18 ივლისს კარმული კვანძები მდებარეობას იცვლიან და 2025 წლის 12 იანვრამდე ვერძი-სასწორის ღერძზე განლაგდებიან. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია უკვე დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს, რა გელოდებათ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზის ნიშნის მიხედვით.
ვერძი
აღმავალი კვანძი თქვენს ნიშანშია და ახლა გეძლევათ შანსი, რომ დაიწყოთ სამომავლო მიზნების განხორციელება. გელოდებათ ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მოგინდებათ სტილის, იმიჯის, ქცევის მანერის შეცვლა. ცვლილებები შეეხება პროფესიულ საქმიანობასაც - შეიძლება შეიცვალოთ სამსახური და პროფესიაც კი. გადაიხედება ურთიერთობა როგორც არსებულ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან, ასევე ზოგადად, გარშემო მყოფებთან. შეგეცვლებათ სამეგობრო წრე; არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთს დაშორდეთ. თუ მარტოხელა ხართ, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კარმულად შეგეფერებათ. ზოგიერთი კი მიხვდება, რომ არსებულ პარტნიორთან ურთიერთობას წერტილი უნდა დაუსვას. მაგრამ ნუ დადარდიანდებით, მალევე გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა უფრო საინტერესო და ხანგრძლივი იქნება. თუმცა, უმჯობესია, მეტად იყოთ ორიენტირებული საკუთარ თავზე. მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები, უნდა მოახდინოთ თქვენი თავის პოპულარიზაცია. შეგეცვლებათ შეხედულებები, დამოკიდებულებები, ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი იქნება იოლად, მაგრამ ცვლილებები აუცილებელია თქვენი განვითარებისთვის.
კურო
უნდა დასრულდეს თქვენი შეზღუდვა, იზოლაცია ან განმარტოება; ის, რაც გიზღუდავდათ თავისუფლებას. მიხვდებით, რომ კრიზისიდან გამოდიხართ. აქამდე თუ რთული ცხოვრება გქონდათ, ახლა დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ მომავალი მოქმედებისთვის. უნდა დატკბეთ შედეგით. ზოგიერთი დაიწყებთ მუშაობას, დაუბრუნდებით საქმიანობას. ზოგიერთს მოგინდებათ ონლაინ მუშაობა. შეიძლება შეგეცვალოთ სამუშაო ადგილი, გრაფიკი. თუ ქრონიკული ან ხანგრძლივი დაავადება გქონდათ, მისგანაც გათავისუფლდებით. აგრეთვე უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და დამოკიდებულებებისგან. კარგი იქნება, თუ გაიუმჯობესებთ ცხოვრებისეულ პირობებს.
ტყუპი
მოიმატებს აქტიურობა შემოქმედებაში ან კოლექტიურ საქმიანობაში. ეს არის თქვენი სურვილებისა და მიზნების განხორციელების დრო. შეიძლება ახალი კოლექტივის, ჯგუფის წევრი გახდეთ. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში ან სულაც გახსნით თქვენს ინტერნეტმაღაზიას, დაიწყებთ ბლოგერობას. ზოგიერთი გადაწყვეტთ სრულიად ახალი პროფესიის დაუფლებას. მოგინდებათ პროფესიაში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად გამოყენება. თუ მოინდომებთ შეიძლება კვლავაც დაქორწინდეთ. მოგიწევთ მეტი ზრუნვა სხვის შვილებზე (გერი, ნათლული). გაიჩენთ ახალ მეგობრებს. სასიამოვნო ცვლილებებით გაგახარებენ თქვენი შვილებიც.
კირჩხიბი
კარმული კვანძები თქვენი სოციალური სტატუსისა და ოჯახის ღერძზე განლაგდებიან. ეს ნიშნავს, რომ მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული სტატუსის ამაღლებაზე. ეს შეიძლება მოხდეს: ოფიციალური დაქორწინებით, ბავშვის დაბადებით. ამავე დროს, კარიერასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. დაიკავებთ ახალ თანამდებობას, მოგემატებათ ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მიიღებთ ახალ თანამდებობას, წოდებას, გელოდებათ დაწინაურება, დიპლომის დაცვა. მოგინდებათ ბიზნესის, შეიძლება ოჯახურის დაწყება ან არსებულის განვითარება. შეიძენთ უძრავ ქონებას. მიიღებთ მოქალაქეობას, ცხოვრების უფლებას უცხო ადგილას. იყავით მომართული ოჯახური უსიამოვნებების მოგვარებაზე და ამასთან, კარიერულ წინსვლაზე.
ლომი
ახალი მიზნები გაგიჩნდებათ და ეს უკავშირდება უცხოეთს, შეიძლება მოგინდეთ ემიგრაცია, საზღვარგარეთ საკუთარი შესაძლებლობების (სწავლა, მუშაობა) გამოვლენა. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება სასამართლო საქმეები. ზოგიერთი გადაწყვეტს, ლიტერატურაში, პედაგოგიკაში მოსინჯის საკუთარი შესაძლებლობები. კარგი იქნება უცხო ენის შესწავლა, უმაღლესი ჩაბარება ან კვალიფიკაციის ამაღლება. ინტელექტუალური დონის გაღრმავება. დაგაინტერესებთ უცხო ქვეყნის კულტურა, წეს-ჩვეულებები და არაა გამორიცხული, გააბათ ნაცნობობა უცხოელთან სასიყვარულო ან საქმიანი ინტერესების გამო. ზოგიერთ საკითხზე შეგეცვლებათ შეხედულება. გახდებით მეტად თავდაჯერებული. ინტერესთა და მსოფლმხედველობის გამო შეგეცვლებათ გარემოცვა.
ქალწული
მეუღლის, საქმიანი პარტნიორის ან მშობლების გავლენით შეგეცვლებათ ბიუჯეტის ოდენობა. შეიძლება ფინანსური მდგომარეობა ქორწინებით (ანგარებიანი) გაგიუმჯობესდეთ. ზოგიერთს კი გელოდებათ მსხვილი სესხის აღება საყიდლების ან ბიზნესის დაწყების გამო. მიიღებთ მოგებას ადრე დაბანდებული ფულისგან. შეიძლება შეგეცვალოთ სამსახური. უნდა მოაგვაროთ გადასახადების, სახელმწიფო სუფსიდიების, ალიმენტის, თუნდაც პენსიის საკითხები. უნდა გადაიფორმოთ მემკვიდრეობა. კარგი იქნება ფინანსური საკითხების (მეტი შემოსავლის მიღების მიზნით), ფსიქოლოგიის, ეზოტერიკული თემების შესწავლა. პირად ცხოვრებაში გელოდებათ ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი რომანტიკული კავშირი.
გაგრძელება იქნება...