მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

გავ­ლე­ნა: 17 მარ­ტი - 24 მა­ი­სი

პიკი: აპ­რი­ლის მე­სა­მე დე­კა­და

ცის კა­ბა­დონ­ზე 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი შე­ერ­თე­ბაც არის, რო­მელ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­სა­უბ­როთ. ეს არის გა­მარ­ჯვე­ბის, წარ­მა­ტე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის პლა­ნე­ტის - იუ­პი­ტე­რი­სა და გა­ნახ­ლე­ბის, რე­ფორ­მე­ბის, ცვლი­ლე­ბე­ბის, რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და "კო­ლექ­ტი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის" პლა­ნე­ტის - ურა­ნის შე­ერ­თე­ბა.

ეს შე­ერ­თე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ისე გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე წინ წა­მო­ი­წევს ცვლი­ლე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე შექ­მნილ ტენ­დენ­ცი­ებს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­ნა­ხათ, რო­გორ იც­ვლე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და რო­გორ ფორ­მირ­დე­ბა დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის სცე­ნა­რი.

ამ შე­ერ­თე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა ავან­ტი­უ­რიზ­მი, რა­დი­კა­ლიზ­მი და ექ­სტრე­მიზ­მი. მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი ყვე­ლა დო­ნე­ზე უკუ­შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს.

ეს შე­ერ­თე­ბა კუ­როს ნი­შან­შია, ამი­ტომ ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს პრაქ­ტი­კულ ფორ­მას. უფრო მე­ტიც, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხდე­ბა ცვლი­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, მო­მავ­ლის­გან სწო­რედ რე­ა­ლურ შე­დე­გებს გა­მო­ე­ლის. ამი­ტო­მაც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი მკვეთ­რად მო­ი­მა­ტებს, თუ ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­კრე­ტულ, ხელ­შე­სა­ხებ რე­ზულ­ტატს არ მო­ი­ტანს.

ცხა­დია, კუ­როს ნი­შა­ნი თუ რა­ი­მე­თი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვარ­ჩი­ოთ, ეს არის მისი ფი­ნან­სუ­რი "ალღო", ამი­ტომ ეს ორ­თვი­ა­ნი პე­რი­ო­დი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, ბიზ­ნე­სის­თვის, კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის და ყვე­ლა იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის თუ შე­თან­ხმე­ბის­თვის, რო­მელ­შიც ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი დევს. 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მიღ­წე­უ­ლი ბიზ­ნეს­შე­თან­ხმე­ბე­ბი თუ ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი, პირ­ველ შე­დე­გებს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის შემ­დეგ, კონ­კრე­ტუ­ლად კი 2025 წლის მა­ი­სის­თვის მო­ი­ტანს. ამი­ტომ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბი ისე უნდა იქ­ნას და­სა­ხუ­ლი, რომ გა­და­მე­ტე­ბულ რის­კზე წას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ გახ­დეს.

2024 წლის გა­ზა­ფხუ­ლი (გან­სა­კუთ­რე­ბით აპ­რი­ლის მე­სა­მე დე­კა­და და მა­ი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და ) სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ახა­ლი ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის, ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის­თვის, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გამ­ტკი­ცე­ბის­თვის, ასე­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის.

იუ­პი­ტე­რი-ურა­ნის ეს შე­ერ­თე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა კუ­როს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით კი 4-20 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის . მათ ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­წყე­ბა ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი და ეს მათი ცხოვ­რე­ბის რო­მელ სფე­როს შე­ე­ხე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ნა­ტა­ლუ­რი მზის პო­ზი­ცი­ა­ზე.

გარ­და ამი­სა, ეს შე­ერ­თე­ბა ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ლო­მის , მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ცხოვ­რე­ბა მათ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ უბიძ­გებს და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რამ­დე­ნა­დაც მზად შეხ­ვდე­ბი­ან ამ ცვლი­ლე­ბებს, იმ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბას.

მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ქალ­წუ­ლი­სა და თხის რქის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. და­ნარ­ჩე­ნი ნიშ­ნე­ბის­თვის შე­და­რე­ბით ნე­იტ­რა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

გავლენა: 17 მარტი - 24 მაისი

პიკი: აპრილის მესამე დეკადა

ცის კაბადონზე 2024 წლის გაზაფხულზე ნეგატიური ასტროლოგიური ტენდენციების პარალელურად საკმაოდ დადებითი შეერთებაც არის, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს არის გამარჯვების, წარმატების, კეთილდღეობის პლანეტის - იუპიტერისა და განახლების, რეფორმების, ცვლილებების, რევოლუციისა და "კოლექტიური მეხსიერების" პლანეტის - ურანის შეერთება.

ეს შეერთება მიანიშნებს, რომ როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე წინ წამოიწევს ცვლილებების ალბათობა. თუ დავაკვირდებით თუნდაც საქართველოს პოლიტიკურ ველზე შექმნილ ტენდენციებს, აუცილებლად დავინახათ, როგორ იცვლება გარკვეული საკითხები და როგორ ფორმირდება დიდი ცვლილებების სცენარი.

ამ შეერთების ნეგატიური გამოვლენა იქნება ავანტიურიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. მსგავსი მიდგომები ყველა დონეზე უკუშედეგებს გამოიწვევს.

ეს შეერთება კუროს ნიშანშია, ამიტომ ზემოთ აღწერილი ცვლილებები აუცილებლად მიიღებს პრაქტიკულ ფორმას. უფრო მეტიც, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხდება ცვლილების ინიციატორი, მომავლისგან სწორედ რეალურ შედეგებს გამოელის. ამიტომაც უკმაყოფილების ხარისხი მკვეთრად მოიმატებს, თუ ცვლილებები კონკრეტულ, ხელშესახებ რეზულტატს არ მოიტანს.

ცხადია, კუროს ნიშანი თუ რაიმეთი შეიძლება გამოვარჩიოთ, ეს არის მისი ფინანსური "ალღო", ამიტომ ეს ორთვიანი პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ყველა იმ მოლაპარაკებისთვის თუ შეთანხმებისთვის, რომელშიც ფინანსური ინტერესი დევს. 2024 წლის გაზაფხულზე მიღწეული ბიზნესშეთანხმებები თუ ფინანსური გარიგებები, პირველ შედეგებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, კონკრეტულად კი 2025 წლის მაისისთვის მოიტანს. ამიტომ მოკლევადიანი ამოცანები ისე უნდა იქნას დასახული, რომ გადამეტებულ რისკზე წასვლა აუცილებელი არ გახდეს.

2024 წლის გაზაფხული (განსაკუთრებით აპრილის მესამე დეკადა და მაისის პირველი დეკადა ) სასიკეთო იქნება ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, ახალი ცოდნის შეძენისთვის, გამოცდების ჩაბარებისთვის, საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებისა და გამტკიცებისთვის, ასევე მოგზაურობისთვის.

იუპიტერი-ურანის ეს შეერთება ბუნებრივია, პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. განსაკუთრებით კი 4-20 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის . მათ ცხოვრებაში დაიწყება ახალი, საინტერესო ცვლილებები და ეს მათი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება, დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში ნატალური მზის პოზიციაზე.

გარდა ამისა, ეს შეერთება ასევე აქტუალური იქნება ლომის , მორიელისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ცხოვრება მათ ცვლილებების განხორციელებისკენ უბიძგებს და ეს ადამიანები რამდენადაც მზად შეხვდებიან ამ ცვლილებებს, იმდენად შეძლებენ სასიკეთო შედეგების მიღებას.

მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.

ასტროლოგი რამაზ გიგაური