოგვარებისას, დაკვირვებით გაანაწილეთ ფული. ნუ აირიდებთ პასუხისმგებლობას, იყავით მომართული არა საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ სხვებზეც იფიქრეთ. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა. შეიძლება გაცივდეს სასიყვარულო ურთიერთობა, გახშირდეს ეჭვიანობა, მანიპულირება. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბავს საყვარელ ადამიანთან, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული. ნუ იჩქარებთ ემოციებს აყოლილი კავშირის გაწყვეტას. აგრეთვე არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთან. არ იკამათოთ, არ ეცადოთ საქმეების გარჩევას.
ვინ იგრძნობს სავსემთვარეობას ყველაზე მეტად: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მერწყულისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. და განსაკუთრებით ისინი, ვისაც ამ ნიშნებში გყავთ მზე ან მთვარე; გარდა ამისა, კუროსა და მორიელის ნიშანზეც ან თუ 17-23 გრადუსში გყავთ პირადი პლანეტები, მნიშვნელოვანი წერტილები.
ბედნიერ და მშვიდ სავსემთვარეობას გისურვებთ!