პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ახა­ლი წლის პირ­ვე­ლი თვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს ორი პლა­ნე­ტა - სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი შე­ერ­თდა მერ­წყუ­ლის პირ­ველ გრა­დუს­ში, ამ ას­პექტს კი მთე­ლი იან­ვა­რი ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა - ანუ ახა­ლი ეპო­ქა უკვე წინა წლის ბო­ლო­დან და­ი­წყო. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ 2021 წლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნია (შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და აკ­რძალ­ვე­ბის პლა­ნე­ტა) წინა წელს კი წლის მმარ­თვე­ლი მთვა­რე იყო. მთვა­რე ეს არის ემო­ცი­ე­ბი, ხალ­ხი, სამ­შობ­ლო - შეგ­ვიძ­ლი­ათ თა­მა­მად ვთქვათ, რომ შარ­შან ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლას არას­ტა­ბი­ლუ­რი გვქონ­და.

2021 წლის მმარ­თვე­ლი კი სა­ტურ­ნი იქ­ნე­ბა. რო­გორც უკვე იცით, იგი ორ ნი­შანს თხის რქა­სა და მერ­წყულს მმარ­თავს. სა­ტურ­ნი არის - "დრო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს შთან­თქავს" - სიმ­კაც­რის, შე­ზღუდ­ვის პლა­ნე­ტა. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­ი­თხოვს მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა სა­ტურ­ნი მერ­წყულ­შია და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად ვიქ­ნე­ბით. თუმ­ცა, უმე­ტე­სო­ბამ შე­იძ­ლე­ბა თავი ჩარ­ჩო­ებ­ში იგ­რძნოს. უნდა ვი­ყოთ მომთმე­ნე­ბი, გამ­ძლე­ე­ბი, ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ მთა­ვარ მი­ზან­სა და საქ­მე­ზე და მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე; გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი; ყვე­ლა­ფე­რი წვრი­ლად დავ­გეგ­მოთ. გა­მოც­დე­ბი იქ­ნე­ბა მკაც­რი, მაგ­რამ ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი.

იუ­პი­ტე­რი მთე­ლი წელი (თევ­ზებ­ში გა­დას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად) მერ­წყულ­ში, ურან­თან სტუმ­რად იქ­ნე­ბა (ურა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბაა) და სწრა­ფად იმოძ­რა­ვებს. 14 მა­ისს უკვე თევ­ზებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს დ აქ დარ­ჩე­ბა კაი ხნით მერე ისევ დაბ­რუნ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა­ში (უკან­მა­ვა­ლი) და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა თევ­ზებ­ში 2021 წლის 29 დე­კემ­ბერს.

ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად რუ­კა­ში, თუ ნუ­ლი­დან მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში თევ­ზებ­ში გყავთ პლა­ნე­ტა, მას შე­უ­ერ­თდე­ბა იუ­პი­ტე­რი. თუ ქალ­წუ­ლის , ტყუ­პის ან მშვილ­დოს­ნის პირ­ვე­ლი­დან-6 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, იუ­პი­ტე­რი მათ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ხოლო თუ კირჩხი­ბის ან მო­რი­ე­ლის პირ­ვე­ლი­დან-6 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ელო­დეთ.

იუ­პი­ტე­რი ხომ "დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის" პლა­ნე­ტაა. აგ­რეთ­ვე, იუ­პი­ტე­რი დიდი ხანი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლის 23 გრა­დუს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ვუ­ყუ­რებთ პი­რად რუ­კა­ში თუ გვაქვს ლო­მის, კუ­როს ან მო­რი­ე­ლის ან 20-26 გრა­დუს­ში რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი, ცოტა და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს, ხოლო თუ ამ გრა­დუ­სებ­ში ტყუპ­ში ან სას­წორ­ში გყავთ პლა­ნე­ტა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ელო­დეთ. იუ­პი­ტერ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ წარ­მა­ტე­ბა, აგი­მაღ­ლოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი; შეძ­ლებთ პი­რა­დი ბრენ­დის პო­პუ­ლა­რო­ბას.

სა­ტურ­ნიც მერ­წყულ­შია (ის მერ­წყუ­ლის თა­ნა­მარ­თვე­ლია) და ის სამ­ჯერ და­ე­ჯა­ხე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის პლა­ნე­ტას ურა­ნი (მერ­წყუ­ლის პირ­ველ მმარ­თველს), რო­მე­ლიც ახლა კუ­რო­შია: პირ­ვე­ლად 17 თე­ბერ­ვალს, მე­ო­რედ - 15 ივ­ნისს და მე­სა­მედ 24 დე­კემ­ბერს. ამ დღე­ებ­ში და პლუს/მი­ნუს 2-3 დღე ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა ვი­ყოთ.

იან­ვარ­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 10 იან­ვრი­დან) მერ­წყულ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა მზე, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა, იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი და პლუ­ტო­ნი . ეს გუნ­დი ცუ­დად და­უ­პირსპირ­დე­ბა ურანს (მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი), მარსსა (აგ­რე­სია და ენერ­გია) და ლი­ლიტს (ში­შე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი). და­პი­რის­პი­რე­ბა 12 თე­ბერ­ვლამ­დე გას­ტანს. რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ეს თვე-ნა­ხე­ვა­რი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს, აგ­რე­სი­ას, მო­ე­რი­დეთ ხალ­ხის მა­სებს, და­უ­ფიქ­რებ­ლად არ გა­დად­გათ ნა­ბი­ჯი და არც გა­ა­კე­თოთ რამე, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან; ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და ონ­ლა­ინ­საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. 20 იან­ვა­რი არის დღე, როცა მარ­სი, ლი­ლი­ტი და ურა­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბა. ამი­ტომ ცდუ­ნე­ბე­ბი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წრებთ და გე­ტყვით, რომ 2021 წელს 4 დაბ­ნე­ლე­ბა - 2 მზის და 2-იც მთვა­რის გვექ­ნე­ბა, ეს ნორ­მაა. 2020 გვქონ­და რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - ექ­ვსი. სუ­პერმთვა­რე­ო­ბაც ანუ სის­ხლი­ა­ნი მთვა­რე (როცა მთვა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლო­საა დე­და­მი­წას­თან და იგი უფრო მუქი ფე­რის გვეჩ­ვე­ნე­ბა ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­შია) გვექ­ნე­ბა . ამ დროს ადა­მი­ა­ნებ­ში ემო­ცი­უ­რო­ბა მე­ტად მო­მა­ტე­ბუ­ლია. აქვე, მთვა­რის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ტყვით, რომ 22 აგ­ვის­ტოს გვექ­ნე­ბა ცის­ფე­რი მთვა­რე , ეს არის იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა (და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წე­ლი­წად­ში ერთხელ), როცა ერთ ნი­შან­ში ხდე­ბა ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა.

არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და, რომ 21 დე­კემ­ბერს მოხ­და ორი პლა­ნე­ტის - სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი შე­ერ­თე­ბა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს არის ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სი და აი, რა­ტომ: აქამ­დე ეს ორი პლა­ნე­ტა მი­წის ნიშ­ნებ­ში ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად იყ­ვნენ მო­მარ­თუ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ახლა კი ისი­ნი მხო­ლოდ ჰა­ე­რის ნი­შან­ში შე­ერ­თდე­ბი­ან. შე­დე­გად იქ­ნე­ბა მეტი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, მეტი აი­ტი­ტექ­ნო­ლო­გია. თუ შარ­შან გა­და­ვე­დით ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა­სა და სწავ­ლა­ზე, ახლა უფრო მე­ტად ონ­ლა­ინ­ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვალთ და აღარ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა. მოხ­დე­ბა ძვე­ლი რე­ჟი­მის, სტი­ლის ნგრე­ვა და ახ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებს უნდა ვე­ლო­დოთ იმ პე­რი­ო­დებ­ში (17 თე­ბერ­ვა­ლი, 15 ივ­ნი­სი და 24 დე­კემ­ბე­რი), როცა სა­ტურ­ნი ურანს და­ე­ჯა­ხე­ბა. ურა­ნი მო­მარ­თუ­ლია სი­ახ­ლე­ებ­ზე, სა­ტურ­ნი - წარ­სულ­ზე. ეს ეხე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­საც, სა­ხელ­მწი­ფო­საც (ძა­ლა­უფ­ლე­ბა), დიდ კორ­პო­რა­ცი­ებ­საც.

სა­ტურ­ნი ეს არის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი, ურა­ნი კი ითხოვს, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბას (თუნ­დაც ქსე­ლურს), ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­ე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც არი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. თუმ­ცა, კარ­გი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ა­ნად არ და­ან­გრი­ოთ, მერე აშე­ნე­ბა გარ­თულ­დე­ბა და სა­ტურ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით შექ­მნათ ახა­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ძვე­ლე­ბუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სა­სახ­ლე, რო­მელ­საც გა­რეგ­ნუ­ლი იერი სრუ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს, ხოლო შიგ­ნი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ბედ­ნი­ერ და სა­ინ­ტე­რე­სო იან­ვარს გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
2

rogor ketdeba piradi astrologiuri ruqa?

GVF
1

ეგ მარტო ცაგომ (ცაგარელმა) იცის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ახალი წლის პირველი თვე მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება აღსავსე. 2020 წლის 21 დეკემბერს ორი პლანეტა - სატურნი და იუპიტერი შეერთდა მერწყულის პირველ გრადუსში, ამ ასპექტს კი მთელი იანვარი ექნება გავლენა - ანუ ახალი ეპოქა უკვე წინა წლის ბოლოდან დაიწყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2021 წლის მმართველი პლანეტა სატურნია (შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა) წინა წელს კი წლის მმართველი მთვარე იყო. მთვარე ეს არის ემოციები, ხალხი, სამშობლო - შეგვიძლიათ თამამად ვთქვათ, რომ შარშან ემოციური მდგომარეობა ყველას არასტაბილური გვქონდა.

2021 წლის მმართველი კი სატურნი იქნება. როგორც უკვე იცით, იგი ორ ნიშანს თხის რქასა და მერწყულს მმართავს. სატურნი არის - "დრო, რომელიც ყველაფერს შთანთქავს" - სიმკაცრის, შეზღუდვის პლანეტა. ადამიანებისგან მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას, სერიოზულობას. საბედნიეროდ, ახლა სატურნი მერწყულშია და შედარებით მსუბუქად ვიქნებით. თუმცა, უმეტესობამ შეიძლება თავი ჩარჩოებში იგრძნოს. უნდა ვიყოთ მომთმენები, გამძლეები, ვკონცენტრირდეთ მთავარ მიზანსა და საქმეზე და მნიშვნელოვანზე; გამოვავლინოთ პროფესიონალიზმი; ყველაფერი წვრილად დავგეგმოთ. გამოცდები იქნება მკაცრი, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი.

იუპიტერი მთელი წელი (თევზებში გადასვლის მიუხედავად) მერწყულში, ურანთან სტუმრად იქნება (ურანი მოულოდნელობა და უნიკალურობაა) და სწრაფად იმოძრავებს. 14 მაისს უკვე თევზებში გადაინაცვლებს დ აქ დარჩება კაი ხნით მერე ისევ დაბრუნდება რეტროგრადულობაში (უკანმავალი) და საბოლოოდ გადავა თევზებში 2021 წლის 29 დეკემბერს.

ჩაიხედეთ პირად რუკაში, თუ ნულიდან მეექვსე გრადუსში თევზებში გყავთ პლანეტა, მას შეუერთდება იუპიტერი. თუ ქალწულის , ტყუპის ან მშვილდოსნის პირველიდან-6 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები, იუპიტერი მათ დაუპირისპირდება, ხოლო თუ კირჩხიბის ან მორიელის პირველიდან-6 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები, სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ.

იუპიტერი ხომ "დიდი ბედნიერების" პლანეტაა. აგრეთვე, იუპიტერი დიდი ხანი იქნება მერწყულის 23 გრადუსში. შესაბამისად, ვუყურებთ პირად რუკაში თუ გვაქვს ლომის, კუროს ან მორიელის ან 20-26 გრადუსში რომელიმე პლანეტა ან მნიშვნელოვანი წერტილი, ცოტა დაძაბულობა მოიმატებს, ხოლო თუ ამ გრადუსებში ტყუპში ან სასწორში გყავთ პლანეტა ან მნიშვნელოვანი წერტილი, სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ. იუპიტერმა შეიძლება მოგიტანოთ წარმატება, აგიმაღლოთ ავტორიტეტი; შეძლებთ პირადი ბრენდის პოპულარობას.

სატურნიც მერწყულშია (ის მერწყულის თანამართველია) და ის სამჯერ დაეჯახება მოულოდნელობებისა და რევოლუციების პლანეტას ურანი (მერწყულის პირველ მმართველს), რომელიც ახლა კუროშია: პირველად 17 თებერვალს, მეორედ - 15 ივნისს და მესამედ 24 დეკემბერს. ამ დღეებში და პლუს/მინუს 2-3 დღე ფრთხილად და დაკვირვებულად უნდა ვიყოთ.

იანვარში (დაახლოებით 10 იანვრიდან) მერწყულში აღმოჩნდება მზე, მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი და პლუტონი . ეს გუნდი ცუდად დაუპირსპირდება ურანს (მოულოდნელობები), მარსსა (აგრესია და ენერგია) და ლილიტს (შიშები და ცდუნებები). დაპირისპირება 12 თებერვლამდე გასტანს. რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს თვე-ნახევარი საკმაოდ დაძაბული იქნება. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, აგრესიას, მოერიდეთ ხალხის მასებს, დაუფიქრებლად არ გადადგათ ნაბიჯი და არც გააკეთოთ რამე, სიფრთხილე გმართებთ საჭესთან; ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას და ონლაინსაქმიანობასთან. 20 იანვარი არის დღე, როცა მარსი, ლილიტი და ურანი გაერთიანდება. ამიტომ ცდუნებები, მოულოდნელობები და აგრესიულობა აქტუალური იქნება.

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ 2021 წელს 4 დაბნელება - 2 მზის და 2-იც მთვარის გვექნება, ეს ნორმაა. 2020 გვქონდა რეკორდული რაოდენობა - ექვსი. სუპერმთვარეობაც ანუ სისხლიანი მთვარე (როცა მთვარე მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან და იგი უფრო მუქი ფერის გვეჩვენება ვიდრე სინამდვილეშია) გვექნება . ამ დროს ადამიანებში ემოციურობა მეტად მომატებულია. აქვე, მთვარის თემასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ 22 აგვისტოს გვექნება ცისფერი მთვარე , ეს არის იშვიათი მოვლენა (დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ), როცა ერთ ნიშანში ხდება ორი სავსემთვარეობა.

არაერთხელ გაჟღერდა, რომ 21 დეკემბერს მოხდა ორი პლანეტის - სატურნი და იუპიტერი შეერთება მერწყულის ზოდიაქოში. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი და აი, რატომ: აქამდე ეს ორი პლანეტა მიწის ნიშნებში ხვდებოდა ერთმანეთს, შედეგად, ადამიანები მეტად იყვნენ მომართულები სტაბილურობაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე. ახლა კი ისინი მხოლოდ ჰაერის ნიშანში შეერთდებიან. შედეგად იქნება მეტი კომუნიკაბელურობა, მეტი აიტიტექნოლოგია. თუ შარშან გადავედით ონლაინ მუშაობასა და სწავლაზე, ახლა უფრო მეტად ონლაინცხოვრების რეჟიმზე გადავალთ და აღარ გაგვიკვირდება. მოხდება ძველი რეჟიმის, სტილის ნგრევა და ახლის დამკვიდრება.

განსაკუთრებულ სიახლეებს უნდა ველოდოთ იმ პერიოდებში (17 თებერვალი, 15 ივნისი და 24 დეკემბერი), როცა სატურნი ურანს დაეჯახება. ურანი მომართულია სიახლეებზე, სატურნი - წარსულზე. ეს ეხება ტექნოლოგიებსაც, სახელმწიფოსაც (ძალაუფლება), დიდ კორპორაციებსაც.

სატურნი ეს არის ერთპიროვნული მმართველი, ურანი კი ითხოვს, გუნდური მუშაობას (თუნდაც ქსელურს), ინტერესთა სფეროებით გაერთიანებას და პასუხისმგებლობაც გადანაწილებულია სხვადასხვა ადამიანზე, რომლებიც არიან ნიჭიერები და პროფესიონალები. თუმცა, კარგი იქნება, ყველაფერი ერთიანად არ დაანგრიოთ, მერე აშენება გართულდება და სატურნის გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით შექმნათ ახალი, რევოლუციური. წარმოიდგინეთ ძველებური, ისტორიული, საუკუნოვანი სასახლე, რომელსაც გარეგნული იერი სრულად შენარჩუნებული აქვს, ხოლო შიგნიდან თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ბედნიერ და საინტერესო იანვარს გისურვებთ!

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თევზებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მერწყულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მშვილდოსნებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი