რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სექტემბრის ბოლომდე:
ვერძი
ეცადეთ, გაფრთხილდეთ ფიზიკური აქტიურობის დროს. პირველი დეკადის ბოლოს თქვენი მმართველი პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება და ფიზიკური აქტიურობისას გაფრთხილდით, ტრავმებით არ დაზიანდეთ.
კურო
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. სექტემბერი კარგი თვეა მავნე თვისებებთან საბრძოლველად. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს ან განაახლოთ მიტოვებული მკურნალობა.
ტყუპები
დაფიქრდით, იქნებ, დილაობით სირბილი და ვარჯიში გჭირდებათ. ჩვენ გირჩევთ! ეს დაგეხმარებათ ენერგიის მომატებაში და ფიზიკურ აქტიურობაში. შეგიძლიათ მეგობრებიც აიყოლიოთ. ზოგიერთი ისევ დაუბრუნდება სპორტდარბაზში ვარჯიშს. სექტემბრის მეორე ნახევარში, როცა აქტიურობის პლანეტა მარსი უკანმავალი გახდება, მაშინ ცოტა ფრთხილად ვარჯიშიც და ფიზიკური აქტიურობაც.
კირჩხიბი
სექტემბერი გაძლევთ შანსს, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, რომ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას, გონებრივსაც და ფიზიკურსაც. სწორად შეაფასეთ თქვენი ძალები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, არანაირი დაავდება არ გელით, უბრალოდ, ემოციურ ფონზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც გტკივათ.
ლომი
თვის დასწყისში მოგზაურობის განწყობაზე იქნებით. გაფრთხილდით დოკუმენტებთანაც და ფიზიკურ აქტიურობასთანაც. სექტემბრის მეორე ნახევარში აქტიურობის პლანეტა მარსი რეტროგრადული გახდება და ამ პერიოდში მეტი დრო დაწყებული საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ. თუ გადაწყვეტთ და მოინდომებთ, ზედმეტი კილოგრამების დაკლებასაც შეძლებთ. განსაკუთრებით, თუ მეგობარს გაეჯიბრებით.
ქალწული
სექტემბერი ის თვეა, როცა ექსტრემალურ გასართობს უნდა მოერიდოთ. გააქტიურდეთ მემკვიდრეობის მისაღებად. მოერიდეთ დამოკიდებულების დაძაბვას საეჭვო ადამიანებთან. თავისუფალ დროს გაანალიზეთ თქვენი წარსული, გაიხსენეთ ძველი შეცდომები და ეცადეთ, გამოასწოროთ ისინი.
სასწორი
სექტემბრის დასაწყისში ფიზიკურად აქტიური იქნებით. გაგიმრავალფეროვნდებათ ინტიმური ცხოვრება. თვის მეორე ნახევარში აქტიურობის და ენერგიის პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაგეზარებათ ვარჯიში. სხვა მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, მთავარია, უსაფუძვლო შიშების გამო არ გაიფუჭოთ განწყობა.
მორიელი
ნუ გახარჯავთ ენერგიისა და დროს ტყუილ საქმეებზე, მიზნებზე. იყავით მობილიზებული კონკრეტულ გამარჯვებებზე. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ერთადროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. აირჩეთ ერთი საქმე და მისთვის იბრძოლეთ. არ გადაიტვირთოთ, სამსახურის საქმეების გამო ძილს ნუ გაიტეხავთ. გახსოვდეთ, რომ სტრესი განცდები ჯანმრთელობის პირველი მტერია.
მშვილდოსანი
გართობისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. აქტიურობის პლანეტა მარსი სექტემბრის პირველი დეკადის ბოლოდან რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება და შეიძლება მოგინდეთ ზედმეტი წონის დაკლება, - დიეტის დაწყება, ვარჯიში. თუმცა, გირჩევთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი ფიზიკური აქტიურობით. მეტად დაუგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს, ის ექიმზე უკეთ მიგახვედრებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მერწყული
სანამ დიეტას ან ვარჯშს დაიწყებთ, გირჩევთ ინფორმაცია მოიძიოთ, კარგი იქნება, თუ ექიმთანაც გაივლით კონსულტაციას. ხშირად შეეხმიანეთ თქვენს დედმამიშვილებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ ქალაქგარეთაც.
თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ მშობლებს, ოჯახში სიტუაციას გაუმჯობესებას. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და სპორტის ექსტრემალური სახეობისგანაც შეიკავეთ თავი.
თევზები
თუ შვებულებიდან დარუნებული გამხდარი და ნამზეურ მიღებული თანამშრომლების გშურთ, დროა, საკუთარ თავსაც მიხედოთ. კარგი იქნება, თუ დაიცავთ კვების რეჟიმს, ზომიერად შეეფიცხებით მზეს. სასურველია, ძალისმიერი ვარჯიშებისგან შეიკაოთ თავი, მაგრამ აი, სეირნობა სუფთა ჰაერზე კარგია.