დღეს, 29 იანვარს ახალმთვარეობა გვაქვს მერწყულის ნიშანში და ახალი წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ჩინურ ტრადიციაში გველი სიბრძნის, ინტუიციის, ფარული ცოდნისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა. 2025 წელი იქნება გადახედვის, შინაგანი ცვლილებების და სულიერი ზრდის დრო.
ახალმთვარეობა ყოველთვის არის საწყისი წერტილი, ნამდვილი სურვილებისა და შესაძლებლობების გაცნობიერების დრო. მერწყული, თავისუფლების, პროგრესისა და კოლექტიური ურთიერთობის ნიშანია. და გველის გავლენით ამ დროს ემატება სიღრმე, მისტიკა და სიბრძნე. წლის ახალი მმართველი მოგვიწოდებს ჩავიხედოთ საკუთარ თავში, რათა აღმოვაჩინოთ ფარული რესურსები და ცოდნა.
მერწყული გვასწავლის ვიპოვოთ ბალანსი პიროვნულ უნიკალურობასა და საერთო საქმეში წვლილს შორის.
მერწყულის მმართველი ურანი ხელს უწყობს თქვენი როლის გადახედვას გუნდში, თანამოაზრეების ჯგუფში ან საზოგადოებაში. ეს ის პერიოდია, როდესაც კოლექტიური ენერგია ყველაზე ეფექტურია და თანამოაზრეების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ საერთო საქმეში.
მერწყულის მეორე მმართველია სატურნი - ჩვენი მკაცრი მასწავლებელი, რომელიც ითხოვს პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენს ქმედებებსა და სიტყვებს. ურანი და სატურნი იძლევიან არასტანდარტული იდეების განხორციელებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრესს.
ახალმთვარეობიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კარგია ახალი იდეების განხორციელება, განსაკუთრებით ის, რაც ადრე ძალიან თამამად და ორიგინალურად ჩანდა. ახალმთვარეობის ენერგია ხელს უწყობს ინოვაციებს, მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს და ახალი მიდგომების ძიებას. საუკეთესო დროა იფიქროთ თქვენს მიზნებზე, განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ პროექტებთან, ტექნოლოგიასთან ან ახალი უნარების განვითარებასთან.
შეეცადეთ იპოვოთ ბალანსი გარესა და შინაგანს შორის. გველის სიბრძნე გამოიხატება უნარში დაინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის. ეს გვაფიქრებინებს ჩვენს მაღალ მიზნებსა და რეალურ რესურსებს შორის ურთიერთობაზე.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მერწყულებზე და მათზეც, ვისაც ამ ნიშანში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. ან თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ 30-31 იანვარს და პირველ-2 თებერვალს. ტყუპზე და განსაკუთრებით 29 მაისის-3 ივნისის შუალედში დაბადებულებზე. აგრეთვე სასწორებზე , რომლებიც პირველ-3 ოქტომბერს დაიბადნენ. თქვენ სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი ცვლილებები გელით, არ გამოტოვოთ შანსი - დროა იყოთ თანამედროვე.
ლომებმა (დაბადებული 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე), კუროებმა (28 აპრილიდან პირველ მაისამდე) და მორიელებმა (დაბადებული 31 ოქტომბრიდან ორ ნოემბრამდე) ან თქვენ თვითონ უნდა შეცვლით რაღაცას თქვენს ცხოვრებაში, გაიხსნებით ცვლილებებისთვის, ან ურანი გაიძულებთ ცვლილებებს.
ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:
ვერძი
არ გამოტოვოთ ახალი საბედისწერო შეხვედრისა და ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი!
კურო
გელით ახალი კარიერული შესაძლებლობები, ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდით!
ტყუპი
თქვენ შეძლებთ წარმატებით და ახლებურად მოაგვაროთ მეცნიერებასთან, განათლებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ძველი საკითხები.
კირჩხიბი
ფინანსური და კრიზისული საკითხები იოლად მოგვარდება, ახალი შესაძლებლობებისა და თქვენი ინტუიციის წყალობით.
ლომი
დაეყრდენით თქვენს მეუღლეებს, პარტნიორებს, კლიენტებს – ისინი მიგიყვანთ ბედის ახალ და ბედნიერ გზაზე.
ქალწული
მათთვის, ვინც ეძებს სამუშაოს და მათთვის, ვინც უკვე მუშაობს, ახალი ჰორიზონტები გაიხსნება. შეიძლება იპოვოთ საოცარი პოზიცია, რომელიც გახდება თქვენი პროფესიული ზრდის საფუძველი.
სასწორი
მარტოხელებს შესაძლოა ახალმა სიყვარულმა დაგიკაკუნოთ კარზე. მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, რომანტიკული მოგზაურობის შესაძლებლობა გექნებათ.
მორიელი
საოჯახო საქმეები გაუმჯობესდება ოჯახის წევრების ფინანსური ურთიერთდახმარებისა და კრიზისის დროს მხარდაჭერის წყალობით.
მშვილდოსანი
მოგზაურობის ან სწავლის დროს ახალ ადამიანებთან შეხვედრა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს და ქორწინებით დაგვირგვინდეს.
თხის რქა
თქვენი შრომისმოყვარეობის წყალობით, ახალი ფინანსური შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ.
მერწყული
გილოცავთ, ახალმთვარეობა თქვენს ნიშანშია, გელოდებათ ბედნიერება სიყვარულში და ურთიერთობებში. ასევე წარმატება გელით თქვენს საყვარელ საქმეში და ბავშვებთან ურთიერთობაში. დროა, ახალი პროექტები დაუწყოთ, ახალი იდეები განახორციელოთ.
თევზები
თუ თქვენს თანდაყოლილ ინტუიციას ენდობით, გაიხსნება პორტალი, რომელიც სიყვარულითა და შთაგონებით სავსე ახალი მომავლისკენ მიგიყვანთ!