თებერვალი ცვლილებების თვეა. იუპიტერი და მარსი პირდაპირ სვლაში ბრუნდებიან. ეს უკანასკნელი თითქმის მთელი თვე, უფრო სწორედ, 24 თებერვლის ჩათვლით რჩება რეტროგრადული. ამიტომ ამ დრომდე არ იყიდოთ მანქანა, არ დაიწყოთ ახალი ბიზნესპროექტები, არ დაიწყოთ რემონტი ბინაში და ა.შ. 24-ში მარსი კირჩხიბის მე-17 გრადუსიდან პირდაპირი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. ამ დღიდან შეგიძლიათ დაგეგმოთ ოპერაციები, დაიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტები, მშენებლობა და სპორტული აქტიურობა.
18 თებერვლამდე მზე მერწყულში იქნება. 18-ში მზე გადავა თევზებში, ზოდიაქოს ბოლო ნიშანში და ცხოვრების დაჩქარების სურვილი ჩაენაცვლება დამშვიდების, მარტოდ ყოფნის, საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილებს.
თებერვალში მკაცრი სატურნი თევზების ნიშანში იმოძრავებს . იყავით გააზრებული, გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. აკონტროლეთ დრო, რომ არ გაგექცეთ. ზომიერება გმართებთ სასმელთან, მათრობელა საშუალებებთან. ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, იყავით რეალისტი. დაასრულეთ, რაც დაიწყეთ.
5 თებერვლიდან ვენერა ვერძის ნიშანშია. იმატებს გრძნობების გამოხატვის გადაჭარბებული პირდაპირობა და აქტიურობა. ადამიანები მეტად ემოციურები და ენერგიულები გახდებიან. მარტოხელები გააქტიურდებიან პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ახალი პარტნიორების მოსაძებნად. თუმცა, ასეთ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები შეიძლება არ იყოს საკმარისად სტაბილური და გრძელვადიანი.
7 თებერვალი ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება პლუტონთან. ეს ასპექტი აღვიძებს ვნებას, ემოციებს, შინაგან შიშებსაც , რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ჰარმონიას. სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა კონტაქტში შედის ძლიერ პლუტონთან, რაც სიმბოლოა ტრანსფორმაციისა და აღორძინების. ეს კავშირი საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად გავიგოთ რა დგას ჩვენი მიჯაჭვულობისა და ბნელი სურვილების მიღმა. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებაში ჩვენი სიყვარულის, შინაგანი სურვილების გადატანის. არაა გამორიცხული, ფული მიიღოთ სილამაზის სფეროდან, შემოქმედებიდან ან დაიწყოთ საქმე, რაც დიდ ფულს მოგიტანთ.
6 თებერვლიდან იუპიტერიც გამოვა რეტროგრადული სვლიდან და ტყუპის მე-13 გრადუსიდან დაიწყებს სწორ სვლას. ივნისის დასაწყისამდე სულ სწორ სვლაში იქნება და კირჩხიბის ნიშანში გადავა. ეს ნიშნავს, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოსავლების ზრდის იმედი გვაქვს. ივნისამდე კი იუპიტერი ჰაერის ნიშნებში დაბადებულ ადამიანებს მისცემს შანსს, დაიწყონ პერსპექტიული პროექტები, უცხო ენების სწავლა, გაემგზავრონ საზღვარგარეთ ან იპოვონ პირადი ბედნიერება უცხოელთან.
9 თებერვალს მზე-მერკურის შეერთება გველოდება მერწყულში . დროა დავინახოთ მიზანი, ვისწავლოთ რაიმე ახალი, დავსახოთ რევოლუციური იდეები და მივიღოთ სასარგებლო ინფორმაცია. შესაძლებელია იპოვოთ პასუხები ადრე დასმულ კითხვებზე.
ამავე დღეს გველოდება მარსი-სატურნის მეგობრული ასპექტი. მარსის ცეცხლოვანი იმპულსები გადაჯაჭვულია სატურნის ცივ, მკაცრ დისციპლინასთან . იბადება მოქმედებისა და დაგეგმვის სიბრძნის ძლიერი კომბინაცია, რომელიც უბიძგებს ადამიანებს დაფიქრებული გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ, ენერგია მიმართულია გრძელვადიანი შედეგებისკენ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.
10 თებერვალს მერწყულში მყოფი მერკური დაუპირისპირდება კუროში მყოფ ურანს. მოუსმინეთ რას ამბობს ადამიანი, მოერიდეთ მოძალადეებთან ურთიერთობას . ნებისმიერმა "მოულოდნელმა" შეტყობინებამ შეიძლება დატვირთვა მოახდინოს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. მოუსმინეთ საკუთარ თავს და ისაუბრეთ იმაზე, რაც სწორი და მართალია.
11 თებერვალს კი მერწყულის მზე უპირისპირდება კუროში მყოფ ურანს . ეს დღე შეიძლება იყოს მკაცრი და გამაღიზიანებელი. იქნება დაძაბულობები, ემოციური აფეთქებები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დაძაბულობა ხშირად ყველაზე სასარგებლო კატალიზატორია ცვლილებისთვის.
14 თებერვალს მერკური გადადის თევზებში. ყველასთვის გარკვევით ლაპარაკი ადვილი არ არის, მაგრამ სიზმრები ძალიან კარგად "გველაპარაკებიან". ეს შეიძლება არ იყოს ყველაზე მარტივი დრო სიტყვებით გამოხატოთ საკუთარი თავი, მაგრამ გრძნობებით შეიძლება. 14-მდე კარგია ანალიტიკური, ინტელექტუალურ მუშაობა და შეთანხმებების მიღწევას. 14 თებერვლიდან განახორციელეთ პროექტები, რომლებიც საჭიროებენ ფანტაზიას, შემოქმედებითობას. ამავე დროს გაიზრდება თაღლითებისა და მატყუარების აქტივობა. გადაამოწმეთ თითოეული ინფორმაცია. 25 თებერვალს მერკური შეუერთდება სატურნს და შექმნის კონფლიქტურ სიტუაციებს უფროსებთან ურთიერთობაში. ასპექტი ხელსაყრელია სამეცნიერო კვლევების, სამართლებრივი საკითხებისა და იმ სფეროებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სიზუსტეს. კარგი იქნება ვილაპარაკოთ, დავწეროთ და დავხატოთ ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა გვეთქვა.
12 თებერვალს სავსემთვარეობა გველოდება 17:53-ზე ლომში. იმატებს შემოქმედებითობა, მოიმატებს რომანტიკულობა სასიყვარულო ურთიერთობებში და საშუალება მოგვეცემა გავერთოთ და ვიგრძნოთ დღესასწაული ჩვენს სულებში. ამასთან, პლანეტების გავლენით იქნება ფეთქებადი ემოციები, მოულოდნელი, დაუფიქრებელი ქმედებები, კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს ყველაზე მოულოდნელი გზით. ლომის ენერგიის გასაძლიერებლად კარგი იქნება, თუ განაახლებთ ინტერიერს, შეიძენთ რაიმე ნათელ ნივთს, ტანსაცმელს, აქსესუარს.
18 თებერვალს მზე გადავა თევზების ნიშანში. იმატებს ემოციურობა, კრეატიულობა, ადამიანი მეტად მიმღები და ლმობიერი გახდება. მოგვინდება შემოქმედებითობაში საკუთარი ძალების მოსინჯვა. შეიძლება მეტად გავხდეთ დამოკიდებულებები სიზმრებზე, მინიშნებებზე.
20 თებერვალ მერკური-იუპიტერის ასპექტი გვაიძულებს, ჩავუღრმავდეთ იდეებისა და ფილოსოფიის სამყაროს. მერკური - კომუნიკაციისა და გონების პლანეტა, ისწრაფვის სიცხადისა და ლოგიკისკენ, იუპიტერი კი ავსებს ჩვენს ქმედებებს იმედითა და ამბიციებით. შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობები, სადაც ექსტრავაგანტური ოცნებები ეჯახება ყოველდღიურ რეალობას.
28 თებერვალს, 04:44-ზე ახალმთვარეობა გველოდება თევზებში. იმატებს საკუთარი შეხედულებების გადახედვის აუცილებლობა, ახალი მთვარის თვე შეიძლება ძალიან სტრესული იყოს ძალაუფლების პოზიციებზე მყოფი ადამიანებისთვის, იდეოლოგიურმა წინააღმდეგობებმაც შეიძლება იგრძნოს თავი. ახალმთვარეობა მოგვიწოდებს მედიტაციისა და შინაგანი ინტროსპექციისკენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას მივმართოთ ჩვენს ინტუიციას და ღრმა სურვილებს. ამ პერიოდში აქცენტი გადადის სულიერ განვითარებაზე.
დაბოლოს, სავსემთვარეობის წინა დღეებში, 12 თებერვალს და ახალმთვარეობას 28 თებერვალს არ უნდა დაიწყოთ მკურნალობა ან დანიშნოთ ქირურგიული ოპერაციები. თვის ტრავმისადმი მიდრეკილი დღეებია 9, 10, 12, 17, 22, 25 და 28 თებერვალი.
ბედნიერ და მშვიდ თებერვალს გისურვებთ.