მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ივლისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ივ­ლი­სის სიყ­ვა­რუ­ლის, ფლირ­ტი­სა და სი­ლა­მა­ზის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა მზრუნ­ველ და ოჯახ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კირჩხიბ­ში გა­და­ვა. მო­ი­მა­ტებს წყვი­ლებს შო­რის ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და სი­ურპრი­ზე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს თა­ნა­ცხოვ­რე­ბის, და­ქორ­წი­ნე­ბის, მარ­ტო­ხე­ლებს კი და­წყვი­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ. გა­ი­გეთ, რა სი­ურპრი­ზებს გიმ­ზა­დებთ ვე­ნე­რა ივ­ლის­ში:

ვერ­ძი

11 ივ­ლი­სამ­დე ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა გე­ლო­დე­ბათ ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ახ­ლობ­ლე­ბის­გან არა მხო­ლოდ ემო­ცი­უ­რი, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რაც გე­ლო­დე­ბათ. შე­ეც­დე­ბით თქვე­ნი სახ­ლი გა­ხა­დოთ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და შექ­მნათ მას­ში მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო. თუ დიდი ხა­ნია გინ­დო­დათ პარტნი­ო­რის ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რა, მა­შინ ეს ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ამის­თვის. ასე­ვე შე­სა­ფე­რი­სია ქორ­წი­ლის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის და ოჯა­ხუ­რი არ­და­დე­გე­ბის მო­წყო­ბის­თვის. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ, ახ­ლობ­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა­ში.

11 ივ­ლი­სი­დან, ვე­ნე­რა გა­და­დის მე-5 სექ­ტორ­ში. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ნაც­ნო­ბო­ბის­თვის და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოს გა­ტა­რე­ბის­თვის. სამ­ყა­რო ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­გიხ­სნით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­საც­ვლე­ლად. მაგ­რამ უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი რომ გა­ინ­ტე­რე­სებთ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა. იყა­ვით ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, ფლირ­ტის­თვის, უფრო ხში­რად ეწ­ვი­ეთ ად­გი­ლებს, სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა. თუ არ მოგ­წონთ წვე­უ­ლე­ბე­ბი, მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი გა­მო­ი­ყე­ნეთ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­სახ­ვედ­რად. ახალ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რო­მან­ტი­კა და დი­ნა­მი­კა იყოს.

შე­ე­ცა­დეთ არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მეტი სი­ხა­რუ­ლი, სი­ნა­ზე, რო­მან­ტიზ­მი და ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბი შე­ი­ტა­ნოთ. უფრო ხში­რად მო­ა­წყვეთ პა­ემ­ნე­ბი, გა­უ­კე­თეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სი­ურპრი­ზე­ბი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ კომ­პლი­მენ­ტე­ბით. ასე­ვე კარ­გია, თუ მთე­ლი ოჯა­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად წახ­ვალთ. შე­იძ­ლე­ბა წინა პლან­ზე წა­მო­ვი­დეს ბავ­შვე­ბის თე­მაც. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სი­ხა­რულს და და­დე­ბით ემო­ცი­ებს მო­გი­ტანთ.

კურო

11 ივ­ლი­სამ­დე კარ­გი დროა, რო­დე­საც ხდე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და ჩნდე­ბა ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად იპო­ვოთ სწო­რი სი­ტყვე­ბი და მი­მარ­თოთ სა­უ­ბა­რი თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რი, გულ­წრფე­ლი და ამაღ­ლე­ბუ­ლი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რო­მა­ნი და ნაც­ნო­ბო­ბა გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზეც. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ასა­კით უმ­ცროს­თან. ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. უფრო მეტ დროს გა­ა­ტა­რებთ და-ძმას­თან და ისი­ა­მოვ­ნებთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით.

11 ივ­ლი­სი­დან შეხ­ვდე­ბით სუ­ლით ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, მსგავ­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და გა­ტა­ცე­ბე­ბით. შეძ­ლებთ შექ­მნათ ძლი­ე­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ გაძ­ლი­ერ­დე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის დად­გე­ბა ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დი დრო. მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს სახ­ლში, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ა­ტა­რებთ. სა­ო­ჯა­ხო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ასე­ვე არ იქ­ნე­ბა კა­მა­თის სა­გა­ნი: თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­როთ ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბი და ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ.

გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას თვის შუა რი­ცხვებ­ში, როცა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა ან გა­და­ხედ­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ. სირ­თუ­ლე­ე­ბი აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას შვე­ბუ­ლე­ბის ან ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვი­სას. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, ყვე­ლა სა­კი­თხის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბას, კომ­პრო­მი­სებ­ზე და­თან­ხმე­ბას და ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბას.

ტყუ­პი

ქალ­ბა­ტო­ნებს გა­გიჩ­ნდე­ბათ ლტოლ­ვა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და მდიდ­რუ­ლი ნივ­თე­ბის მი­მართ. შე­ეც­დე­ბით ახალ­ნა­ყი­დი სამ­კა­უ­ლე­ბი­თა ან მო­დუ­რი ტან­საც­მლით მო­ი­წო­ნოთ თავი, ზოგ­ჯერ მხო­ლოდ იმის­თვის, რომ თავი დე­დოფ­ლად იგ­რძნოს. მა­მა­კა­ცებს მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის გა­ცე­მა და სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა. გემ­რი­ელ საკ­ვებს და სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს შე­უძ­ლია სი­ა­მოვ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს; სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი გახ­დე­ბა უფრო ნა­თე­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი.

11 ივ­ლი­სი­დან მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი, შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს და და­ი­წყოთ ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა. კარ­გი დროა ფლირ­ტის­თვის, ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად და კომ­პლი­მენ­ტე­ბის­თვის. თუ სიმ­პა­თია ორ­მხრი­ვია, მა­შინ აჩ­ვე­ნეთ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, რომ თქვე­ნი გან­ზრახ­ვე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლია და მზად ხართ ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს ხალ­ხმრა­ვალ წვე­უ­ლე­ბა­ზე ან გა­მო­ფე­ნა­ზე. ნუ იტყვით უარს მო­საწ­ვე­ვებ­ზე, გა­ა­ტა­რეთ დრო სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ვარ­სკვლა­ვე­ბი ასე­ვე გირ­ჩე­ვენ, რომ უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი იყოთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყოთ მე­გო­ბარ­თან, მე­ზო­ბელ­თან ან კო­ლე­გას­თან.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ალ­ბა­თო­ბით ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას მი­აღ­წევთ. თუმ­ცა, თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა და ჩხუ­ბი წარ­მო­იშ­ვას ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის გამო. რაც უფრო სწრა­ფად მიხ­ვალთ კომ­პრო­მი­სამ­დე, მით ნაკ­ლე­ბი მი­ზე­ზი გექ­ნე­ბათ ჩხუ­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის.

კირჩხი­ბი

ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი გახ­დე­ბით. უფრო მეტ დროს და­უთ­მობთ გა­რეგ­ნო­ბას და რა­ღა­ცას შეც­ვლით სა­კუ­თარ იმი­ჯში. ამ დროს თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რას ფიქ­რო­ბენ სხვე­ბი თქვენ­ზე. უფრო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ტაქ­ტი­ა­ნი გახ­დე­ბით, იღ­ბა­ლი გეხ­მა­რე­ბათ და ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ მო­ი­გოთ თქვე­ნი თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ე­ბის გული. კარ­გი პე­რი­ო­დია ოჯა­ხუ­რი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

11 ივ­ლი­სი­დან ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. გაძ­ლი­ერ­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მნიშ­ვნე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ოთ პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველგყო­ფენ ფი­ნან­სუ­რად. სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს მზრუნ­ვე­ლო­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით. სი­ა­მოვ­ნე­ბა და სენ­სუ­ა­ლუ­რო­ბა გახ­დე­ბა რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მათ­თვის, ვინც უკვე გრძელ­ვა­დი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, ჰარ­მო­ნი­ი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის პე­რი­ო­დი დგე­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბა მშვი­დი და სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა. სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო და­გეხ­მა­რე­ბათ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ი­წყებთ ზო­გად კე­თილ­დღე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას. და­გეგ­მავთ დიდ შეს­ყიდ­ვებს, შვე­ბუ­ლე­ბას. იყი­დით ლა­მაზ ნივ­თებს, სამ­კა­უ­ლებს. ეწ­ვე­ვით რეს­ტორ­ნებს, სა­დაც და­ა­გე­მოვ­ნებთ უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს.

ლომი

თვის პირ­ვე­ლი ათი დღე უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი უნდა გახ­დეთ. შე­საძ­ლოა, უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მარ­ტო­ო­ბა­ში, ოც­ნე­ბებ­სა და ფან­ტა­ზი­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ფა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სხვებ­მა არ იცი­ან. თა­ნაგ­რძნო­ბის გრძნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს: და­ი­წყებთ თა­ნაგ­რძნო­ბას რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და ეც­დე­ბით მათ დახ­მა­რე­ბას. ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ი­ზი­დავს სხვებ­საც, ვი­საც მხარ­და­ჭე­რა ან კე­თი­ლი სი­ტყვა სჭირ­დე­ბა. გირ­ჩევთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ ტაქ­ტი და დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და არ გა­ა­სა­ჯა­რო­ოთ პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბი.

11 ივ­ლი­სი­დან თქვე­ნი ხიბ­ლი გაძ­ლი­ერ­დე­ბა და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით. კარ­გი დროა ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე, შე­გიძ­ლი­ათ ღიად ისა­უბ­როთ პი­რად თე­მებ­ზე, გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, აუხ­სნათ თქვე­ნი გან­ზრახ­ვე­ბი. ამას­თან, შე­გიძ­ლი­ათ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოთ ადა­მი­ანს უარ­მყო­ფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ვერ შე­ა­ფა­სოთ მისი გრძნო­ბე­ბის გულ­წრფე­ლო­ბა. თუ ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ, შე­საძ­ლოა ამ თვე­ში პარტნი­ო­რის მხრი­დან ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იგ­რძნოთ. ოჯახ­ში დიდი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი: ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰარ­მო­ნი­უ­ლი და მშვი­დი იქ­ნე­ბა. თქვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მდი­და­რი იქ­ნე­ბა და ორი­ვეს ბევრ ბედ­ნი­ერ მო­მენტს მო­გი­ტანთ.

ქალ­წუ­ლი

პირ­ველ დე­კა­და­ში შე­საძ­ლოა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყოთ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რე­ბათ. 11 ივ­ლი­სი­დან შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ წარ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, გა­და­უჭ­რელ ემო­ცი­ებ­ზე და ფა­რულ სურ­ვი­ლებ­ზე. ეს პე­რი­ო­დი იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­კურ­ნოთ და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ნე­ბის­მი­ე­რი ემო­ცი­უ­რი ტვირ­თის­გან, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­გი­შა­ლოთ სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდა­ში. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი მგრძნო­ბე­ლო­ბა და ინ­ტუ­ი­ცია სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხებ­ში. უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გახ­დე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. გაზ­რდილ მგრძნო­ბე­ლო­ბას შე­უძ­ლია გა­აღ­რმა­ოს კავ­ში­რი თქვენს პარტნი­ორ­თან, რაც ხელს შე­უ­წყობს უფრო მეტ გა­გე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოთ ემო­ცი­უ­რი და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა და სიყ­ვა­რუ­ლის იდე­ა­ლი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცია. ხოლო ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის სურ­ვი­ლი, რად­გან ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა "იდე­ა­ლურს". ახალ­მა რო­მა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ემო­ცი­ურ ზრდა­სა და სუ­ლი­ერ ევო­ლუ­ცი­ა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­უდ­გეთ ამ კავ­ში­რებს ღიად, გულ­წრფე­ლად და ზრდის სურ­ვი­ლით. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­ზეც რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო არ გსურთ სა­უ­ბა­რი ან შე­საძ­ლოა პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი თა­ვი­დან­ვე უც­ნა­უ­რად მო­იქ­ცეს და გა­წყვი­ტოთ მას­თან კონ­ტაქ­ტი.

სას­წო­რი

თქვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში შე­იძ­ლე­ბა მჭიდ­როდ იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. შე­საძ­ლოა, რო­მა­ნის და­წყე­ბა უფ­როს­თან, ეს კი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე და თქვენს პო­ზი­ცი­ა­ზე სა­მუ­შაო გუნდში. ამი­ტომ, აწონ-და­წო­ნეთ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე.

11 ივ­ლი­სი­დან თუ მარ­ტო ხართ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გარ­შე­მო მყო­ფებს. სიმ­პა­თია შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას სა­მუ­შაო გუნდში, სა­დაც შეხ­ვდე­ბით თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს სე­რი­ო­ზულ რო­მან­ში, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­სა და გეგ­მებ­ზე. ასე­ვე, ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ონ­ლა­ინ­ნაც­ნო­ბო­ბას. გაქვთ შან­სი შეხ­ვდეთ ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს სო­ცი­ა­ლურ ან თე­მა­ტურ ჯგუ­ფებ­ში.

ივ­ლის­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო და მშვი­დი დრო გე­ლო­დე­ბათ. უფრო მე­ტად და­უ­კავ­შირ­დე­ბით ნა­თე­სა­ვებს და სა­ერ­თო მე­გობ­რებს, რაც მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას შე­მა­ტებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას. სა­სარ­გებ­ლოა მხი­ა­რუ­ლი შეკ­რე­ბა კო­ლე­გე­ბი­სა ან მე­ზობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

მო­რი­ე­ლი

ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ სიყ­ვა­რულს სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, შვე­ბუ­ლე­ბა­ში ან სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. ასე­ვე არის ინ­ტერ­ნეტ­ში უცხო­ელ­თან შეხ­ვედ­რის შან­სი. 10 ივ­ლი­სი­დან გირ­ჩევთ და­ეს­წროთ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, საქ­მი­ან და სამ­თავ­რო­ბო შეხ­ვედ­რებს. რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი გეგ­მე­ბი. არის შან­სი, რომ შეხ­ვდეთ ვინ­მე გავ­ლე­ნი­ანს ან ცნო­ბილს, სტა­ტუ­სით თქვენ­სა­ზე მაღ­ლა მდგომს. შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე და­ი­წყოთ სა­ო­ფი­სე რო­მა­ნი, ურ­თი­ერ­თო­ბა ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან, კლი­ენ­ტთან ან მყიდ­ველ­თან.

და­წყვი­ლე­ბუ­ლებს მო­გი­წევთ იყოთ მოქ­ნი­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის დაძ­ლე­ვა. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი იუ­მო­რის გრძნო­ბა უფრო ხში­რად. პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას იმის გამო, რომ თქვენ ძა­ლი­ან დიდ დროს ატა­რებთ სამ­სა­ხურ­სა და შეხ­ვედ­რებ­ზე და არ აქ­ცევთ საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. შე­ე­ცა­დეთ შე­ას­რუ­ლოთ თქვე­ნი სა­ო­ჯა­ხო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ბა­ლან­სი პი­რად და სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბებს შო­რის და მო­ძებ­ნეთ კომ­პრო­მი­სე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

11 ივ­ლი­სამ­დე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძლი­ერ ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის. იგ­რძნობთ სა­ჭი­რო­ე­ბას, აიყ­ვა­ნოთ ისი­ნი შემ­დეგ დო­ნე­ზე ან და­ას­რუ­ლოთ. ვნე­ბა და სენ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა, ამი­ტომ ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ წარ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. თუმ­ცა, გირ­ჩევთ არ მი­ი­ღოთ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და არ აუ­რი­ოს ფი­ზი­კუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა რე­ა­ლურ სე­რი­ო­ზულ გრძნო­ბებ­ში. დი­დია შემ­თხვე­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რო­მა­ნე­ბი­სა თუ ცდუ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

11 ივ­ლი­სი­დან მო­გინ­დე­ბათ რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო, ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გრძელ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, მივ­ლი­ნე­ბა­ში ან შვე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, უცხო­ე­ლი, ან უცხო ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირი, რო­გო­რი­ცაა მე­წარ­მე ან მთარ­გმნე­ლი. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ას­პექ­ტით. ამ­გვა­რად თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­გოთ ბევ­რი სხვა ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ინ­ტე­რე­სო და დი­ნა­მი­კუ­რი თვე ელო­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბუ­ლებს. არ და­კარ­გოთ რე­ა­ლო­ბის გრძნო­ბა, გახ­სოვ­დეთ თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პარტნი­ო­რის წი­ნა­შე. თუმ­ცა, ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ოჯახ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, ჩხუ­ბი და და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სა­ში­ნაო უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი­სა თუ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო. რა­საც უნდა და­უთ­მოთ მეტი დრო, გა­მო­ნა­ხოთ კომ­პრო­მი­სე­ბი.

თხის რქა

ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში უფრო თა­ვა­ზი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი იქ­ნე­ბით. გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა და ქა­რიზ­მა. ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თქვე­ნით არა მხო­ლოდ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლით, არა­მედ რო­გორც მიმ­ზიდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნით. ამ დროს პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა იზ­რდე­ბა. კარ­გია ერ­თად მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ და ხან­გრძლივ რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

11 ივ­ლი­სი­დან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა უფრო დი­ნა­მი­კუ­რი გახ­დეს. იქ­ნე­ბა ბევ­რი ფლირ­ტი და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ზო­გი­ერ­თი შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შე­გიც­ვლით შე­ხე­დუ­ლე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც შე­იც­ვა­ლოთ ახა­ლი პარტნი­ო­რის გავ­ლე­ნით. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს ინ­ტე­რე­სი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბი­სად­მი. თუმ­ცა მა­ტუ­ლობს მე­სა­კუთ­რე­ო­ბის გრძნო­ბაც, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უსი­ა­მოვ­ნე­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­ფა­სოთ ნდო­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი მიდ­გო­მის ტრანსფორ­მა­ცი­ულ ცვლი­ლე­ბებს. ასე­ვე მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ქცე­ვის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­გე­ბა.

მერ­წყუ­ლი

თვის პირ­ველ ათ დღე­ში, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, და­ა­ფა­სებთ პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას და პარტნი­ო­რის ზრუნ­ვას. პარტნი­ორ­თან სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ან მათი ერ­თობ­ლი­ვი კე­თე­ბა უფრო და­გა­ახ­ლო­ებთ ერ­თმა­ნეთს. მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ფი­სე რო­მა­ნი გა­ა­ბათ. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში, ძაღ­ლთან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას.

11 ივ­ლი­სი­დან თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ და გსურთ შეხ­ვდეთ მე­წყვი­ლეს, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გარ­შე­მო მყო­ფებს, იყა­ვით მე­გობ­რუ­ლი სხვე­ბის მი­მართ და გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ვირ­ტუ­ა­ლურ გაც­ნო­ბას და ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღე და­დი­ხართ: მა­ღა­ზია, სამ­სა­ხუ­რი, ტრან­სპორ­ტი. ნუ იტყვით უარს მიწ­ვე­ვა­ზე კი­ნო­ში, კა­ფე­ში, გა­მო­ფე­ნა­ზე. იყა­ვით პირ­ვე­ლი, ვინც და­ი­წყეთ სა­უ­ბა­რი, გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი, გა­უ­ად­ვი­ლეთ ადა­მი­ანს ურ­თი­ერ­თო­ბა.

და­წყვი­ლე­ბუ­ლებს ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, გა­ნა­ახ­ლოთ გრძნო­ბე­ბი, და­ის­ვე­ნოთ ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან და გა­აძ­ლი­ე­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. გე­ლო­დე­ბათ ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა. თუ ნა­ჩხუბ­რე­ბი ხართ, მა­შინ ამ დროს გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ შე­რი­გე­ბა და სწო­რი სი­ტყვე­ბის პოვ­ნა.

თევ­ზე­ბი

თვის პირ­ველ დე­კა­და­ში გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა, შე­იძ­ლე­ბა მეტი თან­ხა და­ხარ­ჯოთ გარ­თო­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე. შვი­ლე­ბი გა­გა­ხა­რე­ბენ, მეტი დრო და­უთ­მეთ მათ, და­გეგ­მეთ ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ან ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

11 ივ­ლი­სი­დან მარ­ტო­ხე­ლე­ბი უფრო ღია იქ­ნე­ბით ნაც­ნო­ბო­ბის­თვის. თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ი­ზი­დავს. კარ­გი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის. თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შეხ­ვდე­ბით, იქ­ნე­ბა ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი. ასე­ვე ხში­რად დაგ­პა­ტი­ჟებთ პა­ემ­ნებ­ზე და შე­მოგ­თა­ვა­ზებთ დრო­ის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას და შეგ­მა­ტებთ ძა­ლას.

და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ოჯახ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლი, მხი­ა­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო. ივ­ლის­ში მო­გინ­დე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ და მშვი­დად გა­ა­ტა­როთ და მი­ი­ღოთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მო­აგ­ვა­რეთ შე­საძ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად, მო­ე­რი­დეთ ჩხუბს, მო­ძებ­ნეთ კომ­პრო­მი­სე­ბი, მეტი და­უთ­მეთ პარტნი­ორს. კარ­გი იქ­ნე­ბა ერ­თად ვარ­ჯი­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. უა­რის თქმა მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე. ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რით კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებთ ურ­თი­ერ­თო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ივლისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ივლისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ივლისის სიყვარულის, ფლირტისა და სილამაზის პლანეტა ვენერა მზრუნველ და ოჯახზე ორიენტირებულ კირჩხიბში გადავა. მოიმატებს წყვილებს შორის ერთმანეთზე ზრუნვა, რომანტიკული საღამოები და სიურპრიზები. შეყვარებულებს თანაცხოვრების, დაქორწინების, მარტოხელებს კი დაწყვილების სურვილი გაუჩნდებათ. გაიგეთ, რა სიურპრიზებს გიმზადებთ ვენერა ივლისში:

ვერძი

11 ივლისამდე ჰარმონია და ურთიერთგაგება გელოდებათ ოჯახურ ურთიერთობებში. ახლობლებისგან არა მხოლოდ ემოციური, ფინანსური მხარდაჭერაც გელოდებათ. შეეცდებით თქვენი სახლი გახადოთ უფრო კომფორტული და შექმნათ მასში მეგობრული ატმოსფერო. თუ დიდი ხანია გინდოდათ პარტნიორის ნათესავებთან შეხვედრა, მაშინ ეს ხელსაყრელი პერიოდია ამისთვის. ასევე შესაფერისია ქორწილის, დღესასწაულების და ოჯახური არდადეგების მოწყობისთვის. თუ თავისუფალი ხართ, ახლობლები დაგეხმარებიან საინტერესო ადამიანის გაცნობაში.

11 ივლისიდან, ვენერა გადადის მე-5 სექტორში. ეს შესანიშნავი დრო იქნება სხვადასხვა ნაცნობობისთვის და დროის სასიამოვნოს გატარებისთვის. სამყარო ბევრ შესაძლებლობას გაგიხსნით პირადი ცხოვრების შესაცვლელად. მაგრამ უნდა გამოავლინოთ საკუთარი სურვილი რომ გაინტერესებთ რომანტიკული ნაცნობობა. იყავით ღია კომუნიკაციისთვის, ფლირტისთვის, უფრო ხშირად ეწვიეთ ადგილებს, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება. თუ არ მოგწონთ წვეულებები, მაშინ ინტერნეტი გამოიყენეთ ადამიანებთან შესახვედრად. ახალ ურთიერთობაში შეიძლება ბევრი რომანტიკა და დინამიკა იყოს.

შეეცადეთ არსებულ ურთიერთობაში მეტი სიხარული, სინაზე, რომანტიზმი და ნათელი ემოციები შეიტანოთ. უფრო ხშირად მოაწყვეთ პაემნები, გაუკეთეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზები, გაანებივრეთ კომპლიმენტებით. ასევე კარგია, თუ მთელი ოჯახი დასასვენებლად ერთად წახვალთ. შეიძლება წინა პლანზე წამოვიდეს ბავშვების თემაც. მათთან ურთიერთობა დიდ სიხარულს და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

კურო

11 ივლისამდე კარგი დროა, როდესაც ხდება სასიამოვნო რომანტიკული შეხვედრები და ჩნდება ახალი სერიოზული ურთიერთობები. შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ სწორი სიტყვები და მიმართოთ საუბარი თქვენთვის სასურველი მიმართულებით. თქვენი ურთიერთობა საპირისპირო სქესთან იქნება ემოციური, გულწრფელი და ამაღლებული. მოსალოდნელია ვირტუალური რომანი და ნაცნობობა გაცნობის საიტებზეც. შეიძლება დაიწყოთ ურთიერთობა ასაკით უმცროსთან. ახლო ნათესავებთან ურთიერთობა შეიძლება საგრძნობლად გაუმჯობესდეს. უფრო მეტ დროს გაატარებთ და-ძმასთან და ისიამოვნებთ მათთან ურთიერთობით.

11 ივლისიდან შეხვდებით სულით ახლობელ ადამიანს, მსგავსი ინტერესებითა და გატაცებებით. შეძლებთ შექმნათ ძლიერი და ჰარმონიული ურთიერთობები, რაც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება. დაწყვილებულებისთვის დადგება ბედნიერი და მშვიდი დრო. მთელ თავისუფალ დროს სახლში, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ. საოჯახო მოვალეობები ასევე არ იქნება კამათის საგანი: თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ ყოველდღიური საკითხები და ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ოჯახის დახმარების იმედი გქონდეთ.

გარკვეული დაძაბულობა შეიძლება შეიქმნას თვის შუა რიცხვებში, როცა ფინანსური საკითხების განხილვა ან გადახედვა დაგჭირდებათ. სირთულეები აგრეთვე შეიძლება წარმოიშვას შვებულების ან ერთობლივი მოგზაურობის დაგეგმვისას. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას, კომპრომისებზე დათანხმებას და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებების ძიებას.

ტყუპი

ქალბატონებს გაგიჩნდებათ ლტოლვა ძვირად ღირებული და მდიდრული ნივთების მიმართ. შეეცდებით ახალნაყიდი სამკაულებითა ან მოდური ტანსაცმლით მოიწონოთ თავი, ზოგჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დედოფლად იგრძნოს. მამაკაცებს მოგინდებათ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების გაცემა და სასიამოვნო სიურპრიზების მოწყობა. გემრიელ საკვებს და სასიამოვნო სურნელს შეუძლია სიამოვნება გამოიწვიოს; სექსუალური კონტაქტები გახდება უფრო ნათელი და ინტენსიური.

11 ივლისიდან მარტოხელებს გაქვთ შანსი, შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს და დაიწყოთ ხანგრძლივი ურთიერთობა. კარგი დროა ფლირტისთვის, ყურადღების გამოსახატავად და კომპლიმენტებისთვის. თუ სიმპათია ორმხრივია, მაშინ აჩვენეთ თანამოსაუბრეს, რომ თქვენი განზრახვები სერიოზულია და მზად ხართ ურთიერთობისთვის.

შეხვედრა შეიძლება შედგეს ხალხმრავალ წვეულებაზე ან გამოფენაზე. ნუ იტყვით უარს მოსაწვევებზე, გაატარეთ დრო სხვადასხვა ღონისძიებებზე. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, რომ უფრო აქტიურები იყოთ სოციალურ ქსელებსა და გაცნობის საიტებზე. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ მეგობართან, მეზობელთან ან კოლეგასთან.

დაქორწინებულების ურთიერთობა დიდი ალბათობით ჰარმონიული იქნება. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწევთ. თუმცა, თვის ბოლოს შეიძლება დაძაბულობა და ჩხუბი წარმოიშვას ფინანსური ხარჯების გამო. რაც უფრო სწრაფად მიხვალთ კომპრომისამდე, მით ნაკლები მიზეზი გექნებათ ჩხუბისა და შეურაცხყოფისთვის.

კირჩხიბი

ივლისის დასაწყისში უფრო მიმზიდველი და ქარიზმატული გახდებით. უფრო მეტ დროს დაუთმობთ გარეგნობას და რაღაცას შეცვლით საკუთარ იმიჯში. ამ დროს თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. უფრო დიპლომატიური, ტაქტიანი გახდებით, იღბალი გეხმარებათ და ეს საშუალებას გაძლევთ მოიგოთ თქვენი თანამოსაუბრეების გული. კარგი პერიოდია ოჯახური და სასიყვარულო საკითხების მოსაგვარებლად.

11 ივლისიდან ღირებულებები და ფინანსური საკითხები გახდება აქტუალური. გაძლიერდება მატერიალური სიკეთის მნიშვნელობა ურთიერთობებში. შეგიძლიათ მოიძიოთ პარტნიორები, რომლებიც უზრუნველგყოფენ ფინანსურად. სიყვარული შეიძლება გამოიხატოს მზრუნველობით, საჩუქრებით. სიამოვნება და სენსუალურობა გახდება რომანტიკულ ურთიერთობებში აუცილებელი. მათთვის, ვინც უკვე გრძელვადიან ურთიერთობაშია, ჰარმონიისა და სტაბილურობის პერიოდი დგება. ურთიერთობა მშვიდი და საიმედო იქნება. სახლში არსებული ატმოსფერო დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, დაიწყებთ ზოგად კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. დაგეგმავთ დიდ შესყიდვებს, შვებულებას. იყიდით ლამაზ ნივთებს, სამკაულებს. ეწვევით რესტორნებს, სადაც დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს.

ლომი

თვის პირველი ათი დღე უფრო თავშეკავებული და ფრთხილი უნდა გახდეთ. შესაძლოა, უფრო მეტი დრო გაატაროთ მარტოობაში, ოცნებებსა და ფანტაზიებში. შეიძლება გაიჩინოთ ფარული სიყვარული, რომლის შესახებაც სხვებმა არ იციან. თანაგრძნობის გრძნობა შეიძლება გაიზარდოს: დაიწყებთ თანაგრძნობას რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი და ეცდებით მათ დახმარებას. ეს პასუხისმგებლობა მოიზიდავს სხვებსაც, ვისაც მხარდაჭერა ან კეთილი სიტყვა სჭირდება. გირჩევთ გამოიჩინოთ ტაქტი და დელიკატურობა კომუნიკაციაში და არ გაასაჯაროოთ პირადი დეტალები.

11 ივლისიდან თქვენი ხიბლი გაძლიერდება და საპირისპირო სქესისთვის უფრო მიმზიდველი გახდებით. კარგი დროა ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. თქვენი თავდაჯერებულობა იქნება მაღალ დონეზე, შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ პირად თემებზე, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება, აუხსნათ თქვენი განზრახვები. ამასთან, შეგიძლიათ შეურაცხყოფა მიაყენოთ ადამიანს უარმყოფელი დამოკიდებულებით და ვერ შეაფასოთ მისი გრძნობების გულწრფელობა. თუ ურთიერთობა გაქვთ, შესაძლოა ამ თვეში პარტნიორის მხრიდან ეჭვიანობა იგრძნოთ. ოჯახში დიდი პრობლემები არ არის მოსალოდნელი: ურთიერთობები ჰარმონიული და მშვიდი იქნება. თქვენი სექსუალური ცხოვრება მდიდარი იქნება და ორივეს ბევრ ბედნიერ მომენტს მოგიტანთ.

ქალწული

პირველ დეკადაში შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ ადამიანთან, რომელიც ფინანსურად დაგეხმარებათ. 11 ივლისიდან შეიძლება იფიქროთ წარსულ ურთიერთობებზე, გადაუჭრელ ემოციებზე და ფარულ სურვილებზე. ეს პერიოდი იძლევა შესაძლებლობას განიკურნოთ და გათავისუფლდეთ ნებისმიერი ემოციური ტვირთისგან, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ სიყვარულის განცდაში. გაძლიერდება თქვენი მგრძნობელობა და ინტუიცია სასიყვარულო საკითხებში. უფრო ყურადღებიანი გახდებით ურთიერთობებში. გაზრდილ მგრძნობელობას შეუძლია გააღრმაოს კავშირი თქვენს პარტნიორთან, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტ გაგებას და თანაგრძნობას. ზოგიერთმა შეიძლება განიცადოთ ემოციური დაუცველობის განცდა და სიყვარულის იდეალიზაციის ტენდენცია. ხოლო ზოგიერთს შეიძლება გაგიჩნდეთ ურთიერთობის გაწყვეტის სურვილი, რადგან ის არ შეესაბამება "იდეალურს". ახალმა რომანებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ემოციურ ზრდასა და სულიერ ევოლუციაზე. მნიშვნელოვანია მიუდგეთ ამ კავშირებს ღიად, გულწრფელად და ზრდის სურვილით. ზოგიერთს შეიძლება გქონდეთ ისეთი ურთიერთობა, რომლებზეც რაიმე მიზეზის გამო არ გსურთ საუბარი ან შესაძლოა პოტენციური პარტნიორი თავიდანვე უცნაურად მოიქცეს და გაწყვიტოთ მასთან კონტაქტი.

სასწორი

თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები ივლისის პირველ დეკადაში შეიძლება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული საქმიანობასთან. შესაძლოა, რომანის დაწყება უფროსთან, ეს კი გავლენას მოახდენს თქვენს კარიერულ წინსვლაზე და თქვენს პოზიციაზე სამუშაო გუნდში. ამიტომ, აწონ-დაწონეთ ასეთი ურთიერთობის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.

11 ივლისიდან თუ მარტო ხართ, ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს. სიმპათია შეიძლება წარმოიშვას სამუშაო გუნდში, სადაც შეხვდებით თანამოაზრეებს. ორმხრივი ურთიერთობის შემთხვევაში, ეს ურთიერთობები შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ რომანში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებსა და გეგმებზე. ასევე, ნუ უგულებელყოფთ ონლაინნაცნობობას. გაქვთ შანსი შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს სოციალურ ან თემატურ ჯგუფებში.

ივლისში დაოჯახებულებს სასიამოვნო და მშვიდი დრო გელოდებათ. უფრო მეტად დაუკავშირდებით ნათესავებს და საერთო მეგობრებს, რაც მრავალფეროვნებას შემატებს თქვენს ურთიერთობას. სასარგებლოა მხიარული შეკრება კოლეგებისა ან მეზობლების გარემოცვაში.

მორიელი

ივლისის პირველ დეკადაში შეიძლება შეხვდეთ სიყვარულს სახლიდან მოშორებით, შვებულებაში ან საზღვარგარეთ მოგზაურობისას. ასევე არის ინტერნეტში უცხოელთან შეხვედრის შანსი. 10 ივლისიდან გირჩევთ დაესწროთ კონფერენციებს, საქმიან და სამთავრობო შეხვედრებს. რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი გეგმები. არის შანსი, რომ შეხვდეთ ვინმე გავლენიანს ან ცნობილს, სტატუსით თქვენსაზე მაღლა მდგომს. შეიძლება ასევე დაიწყოთ საოფისე რომანი, ურთიერთობა ბიზნესპარტნიორთან, კლიენტთან ან მყიდველთან.

დაწყვილებულებს მოგიწევთ იყოთ მოქნილი და დიპლომატიური პარტნიორთან ურთიერთობაში და რთულ სიტუაციებში დაძაბულობის დაძლევა. გამოიყენეთ თქვენი იუმორის გრძნობა უფრო ხშირად. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას იმის გამო, რომ თქვენ ძალიან დიდ დროს ატარებთ სამსახურსა და შეხვედრებზე და არ აქცევთ საკმარის ყურადღებას თქვენს საყვარელ ადამიანს. შეეცადეთ შეასრულოთ თქვენი საოჯახო მოვალეობები, შეინარჩუნოთ ბალანსი პირად და სამუშაო ურთიერთობებს შორის და მოძებნეთ კომპრომისები.

მშვილდოსანი

11 ივლისამდე ძალიან ემოციური პერიოდია, პირადი ურთიერთობები ძლიერ ტრანსფორმაციას განიცდის. იგრძნობთ საჭიროებას, აიყვანოთ ისინი შემდეგ დონეზე ან დაასრულოთ. ვნება და სენსუალურობა მაღალ დონეზეა, ამიტომ ზოგიერთი შეიძლება დაუბრუნდეთ წარსულ ურთიერთობებს. თუმცა, გირჩევთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ აურიოს ფიზიკური მიზიდულობა რეალურ სერიოზულ გრძნობებში. დიდია შემთხვევითი ურთიერთობების, მოკლევადიანი რომანებისა თუ ცდუნების ალბათობა.

11 ივლისიდან მოგინდებათ რაღაც უჩვეულო, ახალი შეგრძნებები. რომანტიკული შეხვედრა შეიძლება მოხდეს გრძელ მოგზაურობაში, მივლინებაში ან შვებულებაში. ეს შეიძლება იყოს სხვა კულტურის წარმომადგენელი, უცხოელი, ან უცხო ბიზნესთან დაკავშირებული პირი, როგორიცაა მეწარმე ან მთარგმნელი. ასეთი ურთიერთობა თქვენთვის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სასიყვარულო ასპექტით. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ბევრი სხვა ქვეყნების შესახებ. საინტერესო და დინამიკური თვე ელოდებათ დაწყვილებულებს. არ დაკარგოთ რეალობის გრძნობა, გახსოვდეთ თქვენი პასუხისმგებლობა პარტნიორის წინაშე. თუმცა, ივლისის შუა რიცხვებში შესაძლებელია ოჯახში მოულოდნელი კონფლიქტები, ჩხუბი და დაძაბული სიტუაციები საშინაო უსიამოვნებებისა თუ ფინანსური საკითხების გამო. რასაც უნდა დაუთმოთ მეტი დრო, გამონახოთ კომპრომისები.

თხის რქა

ივლისის პირველ დეკადაში უფრო თავაზიანი და მეგობრული იქნებით. გაიზრდება თქვენი პოპულარობა და ქარიზმა. ბევრი დაინტერესდება თქვენით არა მხოლოდ როგორც პროფესიონალით, არამედ როგორც მიმზიდველი ადამიანით. ამ დროს პარტნიორთან ურთიერთგაგება იზრდება. კარგია ერთად მეტი დროის გატარება. თუ მარტოხელა ხართ, ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ და ხანგრძლივ რომანში გადაიზარდოს.

11 ივლისიდან თქვენი ცხოვრება შეიძლება უფრო დინამიკური გახდეს. იქნება ბევრი ფლირტი და რომანტიკული თავგადასავალი. ზოგიერთი შეხვდებით ადამიანს, რომელიც შეგიცვლით შეხედულებას ურთიერთობებზე, შეიძლება თავადაც შეიცვალოთ ახალი პარტნიორის გავლენით. შეიძლება გაიზარდოს ინტერესი პარტნიორის ფინანსებისადმი. თუმცა მატულობს მესაკუთრეობის გრძნობაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეჭვიანობა. შეიძლება გადააფასოთ ნდობისადმი დამოკიდებულება, ინტიმური ურთიერთობა, რაც გამოიწვევს ურთიერთობებისადმი მიდგომის ტრანსფორმაციულ ცვლილებებს. ასევე მოგინდებათ საყვარელი ადამიანის ქცევის ნამდვილი მიზეზების გაგება.

მერწყული

თვის პირველ ათ დღეში, პირად ურთიერთობებში, პირველ რიგში, დააფასებთ პრაქტიკულობას და პარტნიორის ზრუნვას. პარტნიორთან საოჯახო საქმეების გაზიარება ან მათი ერთობლივი კეთება უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთს. მარტოხელებმა შეიძლება საოფისე რომანი გააბათ. შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს საავადმყოფოში, ვეტერინარულ კლინიკაში, ძაღლთან ერთად სეირნობისას.

11 ივლისიდან თუ მარტოხელა ხართ და გსურთ შეხვდეთ მეწყვილეს, უნდა გააქტიურდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს, იყავით მეგობრული სხვების მიმართ და გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ უგულებელყოფთ ვირტუალურ გაცნობას და ონლაინ კომუნიკაციას. საინტერესო ადამიანს შეგიძლიათ შეხვდეთ ისეთ ადგილებში, სადაც ყოველდღე დადიხართ: მაღაზია, სამსახური, ტრანსპორტი. ნუ იტყვით უარს მიწვევაზე კინოში, კაფეში, გამოფენაზე. იყავით პირველი, ვინც დაიწყეთ საუბარი, გამოავლინეთ თქვენი ინტერესი, გაუადვილეთ ადამიანს ურთიერთობა.

დაწყვილებულებს ვარსკვლავები გირჩევენ, განაახლოთ გრძნობები, დაისვენოთ ყოველდღიური პრობლემებისგან და გააძლიეროთ ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან. გელოდებათ ჰარმონია და ურთიერთგაგება. თუ ნაჩხუბრები ხართ, მაშინ ამ დროს გაგიადვილდებათ შერიგება და სწორი სიტყვების პოვნა.

თევზები

თვის პირველ დეკადაში გაიზრდება თქვენი სექსუალური ლტოლვა, შეიძლება მეტი თანხა დახარჯოთ გართობასა და სიამოვნებაზე. შვილები გაგახარებენ, მეტი დრო დაუთმეთ მათ, დაგეგმეთ ერთობლივი მოგზაურობები ან ღონისძიებები.

11 ივლისიდან მარტოხელები უფრო ღია იქნებით ნაცნობობისთვის. თქვენი კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მიიზიდავს. კარგი დროა მოგზაურობისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის. თვის პირველ ნახევარში საინტერესო ნაცნობობა გელით. ადამიანი, რომელსაც შეხვდებით, იქნება ენერგიული, აქტიური და თავგადასავლებისკენ მიდრეკილი. ასევე ხშირად დაგპატიჟებთ პაემნებზე და შემოგთავაზებთ დროის საინტერესოდ გატარებას. ეს ადამიანი აგიმაღლებთ განწყობას და შეგმატებთ ძალას.

დაწყვილებულებმა ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, შეინარჩუნეთ ოჯახში ჰარმონიული, მხიარული ატმოსფერო. ივლისში მოგინდებათ თავისუფალი დრო სასიამოვნოდ და მშვიდად გაატაროთ და მიიღოთ ახალი გამოცდილება. მოაგვარეთ შესაძლო სირთულეები მშვიდობიანად, მოერიდეთ ჩხუბს, მოძებნეთ კომპრომისები, მეტი დაუთმეთ პარტნიორს. კარგი იქნება ერთად ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი. უარის თქმა მავნე ჩვევებზე. ერთმანეთის მხარდაჭერით კიდევ უფრო გააძლიერებთ ურთიერთობას.