იუპიტერი - დიდი ბედნიერების, გამარჯვებებისა და გაფართოების პლანეტა კუროში გადავიდა, სადაც 2024 წლის 25 მაისამდე დარჩება. იუპიტერი თითოეულ ნიშანში 12 წელიწადში ერთხელ, ერთი წლით ჩერდება და ცვლილებები მოაქვს თავად ნიშნისთვისაც (მზითაც და ასცენდენტითაც), სხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვისაც და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. ცვლილებები წელსაც გველოდება.
კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელი, მატერიალური, სტაბილურობაზე მომართული ნიშანია. არაა გამორცხული, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ადამიანებს მოუნდეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, უძრავი ქონების შეძენა და უკვე არსებულის გაფართოება, მოლამაზება და მისგან ფულის მიღება. რადგან იუპიტერი გაფართოების პლანეტაა, კურო კი მიწის სტიქიის წარმომადგენელი, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ მოინდომოს ტერიტორიების გაფართოება. ამასთან მოიმატებს ფულის ხარჯვის სურვილი ფუფუნებაზე, სილამაზეზე, გემრიელობებზე. არაა გამორიცხული რომ ადამიანებმა მოიმატონ წონაში. კუროს მმართველი არის სიყვარულის მმართველი ვენერა და მასთან სტუმრობის დროს ადამიანებს მოუნდებათ სიყვარულით ტკბობა, მოიმატეს სექსუალურობა. გახშირდება დაქორწინებისა და შვილების გაჩენის სურვილი. მოგინდებათ ლამაზი და ძვირად ღირებული ნივთებით საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანების განებივრება.
იუპიტერის კარგ მდგომარეობასა და ასპექტაციას მოაქვს ადამიანისთვის დიდება, ღირსება, დაფასება და წარმატება. ადამიანი არის გულუხვი, მომართული განვითარებაზე, უმაღლესი განათლების მიღებაზე. არ უჭირს გავლენიან ადამიანებთან კავშირების დამყარება, მოგზაურობს და ფილოსოფოსობს. წარმატებას აღწევს საერთაშორისო ასპარეზზე ლიტერატურისა და იურისპრუდენციის სფეროში. იუპიტერი არის მშვილდოსნების მთავარი და თევზების მეორე მმართველი. ამიტომ, ზოგადად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებაში უმართლებთ.
დადებითი თვისებების გარდა იუპიტერს უარყოფითი თვისებებიც აქვს. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, საბანკო საქმიანობის დროს. კუროც მშრომელი, მოფერებისა და კომფორტის მოყვარულია, მაგრამ თუ გაბრაზდა, მტრისას. აქვე გეტყვით, რომ მაისის ბოლოს, პლანეტების დაძაბული ასპექტების გამო არ გირჩევთ სესხის აღებას, მოერიდეთ ფულის დაბანდებას. ნუ დაუპირისპირდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს. გავლენიან ადამიანები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფულის, ძალაუფლების გამო. ბოროტად ნუ გამოიყენებთ მჭრელ და აალებად ნივთებს. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ უსიამოვნებები.
კუროშია მოულოდნელობებისა და რევოლუციების პლანეტა ურანიც. იგი ნიშანს 2019 წელს ესტუმრა და დარჩება 2026 წლამდე. რომელიც მოქმედებს ეკონომიკურ რყევებზე, ელექტრონიული ფულის დამკვიდრებაზე, ცვლილებებზე სამეურნეო სისტემაში, მსოფლიო ეკონომიკაზე. თუმცა, გლობალური ცვლილებები ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია მომავალი წლის აპრილ-მაისში, როცა იუპიტერი ურანს შეუერთდება. ამავე პერიოდში მოსალოდნელია ცვლილებები სამიწათმოქმედო სისტემაში, ქვეყნების საზღვრები შეიძლება შეიცვალოს - ტერიტორიების მიხედვით გაერთიანდნენ, დაიშალონ...
იუპიტერის კუროში ყოფნის დროს შეიძლება შეიცვალოს საგადასახადო სისტემა, მოხდეს კანონების შეცვლა. ცვლილებები შეეხება საბანკო სისტემასაც. მთელი წლის განმავლობაში წარმატება ელოდება მათ ვინც დაკავებულია სამშენებლო-სარემონტო სასოფლო-სამეურნეო სფეროებში. ვინც ქმნის სილამაზეს: მხატვრები, სტილისტები, დიზაინერები. ცვლილებები მოხდება მოდის, ხელოვნების, კულინარიის სფეროებში.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კუროს გარდა იუპიტერი წარმატებას ჰპირდება მიწის სტიქიის კიდევ ორ წარმომადგენელს: ქალწულსა და თხის რქას. ნუ დაელოდებით, რომ გამარჯვება თავად მოვა თქვენთან, უნდა გააქტიურდეთ, მოინდომოთ, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. წარმატება გელოდებთ კირჩხიბებს, თევზებს, მშვილდოსნებს. აგრეთვე, ლომებს, მერწყულებსა და მორიელებსაც, მაგრამ როგორც ყოველთვის, დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ. სირთულეებს მშვიდად უნდა შეხვდეთ, დაფიქრდით, რა უნდა შეცვალოთ, რომ უკეთესი შედეგი მიიღოთ. მოერიდეთ კონფლიქტს ავტორიტეტებთან. ამასთან, ნუ დატოვებთ მოუგვარებელ სიტუაციებს და ნუ მიატოვებთ საქმეებს შუა გზაზე. მოთმინებით აღიჭურვეთ და იყავით მიზანმიმართული.
იმისათვის, რომ უკეთ მიხვდეთ რა გელოდებათ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, გაიხსენეთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ, როცა იუპიტერი კუროში სტუმრობდა. მაგალითად: 2012, 2000 წლებში.
აუცილებლად გაეცანით იუპიტერის კუროში გადასვლის ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი ნიშნისთვის, რათა მთელი წლის განმავლობაში შეძლოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.