მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ივ­ლი­სი ზა­ფხუ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი თვეა, მაგ­რამ ხში­რად სწო­რედ ამ თვე­ში ხდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ავად, გა­ე­ცა­ნით ივ­ლი­სის ჯან­მრთე­ლო­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნოზს, რათა შეძ­ლოთ თქვე­ნი თა­ვის დაც­ვა:

ვერ­ძი

ივ­ლი­სი ხელ­საყ­რე­ლია აქ­ტი­ვო­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, კარ­გია სირ­ბი­ლი, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი ან სე­ირ­ნო­ბა. რე­გუ­ლა­რუ­ლი და ხან­გრძლი­ვი სე­ირ­ნო­ბაც კი და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარ­გია გორ­გო­ლა­ჭე­ბი, ვე­ლო­სი­პე­დი, მა­სა­ჟი და ცეკ­ვა. თუ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა გსურთ, ჩა­ე­წე­რეთ სპორტდარ­ბაზ­ში. და­ი­ცა­ვით დი­ე­ტა: უფრო ხში­რად მი­ირ­თვით, მაგ­რამ მცი­რე ულუ­ფე­ბით. ფრთხი­ლად იყა­ვით ცივ სას­მე­ლებ­თან და არ იჯ­დეთ ან არ და­ი­ძი­ნოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ქვეშ.

კურო

მზე მოგ­ცემთ ძა­ლას და კარგ გან­წყო­ბას. თუმ­ცა, თავი უნდა შე­ი­კა­ვოთ რომ არ გა­ცივ­დეთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­თუ­ლე­ბე­ბი ზურ­გი­სა და ხერ­ხემ­ლის ქვე­და ნა­წილ­ში და გა­ცი­ვე­ბა. სწო­რი კვე­ბა და ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს იმუ­ნურ სის­ტე­მას. თუმ­ცა, და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მი­მარ­თოთ ექიმს და არ ჩა­ი­ტა­როთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბა.

ტყუ­პი

ჯან­მრთე­ლი ხართ, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს. მო­ე­რი­დეთ ნა­კაწ­რებს და კონ­დი­ცი­ო­ნერს; ჩა­იც­ვით ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სად. შე­საძ­ლოა გა­ცი­ვე­ბა ან გრი­პის და­წყე­ბა. თუ ჯან­მრთე­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, და­კავ­დით სპორ­ტით, ითა­მა­შეთ ბავ­შვებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­ში ან უბ­რა­ლოდ გა­ი­სე­ირ­ნეთ პარკში. თუ სპორტდარ­ბაზს სტუმ­რობთ, ტრავ­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, თან­და­თან გა­ზარ­დეთ დატ­ვირ­თვა, მიჰ­ყე­ვით თქვე­ნი ინ­სტრუქ­ტო­რის რჩე­ვებს. რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მის და­საკ­ლე­ბად შე­გიძ­ლი­ათ სცა­დოთ მსუ­ბუ­ქი დი­ე­ტა.

კირჩხი­ბი

ივ­ლი­სი კარ­გი თვეა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­თვის. მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია ივარ­ჯი­შოთ მე­გობ­რებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. და­რე­გის­ტრირ­დეთ ჯგუ­ფურ გაკ­ვე­თილ­ზე სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა­ში. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გაქვთ, ეცა­დეთ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როთ, გა­დით ბუ­ნე­ბა­ში, მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპორ­ტულ თა­მა­შებ­ში. მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი სი­ხა­რუ­ლით გა­ა­კე­თოთ და არა ძა­ლით. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლო­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა ცურ­ვა. თუ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას გა­და­წყვეტთ, არ და­იც­ვათ მკაც­რი დი­ე­ტა, უბ­რა­ლოდ, შე­ზღუ­დეთ კა­ლო­რი­ე­ბი საკ­ვებ­ში, ტკბი­ლე­ულ­ში, ცხი­მი­ან საკ­ვებ­ში.

ლომი

ივ­ლის­ში ფრთხი­ლად უნდა იყოთ და მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბას. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ მუდ­მი­ვი დაღ­ლი­ლო­ბა, აპა­თია და ცუდი გან­წყო­ბა. თუ ამინ­დზე ხართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოა წნე­ვის მო­მა­ტე­ბა და თა­ვის ტკი­ვი­ლი. სა­სარ­გებ­ლოა თქვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სწო­რი კვე­ბა და ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა. თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გაქვთ, მა­შინ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოთ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში; იოგა გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ გან­წყო­ბას.

ქალ­წუ­ლი

ამ თვე­ში ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ჩი­ვი­ლის მი­ზე­ზი არ გექ­ნე­ბათ. თავს მხი­ა­რუ­ლად გრძნობთ, იმუ­ნი­ტე­ტი მა­ღალ დო­ნე­ზეა. თუმ­ცა, თუ გაქვთ და­ა­ვა­დე­ბის რა­ი­მე სიმპტო­მი, გა­ი­ა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა და მი­მარ­თეთ ექიმს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სის­ხლძარ­ღვებ­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც საკ­მა­ოდ კარ­გია, უკვე ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლობთ და უფრო მშვი­დად რე­ა­გი­რებთ იმა­ზე, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. ხოლო, თუ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ უმკლავ­დე­ბით შფოთ­ვას, მა­შინ მი­მარ­თეთ ფსი­ქო­ლოგს. კარგ ამინ­დში მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ გა­რეთ, მაგ­რამ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ცხე­ში შე­საძ­ლოა თა­ვის ტკი­ვი­ლი და სი­სუს­ტე გა­ნი­ცა­დოთ.

სას­წო­რი

გირ­ჩევთ, აკონ­ტრო­ლოთ ჯან­მრთე­ლო­ბა და დიდ­ხანს არ დარ­ჩეთ მზე­ზე. მა­ში­ნაც კი, თუ ახლა არა­ფე­რი გა­წუ­ხებთ, მი­ი­ღეთ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი. თუ სის­ხლძარ­ღვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი გქონ­და, გირ­ჩევთ გა­მო­იკ­ვლი­ოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მშვი­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, არ ინერ­ვი­უ­ლოთ და არ გა­და­იტ­ვირ­თოთ სამ­სა­ხურ­ში. მო­ე­რი­დეთ სტრესს, ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ წვრილ­მა­ნებ­ზე. შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვის შე­ტე­ვე­ბი და სი­სუს­ტე. თუ ასე­თი სიმპტო­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა, მი­მარ­თეთ ექიმს.

მო­რი­ე­ლი

ივ­ლის­ში ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ჩი­ვი­ლის მი­ზე­ზი არ გექ­ნე­ბათ. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ღია ცის ქვეშ, და­კავ­დით სპორ­ტით, იმუ­შა­ვეთ ბუ­ნე­ბა­ში, კარ­გია ცურ­ვა. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა იყოს ზო­მი­ე­რი და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ზედ­მე­ტი ძაბ­ვა ან დატ­ვირ­თვა გა­მო­იწ­ვევს სა­პი­რის­პი­რო შე­დეგს. ახა­ლი დი­ე­ტა და­ი­ცა­ვით სიფრ­თხი­ლით. შე­ზღუდ­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს კუ­ჭზე. მო­რი­ელ­მა ქა­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ დი­ე­ტას. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი, მი­ირ­თვით მეტი ხილი, უარი თქვით ფას­ტფუდ­ზე.

მშვილ­დო­სა­ნი

ხა­ლი­სი­ა­ნი და ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­ყვე­ბათ. თუმ­ცა, მან­დი­ლოს­ნებ­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის დროს, გა­მო­ი­ყე­ნეთ პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა სის­ხლძარ­ღვთა გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და კარ­დი­ო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. სა­სარ­გებ­ლოა აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი, სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი, ცურ­ვა, მაგ­რამ დატ­ვირ­თვა უნდა იყოს ზო­მი­ე­რი.

თხის რქა

ივ­ლის­ში თავს საკ­მა­ოდ კარ­გად იგ­რძნობთ. სავ­სე იქ­ნე­ბით ენერ­გი­ით, აქ­ტი­უ­რო­ბით, ოპ­ტი­მიზ­მით. გა­გიჩ­ნდე­ბათ მეტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის სურ­ვი­ლი. თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კარ­გად იქ­ნე­ბა და თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ გა­ცი­ვე­ბას. მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ კვე­ბას. მო­ე­რი­დეთ ტკბი­ლე­ულს და ცხი­მი­ან საკ­ვებს. ეცა­დეთ, ცოტა ხნით მა­ინც და­იც­ვათ დი­ე­ტა.

თხის რქა ქა­ლე­ბის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა ივ­ლის­ში გი­ნე­კო­ლოგ­თან ან ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან მის­ვლა. გა­ი­ა­რეთ ტეს­ტე­ბი და დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტს, კარ­გია ვე­ლო­სი­პე­დი, გორ­გო­ლა­ჭე­ბი, ცურ­ვა. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, წა­დით ოჯახ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად, ისე­ირ­ნეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

მერ­წყუ­ლი

კონ­ცენ­ტრირ­დით თქვენს ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე და არ ინერ­ვი­უ­ლოთ წვრილ­მა­ნებ­ზე. მა­ში­ნაც კი, თუ არა­ფე­რი გა­წუ­ხებთ, გირ­ჩევთ გა­ი­ა­როთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა და ჩა­ა­ბა­როთ სა­ჭი­რო ტეს­ტე­ბი. არ უნდა დარ­ჩეთ მზე­ზე დიდ­ხანს, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხელ ამინ­დში. თუ გრძნობთ შფოთ­ვას ან გა­მუდ­მე­ბულ წუ­ხილს, ესა­უბ­რეთ ფსი­ქო­ლოგს. მო­ე­რი­დეთ ეგ­ზო­ტი­კურ სამ­ზა­რე­უ­ლოს: ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კუ­ჭის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ალერ­გია.

თევ­ზე­ბი

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­აკ­ვირ­დით ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს და თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ სიმპტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ასე­ვე, თუ უკვე გაქვთ და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი, მი­მარ­თეთ ექიმს. სწო­რი კვე­ბა და ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ ნა­ყო­ფი­ე­რად იმუ­შა­ოთ და და­იც­ვათ გრა­ფი­კი. მო­ე­რი­დეთ ცხა­რე და ცხი­მი­ან საკ­ვებს, რათა არ გა­მო­იწ­ვი­ოთ გულძ­მარ­ვის შე­ტე­ვე­ბი ან მუც­ლის ტკი­ვი­ლი. სამ­სა­ხურ­ში სტრეს­მა შე­იძ­ლე­ბა გი­ბიძ­გოთ არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის­კენ. გახ­სოვ­დეთ, რომ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა თქვენ­თან ერ­თად. ვე­ლო­სი­პე­დი, თა­მა­ში ღია ცის ქვეშ, ცურ­ვა ან უბ­რა­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ივლისი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თვეა, მაგრამ ხშირად სწორედ ამ თვეში ხდებიან ადამიანები ავად, გაეცანით ივლისის ჯანმრთელობის ასტროლოგიური პროგნოზს, რათა შეძლოთ თქვენი თავის დაცვა:

ვერძი

ივლისი ხელსაყრელია აქტივობისთვის. მაგალითად, კარგია სირბილი, სწრაფი სიარული ან სეირნობა. რეგულარული და ხანგრძლივი სეირნობაც კი დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. კარგია გორგოლაჭები, ველოსიპედი, მასაჟი და ცეკვა. თუ წონაში დაკლება გსურთ, ჩაეწერეთ სპორტდარბაზში. დაიცავით დიეტა: უფრო ხშირად მიირთვით, მაგრამ მცირე ულუფებით. ფრთხილად იყავით ცივ სასმელებთან და არ იჯდეთ ან არ დაიძინოთ კონდიციონერის ქვეშ.

კურო

მზე მოგცემთ ძალას და კარგ განწყობას. თუმცა, თავი უნდა შეიკავოთ რომ არ გაცივდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია გართულებები ზურგისა და ხერხემლის ქვედა ნაწილში და გაცივება. სწორი კვება და ვიტამინის მიღება გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. თუმცა, დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა.

ტყუპი

ჯანმრთელი ხართ, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ დაავადების სიმპტომებს. მოერიდეთ ნაკაწრებს და კონდიციონერს; ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. შესაძლოა გაცივება ან გრიპის დაწყება. თუ ჯანმრთელობა საშუალებას გაძლევთ, დაკავდით სპორტით, ითამაშეთ ბავშვებთან ერთად ბუნებაში ან უბრალოდ გაისეირნეთ პარკში. თუ სპორტდარბაზს სტუმრობთ, ტრავმის თავიდან ასაცილებლად, თანდათან გაზარდეთ დატვირთვა, მიჰყევით თქვენი ინსტრუქტორის რჩევებს. რამდენიმე კილოგრამის დასაკლებად შეგიძლიათ სცადოთ მსუბუქი დიეტა.

კირჩხიბი

ივლისი კარგი თვეა ფიზიკური დატვირთვისთვის. მაგრამ უმჯობესია ივარჯიშოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. დარეგისტრირდეთ ჯგუფურ გაკვეთილზე სპორტის რომელიმე სახეობაში. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, ეცადეთ უფრო აქტიურად გაატაროთ, გადით ბუნებაში, მიიღეთ მონაწილეობა სპორტულ თამაშებში. მთავარია ყველაფერი სიხარულით გააკეთოთ და არა ძალით. განსაკუთრებით თუ არსებობს ჯანმრთელობის უკუჩვენებები. ასევე კარგი იქნება ცურვა. თუ წონაში დაკლებას გადაწყვეტთ, არ დაიცვათ მკაცრი დიეტა, უბრალოდ, შეზღუდეთ კალორიები საკვებში, ტკბილეულში, ცხიმიან საკვებში.

ლომი

ივლისში ფრთხილად უნდა იყოთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს კეთილდღეობას. შეიძლება იგრძნოთ მუდმივი დაღლილობა, აპათია და ცუდი განწყობა. თუ ამინდზე ხართ დამოკიდებული, სავარაუდოა წნევის მომატება და თავის ტკივილი. სასარგებლოა თქვენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად, სწორი კვება და ვიტამინის მიღება. თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ, მაშინ პროფილაქტიკური ზომები უნდა მიიღოთ. მეტი დრო გაატარეთ გარეთ, ბუნებაში; იოგა გაგიუმჯობესებთ განწყობას.

ქალწული

ამ თვეში ჯანმრთელობაზე ჩივილის მიზეზი არ გექნებათ. თავს მხიარულად გრძნობთ, იმუნიტეტი მაღალ დონეზეა. თუმცა, თუ გაქვთ დაავადების რაიმე სიმპტომი, გაიარეთ გამოკვლევა და მიმართეთ ექიმს. ყურადღება მიაქციეთ სისხლძარღვებსა და გულის დაავადებებს. ფსიქოლოგიური მდგომარეობაც საკმაოდ კარგია, უკვე ნაკლებად ნერვიულობთ და უფრო მშვიდად რეაგირებთ იმაზე, რაც თქვენ გარშემო ხდება. ხოლო, თუ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით შფოთვას, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს. კარგ ამინდში მეტი დრო გაატარეთ გარეთ, მაგრამ ექსტრემალურ სიცხეში შესაძლოა თავის ტკივილი და სისუსტე განიცადოთ.

სასწორი

გირჩევთ, აკონტროლოთ ჯანმრთელობა და დიდხანს არ დარჩეთ მზეზე. მაშინაც კი, თუ ახლა არაფერი გაწუხებთ, მიიღეთ პრევენციული ზომები. თუ სისხლძარღვებთან პრობლემები გქონდა, გირჩევთ გამოიკვლიოთ. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ მშვიდი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არ ინერვიულოთ და არ გადაიტვირთოთ სამსახურში. მოერიდეთ სტრესს, ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე. შესაძლებელია ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეტევები და სისუსტე. თუ ასეთი სიმპტომები გამოჩნდება, მიმართეთ ექიმს.

მორიელი

ივლისში ჯანმრთელობაზე ჩივილის მიზეზი არ გექნებათ. გაატარეთ მეტი დრო ღია ცის ქვეშ, დაკავდით სპორტით, იმუშავეთ ბუნებაში, კარგია ცურვა. ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ზომიერი და დამაკმაყოფილებელი. ზედმეტი ძაბვა ან დატვირთვა გამოიწვევს საპირისპირო შედეგს. ახალი დიეტა დაიცავით სიფრთხილით. შეზღუდვებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კუჭზე. მორიელმა ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დიეტას. მიიღეთ ვიტამინები, მიირთვით მეტი ხილი, უარი თქვით ფასტფუდზე.

მშვილდოსანი

ხალისიანი და ოპტიმისტური განწყობა მთელი თვის განმავლობაში გაგყვებათ. თუმცა, მანდილოსნებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ რომანტიკული შეხვედრების დროს, გამოიყენეთ პირადი ჰიგიენის საშუალებები. კარგი იქნება სისხლძარღვთა გამოკვლევების ჩატარება და კარდიოლოგის კონსულტაცია. სასარგებლოა აქტიური ცხოვრების წესი, სპორტდარბაზში სიარული, ცურვა, მაგრამ დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი.

თხის რქა

ივლისში თავს საკმაოდ კარგად იგრძნობთ. სავსე იქნებით ენერგიით, აქტიურობით, ოპტიმიზმით. გაგიჩნდებათ მეტი კომუნიკაციისა და ადამიანებთან კონტაქტის სურვილი. თქვენი იმუნური სისტემა კარგად იქნება და თავიდან აიცილებთ გაცივებას. მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. მოერიდეთ ტკბილეულს და ცხიმიან საკვებს. ეცადეთ, ცოტა ხნით მაინც დაიცვათ დიეტა.

თხის რქა ქალებისთვის კარგი იქნება ივლისში გინეკოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან მისვლა. გაიარეთ ტესტები და დადგენილი პროცედურები.

რაც შეეხება სპორტს, კარგია ველოსიპედი, გორგოლაჭები, ცურვა. თუ შესაძლებელია, წადით ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ისეირნეთ სანაპიროზე.

მერწყული

კონცენტრირდით თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე. მაშინაც კი, თუ არაფერი გაწუხებთ, გირჩევთ გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა და ჩააბაროთ საჭირო ტესტები. არ უნდა დარჩეთ მზეზე დიდხანს, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. თუ გრძნობთ შფოთვას ან გამუდმებულ წუხილს, ესაუბრეთ ფსიქოლოგს. მოერიდეთ ეგზოტიკურ სამზარეულოს: ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის დაავადებები და ალერგია.

თევზები

უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით ქრონიკულ დაავადებებს და თავიდან აიცილეთ სიმპტომების განვითარება. ასევე, თუ უკვე გაქვთ დაავადების ნიშნები, მიმართეთ ექიმს. სწორი კვება და ყველა რეკომენდაციის დაცვა დაგეხმარებათ ნაყოფიერად იმუშაოთ და დაიცვათ გრაფიკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, რათა არ გამოიწვიოთ გულძმარვის შეტევები ან მუცლის ტკივილი. სამსახურში სტრესმა შეიძლება გიბიძგოთ არაჯანსაღი საკვებისკენ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კილოგრამები დიდხანს დარჩება თქვენთან ერთად. ველოსიპედი, თამაში ღია ცის ქვეშ, ცურვა ან უბრალოდ ბუნებაში დასვენება სასარგებლოა.