პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ინ­გრე­სია:

* 2 ივ­ლი­სი > მერ­კუ­რი ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში

* 11 ივ­ლი­სი > ვე­ნე­რა ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში

* 21 ივ­ლი­სი > მარ­სი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში

* 22 ივ­ლი­სი > მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში (11:45 სა­ათ­ზე)

* 26 ივ­ლი­სი > მერ­კუ­რი ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში

რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი:

* 2 ივ­ლი­სი < ნეპ­ტუ­ნი (თევ­ზე­ბის მე-30 გრა­დუ­სი­დან)

* ახალმთვა­რე­ო­ბა - 6 ივ­ლი­სი (2:57 სა­ათ­ზე)

* სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა - 21 ივ­ლი­სი (14:17 სა­ათ­ზე)

ივ­ლი­სი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით არ იქ­ნე­ბა იოლი თვე. უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­მოვ­ყოთ მერ­კუ­რის სიჩ­ქა­რის მკვეთ­რი შე­ნე­ლე­ბა. მარ­თა­ლია, ის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მხო­ლოდ 5 აგ­ვის­ტოს გახ­დე­ბა, მაგ­რამ ივ­ლის­ში მისი სიჩ­ქა­რე მაის-ივ­ნის­თან შე­და­რე­ბით მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით მე­სა­მე დე­კა­და­ში). ეს კი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ივ­ლის­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა-გა­და­ცე­მას­თან, ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თვა-გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი და­მა­მუხ­რუ­ჭე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდე­ბა.

ივ­ლი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა წყლის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნა, რად­გან მზე და ვე­ნე­რა კირჩხიბ­ში იმოძ­რა­ვე­ბენ. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­აგ­რძე­ლებს ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ტენ­დენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოჯა­ხუ­რი ეგ­რე­გო­რის მარ­თვას­თან, მათ შო­რის მშობ­ლებ­თან და სა­ერ­თოდ, ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა, ასე­ვე უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბი­ნის რე­მონ­ტი, ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე გა­დას­ვლა, ოჯა­ხის­თვის ავე­ჯის ან რა­ი­მე სხვა ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა (მით უმე­ტეს, რომ 5-12 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში მზე-სა­ტურ­ნის და­დე­ბი­თი კავ­ში­რი ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნებს ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე).

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ვე­ნე­რა-მარ­სის და­დე­ბი­თი კავ­ში­რი სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა პარტნი­ორ­თან უფრო მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბა.

>> 2 ივ­ლისს რეტ­როგ­რა­დუ­ლად მოძ­რა­ო­ბას და­ი­წყებს ნეპ­ტუ­ნი და მისი ეს ციკ­ლი ხუთი თვე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ასე ვთქვათ, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბე­ბის პე­რი­ო­დი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევრ გლო­ბა­ლურ პრო­ექტთან, მათ შო­რის ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და აქ­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამ ხუთ­თვი­ან პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ ბევ­რი სკან­და­ლი და ძვე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გახ­სნა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე ბევრ ბუნ­დო­ვან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­ირ­კვე­ვა, რაც გა­მო­იწ­ვევს ამ კავ­ში­რე­ბის ან სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოშ­ლას ან სა­ბო­ლოო და­კავ­ში­რე­ბას და ამ კავ­ში­რის გამ­ტკი­ცე­ბას.

>> 6 ივ­ლისს ახალმთვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა (კირჩხი­ბის ნი­შან­ში). უნდა ით­ქვას, რომ 4-6 ივ­ლის­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღე­ე­ბი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უჭირთ ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა. ამ პე­რი­ოდ­ში და­სუს­ტდე­ბა კუჭი, ამი­ტომ არა­სა­სურ­ვე­ლია ბევ­რი ალ­კოჰო­ლის ან საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. ეს კარ­გი დღე­ე­ბია წარ­სუ­ლის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. სა­ერ­თოდ, კირჩხი­ბის ახალმთვა­რე­ო­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ ამ დღე­ებ­ში მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა მი­ნი­მუმ მო­მა­ვალ 3-6 თვი­ან პე­რი­ოდ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

>> 11 ივ­ლისს ვე­ნე­რა შე­იც­ვლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს და ლომ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­წყე­ბენ სით­ბოს და სიყ­ვა­რუ­ლის უფრო მე­ტად გა­მოვ­ლე­ნას. თუმ­ცა მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტი­ზა­ცი­აც მოხ­დეს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი გახ­დე­ბა 11-13 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში, რო­დე­საც ვე­ნე­რა და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტონს და ეს შექ­მნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის გა­უ­მარ­თლე­ბელ სურ­ვილს, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­არ­თუ­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

>> სა­ერ­თოდ, მე­ო­რე დე­კა­და ივ­ლი­სის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა (პიკი 15:16 ივ­ლი­სი). ამ პე­რი­ოდ­ში მარ­სი კუ­როს ნი­შან­ში შე­უ­ერ­თდე­ბა ურანს, რაც გაზ­რდის კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბის, ავა­რი­უ­ლო­ბის და კა­ტას­ტრო­ფე­ბის ალ­ბა­თო­ბა­საც კი. ეს პე­რი­ო­დი ყუ­რა­დღე­ბას და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბას ითხოვს (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე 15-17 მა­ისს და­ბა­დე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ).

>> 21 ივ­ლისს მარ­სი კუ­რო­დან ტყუ­პის ნი­შან­ში გა­და­ვა, რაც საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს გა­ა­აქ­ტი­უ­რებს. თუ მარ­სი - კუ­რო­ში შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მისი მოქ­მე­დე­ბა ტყუ­პის ნი­შან­ში აქ­ტი­უ­რი, მრა­ვალ­მხრი­ვი და კომ­პლექ­სუ­რი იქ­ნე­ბა. ბევრ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდე­ბა იმის სურ­ვი­ლი, ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რომ­ლე­ბიც ბოლო პე­რი­ოდ­ში და­უგ­როვ­დათ, სწო­რედ ივ­ლი­სის მე­სა­მე დე­კა­დი­დან გა­დაჭ­რან. აქ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცია და კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა, რათა შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. მარ­სის ეს ინ­გრე­სია უფრო მეტ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს იმ მა­მა­კა­ცებ­ზე, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ბიზ­ნესს, ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ასე­ვე სამ­ხედ­რო საქ­მეს და ძა­ლო­ვან სამ­სა­ხუ­რებს.

>> 21 ივ­ლის­ვე იქ­ნე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა , რო­მე­ლიც თხის რქის ბოლო გრა­დუს­ში იქ­ნე­ბა. ეს ნიშ­ნავს წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს შო­რის სწორ ორი­ენ­ტი­რე­ბას და ყვე­ლა იმ საქ­მის დას­რუ­ლე­ბას ან სა­ერ­თოდ, თა­ვის და­ნე­ბე­ბას, რომ­ლე­ბიც აქამ­დე ვერ დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სა, ამ დღის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სუს­ტი ენერ­გია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ა­ნებ­მა შე­საძ­ლოა ფი­ზი­კუ­რად ან ემო­ცი­უ­რად თავი გა­დაღ­ლი­ლად იგ­რძნონ, თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ეს შეგ­რძნე­ბა გაქ­რე­ბა.

>> 22 ივ­ლისს მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში შევა (თბი­ლი­სის დრო­ით 11:45 სა­ათ­ზე). ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ წყლის სტი­ქი­ას სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლებს ცე­ცხლის სტი­ქია. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს სი­ა­მა­ყე, ენ­თუ­ზი­აზ­მი, ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, მი­ზან­სწრაფ­ვა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაძ­ლი­ერ­დე­ბა "მე"-ს შეგ­რძნე­ბა, რაც გა­ა­ჩენს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ბო­ლოს და ბო­ლოს მო­ი­ცა­ლონ თა­ვი­სი თა­ვის­თვის და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბით და­კავ­დნენ.

>> 26 ივ­ლისს მერ­კუ­რი გა­და­ი­ნაც­ვლებს ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში. ეს ადა­მი­ა­ნებ­ში გა­აძ­ლი­ე­რებს ლო­გი­კუ­რო­ბას, მე­თო­დუ­რო­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სკეპ­ტი­ციზ­მი და კრი­ტი­კუ­ლო­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ მერ­კუ­რის სიჩ­ქა­რე ამ პე­რი­ოდ­ში მი­ნი­მა­ლუ­რი გახ­დე­ბა, ამი­ტომ მო­ი­მა­ტებს კა­მა­თის, ოპო­ნი­რე­ბის და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. ეს დრო არა­სა­სურ­ვე­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი ტაქ­ტის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ინგრესია:

* 2 ივლისი > მერკური ლომის ზოდიაქოში

* 11 ივლისი > ვენერა ლომის ზოდიაქოში

* 21 ივლისი > მარსი ტყუპის ზოდიაქოში

* 22 ივლისი > მზე ლომის ზოდიაქოში (11:45 საათზე)

* 26 ივლისი > მერკური ქალწულის ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები:

* 2 ივლისი < ნეპტუნი (თევზების მე-30 გრადუსიდან)

* ახალმთვარეობა - 6 ივლისი (2:57 საათზე)

* სავსემთვარეობა - 21 ივლისი (14:17 საათზე)

ივლისი - ასტროლოგიური თვალსაზრისით არ იქნება იოლი თვე. უპირველესად უნდა გამოვყოთ მერკურის სიჩქარის მკვეთრი შენელება. მართალია, ის რეტროგრადული მხოლოდ 5 აგვისტოს გახდება, მაგრამ ივლისში მისი სიჩქარე მაის-ივნისთან შედარებით მკვეთრად შემცირდება (განსაკუთრებით მესამე დეკადაში). ეს კი მიანიშნებს, რომ ივლისში ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან, ასევე ურთიერთობების მართვა-განვითარებასთან დაკავშირებით პირველი დამამუხრუჭებელი ნიშნები გაჩნდება.

ივლისის პირველ დეკადაში აქტიური იქნება წყლის სტიქიის გავლენა, რადგან მზე და ვენერა კირჩხიბში იმოძრავებენ. ეს გარკვეულწილად, გააგრძელებს ივნისის მეორე ნახევრის ტენდენციებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ოჯახური ეგრეგორის მართვასთან, მათ შორის მშობლებთან და საერთოდ, ოჯახთან ურთიერთობის დალაგება, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ეს შეიძლება იყოს ბინის რემონტი, ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა, ოჯახისთვის ავეჯის ან რაიმე სხვა ნივთების შეძენა (მით უმეტეს, რომ 5-12 ივლისის შუალედში მზე-სატურნის დადებითი კავშირი ასევე მიანიშნებს ზემოთ აღწერილი ტენდენციების გააქტიურებაზე).

ამავე პერიოდში ვენერა-მარსის დადებითი კავშირი სასიკეთო გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე და შესაძლებელი გახდება პარტნიორთან უფრო მეტად დაახლოება.

>> 2 ივლისს რეტროგრადულად მოძრაობას დაიწყებს ნეპტუნი და მისი ეს ციკლი ხუთი თვე გაგრძელდება. ეს იქნება ასე ვთქვათ, ფასეულობების გადაფასებების პერიოდი, მოსალოდნელია ბევრ გლობალურ პროექტთან, მათ შორის ფინანსურ ინვესტიციებთან და აქტივებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. ამ ხუთთვიან პერიოდში შესაძლოა ვიხილოთ ბევრი სკანდალი და ძველი საიდუმლოებების გახსნა. ინდივიდუალურ დონეზე ბევრ ბუნდოვან ურთიერთობაში ბევრი რამ გაირკვევა, რაც გამოიწვევს ამ კავშირების ან საბოლოოდ ჩამოშლას ან საბოლოო დაკავშირებას და ამ კავშირის გამტკიცებას.

>> 6 ივლისს ახალმთვარეობა იქნება (კირჩხიბის ნიშანში). უნდა ითქვას, რომ 4-6 ივლისში ძალიან ემოციური დღეები იქნება. ამიტომ ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების მართვა. ამ პერიოდში დასუსტდება კუჭი, ამიტომ არასასურველია ბევრი ალკოჰოლის ან საკვების მიღება. ეს კარგი დღეებია წარსულის ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევისთვის. საერთოდ, კირჩხიბის ახალმთვარეობა ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მინიმუმ მომავალ 3-6 თვიან პერიოდზე მოახდენს გავლენას.

>> 11 ივლისს ვენერა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ლომში გადაინაცვლებს. აქედან გამომდინარე, ადამიანები დაიწყებენ სითბოს და სიყვარულის უფრო მეტად გამოვლენას. თუმცა მოსალოდნელია გარკვეული მოვლენების დრამატიზაციაც მოხდეს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება 11-13 ივლისის შუალედში, როდესაც ვენერა დაუპირისპირდება პლუტონს და ეს შექმნის პირად ცხოვრებაში ყველაფრის კონტროლის გაუმართლებელ სურვილს, რამაც შესაძლოა გაართულოს ურთიერთობები.

>> საერთოდ, მეორე დეკადა ივლისის ყველაზე რთული პერიოდი იქნება (პიკი 15:16 ივლისი). ამ პერიოდში მარსი კუროს ნიშანში შეუერთდება ურანს, რაც გაზრდის კონფლიქტურობის, ავარიულობის და კატასტროფების ალბათობასაც კი. ეს პერიოდი ყურადღებას და წინდახედულობას ითხოვს (განსაკუთრებული სიფრთხილე 15-17 მაისს დაბადებულმა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ).

>> 21 ივლისს მარსი კუროდან ტყუპის ნიშანში გადავა, რაც საქმიანობის სფეროს გაააქტიურებს. თუ მარსი - კუროში შენელებული ტემპით გამოირჩევა, მისი მოქმედება ტყუპის ნიშანში აქტიური, მრავალმხრივი და კომპლექსური იქნება. ბევრ ადამიანს გაუჩნდება იმის სურვილი, ყველა ის საკითხი, რომლებიც ბოლო პერიოდში დაუგროვდათ, სწორედ ივლისის მესამე დეკადიდან გადაჭრან. აქ საჭირო იქნება კონცენტრაცია და კონკრეტული მიმართულებით მოძრაობა, რათა შედეგების მიღება შესაძლებელი გახდეს. მარსის ეს ინგრესია უფრო მეტ გავლენას მოახდენს იმ მამაკაცებზე, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ბიზნესს, ციფრულ ტექნოლოგიებს, ასევე სამხედრო საქმეს და ძალოვან სამსახურებს.

>> 21 ივლისვე იქნება სავსემთვარეობა , რომელიც თხის რქის ბოლო გრადუსში იქნება. ეს ნიშნავს წარსულისა და აწმყოს შორის სწორ ორიენტირებას და ყველა იმ საქმის დასრულებას ან საერთოდ, თავის დანებებას, რომლებიც აქამდე ვერ დასრულდა. მიუხედავად სავსემთვარეობისა, ამ დღისთვის დამახასიათებელი იქნება სუსტი ენერგია, აქედან გამომდინარე, ადამიანებმა შესაძლოა ფიზიკურად ან ემოციურად თავი გადაღლილად იგრძნონ, თუმცა მომდევნო დღეებში ეს შეგრძნება გაქრება.

>> 22 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანში შევა (თბილისის დროით 11:45 საათზე). ეს მიანიშნებს, რომ წყლის სტიქიას სრულად ჩაანაცვლებს ცეცხლის სტიქია. ადამიანებში მოიმატებს სიამაყე, ენთუზიაზმი, ამბიციურობა, მიზანსწრაფვა და თავდაჯერებულობა. მნიშვნელოვნად გაძლიერდება "მე“-ს შეგრძნება, რაც გააჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს მოიცალონ თავისი თავისთვის და საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ.

>> 26 ივლისს მერკური გადაინაცვლებს ქალწულის ნიშანში. ეს ადამიანებში გააძლიერებს ლოგიკურობას, მეთოდურობას, პრაქტიკულობას და შრომისმოყვარეობას. ნეგატიური კუთხით გააქტიურდება სკეპტიციზმი და კრიტიკულობა. მითუმეტეს, რომ მერკურის სიჩქარე ამ პერიოდში მინიმალური გახდება, ამიტომ მოიმატებს კამათის, ოპონირების და სიტყვიერი დაპირისპირების ალბათობაც. ეს დრო არასასურველია სამსახურებრივი ცვლილებებისთვის. ურთიერთობებში სასურველია მეტი ტაქტის და დიპლომატიურობის გამოვლენა.

ასტროლოგი რამაზ გიგაური