სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარმული კვანძების ტრანზიტი დაანგრევს იმასაც კი, რაც საიმედო და მუდმივი გვეგონა
კარმული კვანძების ტრანზიტი დაანგრევს იმასაც კი, რაც საიმედო და მუდმივი გვეგონა

18 ივ­ლისს კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი მდე­ბა­რე­ო­ბას იც­ვლი­ან და 2025 წლის 12 იან­ვრამ­დე ვერ­ძი-სას­წო­რის ღერძზე გან­ლაგ­დე­ბი­ან. მათ ასე­ვე უწო­დე­ბენ რახუ-ქე­თუს, აღ­მა­ვალ-დაღ­მა­ვალ კვან­ძებს. ეს არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, მაგ­რამ მას საკ­მაო გავ­ლე­ნა აქვს ადა­მი­ან­ზე და ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს მათ ტრან­ზიტ­ზე. გარ­და ამი­სა, მომ­დევ­ნო წე­ლი­წად ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბიც ვერ­ძი-სას­წო­რის ღერ­ზე გვე­ლო­დე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი სწო­რედ ამ დრო­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2023 წლის 20 აპ­რილს (პლუს/მი­ნუს 3 დღე) ამ დღეს გვქონ­და მზის დაბ­ნე­ლე­ბა. 14 ოქ­ტომ­ბერს კი გვე­ლო­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად უკვე სას­წორ­ში.

კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლე­ბია; აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი მი­მარ­თუ­ლე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას გვაჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლის მი­ღე­ბა იოლი არაა. დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი, რო­მე­ლიც აღ­მა­ვა­ლის მო­პირ­და­პი­რედ მდე­ბა­რე­ობს, გვაჩ­ვე­ნებს ცვლი­ლე­ბებს, იმი­სა, რის­გა­ნაც უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ, რა­ზეც უარი უნდა ვთქვათ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ისაა, გა­მოც­დი­ლე­ბა და საყ­რდე­ნი, სა­ი­და­ნაც უნდა და­ვი­წყოთ სვლა.

18 ივ­ლი­სი­დან 2025 წლის 12 იან­ვრამ­დე აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა. ეს ტრან­ზი­ტი მიგ­ვი­თი­თებს რომ თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ვერ­ძის თვი­სე­ბე­ბი. ვერ­ძის მმარ­თვე­ლი მარ­სია (ენერ­გი­ი­სა და ომის ღმერ­თი) და ის გვა­ი­ძუ­ლებს, ვი­მოქ­მე­დოთ გა­ბე­დუ­ლად, თა­მა­მად, და­მო­უ­კი­დებ­ლად. დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი სას­წორ­ში იქ­ნე­ბა - პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­ში. ცვლი­ლე­ბე­ბიც სწო­რედ აქ გვე­ლო­დე­ბა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­ხე­დავს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ურ­თი­ერ­თო­ბას პარტნი­ორ­თან და ეს პე­რი­ო­დი მოგ­ვცემს, რო­გორც ქორ­წი­ნე­ბე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, ასე­ვე გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა­საც. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი კავ­ში­რი გა­წყვი­ტოთ მე­გო­ბარ­თან ან საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან. გა­ჭირ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, კა­მა­თი და და­პი­რის­პი­რე­ბა, ყვე­ლას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა მო­უნ­დე­ბა. რთუ­ლი იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა.

ეს რაც შე­ე­ხე­ბო­და ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა. აქაც იქ­ნე­ბა ბრძო­ლა ლი­დე­რო­ბი­სა და პირ­ვე­ლო­ბის­თვის. იმი­სათ­ვის, რომ უკეთ მივ­ხვდეთ, რას­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის პე­რი­ო­დე­ბი, როცა კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი­ებს იგი­ვე მდე­ბა­რე­ო­ბა ჰქონ­დათ ან უკუ­ფა­ზა: 2004 წლის დე­კემ­ბრი­დან 2006 წლის ივ­ნი­სამ­დე და 2024 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2015 წლის ნო­ემ­ბრამ­დე.

ამას­თან, კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ასე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა გვაძ­ლევს შანს, რომ გა­მო­ვას­წო­როთ ის შეც­დო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ წლებ­ში იყო დაშ­ვე­ბუ­ლი.

2025 წლის იან­ვრამ­დე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ირ­ღვე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­უ­რი და სა­ვაჭ­რო კო­ა­ლი­ცი­ე­ბი. გა­წყდე­ბა არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი და გაჩ­ნდე­ბა უფრო ძლი­ე­რე­ბი. ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ალი­ან­სებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს; შე­იც­ვლე­ბა მათი შე­მად­გენ­ლო­ბაც.

ვერ­ძი, სა­დაც ახლა გან­თავ­სდე­ბა აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი, არის ცე­ცხლის სტი­ქია, მისი მარ­თვე­ლიც, - მარ­სი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ომის ღმერ­თი, ამი­ტომ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ომის, და­პი­რის­პი­რე­ბის, კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად შე­იქ­მნას. ან პი­რი­ქით - ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვევს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბებს. ამას­თან, ადა­მი­ა­ნებ­საც და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც მო­უნ­დე­ბათ მარ­წუ­ხე­ბის­გან, მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი წე­სე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ი­შა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი.

ვერ­ძი არის ლი­დე­რი და ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მო­უნ­დე­ბათ ლი­დე­რო­ბა, პირ­ვე­ლო­ბა. და ნუ გექ­ნე­ბათ იმის იმე­დი, რომ ლი­დე­რო­ბის­თვის ბრძო­ლა იქ­ნე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ან მშვი­დო­ბი­ა­ნი. გარ­და ამი­სა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შე­იქ­მნას ახა­ლი საბ­რძო­ლო ია­რა­ღი ან მოხ­დეს მისი გა­მოც­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, პირ­და­პი­რი, მკაც­რი და შე­იძ­ლე­ბა ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რიც, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მო­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლო­ბა­ზე, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აყო­ლი­ე­ბა­სა და ბრძო­ლა­ზე.

ადა­მი­ა­ნურ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა ელო­დე­ბათ უში­შარ ადა­მი­ა­ნებს. მათ, ვი­საც არ ეში­ნი­ათ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის, სა­კუ­თა­რი თვი­სე­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის, ვინც გა­დად­გამს პირ­ველ ნა­ბიჯს და არ შე­უ­შინ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის. ახლა და­მო­უ­კი­დებ­ლად ბრძო­ლის დროა და არა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ ეს არაა იოლი დრო არ­სე­ბუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბის­თვის; კავ­ში­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­წყდეს, მაგ­რამ შე­იქ­მნე­ბა ახ­ლე­ბიც. ეს პე­რი­ო­დი დაგ­ვა­მახ­სოვ­რებს თავს ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­ქორ­წი­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. მოხ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა პრინ­ცი­პით მე და ჩემი პარტნი­ო­რი ანუ კავ­შირ­ში ორი­ვეს მო­უნ­დე­ბა ლი­დე­რო­ბა და - დათ­მო­ბა არც ერთს.

კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბის გავ­ლე­ნას იგ­რძნობს ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შა­ნი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვი­საც, აღ­მა­ვა­ლი ჰყავს ვერ­ძში და დაღ­მა­ვა­ლი - სას­წორ­ში. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

კარმული კვანძების ტრანზიტი დაანგრევს იმასაც კი, რაც საიმედო და მუდმივი გვეგონა

კარმული კვანძების ტრანზიტი დაანგრევს იმასაც კი, რაც საიმედო და მუდმივი გვეგონა

18 ივლისს კარმული კვანძები მდებარეობას იცვლიან და 2025 წლის 12 იანვრამდე ვერძი-სასწორის ღერძზე განლაგდებიან. მათ ასევე უწოდებენ რახუ-ქეთუს, აღმავალ-დაღმავალ კვანძებს. ეს არის ფიქტიური წერტილი, მაგრამ მას საკმაო გავლენა აქვს ადამიანზე და ამიტომ ყურადღება გვმართებს მათ ტრანზიტზე. გარდა ამისა, მომდევნო წელიწად ნახევრის განმავლობაში მზისა და მთვარის დაბნელებებიც ვერძი-სასწორის ღერზე გველოდება და ცვლილებები და აქტიური ქმედებები სწორედ ამ დროსაა მოსალოდნელი. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2023 წლის 20 აპრილს (პლუს/მინუს 3 დღე) ამ დღეს გვქონდა მზის დაბნელება. 14 ოქტომბერს კი გველოდება მზის დაბნელება, მაგრამ ამჯერად უკვე სასწორში.

კარმული კვანძები ფიქტიური წერტილებია; აღმავალი კვანძი მიმართულებას, განვითარებას გვაჩვენებს, მაგრამ სასურველის მიღება იოლი არაა. დაღმავალი კვანძი, რომელიც აღმავალის მოპირდაპირედ მდებარეობს, გვაჩვენებს ცვლილებებს, იმისა, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, რაზეც უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად ისაა, გამოცდილება და საყრდენი, საიდანაც უნდა დავიწყოთ სვლა.

18 ივლისიდან 2025 წლის 12 იანვრამდე აღმავალი კვანძი ვერძის ზოდიაქოში იქნება. ეს ტრანზიტი მიგვითითებს რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოვავლინოთ ვერძის თვისებები. ვერძის მმართველი მარსია (ენერგიისა და ომის ღმერთი) და ის გვაიძულებს, ვიმოქმედოთ გაბედულად, თამამად, დამოუკიდებლად. დაღმავალი კვანძი სასწორში იქნება - პარტნიორობისა და თანამშრომლობის სფეროში. ცვლილებებიც სწორედ აქ გველოდება. უამრავი ადამიანი გადახედავს თავის დამოკიდებულებას და ურთიერთობას პარტნიორთან და ეს პერიოდი მოგვცემს, როგორც ქორწინებების დიდ რაოდენობას, ასევე განქორწინებისასაც. არაა გამორიცხული კავშირი გაწყვიტოთ მეგობართან ან საქმიან პარტნიორთან. გაჭირდება მოლაპარაკება გარშემო მყოფებთან, კამათი და დაპირისპირება, ყველას თავისი უპირატესობის დამტკიცება მოუნდება. რთული იქნება შეთანხმების მიღწევა.

ეს რაც შეეხებოდა ადამიანურ ურთიერთობებს. პოლიტიკასა და ეკონომიკაში ყველაფერი იდეალური არ იქნება. აქაც იქნება ბრძოლა ლიდერობისა და პირველობისთვის. იმისათვის, რომ უკეთ მივხვდეთ, რასთან გვექნება საქმე, უნდა გავიხსენოთ ის პერიოდები, როცა კარმული კვანძებიებს იგივე მდებარეობა ჰქონდათ ან უკუფაზა: 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ივნისამდე და 2024 წლის თებერვლიდან 2015 წლის ნოემბრამდე.

ამასთან, კარმული კვანძები ასეთი მდებარეობა გვაძლევს შანს, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც იმ წლებში იყო დაშვებული.

2025 წლის იანვრამდე, დიდი ალბათობით, დაირღვევა პოლიტიკური, ეკონომიური და სავაჭრო კოალიციები. გაწყდება არსებული კავშირები და გაჩნდება უფრო ძლიერები. ცვლილებები ელოდებათ საერთაშორისო ალიანსებს, ორგანიზაციებს; შეიცვლება მათი შემადგენლობაც.

ვერძი, სადაც ახლა განთავსდება აღმავალი კვანძი, არის ცეცხლის სტიქია, მისი მართველიც, - მარსი, როგორც უკვე გითხარით, ომის ღმერთი, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები ომის, დაპირისპირების, კონფლიქტის შედეგად შეიქმნას. ან პირიქით - ცვლილებები გამოიწვევს შეიარაღებულ დაპირისპირებებს. ამასთან, ადამიანებსაც და ორგანიზაციებსაც მოუნდებათ მარწუხებისგან, მათთვის მიუღებელი წესებისგან თავის დაღწევა, დამოუკიდებლობა. შეიძლება დაიშალოს პოლიტიკური ორგანიზაციები, სახელმწიფოები.

ვერძი არის ლიდერი და ამ პერიოდში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოუნდებათ ლიდერობა, პირველობა. და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ლიდერობისთვის ბრძოლა იქნება დიპლომატიური ან მშვიდობიანი. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ შეიქმნას ახალი საბრძოლო იარაღი ან მოხდეს მისი გამოცდა.

საზოგადოებაში გამოჩნდება ახალი, გამორჩეული ადამიანი, პირდაპირი, მკაცრი და შეიძლება ექსტრავაგანტურიც, რომელიც იქნება მომართული პირველობაზე, გარშემო მყოფების აყოლიებასა და ბრძოლაზე.

ადამიანურ სფეროში წარმატება და გამარჯვება ელოდებათ უშიშარ ადამიანებს. მათ, ვისაც არ ეშინიათ სცენაზე გამოსვლის, საკუთარი თვისებების დემონსტრირების, ვინც გადადგამს პირველ ნაბიჯს და არ შეუშინდება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების. ახლა დამოუკიდებლად ბრძოლის დროა და არა პარტნიორებთან ერთად.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ეს არაა იოლი დრო არსებული პარტნიორული და სასიყვარულო კავშირებისთვის; კავშირების უმეტესობა შეიძლება გაწყდეს, მაგრამ შეიქმნება ახლებიც. ეს პერიოდი დაგვამახსოვრებს თავს ქორწინებისა და განქორწინების დიდი რაოდენობით. მოხდება ურთიერთობების გადახედვა პრინციპით მე და ჩემი პარტნიორი ანუ კავშირში ორივეს მოუნდება ლიდერობა და - დათმობა არც ერთს.

კარმული კვანძების გავლენას იგრძნობს ზოდიაქოს ყველა ნიშანი, მაგრამ განსაკუთრებით ისინი, ვისაც, აღმავალი ჰყავს ვერძში და დაღმავალი - სასწორში. უახლოეს დღეებში აუცილებლად შემოგთავაზებთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის.