პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია, ას­ტრო­ლო­გი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის ბი­ო­ლო­გი­ურ აგე­ბუ­ლე­ბას შო­რის კავ­ში­რი. ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნოს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ­გა­ნოს გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ზეც ავ­ლენს გავ­ლე­ნას. გარ­და ამი­სა, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას თა­მა­შობს პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნე­ბის­მი­ე­რი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში ე.წ და­ზი­ა­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს ამა თუ იმ ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე, იმ კუ­თხით, რო­მელ­საც ეს პლა­ნე­ტა მარ­თავს. გან­ვი­ხი­ლოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით:

მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი:

კურო

კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი და ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არც ისი­ნი არი­ან და­ზღვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, რომ­ლი­თაც პლა­ნე­ტა­რუ­ლი გავ­ლე­ნა ყვე­ლა ადა­მი­ანს აჯილ­დო­ებს ამ სამ­ყა­რო­ში. კუ­როს მთა­ვა­რი სი­სუს­ტე ყელი და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის პრობ­ლე­მაა. ზედ­მე­ტი წონა კი თა­ვის მხრივ, კუ­როს გურ­მა­ნულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­თა­ნაა კავ­შირ­ში. აი, რაც შე­ე­ხე­ბა ყელს და სახ­მო იო­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჯან­მრთე­ლო­ბის თე­მას, ამ მხრივ უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა კუ­როს გა­აჩ­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი ან­გი­ნის, ლა­რინ­გი­ტის, ფა­რინ­გი­ტის და მსგავ­სი ტი­პის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი კურო ხში­რად ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი სახ­მო იო­გე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მი­თაც იტან­ჯე­ბა. ყვე­ლა­ფერ ზე­მოთ­ქმულ­თან ერ­თად, კუ­როს­თვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­კი­თხიც ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი თე­მაა, რად­გან თან­და­ყო­ლი­ლი სი­ზან­დი­ტან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაც ისე­ვე უჭირთ, რო­გორც ერთხელ შეჩ­ვე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან გან­შო­რე­ბა.

ქალ­წუ­ლი

ზო­დი­ა­ქოს ე.წ. ჯან­მრთე­ლო­ბის სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი ქალ­წუ­ლი, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ მა­ნი­ა­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ქალ­წუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მკაცრ კონ­ტროლ­ზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა, კვე­ბის რე­ჟი­მი, დას­ვე­ნე­ბის და მუ­შა­ო­ბის სა­ა­თე­ბი. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ერ­მა სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ­მა ქალ­წულ­მა, ზე­პი­რად იცის ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის ანო­ტა­ცია, შე­მად­გენ­ლო­ბა და სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ქალ­წუ­ლი, რო­მელ­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ან ქრო­ნი­კულ სტა­დი­ა­ში გა­და­სუ­ლი სენი გა­აჩ­ნია, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა ბუ­ნე­ბა­ში. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც აწუ­ხებთ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - კერ­ძოდ კი კუჭ-ნაწ­ლა­ვის და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ქალ­წუ­ლის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

თხის რქა

თხის რქა ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი "დამ­სჯე­ლი" პლა­ნე­ტის - სა­ტურ­ნის მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, სიმ­ბო­ლუ­რად სწო­რედ სა­ტურ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით ად­გე­ნენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბას და მისი გან­ვი­თა­რე­ბის გზებს. თუმ­ცა სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა ზო­გა­დად თხის რქებ­ზე, ყო­ველ­თვის როდი ვლინ­დე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით. თხის რქე­ბის სი­სუს­ტე კბი­ლე­ბი, კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა სა­ხის ეგ­ზე­მუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, პა­რა­დონ­ტო­ზი ან რა­დი­კუ­ლი­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ბევრ თხის რქა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­ტურ­ნის რა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იკა­ჟებს, ამი­ტომ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში მო­წუ­წუ­ნე და ავად­მყო­ფი თხის რქა, შე­საძ­ლე­ბე­ლია უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჯან­საღ ადა­მი­ა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნოს, ყვე­ლა­ფე­რი მის ხა­სი­ათ­ში სა­ტურ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამას­თან, დარდს და პე­სი­მიზმს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მოს­დევს, ოპ­ტი­მის­ტურ მიდ­გო­მას კი წლო­ბის მან­ძილ­ზე გა­კა­ჟე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდითგანვე ცნობილია, ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირი. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და, შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეც ავლენს გავლენას. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს პლანეტარული გავლენაც. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში ე.წ დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფება ხშირად მიანიშნებს ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტიქიების მიხედვით:

მიწის სტიქიის წარმომადგენლები:

კურო

კუროების უმრავლესობა სიმშვიდის მოყვარული და ფრთხილი ადამიანია, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ისინი არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან, რომლითაც პლანეტარული გავლენა ყველა ადამიანს აჯილდოებს ამ სამყაროში. კუროს მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ, კუროს გურმანულ მიდრეკილებებთანაა კავშირში. აი, რაც შეეხება ყელს და სახმო იოგებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის თემას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ მეტ-ნაკლებად ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტის და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, ზოგიერთი კურო ხშირად ნერვიულობის ნიადაგზე წარმოქმნილი სახმო იოგების დაზიანების პრობლემითაც იტანჯება. ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, კუროსთვის გამოჯანმრთელების საკითხიც ხანგრძლივი და რთული თემაა, რადგან თანდაყოლილი სიზანდიტან გამომდინარე, ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაც ისევე უჭირთ, როგორც ერთხელ შეჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან განშორება.

ქალწული

ზოდიაქოს ე.წ. ჯანმრთელობის სახლის დიასახლისი ქალწული, როგორც წესი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალწულების უმრავლესობას, ხშირ შემთხვევაში მკაცრ კონტროლზე აქვს აყვანილი ჰიგიენის ნორმების დაცვა, კვების რეჟიმი, დასვენების და მუშაობის საათები. გარდა ამისა, ნებისმიერმა საშუალო სტატისტიკურმა ქალწულმა, ზეპირად იცის ამა თუ იმ მედიკამენტის ანოტაცია, შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები. შესაბამისად ქალწული, რომელსაც გართულებული ან ქრონიკულ სტადიაში გადასული სენი გააჩნია, ძალზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც აწუხებთ კონკრეტული დაავადებები - კერძოდ კი კუჭ-ნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქალწულისთვის აქტუალურია ცხოვრების მანძილზე.

თხის რქა

თხის რქა ერთ-ერთი უმთავრესი ”დამსჯელი” პლანეტის - სატურნის მფარველობის ქვეშაა, სიმბოლურად სწორედ სატურნის მდებარეობის მიხედვით ადგენენ ასტროლოგები ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში დაავადების ალბათობას და მისი განვითარების გზებს. თუმცა სატურნის გავლენა ზოგადად თხის რქებზე, ყოველთვის როდი ვლინდება ნეგატიური კუთხით. თხის რქების სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ეგზემური გამონაყარი, პარადონტოზი ან რადიკულიტისკენ მიდრეკილება ბევრ თხის რქაში შეინიშნება. თუმცა სატურნის რაობიდან გამომდინარე, თხის რქების უმრავლესობა ჯანმრთელობას წლების მატებასთან ერთად იკაჟებს, ამიტომ ბავშვობის ასაკში მოწუწუნე და ავადმყოფი თხის რქა, შესაძლებელია უკვე ზრდასრულ ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ადამიანად მოგვევლინოს, ყველაფერი მის ხასიათში სატურნული თვისებების სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული. ამასთან, დარდს და პესიმიზმს ქრონიკული დაავადებები მოსდევს, ოპტიმისტურ მიდგომას კი წლობის მანძილზე გაკაჟებული ჯანმრთელობა.