დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი კუროს ნიშანში გადავიდა 1 წლით. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რათა უკეთ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება და გაიგოთ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში რა სფეროებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, სად გელოდება წარმატება და ბედნიერება.
ვერძი
აიმაღლებთ თვითშეფასებას, გამოგიჩნდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, შემოსავლის ახალი, შეიძლება რამდენიმე წყარო. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ საუკეთესო თანამდებობას, დაწინაურდებით. საუკეთესო წელია ინვესტიციისთვის. დაიწყეთ ფულის მოგროვება სხვადასხვა ვალუტაში; შეიძინეთ უძრავი ქონება ან ძვირად ღირებული ნივთები. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ საკუთარ თავში: განათლებასა და ჯანმრთელობაში.
კურო
გილოცავთ, დიდი ბედნიერების პლანეტა თქვენს ნიშანშია და დარჩება 1 წლის განმავლობაში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრება, სამუშაო და საცხოვრებელი პირობები. თქვენ წინაშე უამრავი კარი გაიღება. მოგეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. თუ დაქორწინებას აპირებთ, ეს იქნება იღბლიანი და ხანგრძლივი ქორწინება. მოგინდებათ ძვირად ღირებული, ბრენდული ნივთების შეძენა, საკუთარი თავის მეტად განებივრება. არაა გამორიცხული, გაემგზავროთ უცხოეთში, იქ მიაღწიოთ წარმატება ან დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა.
ტყუპი
მოგინდებათ საკუთარ თავში, სურვილებში, შინაგან სამყაროში გარკვევა. არაა გამორიცხული, შეამციროთ კომუნიკაცია, მეტად მოგინდეთ განმარტოება. გაგიტაცებთ ეზოტერიკის სფერო და შეიძლება დაიწყოთ მისი შესწავლა. არაა გამორიცხული, რომ გაემგზავროთ ემიგრაციაში. შეიძლება დაიწყოთ ონლაინმუშაობა, განმარტოებით ან დახურული ტიპის ორგანიზაციაში. ზოგიერთს მოგინდებათ ფარული რომანტიკული ურთიერთობის გაბმა და არც ისაა გამორიცხული, რომ გაგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. საინტერესო ისაა, რომ 2024 წლის მაისში იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოვა და ახლა დროა, მოემზადოთ, ჩამოყალიბდეთ რისი მიღწევა გსურთ, როგორ გსურთ ცხოვრება მომავალში და რა უნდა მოიმოქმედოთ ამისთვის.
კირჩხიბი
მოიმატებს თქვენი პოპულარულობა სამსახურში, სამეგობრო წრეში, იმ ჯგუფში, რომლის წევრიც ხართ. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში და შეიძლება ინტერესის სფეროს ახალი ჯგუფებიც კი შექმნათ. ზოგიერთი დაიწყებთ ინტერნეტსაქმიანობას, თუნდაც ლექციების ჩატარებას. ზოგიერთი კი გადაწყვეტთ, თანამედროვე პროფესიის ათვისებას. მოგიწევთ მეტი ურთიერთობა ბავშვებთან: ნათლიობა, მეგობრის ან და-ძმების შვილებზე ზრუნვა. თუ სურვილი გექნებათ, შეიძლება მესამედ დაქორწინდეთ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, იყავით მეტად კრეატიული. ზოგიერთი კი გადაწყვეტთ, გათავისუფლდეთ შეზღუდვებისგან, იმ ყველაფრისგან, რაც არ გაძლევთ თავისუფლების შეგრძნებას.
ლომი
მოიმატებს თქვენი სტატუსი, გახდებით მეტად წარმატებული და პოპულარული. არაა გამორიცხული, გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, გახდეთ ძვირად ღირებული ბინის, ავტომობილის მფლობელი. დაწინაურდებით ან მიიღებთ სასურველ თანამდებობას. საუკეთესო დროა ბიზნესის დასაწყებად და არსებულის გასავითარებლად. ზოგიერთს გელოდებათ ქორწინება წარმატებულ, მდიდარ ადამიანთან. ამასთან, არ გირჩევთ ამბიციურობას, ეგოისტურობას.
ქალწული
მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად დაფასება. მიხვდებით, რომ გაქვთ ყველა შანსი მიაღწიოთ წარმატებას პროფესიაში, ინტელექტუალურ, იურიდიულ და ლიტერატურის სფეროში. არაა გამორიცხული, დაიწყოთ ლექცების წაკითხვა, ან თავად დაიწყოთ სწავლა (მეორე, მესამე დიპლომის აღება). ზოგიერთი გაემგზავრებით უცხოეთში სიყვარულის, პროფესიის გამო. ზოგადად, უცხოეთის თემა მომდევო 1 წლის განმავლობაში მეტად აქტუალური იქნება. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა უცხოელებთან, გააფორმოთ კონტრაქტები, გაიტანოთ თქვენი ბიზნესი საზღვარგარეთ. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, გეყოლებათ შვილიშვილი.
სასწორი
თუ აქამდე მარტო იყავით, იუპიტერი მოგიყვანთ სასიყვარულო პარტნიორს. შეხვედრები და ნაცნობობა იქნება იქნება მრავალი და არჩევანის საშუალებაც გექნებათ. თუ ბიზნესსაქმიანობით ხართ დაკავებული, არაა გამორიცხული, რომ გამოგიჩნდეთ პარტნიორი, რომელიც საქმეების უკეთ მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა ან მისი ფულით სარგებლობის შანსი. კარგი დროა ინვესტიციისთვისაც. სხვათა შორის, გამოგიჩნდებათ შემოსავალის დამატებითი წყარო. ზოგიერთი შეიძლება გახდეთ მემკვიდრეობის მფლობელი.
მორიელი
გაიზრდება თქვენი ნაცნობების წრე. თუ მარტოხელა ხართ, იუპიტერი მოგიყვანთ მდიდარ, წარმატებულ და პერსპექტიულ მეწყვილეს. რომელთანაც შექმნით ბედნიერ, ხანგრძლივ და სერიოზულ კავშირს. გაფრთხილდით, რომ დაწყვილებულებმა არ დაანგრიოთ კავშირი ახალი სიყვარულის გამოჩენით. გარდა ამისა, შეიძლება საქმიანი ურთიერთობაც გაიუმჯობესოთ და წარმატებული, გავლენიანი საქმიანი პარტნიორი გამოგიჩნდეთ. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, გამოგიჩნდებიან გავლენიანი, ცნობილი კლიენტები. მთელი წლის განმავლობაში მიიღებთ საინტერესო და პერსპექტიულ საქმიან შემოთავაზებებს და ნუ იტყვით უარს; სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება გელოდებათ. ზოგიერთი მოინდომებთ მეორე შვილის გაჩენას.
მშვილდოსანი
მთელი წლის განმავლობაში ორი თემა მიიქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: სამსახური, საოჯახო ვალდებულებები და ჯანმრთელობა. არაა გამორიცხული, რომ მოგემატოთ ვალდებულებები როგორც სახლში, ასევე სამსახურში. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, თუ მაძიებელი ხართ, ან ერთდროულად რამდენიმე ადგილას მოგიწიოთ მუშაობამ. არსებულ სამსახურში ელოდეთ დაწინაურებას. კომპანია, რომელშიც მუშაობათ, შეიძლება გაფართოვდეს. უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. დაიაცვით ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაიწყეთ ვარჯიში, ჯანსაღი კვება. აგრეთვე, საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პიროები. ზოგიერთი კი გახდებით ძვირფასი, პოპულარული ჯიშის შინაური ცხოველის მფლობელი.
თხის რქა
თქვენს ცხოვრებაში გაიზრდება სასიამოვნო და ბედნიერი მომენტები. გახდებით მეტად რომანტიკული, გაგიჩნდებათ ერთდროულად რამდენიმე სასიყვარულო პარტნიორი და იმატებს რომანტიკული თავგადასავლებიც. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. თუ მოინდომებთ, შეიძლება გახდეთ მშობელი. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაიჩენთ ახალ ჰობის, გატაცებას და ის პოპულარულს გაგხდით. ნუ იჯდებით სახლში. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, მხიარულ წვეულებებს.
მერწყული
გახდებით ლამაზი ან ძვირად ღირებული უძრავი ქონების მფლობელი. შეიძლება გააფაროოთ საცხოვრებელი. მდიდრულ ან ძვირფას ბინაში გადახვიდოთ საცხოვრებლად. ან დაიწყოთ მშენებლობა, რემონტი. გახდებით მემკვიდრეობის მფლობელი. თუ გსურთ ბინის გაყიდვა ან უძრავი ქონების დამტკიცება, უცხო ქვეყანაში დამკვიდრება, გააქტიურდით. შეიძლება თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზარდოს: შეგეძინოთ შვილი, შვილიშვილი ან დაქორწინდეს თქვენი შვილი. არაა გამორიცხული, რომ უცხოეთში გაემგზავროთ საცხოვრებლად. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი ოჯახში, ნათესავების გარემოცვაში.
თევზები
მოიმატებს კომუნიკაცია, გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, გახდებით ინფორმატორი; მოიმატებს გადაადგილების სურვილი და ეს შეიძლება იყოს ექსკურსია, ტური ქვეყნის ფარგლებში, პიკნიკები. გაგიჩნდებათ ახლი ინტერესები და ჩაეწერებით სასწავლო კურსებზე. გაიჩენთ ახალ, გავლენიან მეგობრებს; თუ ასაკი ხელს გიწყობთ, გაგიჩნდებათ უმცროსი დედმამიშვილი. მიხვდებით, რომ დროა შეცვალოთ გაჯეტები, გახდებით ავტომობილის (მოტოციკლი, სკუტერი) მფლობელი.