ავტორი:

8 ცხოვრებისეული ცვლილებება, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ივლისში ელით

8 ცხოვრებისეული ცვლილებება, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს ივლისში ელით

ივლისის თვის მიმოხილვა იმით უნდა დავიწყოთ, რომ საინტერესო მოვლენა გველის, ასეთი რამ სამ წელიწადში ერთხელ ხდება, როცა ორი ახალმთვარეობა ერთ ნიშანში გვაქვს. ამჯერად ასე კირჩხიბში დაემთხვა, პირველი იყო 21 ივნისს და მეორე იქნება 20 ივლისს . კირჩხიბის ნიშანი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ნიშანი 6 რეტროგრადული პლანეტით დაიწყო: მერკური (12 ივლისს გაასწორებს სვლას), ვენერა (26 ივნისს გაასწორა სვლა და 8 აგვისტომდე ტყუპის ნიშანში იქნება), იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და პლუტონი.

20 ივლისამდე მზე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. კირჩხიბი გააძლიერებს შემდეგ თემებს: ოჯახი, სახლი, დედა, გვარი, წინაპრები, საცხოვრებელი, ემოციები, კვება.

ვენერა და მარსი - ორი გენდერული პლანეტა 29 ივლისამდე კარგ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გაუმჯობესდება პარტნიორული ურთიერთობები და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენერაც მსუბუქ ნიშანშია და კეკლუცობის განწყობაზე, ბევრი რომანტიკული ნაცნობობა საინტერესოდ განვითარდება, უკვე დაწყვილებულებიც იგრძნობენ, არსებულ კავშირში ვნებისა და გრძნობების მოზღვავებას.

პირველ ივლისს მერკურისა და მზის შეერთებას ველოდებით. ადამიანებს გაუადვილდებათ ინფორმაციების მოძიება, მზის გავლენით კი - გადაწყვეტილებების მიღება. კარგად შეძლებთ ერთმანეთისგან მართლისა და ტყუილის გარჩევას. მიხვდებით, ინფორმაციის რომელ წყაროს შეგიძლიათ ენდოთ. თქვენი მხრიდან კი ეცადეთ, კარგად გააანალიზოთ მოვლენები, გადაწყვეტილებების მიღება კი გაგიადვილდებათ.

30 ივნისს ველოდებით რეტროგრადული პლანეტების იუპიტერისა და პლუტონის შეერთებას. მომდევნო შეერთება კი იქნება 13 ნოემერს.

5 ივლისს , 8:44-ზე მთვარის დაბნელებას ველოდებით თხის რქის 14 გრადუსში. ეს იქნება კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე უკანასკნელი დაბნელება. რა შეიძლება ველოდოთ ამ დაბნელებაზე? გააქტიურდება გარკვეული საქმეების, პროექტების დასრულება. და ამავდროულად, უნდა ვიმოქმედოთ განსხვავებულად, არა ისე, როგორც მიჩვეულები ვართ, არამედ, უნდა მოვსინჯოთ სიახლე. შეგვიძლია, თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოვიყენოთ. ლილიტი (ფარული მტრები, შიშები) დაბნელებასთან კარმულ კავშირს ქმნის. აქვეა მარსიც და ორივე ვერძის ზოდიაქოში. ამიტომ, ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ ერთმანეთის, საღი აზრის მოსმენა, მოუნდეთ ყველაფრის თავისებურად გაკეთება. გაფრთხილდით, დაკვირვებული იყავით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, ყველაფერს ობიექტურად შეხედოთ.

მერკური მარსის კვადრატი - 8 და 28 ივლისს . მერკური ეს არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ვაანალიზებთ, ვგეგმავთ. მარსი კონკრეტული, აქტიური ქმედება. ეს კვადრატი მიგვითითებს, რომ ან გაუაზრებლად და დაუფიქრებლად ვმოქმედებთ, ან ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ. ეს ასპექტი ორჯერ იქნება ივლისში და მაქსიმალურად უნდა გაფრთხილდეთ, რომ აკეთოთ ის, რასაც ფიქრობთ და მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ადამიანებს ესაუბრეთ რბილად და მათთვის გასაგებად, რადგან თქვენი თითოეული სიტყვა შეიძლება ბრძოლისა და შერკინებისთვის მოწოდებად აღიქვან.

რეტროგრადული ქირონი - 12 ივლისიდან 16 დეკემბრამდე ვერძში გახდება და შეურთდება მარსს. ასეთი ასპექტი მოგვიწოდებს, დაკვირვებული ვიყოთ იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან. უფრო მოქმედების ჟინი გვექნება, ვიდრე დაფიქრების და გააზრების. ზოგიერთს შეიძლება გენიალური იდეა დაებადოს, ზოგი კი მიხვდეს, რისი გაკეთება სურს ცხოვრებაში.

მეორე ახალმთვარეობას კირჩხიბის 29 გრადუსში ველოდებით 20 ივლისს . განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კირჩხიბის თემები, იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ეს კიდევ ერთი შანსია, რომ გამოვასწოროთ ამ საკითხებთან დაკავშირებული საქმეები. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაორმაგებული დაკვირვების ქვეშ ხართ. თითქოს, განგება განგებ გაბრუნებთ წარსულში, რომ დაასრულოთ ძველი საქმეები, პროექტები, დასვათ საბოლოო წერტილი. გირჩევთ, აკურატულად და დროულად შეასრულოთ დანაპირები.

მზის სამი დაპირისპირება 14, 15 და 21 ივლისს . 14-ში გვექნება მზე-იუპიტერის დაპირისპირება. მზე ეს არის მიზანი, გადაწყვეტილება, ხოლო იუპიტერი - ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რა შეიძლება და რა - არა. იუპიტერი საშუალებას მოგვცემს გადავახარისხოთ ჩვენი მიზნები, გამოვავლინოთ მეტი მონდომება. ამავე პერიოდში შეიძლება ან ავტორიტეტული გავლენის მქონე ორი მხარის შერკინების მომსწრენი გავხდეთ, ან თავად აღმოვჩნდეთ არჩევანის წინაშე. ერთი დღის შემდეგ მზე-პლუტონის დაპირისპირება გვექნება. პლუტონი ეს არის ტრანსფორმაციული ცვლილებები. პლუტონი მოგვიწოდებს, გააზრებულად გავთავისუფლდეთ ძველისგან, უსიცოცხლოსგან, რათა მივიღოთ ახალი, როგორც წესი, ადამიანი ასეთ ასპექტს რთულად, დანაკარგად, რთულ კრიზისულ სიტუაციად აღიქვამს, მაგრამ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს და ეს უნდა გვახსოვდეს. ხოლო 21-ში გვექნება მზე სატურნის დაპირისპირება. სატურნი გვიბიძგებს, კორექტივები შევიტანოთ ჩვენს ქმედებებში, გეგმებში; ვიყოთ ზომიერები და კონკრეტულად ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა. არ შეგვეშინდეს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების, საკუთარი თავის რეალიზების. მყარად ვიდგეთ მიწაზე და გამოვიმუშაოთ შინაგანი სიძლიერე და სიმყარე.

დაბოლოს, 22 ივლისს 12:36-ზე მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადაბრძანდება.

ბედნიერ და ჰარმონიულ ივლისს გისურვებთ!

AMBEBI.GE-ს ასტროლოგიის კატეგორიაში აირჩიეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და გაეცანით მომდევნო დღის, თვისა და მიმდინარე წლის ასტროლოგიურ პროგნოზებს...

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - გაიგე როგორი დღე გელოდება

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

"საყიდლებზეც წავალთ, საბუთებსაც მივხედავთ და კომუმიკაციასაც დავალაგებთ ახლობლებთან" - ასტროლოგი 10-12 ივლისს მოსალოდნელ მოვლენებზე