საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იწყება მკაცრი გადაწყვეტილებების და სარისკო ნაბიჯების პერიოდი, რიტორიკა და ქმედებები უფრო პროვოკაციული გახდება - 25 ნოემბრის-პირველი დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
იწყება მკაცრი გადაწყვეტილებების და სარისკო ნაბიჯების პერიოდი, რიტორიკა და ქმედებები უფრო პროვოკაციული გახდება - 25 ნოემბრის-პირველი დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

კვი­რის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბაა. რაც ამა­ტე­ბენ დი­ნა­მი­კას მსოფ­ლიო პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამ ას­პექტს მო­აქვს ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და ძლი­ე­რი გარ­დაქ­მნე­ბი, ასე­ვე გაზ­რდი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ქვეყ­ნებ­სა თუ მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შე­ებს შო­რის. ას­პექ­ტი გავ­ლე­ნას ახ­დენს პი­როვ­ნე­ბებ­ზეც. მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­უ­ლო­ბას გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ.

პლუ­ტონ­სა და მარსს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა ახლა და­ი­წყო და მაქ­სი­მუმს 2025 წლის იან­ვარ­ში მი­აღ­წევს. იწყე­ბა მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და სა­რის­კო ნა­ბი­ჯე­ბის პე­რი­ო­დი, რი­ტო­რი­კა და ქმე­დე­ბე­ბი უფრო პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გახ­დე­ბა. გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ზე ზე­წო­ლა, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ასე­ვე რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ და­ვე­ბი შე­საძ­ლოა საკ­ვან­ძო თე­მად იქ­ცეს მომ­დევ­ნო 1,5 თვე­ში.

27 ნო­ემ­ბერს მზი­სა და მარ­სის ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ას მოგ­ვი­ტანს. ეს კვი­რის ერ­თა­დერ­თი ხელ­საყ­რე­ლი დღეა, ამი­ტომ ღირს ამ პე­რი­ო­დის­თვის რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რა­მის და­გეგ­მვა. მზე სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის სიმ­ბო­ლოა. მარ­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, გამ­ბე­და­ო­ბა­ზე და ფი­ზი­კურ ენერ­გი­ა­ზე. მათ შო­რის მე­გობ­რუ­ლი ას­პექ­ტი ქმნის ჰარ­მო­ნი­ულ კავ­შირს, რო­დე­საც ნება (მზე) და მოქ­მე­დე­ბა (მარ­სი) სრულ­ყო­ფილ ჰარ­მო­ნი­ა­შია.

მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლის ფონ­ზე, პირ­ველ დე­კემ­ბერს, ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში, 10:21-ზე. ახა­ლი მთვა­რის თვე­ში ვიგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას, რაც ხელს შე­უ­წყობს მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. ყვე­ლას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­დად­გას ნა­ბი­ჯი თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­კენ.

მშვიდ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

იწყება მკაცრი გადაწყვეტილებების და სარისკო ნაბიჯების პერიოდი, რიტორიკა და ქმედებები უფრო პროვოკაციული გახდება - 25 ნოემბრის-პირველი დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

იწყება მკაცრი გადაწყვეტილებების და სარისკო ნაბიჯების პერიოდი, რიტორიკა და ქმედებები უფრო პროვოკაციული გახდება - 25 ნოემბრის-პირველი დეკემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

კვირის მთავარი მოვლენა მარსისა და პლუტონის დაპირისპირებაა. რაც ამატებენ დინამიკას მსოფლიო პროცესების განვითარებას. ამ ასპექტს მოაქვს ენერგიის მოზღვავება, დაპირისპირებები და ძლიერი გარდაქმნები, ასევე გაზრდილი დაპირისპირება ქვეყნებსა თუ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. ასპექტი გავლენას ახდენს პიროვნებებზეც. მოერიდეთ აგრესიულობას გარშემო მყოფების მიმართ.

პლუტონსა და მარსს შორის დაძაბულობა ახლა დაიწყო და მაქსიმუმს 2025 წლის იანვარში მიაღწევს. იწყება მკაცრი გადაწყვეტილებების და სარისკო ნაბიჯების პერიოდი, რიტორიკა და ქმედებები უფრო პროვოკაციული გახდება. გლობალურ ეკონომიკაზე ზეწოლა, ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემები, ასევე რესურსების შესახებ დავები შესაძლოა საკვანძო თემად იქცეს მომდევნო 1,5 თვეში.

27 ნოემბერს მზისა და მარსის ჰარმონიულ ასპექტი დადებითი ენერგიას მოგვიტანს. ეს კვირის ერთადერთი ხელსაყრელი დღეა, ამიტომ ღირს ამ პერიოდისთვის რაც შეიძლება მეტი რამის დაგეგმვა. მზე სიცოცხლისუნარიანობის, თავდაჯერებულობისა და თვითგამოხატვის სიმბოლოა. მარსი პასუხისმგებელია ინიციატივაზე, აქტიურობაზე, გამბედაობაზე და ფიზიკურ ენერგიაზე. მათ შორის მეგობრული ასპექტი ქმნის ჰარმონიულ კავშირს, როდესაც ნება (მზე) და მოქმედება (მარსი) სრულყოფილ ჰარმონიაშია.

მერკური რეტროგრადულის ფონზე, პირველ დეკემბერს, ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსნის ზოდიაქოში, 10:21-ზე. ახალი მთვარის თვეში ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას. ყველას ექნება შესაძლებლობა გადადგას ნაბიჯი თავისი მიზნებისკენ.

მშვიდ კვირას გისურვებთ!