მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის რასაც არც ერთი ასტროლოგი არ გეტყვით, ანუ დაფარული სიმართლე ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
ის რასაც არც ერთი ასტროლოგი არ გეტყვით, ანუ დაფარული სიმართლე ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ას­ტრო­ლო­გი­ურ სა­ი­ტებ­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის სა­ხა­სი­ა­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ. რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მათი ხა­სი­ა­თის ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რის წარ­მო­ჩი­ნე­ბას უს­ვამს ხაზს. დღეს გვინ­და ამ მხრივ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრი­ოთ და კონ­კრე­ტუ­ლი "ბრალ­დე­ბის" "უკუბ­რალ­დე­ბა" შე­მოგ­თა­ვა­ზოთ...

ვერ­ძი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ვერ­ძე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და კონ­ფლიქ­ტუ­რე­ბი არი­ან. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ჩხუ­ბი მათი "ჰო­ბია".

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვერძს აქვს ურ­თი­ერ­თო­ბის სტან­დარ­ტი - "თვა­ლი თვა­ლის წილ, კბი­ლი კბი­ლის წილ". ამი­ტომ, რო­გორც ექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვა­დაც იმა­ვე საქ­ცი­ე­ლით უბ­რუ­ნებს მათ პა­სუხს ყო­ველ­თვის.

კურო

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ კურო ზარ­მა­ცია და ურ­ჩევ­ნია მთე­ლი დღე­ე­ბი დი­ვან­ზე წა­მო­წო­ლილ­მა გა­ა­ტა­როს არაფ­რის კე­თე­ბა­ში.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, კუ­რო­ებს არ უყ­ვართ უაზ­რო ფა­ცი­ფუ­ცი წვრილ­მა­ნე­ბის გამო. მათ ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცი­ან, თუ რაზე ჯო­ბია ხარ­ჯონ ენერ­გია გა­აზ­რე­ბუ­ლად.

ტყუ­პი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ტყუ­პე­ბი ცი­ნი­კო­სე­ბი და ავ­ყი­ე­ბი არი­ან. ისი­ნი ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ორ­სა­ხო­ვა­ნი და არა­სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნის იმი­ჯით.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ტყუ­პი სხვებ­ზე მარ­ტი­ვად უყუ­რებს ცხოვ­რე­ბას, ისი­ნი მარ­ტი­ვად ახერ­ხე­ბენ წარ­სუ­ლის გა­და­ხარ­შვას და ად­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ ფეხი აუ­წყონ რე­ა­ლო­ბას.

კირჩხი­ბი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ კირჩხი­ბე­ბი სუს­ტი, უმ­წეო, მუ­დამ მო­წუ­წუ­ნე და დეპ­რე­სი­უ­ლი არ­სე­ბე­ბი არი­ან. ბევ­რს კირჩხი­ბის ემო­ცი­უ­რო­ბა სი­სუს­ტე გო­ნია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, კი­ჩხი­ბის სიძ­ლი­ე­რე ზუს­ტად მის ემო­ცი­უ­რად ცვა­ლე­ბად ხა­სი­ათ­ში. მას შე­უძ­ლია ნე­ბის­მე­ი­რი სირ­თუ­ლის სტრე­სის გა­და­გო­რე­ბა და ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა ყო­ველ­თვის. ეს ის ხალ­ხია, ვი­საც თვით­გა­დარ­ჩე­ნის სა­ო­ცა­რი ინ­სტინ­ქტი გა­აჩ­ნია.

ლომი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ლო­მე­ბი ქედ­მა­ღა­ლი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი ხალ­ხია. რომ ისი­ნი ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ ყვე­ლას და მუდ­მი­ვად ელი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ტაშ­სა და ოვა­ცი­ებს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ლო­მე­ბის ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და კომ­პლექ­სე­ბის ბრა­ლია. ამ ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი თავს არ გრძნობს სხვებ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად, უფრო პი­რი­ქით - გა­მუდ­მე­ბით ეპა­რე­ბა ეჭვი სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. ზუს­ტად ამი­ტომ სჭირ­დე­ბა მას მუდ­მი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბა და კომ­პლი­მენ­ტე­ბი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან, რომ თავი სა­ჭი­რო და ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად იგ­რძნოს ისევ.

ქალ­წუ­ლი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ქალ­წუ­ლე­ბი მარ­ტო­სუ­ლი სო­ცი­ო­ფო­ბე­ბი არი­ან, აფა­ნა­ტე­ბენ წეს­რიგ­სა და ჰი­გი­ე­ნა­ზე. უნ­დათ, რომ არა­ვინ არ შე­ა­წუ­ხოს ზედ­მე­ტად.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ქალ­წუ­ლი საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ნი­შა­ნია. უბ­რა­ლოდ, მას გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში შე­სას­ვლე­ლად. იმი­ტომ რომ, ბუ­ნე­ბით ფრთხი­ლე­ბი არი­ან და ნდო­ბა გვი­ან მო­დის მათ­თვის. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი მო­ნა­თე­სა­ვე სული იპო­ვეს მათი ერ­თგუ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნი­სად­მი უსა­ზღვრო იქ­ნე­ბა.

სას­წო­რი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სას­წო­რე­ბი მა­ტყუ­ა­რე­ბი არი­ან, ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ "არც მწვა­დი დაწ­ვან და არც შამ­ფუ­რი". არა­სო­დეს ამ­ბო­ბენ სი­მარ­თლეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, სას­წო­რი უბ­რა­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე და დე­ლი­კა­ტუ­რი ნი­შა­ნია. მან ზუს­ტად იცის, რო­გორ მო­აგ­ვა­როს კონ­ფლიქ­ტე­ბი და ყო­ფი­ლი მტრე­ბი მე­გობ­რე­ბად გა­და­აქ­ცი­ოს.

მო­რი­ე­ლი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მო­რი­ე­ლე­ბი ბოღ­მი­ა­ნე­ბი არი­ან, გარ­შე­მო ყვე­ლას სი­ძულ­ვი­ლით და ეჭ­ვით უცქე­რენ. ცდი­ლო­ბენ დის­ტან­ცია და­ი­ჭი­რონ ადა­მი­ა­ნებ­თან.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ფე­რის მი­ზე­ზი არის ის, რომ მო­რი­ელს სა­შინ­ლად ეში­ნია ღა­ლა­ტი­სა და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის. ამი­ტომ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნდო­ბის ხა­რის­ხი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან ახალ ნაც­ნო­ბებს.

მშვილ­დო­სა­ნი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მშვილ­დოს­ნე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, მუდ­მი­ვად კარგ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი ჯამ­ბა­ზე­ბი არი­ან. რომ ისი­ნი არა­სო­დეს დგე­ბი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე და არ აწუ­ხებთ ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მშვილ­დო­სა­ნი ოს­ტა­ტუ­რად მა­ლავს სა­კუ­თარ სევ­და­სა და ცუდ გან­წყო­ბას სხვე­ბის­გან. იმი­ტომ რომ, არ მოს­წონთ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბით სხვე­ბის დამ­ძი­მე­ბა. თუმ­ცა, ეს "ემო­ცი­უ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა" ძა­ლი­ან ვნებს ხოლ­მე მათ ჯან­მრთე­ლო­ბას.

თხის რქა

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თხის რქე­ბი "ქრო­ნი­კუ­ლი ვორ­კოჰო­ლი­კე­ბი" არი­ან, არ იცი­ან გარ­თო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის ფასი, ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბას.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, თხის რქა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნი­შა­ნია. მან ზუს­ტად იცის, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ამი­ტომ არა­სო­დეს ურე­ვენ ბიზ­ნეს­სა და გარ­თო­ბას ერ­თმა­ნეთ­ში.

მერ­წყუ­ლი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მერ­წყუ­ლე­ბი ემო­ცი­უ­რად ცივი, დის­ტან­ცი­უ­რი ხალ­ხია. რომ მათ არ გა­აჩ­ნი­ათ თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის უნა­რი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მერ­წყუ­ლი სხვის პრობ­ლე­მებ­ზე ყვე­ლა­ზე მეტს ფიქ­რობს, ხში­რად თა­ვის სა­კუ­თარ­ზე მე­ტა­დაც კი. უბ­რა­ლოდ, როცა დუმს და არა­ფერს აკე­თებს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გო­ნე­ბა­ში აწყობს გეგ­მებს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გეხ­მა­როთ.

თევ­ზე­ბი

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თევ­ზე­ბი არამ­ქვეყ­ნი­უ­რი, მე­ოც­ნე­ბე და დაბ­ნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უცხოპ­ლა­ნე­ტელს ჰგავს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, თევ­ზებს სა­ოც­რად კე­თი­ლი გული და უნი­კა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცია აქვთ, ამი­ტომ ისი­ნი ხში­რად ხე­და­ვენ იმა­ზე მეტს ვიდ­რე სხვებს ჰგო­ნი­ათ. ოც­ნე­ბით კი მა­შინ ოც­ნე­ბო­ბენ, როცა სამ­ყა­რო ზედ­მე­ტად სას­ტი­კი ეჩ­ვე­ნე­ბათ. ასე ახერ­ხე­ბენ ისი­ნი გუ­ლის სით­ბოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და არა­სო­დეს ბო­როტ­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ის რასაც არც ერთი ასტროლოგი არ გეტყვით, ანუ დაფარული სიმართლე ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ის რასაც არც ერთი ასტროლოგი არ გეტყვით, ანუ დაფარული სიმართლე ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ასტროლოგიურ საიტებზე ხშირად გავრცელებულია საკმაოდ სტერეოტიპული ინფორმაცია ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სახასიათო თავისებურებების შესახებ. რომელიც ძირითადად მათი ხასიათის ნეგატიური მხარის წარმოჩინებას უსვამს ხაზს. დღეს გვინდა ამ მხრივ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და კონკრეტული "ბრალდების" "უკუბრალდება" შემოგთავაზოთ...

ვერძი

მიჩნეულია, რომ ვერძები აგრესიულები და კონფლიქტურები არიან. ბევრს ჰგონია, რომ ჩხუბი მათი "ჰობია".

სინამდვილეში, ვერძს აქვს ურთიერთობის სტანდარტი - "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ". ამიტომ, როგორც ექცევიან ადამიანები თავადაც იმავე საქციელით უბრუნებს მათ პასუხს ყოველთვის.

კურო

მიჩნეულია, რომ კურო ზარმაცია და ურჩევნია მთელი დღეები დივანზე წამოწოლილმა გაატაროს არაფრის კეთებაში.

სინამდვილეში, კუროებს არ უყვართ უაზრო ფაციფუცი წვრილმანების გამო. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, თუ რაზე ჯობია ხარჯონ ენერგია გააზრებულად.

ტყუპი

მიჩნეულია, რომ ტყუპები ცინიკოსები და ავყიები არიან. ისინი ხშირად სარგებლობენ საზოგადოებაში ორსახოვანი და არასაიმედო ადამიანის იმიჯით.

სინამდვილეში, ტყუპი სხვებზე მარტივად უყურებს ცხოვრებას, ისინი მარტივად ახერხებენ წარსულის გადახარშვას და ადვილად შეუძლიათ ფეხი აუწყონ რეალობას.

კირჩხიბი

მიჩნეულია, რომ კირჩხიბები სუსტი, უმწეო, მუდამ მოწუწუნე და დეპრესიული არსებები არიან. ბევრს კირჩხიბის ემოციურობა სისუსტე გონია.

სინამდვილეში, კიჩხიბის სიძლიერე ზუსტად მის ემოციურად ცვალებად ხასიათში. მას შეუძლია ნებისმეირი სირთულის სტრესის გადაგორება და ყველაფრის თავიდან დაწყება ყოველთვის. ეს ის ხალხია, ვისაც თვითგადარჩენის საოცარი ინსტინქტი გააჩნია.

ლომი

მიჩნეულია, რომ ლომები ქედმაღალი, ამპარტავანი ხალხია. რომ ისინი ზემოდან უყურებენ ყველას და მუდმივად ელიან საზოგადოებისგან ტაშსა და ოვაციებს.

სინამდვილეში, ლომების ამგვარი საქციელი დაბალი თვითშეფასებისა და კომპლექსების ბრალია. ამ ხალხის დიდი ნაწილი თავს არ გრძნობს სხვებზე აღმატებულად, უფრო პირიქით - გამუდმებით ეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. ზუსტად ამიტომ სჭირდება მას მუდმივი წახალისება და კომპლიმენტები გარშემო მყოფებისგან, რომ თავი საჭირო და ძლიერ ადამიანად იგრძნოს ისევ.

ქალწული

მიჩნეულია, რომ ქალწულები მარტოსული სოციოფობები არიან, აფანატებენ წესრიგსა და ჰიგიენაზე. უნდათ, რომ არავინ არ შეაწუხოს ზედმეტად.

სინამდვილეში, ქალწული საკმაოდ კომუნიკაბელური ნიშანია. უბრალოდ, მას გაცილებით მეტი დრო სჭირდება ადამიანებთან კონტაქტში შესასვლელად. იმიტომ რომ, ბუნებით ფრთხილები არიან და ნდობა გვიან მოდის მათთვის. სამაგიეროდ, თუკი მონათესავე სული იპოვეს მათი ერთგულება ამ ადამიანისადმი უსაზღვრო იქნება.

სასწორი

მიჩნეულია, რომ სასწორები მატყუარები არიან, ყოველთვის ცდილობენ "არც მწვადი დაწვან და არც შამფური". არასოდეს ამბობენ სიმართლეს.

სინამდვილეში, სასწორი უბრალოდ დიპლომატიური, მშვიდობისმოყვარე და დელიკატური ნიშანია. მან ზუსტად იცის, როგორ მოაგვაროს კონფლიქტები და ყოფილი მტრები მეგობრებად გადააქციოს.

მორიელი

მიჩნეულია, რომ მორიელები ბოღმიანები არიან, გარშემო ყველას სიძულვილით და ეჭვით უცქერენ. ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ ადამიანებთან.

სინამდვილეში, ყველაფერის მიზეზი არის ის, რომ მორიელს საშინლად ეშინია ღალატისა და მოღალატეების. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ნდობის ხარისხი ურთიერთობაში. შესაბამისად, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ახალ ნაცნობებს.

მშვილდოსანი

მიჩნეულია, რომ მშვილდოსნები არასერიოზული, მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფი ჯამბაზები არიან. რომ ისინი არასოდეს დგებიან ცუდ ხასიათზე და არ აწუხებთ ყოფითი პრობლემები.

სინამდვილეში, მშვილდოსანი ოსტატურად მალავს საკუთარ სევდასა და ცუდ განწყობას სხვებისგან. იმიტომ რომ, არ მოსწონთ საკუთარი პრობლემებით სხვების დამძიმება. თუმცა, ეს "ემოციური თავშეკავება" ძალიან ვნებს ხოლმე მათ ჯანმრთელობას.

თხის რქა

მიჩნეულია, რომ თხის რქები "ქრონიკული ვორკოჰოლიკები" არიან, არ იციან გართობისა და დასვენების ფასი, ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებას.

სინამდვილეში, თხის რქა რაციონალური ნიშანია. მან ზუსტად იცის, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამიტომ არასოდეს ურევენ ბიზნესსა და გართობას ერთმანეთში.

მერწყული

მიჩნეულია, რომ მერწყულები ემოციურად ცივი, დისტანციური ხალხია. რომ მათ არ გააჩნიათ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის უნარი.

სინამდვილეში, მერწყული სხვის პრობლემებზე ყველაზე მეტს ფიქრობს, ხშირად თავის საკუთარზე მეტადაც კი. უბრალოდ, როცა დუმს და არაფერს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გონებაში აწყობს გეგმებს როგორ შეიძლება დაგეხმაროთ.

თევზები

მიჩნეულია, რომ თევზები არამქვეყნიური, მეოცნებე და დაბნეული ადამიანები არიან. ზოგიერთი მათგანი უცხოპლანეტელს ჰგავს.

სინამდვილეში, თევზებს საოცრად კეთილი გული და უნიკალური ინტუიცია აქვთ, ამიტომ ისინი ხშირად ხედავენ იმაზე მეტს ვიდრე სხვებს ჰგონიათ. ოცნებით კი მაშინ ოცნებობენ, როცა სამყარო ზედმეტად სასტიკი ეჩვენებათ. ასე ახერხებენ ისინი გულის სითბოს შენარჩუნებას და არასოდეს ბოროტდებიან.