საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალწულის თავსებადობა სხვა ნიშნებთან
ქალწულის თავსებადობა სხვა ნიშნებთან

ახლა მზე ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­შია და გა­ვი­გოთ, ვის ეთავ­სე­ბა ეს წუ­ნია ნი­შა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად და ზო­დი­ა­ქოს რო­მელ ნი­შანს უნდა მო­ე­რი­დოს:

ქალ­წუ­ლი და ვერ­ძი

მარ­თა­ლია, პირ­ველ ეტაპ­ზე, ქალ­წუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ა­ნაც მი­ი­ზი­დოს ვერ­ძის გა­მოკ­ვე­თილ­მა ხა­სი­ათ­მა, მაგ­რამ უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იგი მალე აღ­მო­ა­ჩენს, რომ ამ ადა­მი­ან­თან დიდი ხნით გაძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­კია. ვერძს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი იზი­დავს, ბუ­ნე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რია. ქალ­წუ­ლი კი ძნე­ლად ეგუ­ე­ბა სი­ახ­ლე­ებს. არც სხვა­დას­ხვა სა­ხის სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბით იხიბ­ლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც. ასე რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამ კავ­შირს დიდი ხნით სი­ცო­ცხლე არ უწე­რია.

ქალ­წუ­ლი და კურო

საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი და კარ­გი კავ­ში­რია. კურო ქალ­წუ­ლის მსგავ­სად მშვი­დი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ტი­პა­ჟია. იგი უქ­მნის ქალ­წულს იმ აუ­ცი­ლე­ბელ გა­რე­მოს და ემო­ცი­ურ ფონს, რაც ამ უკა­ნას­კნელს ესა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ბო­ლომ­დე გა­იხ­სნას. ერ­თა­დერ­თი, რაც მას მო­ე­თხო­ვე­ბა, არის ის, რომ ნაკ­ლე­ბად აკ­რი­ტი­კოს პარტნი­ო­რი კურო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მათი კავ­ში­რი იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

ქალ­წუ­ლი და ტყუ­პი

ამ ორს ერთი და იგი­ვე პლა­ნე­ტა – მერ­კუ­რი მფარ­ვე­ლობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც არ უნდა უც­ნა­უ­რი ჩან­დეს, მათ შო­რის შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ კარ­გი სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა შედ­გეს. ქალ­წუ­ლი მძაფ­რი ტემ­პე­რა­მე­ტით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც თა­ვის მხრივ აწყობს ასე­ვე ნაკ­ლე­ბად ვნე­ბი­ან ტყუპს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ტყუ­პის ცვა­ლე­ბა­დო­ბაა, რომ­ლის გა­მოც წყვილს შო­რის პე­რი­ო­დუ­ლი შე­საძ­ლოა კა­მა­თი.

ქალ­წუ­ლი და კირჩხი­ბი

საკ­მა­ოდ კარ­გი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი წყვი­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბის კუ­თხით. ქალ­წუ­ლის თვი­სე­ბა იზ­რუ­ნოს და კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას პარტნი­ორს, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ავ­სებს კირჩხი­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ და­ცუ­ლო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას. ამი­ტომ ამ უკა­ნას­კნე­ლის ხა­სი­ათ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი სი­თა­მა­მე მა­ტუ­ლობს, როცა პარტნი­ო­რი ქალ­წუ­ლია. პრობ­ლე­მად შე­საძ­ლოა ქალ­წუ­ლის კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი იქ­ცეს, რა­საც წყე­ნია კირჩხი­ბი დიდი ხნით და­ი­მახ­სოვ­რებს.

ქალ­წუ­ლი და ლომი

ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ლო­მის ცე­ცხლო­ვან ტემ­პე­რა­მენ­ტსა და სექ­სუ­ა­ლურ მა­დას ქალ­წუ­ლი ხში­რად ვერ აუ­ბამს მხარს. გარ­და ამი­სა, ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უფ­რო­სო­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც ბევ­რჯერ გა­მო­იწ­ვევს ქალ­წუ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. თუმ­ცა, თუ ლომი ცო­ტა­თი შე­არ­ბი­ლებს მას­თან მენ­ტო­რულ ტონს, ბუ­ნე­ბით მზრუნ­ველ­მა ქალ­წულ­მა შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მოს და პარტნი­ორს ყო­ველ­მხრივ ასი­ა­მოვ­ნოს.

ქალ­წუ­ლი და ქალ­წუ­ლი

საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი და რაც მთა­ვა­რია ხან­გრძლი­ვი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე ურ­თი­ერ­თო­ბაა. ერ­თიც და მე­ო­რეც ურ­თი­ერ­თო­ბას არამ­ხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყოფ­ლებ­ლად, გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად იყე­ნებს. რო­გო­რი­ცაა კარ­გი სახ­ლი, სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი, გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ.

ქალ­წუ­ლი და სას­წო­რი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია, იმის გამო, რომ ქალ­წუ­ლის რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უან­რი, ხში­რად დათ­რგუ­ნავს რო­მან­ტი­კულ სას­წორს. ქალ­წუ­ლი ყვე­ლა­ფერს ობი­ექ­ტუ­რად და რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რებს, მათ შო­რის სექსსაც. სას­წორს კი პირ­ველ რიგ­ში სექ­სამ­დე, რო­მან­ტი­კა და ლა­მა­ზი ემო­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მას ამ მო­მენ­ტამ­დე მის­ვლას გა­უ­ად­ვი­ლებს. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ ამა­ზე დრო­ის ხარ­ჯვა, ნაკ­ლე­ბად უჯ­დე­ბა ჭკუ­ა­ში მა­ტე­რი­ა­ლისტ ქალ­წულს.

ქალ­წუ­ლი და მო­რი­ე­ლი

უფრო ხში­რად თავ­სე­ბა­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი წყვი­ლია. მარ­თა­ლია, ქალ­წუ­ლის ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვე, ხში­რად ფეხს ვერ უწყობს მო­რი­ე­ლის ემო­ცი­ურ ბუ­ნე­ბა­სა და ვნე­ბი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა სხვა რა­მე­ე­ბით ხდე­ბა. მო­რი­ელს მოს­წონს ქალ­წუ­ლის მზრუნ­ვე­ლი ხა­სი­ა­თი და ერ­თგუ­ლე­ბა. მისი ცივი გო­ნე­ბა და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბაც არა­ნაკ­ლებ ხიბ­ლავს. ამი­ტომ შე­საძ­ლოა კავ­ში­რი საკ­მა­ოდ მყა­რი და ხან­გრძლი­ვი გა­მოდ­გეს.

ქალ­წუ­ლი და მშვილ­დო­სა­ნი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი და პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით იდე­ა­ლის­ტი და მა­ძი­ე­ბე­ლია, მისი ეს მიდ­გო­მა არ ეს­მის ქალ­წულს, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ზრუნ­ვას. გარ­და ამი­სა, მშვილ­დოს­ნის ხა­სი­ათ­ში დევს (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ქა­ლია ის თუ კაცი) პო­ლი­გა­მი­უ­რო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა ქალ­წუ­ლი გა­აფ­თრე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

ქალ­წუ­ლი და თხის რქა

საკ­მა­ოდ კარ­გი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კავ­ში­რია. მათი ტემ­პე­რა­მენ­ტი ისე­ვე რო­გორც ხა­სი­ა­თი, მსგავ­სია. თხის რქას შე­უძ­ლია ქალ­წუ­ლი ბო­ლომ­დე გახ­სნას სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით. თუმ­ცა პრობ­ლე­მას შექ­მნის თხის რქის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თი და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დო­მი­ნი­რე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუკი ქალ­წუ­ლი ამ ფაქტს გა­გე­ბით და მორ­ჩი­ლე­ბით შეხ­ვდე­ბა, კავ­ში­რი იდე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

ქალ­წუ­ლი და მერ­წყუ­ლი

მარ­თა­ლია ამ ორს შო­რის ხში­რად ყა­ლიბ­დე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­ნებ­რივ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, მაგ­რამ მერ­წყუ­ლის მიდ­რე­კი­ლე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­კენ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ხში­რად იწ­ვევს ქალ­წუ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. თუკი ამ ლაფ­სუსს უგუ­ლე­ბელ­ყოფთ, ამ ორის­გან მშვე­ნი­ე­რი წყვი­ლი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით.

ქალ­წუ­ლი და თევ­ზე­ბი

საკ­მა­ოდ რთუ­ლი და პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. ისი­ნი გან­სხვავ­დე­ბი­ან რო­გორც მენ­ტა­ლუ­რად ისე ფი­ზი­კუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დო­ნე­ზე. ქალ­წუ­ლის­თვის ურ­თი­ერ­თო­ბა ზრუნ­ვა და რე­ა­ლუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რია. მა­შინ როცა თევ­ზე­ბი გან­წყო­ბის ადა­მი­ა­ნია, იგი სიყ­ვა­რულს და სექსს გა­ცი­ლე­ბით უფრო აბ­სტრაქ­ტუ­ლად აღიქ­ვამს. ამი­ტომ კავ­ში­რი ერ­თობ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქალწულის თავსებადობა სხვა ნიშნებთან

ქალწულის თავსებადობა სხვა ნიშნებთან

ახლა მზე ქალწულის ზოდიაქოშია და გავიგოთ, ვის ეთავსება ეს წუნია ნიშანი ყველაზე მეტად და ზოდიაქოს რომელ ნიშანს უნდა მოერიდოს:

ქალწული და ვერძი

მართალია, პირველ ეტაპზე, ქალწული შეიძლება ძალიანაც მიიზიდოს ვერძის გამოკვეთილმა ხასიათმა, მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობაში იგი მალე აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანთან დიდი ხნით გაძლება შეუძლებეკია. ვერძს თავგადასავლები იზიდავს, ბუნებით ექსპერიმენტატორია. ქალწული კი ძნელად ეგუება სიახლეებს. არც სხვადასხვა სახის სექსუალური თამაშებით იხიბლება მაინცდამაინც. ასე რომ, საბოლოო ჯამში ამ კავშირს დიდი ხნით სიცოცხლე არ უწერია.

ქალწული და კურო

საკმაოდ ჰარმონიული და კარგი კავშირია. კურო ქალწულის მსგავსად მშვიდი, მოწესრიგებული და გაწონასწორებული ტიპაჟია. იგი უქმნის ქალწულს იმ აუცილებელ გარემოს და ემოციურ ფონს, რაც ამ უკანასკნელს ესაჭიროება, რომ ბოლომდე გაიხსნას. ერთადერთი, რაც მას მოეთხოვება, არის ის, რომ ნაკლებად აკრიტიკოს პარტნიორი კურო. სხვა შემთხვევაში მათი კავშირი იდეალური იქნება.

ქალწული და ტყუპი

ამ ორს ერთი და იგივე პლანეტა – მერკური მფარველობს. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, მათ შორის შესაძლოა საკმაოდ კარგი სექსუალური თავსებადობა შედგეს. ქალწული მძაფრი ტემპერამეტით არ გამოირჩევა, რაც თავის მხრივ აწყობს ასევე ნაკლებად ვნებიან ტყუპს. ერთადერთი პრობლემა ტყუპის ცვალებადობაა, რომლის გამოც წყვილს შორის პერიოდული შესაძლოა კამათი.

ქალწული და კირჩხიბი

საკმაოდ კარგი და ჰარმონიული წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით. ქალწულის თვისება იზრუნოს და კომფორტი შეუქმნას პარტნიორს, შესანიშნავად ავსებს კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დაცულობის მოთხოვნილებას. ამიტომ ამ უკანასკნელის ხასიათში სექსუალური სითამამე მატულობს, როცა პარტნიორი ქალწულია. პრობლემად შესაძლოა ქალწულის კრიტიკული შენიშვნები იქცეს, რასაც წყენია კირჩხიბი დიდი ხნით დაიმახსოვრებს.

ქალწული და ლომი

ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლომის ცეცხლოვან ტემპერამენტსა და სექსუალურ მადას ქალწული ხშირად ვერ აუბამს მხარს. გარდა ამისა, ლომისთვის დამახასიათებელი უფროსობის სიყვარულიც ბევრჯერ გამოიწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუმცა, თუ ლომი ცოტათი შეარბილებს მასთან მენტორულ ტონს, ბუნებით მზრუნველმა ქალწულმა შესაძლოა ძალიან მოინდომოს და პარტნიორს ყოველმხრივ ასიამოვნოს.

ქალწული და ქალწული

საკმაოდ დადებითი და რაც მთავარია ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე ურთიერთობაა. ერთიც და მეორეც ურთიერთობას არამხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფლებლად, გაცილებით უფრო სერიოზული მიზნების მისაღწევად იყენებს. როგორიცაა კარგი სახლი, საერთო ბიზნესი, განვითარება და ა.შ.

ქალწული და სასწორი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმის გამო, რომ ქალწულის რაფინირებული აზროვნების უანრი, ხშირად დათრგუნავს რომანტიკულ სასწორს. ქალწული ყველაფერს ობიექტურად და რეალისტურად უყურებს, მათ შორის სექსსაც. სასწორს კი პირველ რიგში სექსამდე, რომანტიკა და ლამაზი ემოციები სჭირდება, რომელიც მას ამ მომენტამდე მისვლას გაუადვილებს. მაგრამ ყველაფერ ამაზე დროის ხარჯვა, ნაკლებად უჯდება ჭკუაში მატერიალისტ ქალწულს.

ქალწული და მორიელი

უფრო ხშირად თავსებადი და ჰარმონიული წყვილია. მართალია, ქალწულის ემოციური სიცივე, ხშირად ფეხს ვერ უწყობს მორიელის ემოციურ ბუნებასა და ვნებიანობას, მაგრამ ურთიერთობის დარეგულირება სხვა რამეებით ხდება. მორიელს მოსწონს ქალწულის მზრუნველი ხასიათი და ერთგულება. მისი ცივი გონება და ანალიტიკური აზროვნებაც არანაკლებ ხიბლავს. ამიტომ შესაძლოა კავშირი საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი გამოდგეს.

ქალწული და მშვილდოსანი

საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. მშვილდოსანი ბუნებით იდეალისტი და მაძიებელია, მისი ეს მიდგომა არ ესმის ქალწულს, რომელიც მოითხოვს სტაბილურობას და ზრუნვას. გარდა ამისა, მშვილდოსნის ხასიათში დევს (არ აქვს მნიშვნელობა ქალია ის თუ კაცი) პოლიგამიურობისკენ მიდრეკილება, რამაც შესაძლოა ქალწული გააფთრებამდე მიიყვანოს.

ქალწული და თხის რქა

საკმაოდ კარგი, ჰარმონიული და პერსპექტიული კავშირია. მათი ტემპერამენტი ისევე როგორც ხასიათი, მსგავსია. თხის რქას შეუძლია ქალწული ბოლომდე გახსნას სექსუალური კუთხით. თუმცა პრობლემას შექმნის თხის რქის დიქტატორული ხასიათი და ურთიერთობაში დომინირებისკენ მიდრეკილება. თუკი ქალწული ამ ფაქტს გაგებით და მორჩილებით შეხვდება, კავშირი იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს.

ქალწული და მერწყული

მართალია ამ ორს შორის ხშირად ყალიბდება შესანიშნავი გონებრივ-ინტელექტუალური კავშირი, მაგრამ მერწყულის მიდრეკილება ექსპერიმენტებისკენ და უპასუხისმგებლობა, ხშირად იწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუკი ამ ლაფსუსს უგულებელყოფთ, ამ ორისგან მშვენიერი წყვილი შეიძლება დადგეს მოკლევადიანი პერსპექტივით.

ქალწული და თევზები

საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. ისინი განსხვავდებიან როგორც მენტალურად ისე ფიზიკური მოთხოვნილებების დონეზე. ქალწულისთვის ურთიერთობა ზრუნვა და რეალური, ინტელექტუალური კავშირია. მაშინ როცა თევზები განწყობის ადამიანია, იგი სიყვარულს და სექსს გაცილებით უფრო აბსტრაქტულად აღიქვამს. ამიტომ კავშირი ერთობ არასახარბიელო შედეგებით შეიძლება დასრულდეს.